ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები

არასოდეს არ მოუყვეთ ბავშვებს გაკვეთილი, ერთად ეძიეთ. თქვენც ვითომდა გეშლებათ, ვითომდა დაიბენით, ვითომდა არ გაგახსენდათ... ვითომდა! ესეც მეთოდებია

შალვა ამონაშვილი
არასოდეს არ მოუყვეთ ბავშვებს გაკვეთილი, ერთად

სიყვარული მოყვასის მიმართ

ორი ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი რწმენა და ჩვენი სამშობლო. აი ეს ორი უძვირფასესი რამ შეიძლება იქცეს დაუსრულებელი სისხლისღვრის და ადამიანური მტრობის მიზეზად, თუ ამას არ ახლავს მესამეც, მოყვასის სიყვარული.

ადამიანში ღირსების დანახვის უნარი თუ არ ახლავს, ისე შეიძლება, იმ ორმა, თავისთავად ძალიან ძვირფასმა, შენ დაგღუპოს.

თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი ღვთის სიყვარულს, შენ ფანატიკოსი გახდები.

თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი შენი სამშობლოს სიყვარულს, შენ შეიძლება გახდე ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე მზერით გამოირჩევა და თავისი ქვეყნის იქით, არაფრის დანახვა არ სურს.

გია მურღულია
სიყვარული მოყვასის მიმართ

მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს

შალვა ამონაშვილი
მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი

პროფესორი - მკვლევარი

საგანმანათლებლო პროცესი რა კომპონენტებისგან შედგება? - უმთავრესი არის მასწავლებელი, უნივერსიტეტის შემთხვევაში პროფესორი. პროფესურა თუ არა გყავს მსოფლიო სტანდარტის, საგანმანათლებლო პროცესიც ვერ გექნება მსოფლიო სტანდარტის. შესაბამისად, მთელი დასავლური სისტემის, ძირითადი მიზანი და ამოცანა არის, როგორ მოიზიდოს საუკეთესო პროფესურა. თანამედროვე უნივერსიტეტის მთელი იდეა არის, რომ ეს არის მკვლევარების უნივერსიტეტი. ანუ უნდა ასწავლიდეს სტუდენტს პროფესორი, რომელიც აკეთებს აღმოჩენას და არა ის პროფესურა, რომელსაც სხვისი აღმოჩენების გადმოცემა შეუძლია. ამაზე არის ჩამოკიდებული მთელი სისტემა. შესაბამისად, რაც არ უნდა ფული გადაუხადო პროფესორს, თუ არ მიეცი მას კვლევის საშვალება ვერ მოიზიდავ. ეს იმიტომ კი არ ვიძახი ამას რომ ვიღაცას ვაკრიტიკებ. მესმის რომ ამ სისტემაზე გადასვლა ძალიან რთულია, ეკონომიურად გაჭირვებულ ქვეყანაში, იმიტომ რომ შენ რომ უმაღლესი დონის პროფესურა მოიზიდო, გჭირდება ძალიან დიდი ფინანსები.

გია დვალი
პროფესორი - მკვლევარი

უახლესი

უახლესი

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ