რას დარბიხარ ამდენს / კალორიების დათვლის აკვიატება
შეიძლება ჩვენს თავს რომ გადავხედოთ და ჩვენს ცხოვრებას, ჩვენც გვაქვს რაღაცა აკვიატებები. მაგალითად შეიძლება ეს იყოს: ჯანსაღი კვების აკვიატება. მე მყავს ახლობელი, ამერიკაში ცხოვრობს და მარაზმამდეა მისული: გრამების დათვლა, სასწორი, სირბილი. ნაყინი შეჭამა და მერე უნდა ირბინოს. ხანდახან ვფიქრობ, არ ცხოვრობს ეს ხალხი. ხანდახან რო მოდუნდე, ან ის გააკეთო რაც გინდა, ან შეჭამო რაც გინდა. ესეც ხო აკვიატებული ქცევაა. აი რას დარბიხარ ამდენს, რაღაცის გამო აკეთებ ხო ამას? ისევე როგორც შეიძლება აკვიატებული იყოს გაუთავებელი ვარჯიში. პოზიტიური რაღაცეებიც კი შეიძლება ისეთ შკალას გადასცდეს, მერე ანაბოლიკებს რომ იკეთებენ და კუნთებს და უკვე სხვა წრეში რომ გადის ადამიანი, თორემ ზომიერად ვარჯიშიც, კვებაც, ნაყინიც, სირბილიც, თამაშიც და მასაჟიც, ყველაფერი კარგია. მაგრამ თუ მე შეპყრობილი ვარ ამით, ჩემი უმაღლესი მოთხოვნილების ადგილას რასაც დავაყენებ, ის მომიყოლებს მე ქვემოდან. იქ რაც უნდა იყოს ის უნდა იდგეს. ეს არის უმაღლესი ღირებულება.
მარინა კაჭარავაღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!
ღვთისმსახურება არ არის ის, რაც შეიძლება მტრობამ მოშალოს. ღვთისმსახურება არის ის, რაც მტრობაზე მაღლა დგას, და ამით იმარჯვებს ის.
გიორგი გვასალიაძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს დაბადებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ ეს არ არის მისი მეხსიერების ნაწილი. ცხადია, გონებას არ აქვს ტიპური მეხსიერება, თუმცა, სხეული იმახსოვრებს.
გიორგი კეკელიძეზომიერად მგრძნობიარე უნდა იყო!
მგრძნობიარე უნდა იყო, მაგრამ ეს მგრძნობიარობა არ ნიშნავს იმას, რომ გადაგტეხოს ყოველმა ქარის დაბერვამ. თუმცა, არაუშავს იმას, ქარში რომ შენც ირხეოდე.
ნათია ფანჯიკიძე