რაც უფრო უბრალოდ, მარტივი ენით ეტყვი ადამიანს (არა მარტო ბავშვს, არამედ დიდსაც), მით უკეთესი, მით უფრო კარგად გაიგებს.
წმ. იოანე ოქროპირს ერთმა ქალბატონმა უთხრა - თქვენი მჭევრმეტყველების ჭა ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონების თოკი ვერ წვდება და ისევ დაურწყულებელი ვრჩებითო - ამის შემდგომ იგი ყველანაირად ცდილობდა გაემარტივებინა ქადაგება და დღეს ყველამ კარგად ვიცით, როგორი ადვილად გასაგებია მისი ქადაგებები
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები
შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს.
აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?
არი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!
არ დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო - გახსოვს, მე შენ რა გაგიკეთეო - ეს აღარ არის გასიკეთე.
გაცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა.
რუსთაველის ანდერძია ეს