გვახსენდება სამოთხისეული წიაღი, სადაც ადამი მარტოა, ადამი სამოთხეშია, მაგრამ, სამოთხე არ არის ადამში. ადამს კარგი გარემო აქვს გარშემო, მაგრამ მისთვის ეს არ არის ის, სადაც თავს იგრძნობს ბედნიერად. სულ რაღაცას ეძებს. და ეს რაღაცა, აღმოჩნდება, რომ არის ურთიერთობა. ურთიერთობა სხვასთან, თავისნაირთან.
გიორგი გვასალიაერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ... / ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
ჩვენ არ გვაქ კარგად გაგებული რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა, იმიტომ, რომ არ ვიცით პირველ ლოყაში რატომ გვარტყამენ.
მაცხოვარი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობს, თვითონ აქვს გამზადებული ერთი ლოყა და მეორეც მიშვერილი აქვს.
აქ საუბარია იმაზე, რომ შენ, როდესაც ქრისტესკენ მიდიხარ, შენ როდესაც ამ ღირებულებითი სწორებისკენ მიდიხარ, აუცილებლად მოგხვდება, მაგრამ არ მოტრიალდე უკან, მეორე ლოყა მზად გქონდეს, ეს ხიდი უნდა გადაიარო, ბოლომდე უნდა მიხვიდე.
ჩემს შვილს ამას ვეტყვი აუცილებლად, ვაჟკაცურად გადავიდეს ხიდის მეორე ნაპირამდე.
რატომაც მომხვდა პირველ ლოყაში, იმიტომაც მოვიხვედრებ მეორე ლოყაში. ეს არ ნიშნავს, რომ სულელი და ღირსებააყრილი იყავი, არა, პირიქით. ეს ნიშნავს, ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
რომელი საუკუნეა?
მე როდესაც დღეს მეუბნებიან "რომელი საუკუნეა",.. ზუსტად ვიცი რატომ ამბობენ ამას, ზუსტად ვიცი, რომ ამას ამბობენ, იმიტომ, რომ ამ საუკუნეების შემდეგ ყველაზე მთავარი უნდა მოისპოს, სიწმინდის გააზრება უნდა მოისპოს, სიწმინდის საზომი უნდა მოისპოს, რწმენა დასაცინი და საქილიკო უნდა გახდეს.
გიორგი გვასალიანოეს დღეები / რწმენა და სიწმინდე
ნოეს დღეებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ, მაცხოვარი გვეუბნება, რომ თავის მეორედ მოსვლას ადრის ნოეს დღეებს. და თუ არ ვიცით რა არის ნოეს დღეები, შეიძლება გავეკიდოთ პასპორტებს, ჩიპებს და დრო დავკარგოთ რაღაცეებში, ისეთში რაშიც არ უნდა ვკარგავდეთ წესით დროს.
ნოეს დღეები დახასიათებულია ორი ნიშნით. ერთი არის ურწმუნოება და მეორე არის საყოველთაო გარყვნილება.
აი ამ გარყვნილების მიზეზზე ზუსტად ერთ მუხლში საუბრობს წმინდა წერილი. ეს არის ის რომ, ის ცივილიზაცია, რომელიც ღირებულებითად მოწოდებულია იყოს სიმაღლეზე, ამ ცივილიზაციაში მრავლდებიან გარყვნილი დედები ანუ დედა აღარ დარჩა შვილის აღმზრდელი. ქალი აღარ დარჩა რომელიც სიწმინდეს შეინახავდა, ერთი ნოეს ოჯახია დარჩებილი და კატასტროფული კატაკლიზმები დაატყდა მთელს სამყაროს თავს, მაცხოვარი ამაზე საუბრობს, რომ ეს ორი რამე; სიწმინდე, რწმენა - ეს ორი აღარ იქნება.
ამ ორის არარსებობიდან ქალზე როცა გვაქვს საუბარი აუცილებლად ეს მიზანი მიიღწევა, სწორედ მაშინ როდესაც ეხები რაღაცა საცავს, საგანძურს, რაღაც საოცრებას, როგორიც არის დედა, პატიოსანი წმინდა დედა, ამაში ძაან დიდი საიდუმლო დევს.
ქალი სიწმინდეს თუ ვერ შეინახავს...
ისრაელის ისტორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც ისრაელი მიდის სამშობლოსაკენ, მოსე არის წინამძღვარი, ომს ომზე იგებს...
ერთ-ერთი მეფე მიხვდება, რომ მაინცდამაინც სამხედრო ძალით ისრაელს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ, რომ სამი ოთხი მეფის გამოცდილებით ახსოვს, და დაიწყებს მსჯელობას, როგორ შეიძლება ეს ხალხი გავაჩერო, როგორ შეიძლება ამ ხალხს ვაჯობო. მისცემენ ასეთ რჩევას: აი ამ ხალხს რომ ღმერთი მოაცილო თავის თავს თვითონ გაინადგურებსო. როგორ უნდა მოვაცილოო და გარყვენი ეს ხალხიო
ქალები თუ გაირყვნებიან, სიწმინდის შემნახველი არ ეყოლებათ და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავენ... მამაკაცმა შეიძლება სიწმინდისთვის თავი გაწიროს, მაგრამ სიწმინდეს ინახავს დედა, ინახავს ქალი.
გარყვნილება შეიტანე აქ და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავს, მაშინ ეს ხალხი თვითონ მოისპობს თავის თავს.
ქალის განსაკუთრებულობა ბიბლიაში
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბიბლიაში ვერ გადამიშლით ვერცერთ ეპიზოდს, სადაც ქალის განსაკუთრებულება არ იყოს ხაზგასმული ან კონტექსტუალურად ან პირდაპირ საუბრისად და არ იყოს საუბარი იმაზე, რომ ქალი არის რაღაცა ის საოცრება, რომელიც საიდუმლოს ინახავს და ეს საიდუმლო ძალიან სათუთია, ეს სხვა საიდუმლოა, ეს არ არის საიდუმლო, რომელიც შეიძლება, სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაცამ იცოდეს და თაობიდან თაობას ჩუმად გადასცეს, ეს ნაციონალური მნიშნელობის არის, რაღაცა ძალიან დიდი.
გიორგი გვასალიაპედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ
მე პედაგოგი ვარ და ეს სივრცე, ჩემი საკლასო ოთხი თუ ჩემი აუდიტორია, ეს ის აუდიტორიაა, სადაც შემოვედი, იმიოტომ კი არა მარტო, რომ თვის ბოლოს ხელფასი ავიღო, იმიტომ რომ თუ სხვაგან სხვა სამუშაო გამომიჩნდება, შეიძლება მივაგდო ეს აუდიტორია, სულ არ ვიდარდო.
არა! ამ აუდიტორიაში, რომ შევდივარ, მოვალეობათა სივრცეში შევდივარ. მე არ მაქვს უფლება ლექცია მომზადებული არ მქონდეს, არ მიყვარდეს, პატივს არ ვცემდე, არ ვზრუნავდე.
აი ეს ყველაფერი, რომ გათავისებული მაქვს, ამ დროს მე ჩემს თავს, რაღაც რაღაცეების უფლებას ვერ ვაძლევ, ამ დროს მე ჩემს თავს ვუბრძანებ, რომ რაღაცა მეტი ვიყო, ვიდრე ეს მე მინდა.
რა არის თავისუფლება?
თავისუფლება ხომ ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, თავისუფლება უწინარეს ყოვლისა ნიშნავს საკუთარი თავის ფლობას, საკუთარ თავზე მბრძანებლობას, საკუთარი თავის პატრონობას, საკუთარი თავისათვის რაღაცის უფლების არ მიცემას. როდესაც შენ შენი თავის ბატონი ხარ, შენი თავის უფალი ხარ, სიტყვა თავისუფლება ამას გულისხმობს, რომ შენ შენს თავს ებატონები, შენს თავს რაღაცეების უფლებას არ აძლებ. და რის უფლებას არ აძლევ? იმის, რაც შენს მოვალეობას არღვევს. ამ დროს იწყება, მოვალეობის შესრულების დროს იწყება თავისუფლება, სინამდვილეში. თავისუფლება მაშინა ვარ, როდესაც ჩემი შვილი უნდა აღვზარდო და ამისათვის რაღაცეების უფლება მე ჩემს თავს არ უნდა მივცე. ამ დროს ვეპატრონები მე ჩენს თავს
გიორგი გვასალიაშევატრიალოთ! სასწაული მოხდება!
თუ დავაკვირდებით, როდესაც პასუხისმგებლობაზე და მოვალეობაზეა საუბარი, თითი სხვისკენაა გაშვერილი, ეს იმან უნდა აკეთოს და უფლებებზე როცაა საუბარი, ჩემზეა. აი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ეს შევატრიალოთ ახლა, იმიტომ კი არა, რომ უფლებები არ უნდა იყოს, როგორ არ უნდა იყოს, მაგრამ, პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ საკუთარ თავზე და სხვის უფლებებზე ვიზრუნოთ. სასწაული მოხდება, თვალით უნახავი.
სწორედ სამოთხიდან იწყება ეს ამბავი, როდესაც გველი ადამიანს ეუბნება, რომ უფლება აქვს ის შეჭამოს, მაგრამ არ ხდება აპელირება იმაზე, რომ მოვალეობაში შედის, რომ ის ნაყოფი ჯერ არ შეჭამოს. ეს დეზორიენტირება, ღირებულებითი ვექტორის მოტრიალება, აზროვნებით პროცესს უკავირდება.ეს რაღაცა ლოზუნგები ან სადღეგრძელოები კი არაა, ეს ქმედითია, თავისი პრაქტიკული შედეგებით, რომ როდესაც მე ვსაუბრობ უფლებებზე, 24 საათი საუბარი მაქვს უფლებებზე, კითხვა ხო უნდა გამიჩნდეს, მოვალეობათა სივრცე სად არის ჩემში. და აღმოჩნდება რომ ძალიან მიზერულია ან საერთოდ არ არის.
სკოლის მთავარი მიზანი
ჩვენ დღეს სკოლებში რა გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემა თუ ერუდიციის გადაცემის თორმეტწლედი? რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ სკოლაში? პროპესიონალებს ვზრდით თუ ხვალინდელი საქართველოს პროფესიონალ მოქალაქეებს ვზრდით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის ქიმიის და ფიზიკის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საშვალო განათლების დონეზე, დისციპლინები გადასცეს, მაგრამ ნუთუ არაფერი არ უნდა გააკეთოს განათლებითვის.?ნუთუ ეს ღირებულებითი საზომი სკოლას აღარ უნდა ქონდეს, ჩვენ მივიღებთ საშინემლ რამეს, რომლის ნიშნებიც ნელ-ნელა ცხადდება კიდეც, მივიღებთ ღირებულებითად დაცლილ ახალგაზრდა თაობას და ეს იქნება ჩვენი ე.წ საგანმანათლებლო სისტემის ბრალი.
გიორგი გვასალიაგანათლებას და ცოდნას შორის განსხვავება
2 ტერმინი მინდა გავარჩიო ერთმანერთისაგან, ესაა ერუდიცია და განათლება. ერუდირებული განათლებულს არ ნიშნავს, იმ დროს როცა განათლებული ერუდირებულიც შეიძლება იყოს და არაფერია ამაში უცხო, და მთელი ეკლესიის ისტორია ამაზე დგას.
დღეს ჩვენ ვცდილობთ მომავალ თაობას ბევრი ენა ვასწავლოთ, რაც ძალიან კარგია, კარგი პროფესიონალები გავზარდოთ, რაც ძალიან კარგია, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ხომ ადამიანი უნდა გავზარდოთ, ის ენა ხომ ადამიანმა უნდა იცოდეს, იმ პროფესიას ხო ადამიანი უნდა ფლობდეს. ადამიანების გაზრდისთვისაც დრო უნდა დავიტოვოთ.
როდესაც ერუდიციაზე გვაქ საუბარი, ერუდიცია არ მიმიყვანს მე იქამდე, ვერ გამაკეთებინებს ისეთს, რასაც განათლება. განათლებაში დევს რაღაცა მეტი ვიდრე ცოდნა, განათლებაში დევს სამოღვაწეო ასპარეზი. სადაც ცოდნა საშვალებაა, ცოდნა ასე ვთქვათ ინსტრუმეტია, რაღაცა დიდის მისაღწევად.
პედაგოგები ომში წინა ხაზზე დგანან
მე პედაგოგს ვუწოდებდი ყველას, ყველა მშობელს, ყველა ჩვენი თაობის წარმომადგენელს. ყველას პედაგოგობა გვაქვს დასაწყები ამ ნიშნით.თუმცაღა იმას ვისაც პროფესიით საკუთრივ პედაგოგი ქვია, ომში რომ წინა ხაზზე გაუშვებ, განსაკუთრებულ დავალებას რომ ასრულებს, აი ამ წინა ხაზზე დგანან
გიორგი გვასალიანაკლები ლაპარაკი და ბევრი საქმე / ვალდებულება მომავალი თაობისადმი
ნაკლები ლაპარაკი და ბევრი საქმე, ჩვენი ცხოვრებით უნდა დავაინტერესოთ და არა ლაპარაკით, სადღეგრძელოებითა და ლოზუნგებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იცით. ჩვენ ხშირად ქადაგება გვგონია ლაპარაკი, ქადაგება ცხოვრებაა სინამდვილეში. ლაპარაკი ეს საშვალებაა ერთერთი, რაღაცის გაგებინების, სინამდვილეში ქადაგება იწყება ცხოვრებით.
ალბათ ყველაზე დიდი ვალდებულება მომავალი თაობისადმი რაც გვაქვს ჩვენ, ის არის, ვიცხოვროთ ისე, რომ ისინი მივიდნენ ამ ინტერესამდე.
მე არა ვარ მომხრე, რომ ვინმეს დავაძალოთ... არ ეთვისება ამ სივრცეს და ამ წიგნს, ოდნავი ძალადიბის შედეგადაც კი, მიზერული შედეგის მიღება, აბსოლიტურად გამორიცხულია. ამიტომ ვდგებით ისევ იმაზე, რომ უნდა ჩვენ თვითონ დავიწყოთ ცხოვრება ისე, ვიშრომოთ ისე, პატიოსნები ვიყოთ ისე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობა მ დაიწყოს კითხვების დასმას: ხომ არის ასე მარტივად შესაძლებელი და რატო წვალობ შენ? და აი იქ უნდა ავხსნა, რატომ ვწვალობ მე.
აი აქ ალბათ ბეწვის ხიდზე გავდივართ, მაგრამ მე არ მეშინია ამ ხიდზე გასვლის. მარტო მე თუ გავდივარ ჩავანგრევ მას, მაგრამ მე ვიცი რომ აქ ღმერთს გავყავარ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გვმფარველობს. გადაგვატაროს არ ნიშნავს წაგვათრიოს, არა, ჩვენ უნდა ფეხი ავიდგათ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ასე ცხოვრება.
ლიდერს მოჰყავს ახალი თაობა თუ პირიქით?
ლიდერს არ მოჰყავს ახალი თაობა, ახალი თაობას მოჰყავს ლიდერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტრაგედია ეს არის სწორედ, ჩვენ ველოდებით ვიღაცას ისე, რომ ჩვენ არ გვინდა გამოვიცვალოთ. ეს ვიღაცა უნდა მოვიდეს, ჯადოსნური ჯოხი მოიქნიოს და ყველაფერი გამოასწოროს. მაგრამ შრომა როა საჭირო, პატიოსნება, კანონის პატივისცემა, ურთიერთსიყვარული, სიმძიმის ტვირთვა, საჭიროა სხვისი პატივისცემა, იმ სხვისგან ჩემი პატივისცემა.
რაც არ უნდა ბევრჯერ შევღებოთ კვერცხი, დავანთოთ სანთელი, ხმამაღლა მრწამსი წავიკითხოთ, არ არის ეს ქრისტიანობა. ამიტომაც, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი თაობა, აი ის თაობა, რომელსაც უწმინდესი ზრდის და ეკლესიაში იზრდება, უნდა გავძლიერდეთ და გამოვიდეთ, უფრო ღირებულებითი ამინდი შევქმნათ, ასე ვიტყოდი მე, ვიყოთ ქრისტიანები.
სამშობლოში უნდა იყვე!
ეგვიპტეში მყოფ ისრაელს ახსოვს, რომ აბრაამის შთამომავალია, მაგრამ ეგვიპტე, რომ სამშობლო არ არის ეს დაავიწყდა. ძალიან კომფორტულად გრძნობს ის იქ თავს. სანამ ხალხი არ გაიგებს, რომ ეგვიპტე მონობის სახლია, ანუ სამშობლო არ არის. მოდით ასე ვთქვათ, სანამ არ გაიგებს, რომ სამშობლო არ არის, და ამას გაიგებს იმით, რომ მონობის სახლად იქცევა. ამით გააგებინებს ღმერთს, იმიტომ, რომ ქორების მთაზე ღმერთი ეუბნება მოსეს, ჩემი ხალხის ღაღადი მომწვდაო. ეს სიტყვა: "ღაღადი", სპეციპიკური ტერმინია წმიდა წერილში. ნიშნავს რაღაცა - კვნესას, ვედრებას, საოცარ ვედრებას. ამ ვედრებაში ამ ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაიხსენა, გაიხსენა, რომ აქ კი არ უნდა იყვნენ, სამშობლოში უნდა იყვნენ.
გიორგი გვასალიაარ გაბედო წინამძღვრობა, თუ ...
მოსემ პირველი 40 წლის განმავლობაში ინტელექტუალური ცოდნის ზენიტს მიაღწია. ეგვიპტური მისტერიები, შემდეგ იდეამური მისტერიები, იუდაურს ისედაც ეცნობოდა, (მაშინ იუდაური არ იყო, მაგრამ თავისი ხალხის რაც იყო).
საკმაოდ დიდი ინტელექტის მფლობელია, ძალიან დიდი პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელია, მოკლედ მართლა გამორჩეულია. და აი ეს კაცი იწყებს თავის ხალხთან გასვლას, ანუ რაღაცა მოძრაობა უნდა დაიწყოს, ეროვნულ განმანთავისუფლებელი. ამ დიდი ინტელექტის და ძალაუფლების პატრონმა.
მეორე 40 წლის განმავლობაში, მოსე არის უდაბნოში. უდაბნო ნიშნავს იმას, რომ, აი გრიგოლ ხანცთელთანაც რომ გვაქვს: ჯირკუალსა განაგდებდა, ხოლო კეთილსა შეიწყნარებდაო. ანუ ხდება მისი ინტელექტუალური გამოცდილების დაწმენდა და სულიერ გამოცდილებაში, აი ამ პრიზმაში გატარება, რაც იცი შეიძლება ყველარი კარგი არ იყოს. კი უნდა იცოდე მაგრამ, რა არის სიკარგე და სიცუდე ამაში.
მეორე 40 წლის განმავლობაში მოსე იწმინდება, იწმინდება სულიერად და 80 წლის მოსეში გვყავს, საოცარი პერსონა. ინტელექტუალურად და სულიერად მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანი. გრიგოლ ნიოსელი ამბობს, აი ამის მერე იწყებს მოღვაწეობას.
კაცმა, რომელმაც ორი თანამემამულე ვერ შეარიგა, ორ მილიონამდე მასის ხელმძღვანელი გახდა. რატომ? ორივე საფეხური გაიარა. და გრიგოლ ნოსელი რას ამბობს? - არ გაბედო წინამძღვრობა, სანამ ორივე საფეხურს არ გაივლი, არ გაბედო წინამძღვრობა.
მე ჩემს სტუდენტებს ვუბედავ, სხვას ვერ გავუბედავ და ვეუბნები: ჩვენი ტრაგედია ხშირად არის იმასში, რომ ამ ორიდან ან არცერთი ან ერთია ხოლმე.
რატომ ჩააბარა იესომ სალარო იუდას?
რატომ ჩააბარა იესო ნაზარეველმა იუდა ისკარიოტელს სალარო და არ ჩააბარა მათეს? მათემ ნაკლები თვლა კი არ იცოდა. იუდას ჩააბარა და ამით მას უთხრა, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს შენ გაძლევ, ყველაზე მეტი ძალა შენში მინდა დავინახოო და იუდამ ეს სხვანაირად გაიგო.
მთელი თავისი მოციქულობის განმავლობაში ის იყურებოდა, როგორც დამფინანსებელი იმ მოძრაობისა, რომელსაც იესო ნაზარეველი აწარმოებდა. იუდა ამ პროცესს უყურებს, როგორც ადამიანი ურომლისოდაც იესო საპასუხო კრავს ვერ იყიდის, იმიტომ, რომ ფული ამან უნდა მისცეს. ამან უნდაა დააფინანსოს.
იუდაში ნელ-ნელა მყარდება აზრი, რომ ეს დანარჩენი 11 სხვა არის, მე სულ სხვა ვარ, გამორჩეული ვარ.
იუდასათვის 30 ვერცხლი დოკუმენტაციასავით არის, არ არის ეს ს სახარჯი ფული.
იუდაზე ნათქვამია ქურდიაო, სხვათაშორის ქურდიაო ნათქვამია მას შემდეგ რაც აღმოჩნდება ის ქურდი, თორე მანამდე, რომ ქურდი იყო ის არავინ იცოდა. იუდას ქურდობით ნაყიდი არც მიწა ვიცით ჩვენ, არც საქონელი და არც მონა-მხევლები. სულ სხვა რამე იგულისხმება ამ ქურდობაში, მიმტაცებელი იყო პატივისა, ღირსებისა, რომელსაც ქრისტე კი არ იძლეოდა, თვითონ ძერწავდა და თვითონ აჩვენებდა.
ამიტომ როცა დაინახა რომ აი ეს, რომელიც დააჭერინა, რომელმაც, იცის რომ 4 დღის მკვდრის გაცოცხლებაც კი შეუძლია, იცის ეს ნანახი აქვს, განცდილი, გადატანილი აქვს და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ძალას აღარ აჩენს, პირიქით სიკვდილზე მიდის, აი ეს ვეღარ გაიგო.
მაცხოვრის ტკბილი მზერა
წარმოიდგინეთ მაცხოვრის ტკბილი მზერა მეზვერე მაატესადმი. მეზვერე მათეს საკმაოდ კარგი ბიზნესი და შემოსავალი ჰქონდა. დიდას არ უყვარდათვეს კაცი, მაგრამ თვითონ კმაყოფილი იყო და უცებ ტკბილად შეხედა ერთმა ადამიანმა, ასე ტკბილად მათესათვის არავის შეუხედავს, არავის. ერთი სიტყვა ეყო მათეს, გამომყევიო უთხრა და ააყირავა ბიზნესი და გაყვა.
ზუსტად ასე ტკბილად შეხედა საიდუმლო სერობაზე, იესო ნაზარეველმა იუდა ისკარიოტელს. აი ასე ტკბილად შეხედა, მაგრამ იმან თავისი საქმე არ ააყირავა. გააგრძელა ამის კეთება.
მათეში, ყველაფერთან ერთად, არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც შეიძლებოდა გადაებიჯებინა. იუდაში იყო, იუდამ ვერ გადააბიჯა, ვერანაირად ვერ გადააბიჯა.
ამპარტავნება ცოდვათა დედაა
რატომ არის ასკეტურ ლიტერატურაში განსაკუთრებით ხაზგასმული, რომ ამპარტავნება ცოდვათა დედაა, რაღაცა მშობელია, აქედან მოდის ყველა საშინელება. იმიტომ, რომ ამპარტავნებას აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, არავითარ შემთხვევაში შენზე უპირატესს არ დაგანახებს, სულ შენ ხარ სხვაზე დიდი. ეს მართლა ასეა თუ არა, ამას თავი დავანებოთ.
ამპარტავნება, როგორც წესი არ გაძლევს საშვალებას, არ გაძლევს უნარს, რომ შრომისმოყვარეობით, პატიოსანი გზით რაღაცა გადალახო, არა იმას უნდა აჯობო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
ამ დროს მიმართავ შენს ღმერთს და შენი ღმერთი ოქროა ამ შემთხვევაში. ამ ოქროს აბანდებ ისევ დიდების მოყვარეობის განვრცობაში, და იწყევა ტრაგედია.
არ გვინახავს, არ განგვიცდია, როცა წუთიერად ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და გაქრა აღარ არის, რაღაცამ გააქრო, რაღაცა პრობლემა გაგახსენდა, გაიხედე და ვიღაც დაინახე ისეთ მდგომარეობაში... გაქრა აღარ არის ეს ბედნიერება.
ამიტომაც, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა იმ ბედნიერებაზე, რომელიც მიდის და მოდის , არამედ იმ ბედნიერებაზე რომელიც მოდის და აღარ მიდის. ამ ბედნიერებაზე გვესაუბრება იესო ნაზარეველი.
სიმდიდრეზე დაფუძნებული ბედნიერება
ორ უკიდურესობას წავაწყდი, ერთი უკიდურესობა, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანობა დევნის და ეწინააღმდეგება მატერიალურ სიმდიდრეს და მეორე უკიდურესობა, რომელსაც მხოლოდ ამაში აქვს მოაზრებული რაღაცა მოღვაწეობის შესაძლებლობები. არც ერთია მართებული და არც მეორე.
მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, რომ მდიდართან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა გადაულახავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან სიმდიდრე არ არის ის რაც მე ხელს მიშლის, სიმდიდრეს აქვს რაღაცა საცეცი, რომელიც თუ შემოვიდე, აი ამის შემდეგ მიშლის. კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებულ სიტყვასაც ამბობს ამასთან დაკავშირებით.
სიმდიდრეს უწინარეს ყოვლისა რა მოაქვს? მატერიალურ სიუხვეს რა მოაქვს? მოაქვს განცდა იმისა, რომ პატივისცემა, დიდებისმოყვარეობა, სხვისაგანაც და საკუთარი წიაღიასაგანაც. აი როდესაც სიმდიდრე ხდება მიმზიდველი, მერე მიმღებელი ამის ყველაფრისა, ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ შენ სიმდიდრეზე დააფუძნე შენი ბედნიერება.
მაგრამ თუ სიმდიდრე შენს თავმდაბლობას არ ეხება, თუ სიმდიდრე შენს მოვალეობათა წყობას, შენს შრომისმოყვარეობას არ ეხება, მაშინ სად არის ეს ნათქვამი, რომ სიმდიდრე ქრისტიანობისთვის მიუღებელია.
საკრძალია, ვინაიდან მდიდარს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი სულიერი ძალები სჭირდება, რომ უფრო მეტი ცდუნებები გადალახოს და როდესაც საუბრობს ბედნიერებაზე ბიბლია, სიმდიდრეს არ აქცევს სწორედ ყურადღებას. არა, სიმდიდრე კი არ არის პრობლემა, სიმდიდრეზე რომ ვერ ამაღლდები და სიმდიდრეში რომ ბედნიერებას დაინახავ, აი ეს არის პრობლემა.
არჩევანი არის ადამიანის
იქ მისვლა უკვე მარტო ადამიანის არ არის, არჩევანი არის ადამიანის, მისვლა უკვე ღმერთთან ერთად ხდება.
პეტრემ, რომელიც წყალში იძირება, ხელი უნდა გაიშვიროს, ამოყვანა ქრისტესია. პეტრეს სჭირდება უთხრას მაცხოვარს, ცოდვილი ვარ და გამშორდი, მოციქულთა თავთა დაყენება მისი, ქრისტესია.
იუდა სტრაგედიაც ეს არის. ვერ იმეგობრა, ბოდიში ვერ თქვა, ვერ აღიარა. აღიარებით როგორ არაღიარა, აღიარა მაგრამ ეს ის აღიარება არ არის რომელმაც შეიძლება მოტრიალება განაცდევინოს. არა კი არ მოტრიალდა, აღიარა, რაღაც ისეთი, რომ ვერ გათვალა, უფრო მოხერხებულად შეეძლო ემოქმედა, იმ დროს როდესაც პეტრესთვის ეს მთელი ტრაგედია იყო.
ამიტომ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ უფრო ჩქარა, ვინ უფრო ნელა, მთავარია აქითკენ, ნიშნულისკენ.
ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი
ორივე მხარე საუბრობს ბედნიერების წყაროზე, საუბრობს რაღაცაზე - მნიშველოვანზე, რომ ჭირდება და რომ აწუხებს. მოდი გადავხედოთ, შეგვიძლია ვნახოთ, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბედნიერება არ მინდა, ასეთი რამე არ არსებობს.
აი მივიდეთ ძალიან დიდ, დაყუდებულ, წმიდა მამასთან, რომელიმე საუკუნეში გადავინაცვლოთ, და ვკითხოთ: რა უნდა მას ამ უდაბნოში? რაღაცეებს გვეტყვის, გვეტყვის... და ბოლოს იტყვის, რომ თურმე ამ უდაბნოში მოსულა იმიტომ, რომ მარადიული ბედნიერება იპოვოს. ისიც ბედნიერებისთვის არის იქ, იმ უდაბნოში, ყველა ადამიანი... იმიტომ, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი.
და ადამიანის უბედურება საიდან იწყება? ილუზორული ბედნიერებიდან. დაცემულმა ძალამ ადამიანს ის კი არ უთხრა, ამას თუ გააკეთებ ღმერთთან არ იქნები, პირიქით უთხრა, რომ აი ამის მერე იქნები ღმერთთან , ამის მერე იქნები ბედნიერი. შესთავაზა ალტერნატიული და იოლი გზა, ძალიან ბევრი და იოლი საშვალება ეძლევა ადამიანს თავისი ვნება დაიკმაყოფილოს. ეს ვნება რა არის? ეს დაახლოებით იგუვეა, გამაყუჩებელ წამალს, რომ დალევ და ტკივილს გაგიყუჩებს მაგრამ, ტკივილის წყაროს ვერ სპობს, სულ გამაყუჩებელი უნდა სვა.
გონიერება სადაა? - როდესაც ტკივილის წყაროს მოაკითხავ და ტკივილის წყაროს მოსპობ. ბედნიერება ამას გეუბნება, რომ ტკივილის განცდას კი ნუ სპობ, ტკივილის წყარო მოსპე. აქ იწყება ბედნიერებს.
ბედნიერების კომპასი
ბიბლიაში სიშიშვლე სისუსტეს ნიშნავს და თუ გავიხსენებთ პირველად რა გააკეთა ადამიანმა, შეეცადა თავისი ხელით დაეფარა ეს სიშიშვლე, სისუსტე, იმ საშვალებებით, რასაც თვითონ მისწვდა, მაგრამ ვერ გაუჩერდა, სისუსტე ამით არ ამოივსო, სიშიშვლე ამით არ დაიფარა.
და იოანე ოქროპირი ამას მიგვითითებს, რომ ბიბლია სწორედ არის ის, რაც იმ სისუსტეს ამოგვავსებინებს და ნეტარ ავგუსტინეს გავიმეორებ თქვენთან ერთად: იმ მიმართულებით წაგვიყვანს, რა მიმართულებითაც უნდა
ადამიანი მარადისობისკენ მიდიოდეს, ოღონდაც ზუსტადაც ავგუსტინისეული აზრით, სწორედ გაშლილი აფრა, აი ბიბლია, აი ეს არის სწორედ ის სივრცე, ის ინსტრუქცია, რომელიც მე, აი ამ აფრებს სწორედ გამაშლევინებს, მივყავარ იმ წიაღისკენ, რომლისკენაც ისედაც მივდივარ, ადამიანი ვარ მე, მარადისობასთან წილნაყარი ვარ.
ერთერთი მამა საოცარ რამეს ამბობს ადამიანზე, რომ ის უკვდავებამისჯილია, უნდა თუ არ უნდა უკვდავია. კითხვა ისმის: ამ უკვდავებაში ბედნიერი ვარ თუ არა? აი ბიბლია მეუბნება; მე მაქვს ბედნიერების კომპასი
სახელის გასაკუთრება
ბიბლიაზე ვსაუბრობთ, როგორც წიგნთა წიგნზე. ბიბლია თვითონ წიგნს ნიშნავს, მაგრამ ისტორიაში ხდება ხოლმე ისეთი რაღაცეები, რის შედეგადაც სახელის გასაკუთრება ხდება.
მაგალითად, შეიძლება ბევრი ვიღაცა იხსნა, მაგრამ, როდესაც მხსნელს ვიტყვით, ერთ ვინმეს ვგულისხმობთ ამაში. გაისაკუთრა ეს ტერმინი ჩვენმა მაცხოვარმა. როცა ქალწულს ვიტყვით, დედოფალს ვიტყვით, განა სხვა დედოფალი არ არის, განა სხვა ქალწული არ არის, მაგრამ გაისაკუთრა ყოვლადწმიდა დედოფალმა. ბიბლიამაც გაისაკუთრა სიტყვა წიგნი. განა სხვა წიგნი, წიგნი არ არის, მაგრამ მან გაისაკუთრა ეს სახელი.