შემოქმედებითი ცხოვრება დინების წინააღმდეგ
არ ავმაღლდეთ?
ამ ამაღლებას უნდა ჭიდილი ცხოვრებასთან. ჭიდილი აზრით, საქმით, ძიებით, შემოქმედებითი ცხოვრებით. შემოქმედება ყველაფერშია, არავინ არ თქვას - "მხატვარი არა ვარო", - განა მარტო მხატვრები და კომპოზიტორები ქმნიან რაღაცას... დიასახლისი, რომელიც დიდი სიყვარულით გაამზადებს კერძს და ლამაზად მიართმევს ოჯახს, ესაც შემოქმედებაა
მასწავლებლების შეცდომები
ეს შეცდომები არ არის ერთგვაროვანი, შეიძლება დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგვმაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა, შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მასწავლებელმა დაუშვას. და კიდევ ერთიც, შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.
გია მურღულიანებისმიერი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი და დიდი ამბის შესასწავლად, იმიტომ, რომ რეალურად ცხოვრებას არ აქვს მონაკვეთები, რომლიდანაც სწავლა შეიძლება გამოვრიცხოთ.
გიორგი კეკელიძე