ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

არის თუ არა ღმერთში გრძნობები?

- იტანჯება და სტკივა თუ არა ღმერთს, როცა ადამიანს სტკივა და იტანჯება? რას ნიშნავს ღმერთის ტკივილი?

- საერთოდ ღმერთში ვნება, ტკივილი, სიხარული, ხარხარი, კისკისი,.. ასეთი რამ არ ხდება. ღმერთი არ არის გრძნობადი არსება. ეს ყველაფერი არის სიმბოლური, რომ თვალის წინ, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ სტკივა, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ უხარია, წარმატებას არ იღებს და ა.შ

განკაცებულ ქრისტეს თავისთავად სტკიოდა, მას ჭეშმარიტი ხორცი ჰქონდა მიღებული, ჭეშმარიტი ტკივილით სტკიოდა.

ყოვლადწმინდა სამებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ტკივილი, შეშფოთება,.. სრულიად გამორიცხულია

გიორგი გვასალია
არის თუ არა ღმერთში გრძნობები?

ფროიდის ფსიქოანალიზი

- ფროიდის ფსიქოანალიზის შესახებ რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

- ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო ყველაზე დახვეწილი თაღლითობა მეცნიერების ისტორიაში.

- შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ფროიდისტი?

- არა, გამორიცხულია. ის სექსუალური დასკვნები, რაც მას ჰქონდა, მიუღებელია. ჩვენთან სხვა დასკვნებია. ჩვენთვის ეს სხვა ძალაა. ახლა არ მინდა ხმამაღლა. მერე შეგვიძლია ერთი ერთზე ვისაუბროთ რა თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

ქვეცნობიერთან დაკავშირებით მას ჰქონდა აღმოჩენები, თუმცა შემდგომ რაც გააგრძელა და აკეთა ამ ადამიანმა, კრიტიკას ვერ უძლებს, თავისთავად ცხადია

გიორგი გვასალია
ფროიდის ფსიქოანალიზი

თუ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ...

- ადამიანი თავისუფალია მის ყოველ ქმედებაში, თუმცა ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ადამიანი როგორ მოიქცევა. არადა, ბედისწერა არ არსებობს. როგორ აგვიხსნით ამ ორ ფაქტს?

- ადამიანი მართლა თავისუფალია და ღმერთმა მართლა ყველაფერი იცის. ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ განსაზღვრავს ჩემ საქციელს.

ჩვენ მარადიულობაზე გვაქვს არასწორი წარმოდგენა. მარადიულობას ჩვენ ვიაზრებთ როგორც - სულ რომ რაღაც გრძელდება. მარადიულობა არის დროის აი ამ მიმდინარეობაზე კიდევ ზემოთ მდგარი რაღაც უსასრულობა.

წარმოიდგინეთ, ღმერთი დროში არ არის, ზემოდან ხედავს, ქვემოთ რაღაცები როგორ მოძრაობენ. წარმოიდგინეთ, კაცი დგას ბაქანზე და ხედავს მატარებელს, რომელშიც ზის მგზავრი. ამ მგზავრმა წინასწარ სულ არ იცის რა მოხდება, თუმცა ბაქანზე მდგარი კაცი ხედავს, მატარებელი როდის რომელ შესახვევში შევა. ამ კაცმა იცის, რომ ძალიან დიდ მოსახვევში კაცი თუ ფინჯანი ყავით წამოდგება, შეიძლება ბარბაცი დაიწყოს და ჭიქა დაუვარდეს. ეს რომ იცის ამ კაცმა, არ ნიშნავს, რომ ამით განსაზღვრულია, მგზავრი წამოდგება თუ არა. მგზავრი სხვა სისტემაშია. ბაქანზე მდგარი კაცი სხვა მხრიდან, სხვა სიმაღლიდან, სხვა ადგილიდან უყურებს მას. საიდანაც უყურებს, უძრაობაა, ხოლო სადაც მგზავრია, იქ - მოძრაობაა. ქმნილების თვისებაა დინამიკაში, მოძრაობაში ყოფნა. მხოლოდ უქმნელია აბსოლიტურ სტატიკაში, უძრაობაში,.. და ამ აბსოლიტურად უძრავის წინ რაღაცები მოძრაობს, რომელიც აბსოლიტურად სხვა სიბრტყეა.

წინასწარმეტყველებაც ასეა მეგობრებო. იუდამ ქრისტე გაყიდა, არა იმიტომ, რომ ასე იყო ნაწინასწარმეტყველები, არამედ რადგან გაყიდიდა, ამიტომაც იწინასწარმეტყველეს. უკუპროცესს უნდა შევხედოთ. რაღაცა კეთდება არა იმიტომ, რომ ნაწინასწარმეტყველებია, არამედ რადგან მოხდებოდა, ამიტომ იწინასწარმეტყველეს.

გიორგი გვასალია
თუ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ...

რას ნიშნავს ადამში ვცოდეთ?

ადამისგან მე, როგორც ადამიანმა, მივიღე სნეული ბუნება, ავადმყოფური ბუნება. ამ ბუნებაში ჩადებული ცოდვები მე ნათლისღების წყლებით ჩამომერეცხება.

პიროვნულად მე ვარ ჩემ საქმეებზე პასუხისმგებელი. არავითარ შემთხვევაში ადამის პიროვნება ჩემ საქმეებს ვერ განსაზღვრავს, ეს არის აბსოლიტურად გამორიცხული.

ადამმა სცოდა და ადამში ვცოდეთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რადგან ადამიანები ვართ, ამ ცოდვას ვიზიარებთ ბუნების წესით, როგორც ამ ბუნების თანაზიარნი. ცოდვა შემოვიდა ამ ბუნებაში, რომელიც ერთი გვაქვს ყველას. ამით განსხვავდება ადამიანური ბუნება ანგელოზებრივი ბუნებისაგან, ვინაიდან ანგელოზის ცოდვა დარჩა პიროვნულ ცოდვად. ის ყველა ანგელოზს არ გადაედო. რომელ ანგელოზმაც პიროვნულად მიიღო, იმ ანგელოზს გადაედო, მაგრამ რომელმაც პიროვნულად არ მიიღო, მას არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი ბუნება აქვთ.

ადამიანში სხვანაირად არის, რადგან ადამიანი ხორცშია. ადამიანის ხორციელება გულისხმობს, რომ ბუნებით წილნაყარობა აქვს ამ ცოდვასთან და არავითარ შემთხვევაში პიროვნული

გიორგი გვასალია
რას ნიშნავს ადამში ვცოდეთ?

რა არის ბოროტება?

ბოროტება რა არის? ბოროტება არის ალტერნატიული სიკეთე. ბოროტება არის სიკეთის ნაკლულევანება. ქრისტიანობაში ბოროტება გაიგება, როგორც სიკეთის ნაკლულევანება, ისევე როგორც სიბნელე და სინათლე, ბოროტებას ონტოლოგიური საწყისი ანუ არსი არ გააჩნია, ისევე, როგორც სიბნელეს.

აი მაგალითად: შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ ერთ ოთახში, ერთ მთლიან სივრცეში, ერთ მხარეს ნათელი იყოს, ისე, რომ ტიხარი არ ჰქონდეს, მეორე მხარეს ბნელი, წარმოუდგენელია. ან ნათელი უნდა იყოს ან ბნელი, ორივე ერთად ვერ იქნება. და სიბნელე როდის ჩნდება? როდესაც სინათლე იწყებს მოკლებას. ანუ ონტოლოგიური , თავისი საწყისი გააჩნია მხოლოდ სინათლეს, სიბნელე ჩნდება, როცა სინათლე იკლებს.

აი ასეა სიკეთე და ბოროტება, ბოროტების არსი, მყოფობა, როგორც ასეთი არ გააჩნია, მას აქვს პარაზიტული მყოფობა. სიკეთე სადაც იკლებს, იქ ჩნდება ბოროტება, ამიტომაც ბოროტების ქრისტიანული გააზრება გულისხმობს ამას. ბოროტება გახლავთ ალტერნატიული სიკეთე.

გიორგი გვასალია
რა არის ბოროტება?