ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული, წინაპრები, ადამიანები, რომელთა ირგვლივაც ჩამოყალიბდა ჩემი ფსიქიკა.
გიორგი კეკელიძემამაჩემი ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ მქონდეს მოტივაცია, მათ შორის მის გამოც, - ვიყო უკეთესი.
გიორგი კეკელიძეფეხი შეიძლება მრავალჯერ გადაგვიბრუნდეს. ადამიანი კოჭლი არსებაა თავისი არსით. არავინ არ არის შეცდომებისგან დაზღვეული.
გიორგი კეკელიძეპრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის, არამედ - მისი გაძევება. ნებისმიერი სოციუმი, ნებისმიერი საზოგადოება, თუნდაც რელიგიური განშტოება, რომელიც კრძალავს კითხვის ნიშნის დასმას, წყვეტს განვითარებას.
გიორგი კეკელიძეავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - რაც მინდა, რომ არ მინდოდეს, ეგ ძალა მომეციო.
გიორგი კეკელიძეადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის ნაწილად ყოფნა გინდა, "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
გიორგი კეკელიძეადამიანი არის ფერიცვალების არსება
მე მჯერა, რომ ადამიანი არის ფერიცვალების არსება და შეუძლია ცვლილება. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი აქტი, ქრისტიანული, ფილოსოფიური გაგებით, არის ფერიცვალება.
გიორგი კეკელიძეგამოსავალი არის მოძრაობა
შენი გარემოდან წამოსული ადამიანის ნათქვამი (მათ შორის - ცილისწამება და ტყუილი) უფრო მოქმედებს შენზე, ვიდრე უცხო, ან სულ სხვა ღირებულებების მქონე ადამიანის ნათქვამი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველანაირ საზოგადოებაში ასე ხდება. გამოსავალი არის მოძრაობა. როცა მოძრაობ, იოლად იტოვებ უკან ისეთ რამეს, რაზე ფიქრმაც შეიძლება დაგაზიანოს.
გიორგი კეკელიძეთავად სიკეთის აქტით უნდა იყო კმაყოფილი
შოთა რუსთაველი, რომელიც აბსოლუტური კატეგორიის გენიაა, გვეუბნება - "რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია". ამით რუსთაველი ამბობს, რომ თვითონ სიკეთის კეთების აქტი არის შენი. სიკეთეს რომ გააკეთებ, უნდა ახვიდე იმ სიმაღლემდე, რომ არაფერი მოლოდინი არ გქონდეს ამ სიკეთისგან. ვისაც სიკეთე გაუკეთე, ის როგორ მოიქცევა, სიკეთით დაგიბრუნებს თუ პირიქით, შენთვის უმნიშვნელო უნდა იყოს. შენ უნდა ივარჯიშო იმაში, რომ სიკეთეს როცა აკეთებ, თავად ამ სიკეთის აქტით იყო კმაყოფილი.
გიორგი კეკელიძესიკეთე არის, არა თავიდანვე ბოძებული სათნოება, არამედ - ვარჯიში. ბოროტებაც და სიკეთეც თავიდანვე არის ადამიანში ჩადებული. ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ სიკეთეში.
გიორგი კეკელიძებოროტებას როგორ უყურებ, როგორც პათოლოგიას თუ განზრახვას?
ადამიანი არის მცდელობა, რომ იყოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე თავიდანვე არის. ჩვენ, ადამიანები, ბოროტები ვართ, შურიანებიც, გულშიც ბევრჯერ ისეთი ცუდი რამ გვიფიქრია, რომ განგვეხორციელებინა, მკაცრად დავისჯებოდით.
ჩვენი "უპირატესობა", იმ ბოროტმოქმედთაგან განსხვავებით, რომლებსაც ახლა თავისუფლება აქვთ აღკვეთილი, არის ის, რომ ისინი თავისუფლები არ არიან, იმიტომ, რომ თავს ვერ დაეუფლნენ, ჩვენ - დავეუფლეთ.
ადამიანი არის მცდელობა იმისა, რომ თავს დაეუფლოს.
როდესაც ესა თუ ის ადამიანი არის ისეთი სახის საჯარო ცხოვრებაში, რომ საზოგადოებას კარნახობს ცხოვრების წესს, ან უქმნის მოცემულობებს, ბუნებრივია, ის მზად უნდა იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან ნებისმიერი ტიპის შეტევისთვის.
გიორგი კეკელიძემრავალ საკითხთან დაკავშირებით, როგორებიცაა - მენტალური ჯანმრთელობა, პატრიოტული თემები,.. თუ შენ არ გექნება სწორი ცოდნა და განათლება, შესაძლოა გახდე დიდი მანიპულაციის მსხვერპლი და ნაწილი, და შემდეგ შეიძლება თვითონაც შემქმნელი. ადამიანი უცნაური არსებაა.
გიორგი კეკელიძეარ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხეულთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად იგივე მოცემულობა არის ფსიქიკასთან დაკავშირებით. ისიც ამ ბიოქიმიის ნაწილია. შესაბამისად, წარმოუდგენელია ადამიანი, რომელსაც გარკვეული სირთულეები არ შემთხვეოდა ფსიქიკასთან მიმართებით, სულ ცოტა - აპათია, მელანქოლია, დეპრესიული ფაზები და ა.შ
გიორგი კეკელიძესტიგმატიზაციის ცენტრალური შიშები იბადება მაშინ, როდესაც შენ რაღაცას სხვანაირს ითხოვ საზოგადოებისგან
გიორგი კეკელიძეძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს დაბადებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ ეს არ არის მისი მეხსიერების ნაწილი. ცხადია, გონებას არ აქვს ტიპური მეხსიერება, თუმცა, სხეული იმახსოვრებს.
გიორგი კეკელიძეადამიანს აქვს მიდრეკილება, რომ რაღაც მოდუსი იპოვოს, სადაც ის იქნება მშვიდი. მაგრამ, როცა მშვიდად არის, ფიქრობს, რომ შეიძლება ამ სიმშვიდით წარმატებას ვერ მიაღწიოს. წარმატებაში როცა არის, სიმშვიდეს კარგავს... ანუ, ადამიანად ყოფნა არის გარდაუვალი ტურბულენტობა.
გიორგი კეკელიძეადამიანი დათქმების გარეშე ქაოსში აღმოჩნდება. ქაოსში ცხოვრება არ გვინდა, გვეშინია, მაგრამ, ამავდროულად, წესრიგში ცხოვრებაც მტანჯველია.
გიორგი კეკელიძეAI-ს ფანტაზია ვერ გადაასწრებს ადამიანის ფანტაზიას!
ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის ფანტაზია ვერ გადაასწრებს ადამიანის ფანტაზიას, მიუხედავად მრავალი მიმართულებით უდიდესი წარმატებისა. ძალიან მეეჭვება, რომ ხელოვნურ ინტელექტმა ისეთი ლექსი დაწეროს, როგორიც არის გალაქტიონ ტაბიძის "ქარი დაცხრა სიბობოქრის". მსგავსი რომც შექმნას, სადღაც, რომელიღაც სტრიქონში აუცილებლად მიხვდები, რომ ეს არ არის გალაქტიონ ტაბიძე.
გიორგი კეკელიძეერთი რაღაცით არ გაგვიმართლა, რომ დიდი ქვეყანა არ ვართ. დიდი ენა გვაქვს, მაგრამ, არ არის მსოფლიო ენა.
გიორგი კეკელიძე