მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ
მივმართოთ ჩვენი აზრი, ჩვენი ძალები შემოქმედებისკენ.
მაგრამ, რა შევქმნათ?
პირველ რიგში იცით რა? - შევქმნათ საკუთარი თავი!
საკუთარი თავი უნდა ავაშენოთ, ვიდრე სახლს ავაშენებთ!
თავისუფლებას უხდება ერთსულოვნება
თავისუფლებას ძალიან უხდება მრავალფეროვნება აზროვნების, მაგრამ ასევე ძალიან უხდება ერთსულოვნება, კარგი სიტყვა გვაქვს ეს ქართველებს, სინერგიის გარეშე თავისუფლება ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ჩვენ გვქონდეს იდეათა ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ძალისხმევას და საერთო ვექტორით წაიყვანს წინ.
გია მურღულიათუ გინდათ, რომ ოჯახი შეინარჩუნოთ და განავითაროთ...
ოჯახი თუ გინდათ შეინარჩუნოთ და განავითაროთ, სიყვარული უნდა ზარდოთ. სიყვარულს უნდა მოვლა, მორწყვა, ალერსით, მოთმინებით, ყველა კეთილი განცდით და ამგვარად სიყვარული გაიზრდება
შალვა ამონაშვილიმწარეა სიმართლე? | როგორ შევაყვაროთ ისტორია?
როგორ უნდა შეაყვარო საქართველოს ისტორია ადამიანს?
სიმართლე უნდა უთხრა, უნდა გაამწარო.
მწარეა სიმართლე?
ძალიან, მით უფრო ჩვენი მითებით სავსე სამყაროში. სამწუხაროდ ქართული ისტორიოგრაფია, ვერ დაიკვეხნის იმით, რომ უთხრას უყუარი… იმ წყაროებზე დაყრდნობით რაც გაგვაჩნია. ჩვენ ბევტი არა გვაქ სამწუხაროდ და ამასაც ვუმალავთ და რაღაცა მივჩქმალეთ, რაღაცა არ ვუთხარით, ვთქვათ დედოფალ რუსუდანზე, რომელიც სქემა კი არ იყო, ადამიანი.
ლაშა-გიორგი ადამიანი იყო… ქართულში დამკვიდრდა გარინდება, იმიტომ, რომ რინდი იყო დებოშირი, მოქეიფე, ოღონდ მეამბოხე მუსლიმი, რომელიც რაღაცა წესებეზე უარს ამბობდა და ამათთან უნდოდა შეხვედრა, ხვდებოდა და ერთ-ერთი ჩხუბის დროს თვალი ამოთხარეს,..
ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო. აი ეს ხომ არავინ არ იცის?! მე მგონია, რომ ეს არ არის წვრილმანი, მე მგონია, რომ ესეთი ნიშნებისგან, რომ გააცოცხლებ ამ პერსონაჟს, არასოდეს დაავიწყდებათ, აღიქვამს და რაღაც ემოციური კავშირი ექნება ამასთან და არა სქემა.