როგორი ღვთისმსახურიც ვარ, ისე ვუყურებ სამყაროს. შეიძლება დღე და ღამე ტაძარში ვიდგე, მაგრამ ეს ნაყოფის მომცემი არ იყოს ჩემთვის, რადგან ჩემი აზროვნება აბსოლუტურად არ იყოს მიდრეკილი იესოსკენ, რომელმაც მე სიკვდილისგან ხსნა მომიტანა. ეს ჩემთვის შეიძლება უბრალოდ იყოს დროის გაყვანის, ან სიამოვნების სივრცე. აზროვნებას, ჩემ მსახურებას არ შეეხება.
გიორგი გვასალიაქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს
ქსენოფონტეო ამდაბლებდა სოკრატეს, რადგან თავად ვერ მისწვდა მას, ვერ ჩასწვდა, ვერ გაიგო. ხოლო პლატონი ადიდებდა სოკრატეს, რადგან პლატონმა თავად მოიცვა სოკრატე.
და აი როცა პატრიარქს ასე მიმართეს და ასეთი რამე გამოიხატა მის მიმართ, ზუსტად ეს ფორმულა არის იქ, რომ ქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს. პლატონი კი ადიდებდა, იმიტომ, რადგან დიდი რომ დაინახო თავად დიდზე დიდი უნდა იყოო, და დიდზე დიდიბა დიდის დანახვაა
ასეთ ოჯახიდან რა შვილი გამოვა?
ლოთი რომ არის კაცი, გავარდნილი, ნარკომანი რომ არის, დედა რომ ოჯახში არა ჩერდება,.. ამათ ოჯახში რომ ბავშვი გაჩნდება, ეს მამა რა მამა გახდება? დედა როგორი დედა გახდება და შვილი რა გახდება?
შალვა ამონაშვილი"რამდენსაც მიხდიან, ისეთ გაკვეთილს ვატარებ"
ბევრი ავტორიტარი მასწავლებელი ამბობს - რამდენსაც მაძლევენ, ისეთ გაკვეთილს ვატარებო, ჩემგან რა გინდათო. მართალს ამბობს, - აძლევენ ამდენს და ასეთ გაკვეთილს ატარებს. მისცემენ უფრო მეტს - სხვანაირს ჩაატარებს. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის. უვარგის მასწავლებელს გინდ ამდენი მიეცი, გინდ იმდენი, რაც იცის, იმას გააკეთებს.
შალვა ამონაშვილი