რა არის თავისუფლება?
კი მაგრამ, რა არის თავისუფლება? - სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა მოვალ? და რაში იყენებ იმას, რომ სადაც გინდა წახვალ, სადაც გინდა მოხვალ? სად იხეტიალე, სად სცადე შენი ბედი? აღმოჩნდება რომ ძალიან დავიწროებულია ადამიანების გადაადგილების არეალი. და შემდეგ კიდევ მივდივართ იქამდე, რომ, აი მაინც რა არის ეს თავისუფლება? აღმოჩნდება, რომ თავისუფლება არის სწორედ ის ჟრუანტელი, რასაც ანტილოპა განიცდის ლომი რომ მოზდევს, თუ ჯანმრთელი ზებრა, რომელიც კბილებს ჩაამტვრევს შემდეგ ამ ლომს. ანუ სიცოცხლე, თავდაგასავალი ასოცირდება თავისუფლებასთან, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ ჩვენს თავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიცდით დეპრესიას და არა პირიქით, როდესაც არაფერი ხდება, როდესაც დაჭაობდება.
ნათია ფანჯიკიძეთუ დავაკვირდებით, ეკლესიის მიმართ ლანძღვა, შეურაცხყოფა უწინარეს ყოვლისა იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ეკლესიასთან. შორიდან დგანან და ზოგადი ფრაზებით აყრუებენ სამყაროს. ცოტა უხერხულია მარტივი მიზეზის გამო - მე არ მაქვს უფლება, ჭკუა ვასწავლო და ვილაპარაკო იმ კრებულზე, რომელსაც არ ვეკუთვნი.
გიორგი გვასალიაცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად
სიბრძნეები ვიცით აუარებელი, სიკეთეები ვიცით, მაგრამ ცოტას გავაკეთებსთ სიკეთეს, ცოტას დავუჯერებთ სიბრძნეს, უფრო მეტად დავუჯერებთ რასაც ცხოვრება გვთხოვს ეხლა, და ცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად. სისულელეებს გვთხოვს რომ გავაკეთოთ. მერე კიდეც გვრცხვენია, რატო გავაკეთე ეს, ან იმ ადამიანს რატომ ვუთხარი ეგეთი სიტყვა, ან იმან რა დამიშავა რო მძულს, ან იმისი რათა მშურს? მერე შეიძლება ვიღაცა ჩაფიქრდეს ამაზე, მაგრამ ხო ვაკეთებთ ამას და ვიცით რომ არ უნდა გავაკეთოთ. ხედავთ? ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არა გვაქვს, ანდა გვაქვს უარყოფითი.
შალვა ამონაშვილიმასწავლებლის წითელი კალამი უნდა ჩანაცვლდეს მწვანე კალმით და ხაზი გაესვას მოსწავლის დამსახურებებს შეცდომების ნაცვლად
შალვა ამონაშვილი