შენ თუ სწორ პროფესიას აირჩევ და წარმატებული იქნები, მონდომებულ, მშრომელ, გაჭირვებულ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას შეუქმნი.
დავით გოგიჩაიშვილიშვილისთვის შესაძლებლობების არეალის შექმნა
- ერთი შტრიხი, რომ მისცე ნიკოლოზს, შენს შვილს, შენი ხასიათიდან, აზროვნებიდან ან ღირებულებებიდან, რა იქნებოდა ის ერთი?
- თავის შვილს შეუქმნას გარემო ისეთი, სადაც ის თავის შესაძლებლობებს იპოვის და არეალიზებს. მოკლედ ეს პირდაპირ, რომ ეს თვისება მაქვს და მინდა, რომ ნიკოლოზსაც ჰქონდეს, ესე არასწორი მგონია შეკითხვის ესეთი იდენტიფიკაცია. შეუქმნა არეალი შესაძლებლობებისთვის, ეს მგონია სწორი.
ვისი გჯერა? | სხვისთვის სარგებლის მოტანა
მჯერა ადამიანების, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათი დანიშნულება არის სხვისთვის რაღაცა ფორმის სარგებლის მოტანა
დავით გოგიჩაიშვილირას შეცვლიდი ბავშვობის ასაკში?
ვიკეტებოდი ტვალეტში და არ გამოვდიოდი, სანამ ველოსიპედს არ მიყიდდნენ, ჩემი ოჯახი არ იყო ფინანსურად ისე შეძლებული, რომ სულ ველოსიპედები ეყიდათ ჩემთვის და ერთ სეზონში 8 ველოსიპედი მიყიდეს.
ესეთ მომენტებში დავბრუნდებოდი და შევხედავდი ამას მამაჩემის თვალით, რომ ნეტავ რა უნდა ვქნა ასეთ დროს, როგორ უნდა მივუდგე.
როდის გვაქვს ყველაზე ცუდი პერიოდები?
რაც არ უნდა შეუძლებელი გვეჩვენოს თავიდან, როცა ვიცით რა გვინდა, ნახევარი ნაბიჯი გადადგმული გვაქვს უკვე
დავით გოგიჩაიშვილიმიზანი არ შეიძლება იყოს მწვერვალზე მოხვედრა. მიზანი შეიძლება იყოს მწვერვალამდე ასასვლელი გზის გავლა
დავით გოგიჩაიშვილითუ მიზანი დიადი და კეთილშობილურია, ვერც განიხილავ გაჩერებას
დავით გოგიჩაიშვილიწამოდგომის და ბრძოლის გაგრძელების წამალი
ბასკის სტერეოტიპი ევროპაში არის: აი რომ არ შეეშვება სანამ არ მიაღწევს, არაფრის გაგონებაც კი არ უნდა
ანეკდოტი არის ბასკებზე ასეთი: როგორ უნდა განათავსო 100 ბასკი პატარა ჩიკვეჩენტოში. ერთადეერთი გზა არის, უთხრა, რომ ეს შეუძლებელია და ასივე თავისით...
ჩემ შემთხვევაში წინააღმდეგობა უფრო მამოტივირებს ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის ან უნდა იყოს ვიღაცისთვის უნივერსალური წამალი.
სხვის შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს წამალი არ გაჩერების, წამოსდგომის და ბრძოლის გაგრძელების. მიღწევამდე არ დანებების და ა.შ
ჩემი აზრით ეგეთი წამლები უნიკალურია ყველასთვის.
მარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი
კავეენში მაგალითად მახსოვს ნაკრებს, რომ არჩევდნენ უნივერსიტეტის ნაკრებს... მოკლედ ვთამაშობდით ესე, მე ვიყავი ეკონომიკის ფაკულტეტის გუნდი, გეოგრაფები, ფიზიკოსები და მერე მოვიდნენ ჩვენი ზედა თაობა და თქვეს, რომ მოდი შევარჩევთ ნაკრებისთვის ვინ იყოს. გამოგვიყვანეს ბევრი და აიყვანეს ყველა, ჩემზე თქვეს გამოგვადგება თუ არა არ ვიციო.
ეს ერთი მხრივ არის იმის წინაპირობა, რომ თქვა არ არის ეს ჩემი საქმე. რა ვქნა, ფაკულტეტის დონეზე კი გავერთე, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მეორეს მხრივ არის პირიქით, რომ ამ დროს ამოგდის რქები და მერე შემდეგ სეზონზე გავხდი უნივერსიტეტის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მერე სტუდენტური დღეები და საუკეთესო კაპიტანი და ა.შ.
პოლარულობის თეორია - მარცხის მნიშვნელობა
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მცირე მარცხი მაინც განიცადო ადამიანმა? რას გაჩვენებს ეს მარცხები?
პოლარულობის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვიცით გამარჯვება რა არის, იმიტომ რომ ვიცით მარცხი. მარცხი რომ არ ვიცოდეთ რა არის... მოკლედ დღე და ღამე, დღე არ გვეცოდინებოდა რა არის, რომ არ არსებობდეს ღამე, სულ დღე იქნებოდა. შესაბამისად ახალი არაფერია არ არის ამაში, თუ ვიტყვი, რომ, მარცხი წარმატების საპირისპირო მხარეს კი არ დგას, არამედ, ამის შემადგენელი ნაწილია, მარცხის შიში, რაც გვჩვევია, ეს ადამიანური შიშია და ბევრი რამის შიშია: იქ სოციალური შიში, რომ რას იტყვის ხალხი. იქ , რომ არ გამომივიდეს, ტყუილად ხომ არ დავკარგე ამდენი დრო.
მოკლედ ბევრი ტიპის შიში არსებობს, რასაც ფსიქოლოგიურად შეიძლება დავარქვათ მარცხის შიში. ნებისმიერი დოზით და ნებისმიერი ფორმით. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, ვიღაცეების მიღწევები და არ ვიცით იმის უკან რა იდგა, და არ არსებობს იმის უკან არ იდგას საშინელება, ე.წ საშინელება, გათენებული ღამეები, უარყოფა, დეპრესია. ხელის ჩაქნევა და მერე ისევ ... მოკლედ ბევრი ასეთი რამ.
ამიტომ ეს ორი განუყოფელი რამ არის ერთმანერთისგან.
ცუდი გამოცდილება - დიდი წარმატების საუკეთესო საწინდარი
ვინც კი რაღაცას მიაღწია, დიდმა ნაწილმა. ვინც კი რაღაცა ახალი შექმნა, ვინც კი რაღაცა პარადიგმა შეცვალა, თითქმოს ყველას რაღაც ისეთი აქვს გამოცდილი, რამაც ეს განაპირობა.
ეს შეიძლება იყოს, დალხენილ ცხოვრებაშიც კი, ცუდი გამოცდილება, რამაც რაღაცა გასწავლა.
საქმისადმი სიყვარული
მიმდინარე არის ხუთშაბათის და კვირის ჯგუფი და აი მოუთმენლად რომ ელოდები, დღეებს რომ ითვლი, როგორც ფეხბურთი რომ არის და ელოდები, რომ ხვალ იქნება სასიამოვნო ვნებათაღელვა.
- რა უცნაურია, მესმის, რომ შენი საქმე შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ, საქმე, რომ სიხარულად გეთვლება.?
ჩემი აზრით, საქმე, რომ გიყვარს მანდ ორნაირი შეიძლება იყოს საქმის სიყვარული. ერთი, რაღაც არსებულ საქმეს რომ შეუერთდი და შეგიყვარდა, ან შეუერთდი იმიტომ, რომ შეგიყვარდა. და მეორე, საქმე, რომელიც შენ აიკვიატე.
პროგრესის აუცილებლობა ადამიანში
ადამიანებზე მაქვს უფრო როგორი იმედგაცრუება იცით? რაღაცა დიდი დრო, რომ გავა და არ გინახავს, ჩემი ჰიპოთეზით, დროის გასვლის პარალელურად, ადამიანმა ან პროგრესი უნდა განიცადოს ან რეგრესი, ანუ რაღაც უნდა შეიცვალოს.
თუ ინტერესები იგივე აქვს, თუ საწუწუნო, რაზეც მაშინ წუწუნებდა, იგივეზე წუწუნებს, თუ სიხარულები, რაც მაშინ უხაროდა კონკრეტულად, იგივე უხარია. რაღაცნაირი გრძნობა მაქვს ხოლმე მაგ დროს და იმედგაცრუების ნაირია თითქოს ეგ გრძნობაც.
თუ არ გამოგივიდა, ე.ი. არ გდომებია
ირაციონალური არის, რომ აიკვიატებს ვიღაცა რაღაცას და ვერ ეშვება სანამ ბოლომდე არ მიაღწევს ყოველგვარი რაციონალური ლოგიკის გარეშე და ის გამოდის ხოლმე მერე კარგი.
- აკვიატებაც არის და აკვიატებაც, რაღაც, რომ აგეკვიატება და მეორე დღეს მიხვდები, რომ არ არის სინამდვილეში ის რაც გინდა. შენ თავს რას ეუბნები ესეთ დროს?
სანამ არ მიაღწევ, თუ შეეშვი ესეიგი არ გდომებია. ეხლა ამერიკაში წასვლაზე მეკითხებოდნენ, მასკის პროგრამაზე პირველ წელს, რომ გავაგზავნე საბუთები, არ მომივიდა პასუხი, მეორე წელსაც არ მომივიდა პასუხი, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. არც ოფიციალური, არც არაოფიციალური, უბრალოდ ეთქვათ კაცო.
როცა დროის ფაქტორი შენზე მოქმედებს, ადამიანური გონების ხაფანგია, რავიცი ეხლა სამი წელია ვცდილობ და არ გამომივიდა, ესეიგი არ ყოფილა... შევეშვები... თუ არ გამოგივიდა ესეიგი არ გდომებია, იმიტომ, რომ მანდ თუ გაქვს ე.წ. Plan B, ეს უკვე გონების პროდუქტია. თუ გაქვს, რომ მანამ სანამ არ მივაღწევ, ეს გასაგებია, რომ გვახასიათებს ჯიუტ და აკვიატებებით სავსე ადამიანებს, როგორიც ვიყავი ბავშვობაში და ვარ.
"არა"-ს თქმის ხელოვნება
დონალდ ტრამპი იყო ჰოუსთი, ხოდა სანამ მერე საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა, მანამდე იყო ბიზნეს მოგული და ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ მამაჩემისგან რაც ვისწავლე, რაც მერე ბიზნესში ძალიან მადგება, ეს არის „არა“-ს თქმის ხელოვნებაო.
ხომ გეჩვენება ამ დროს, რომ უხეში ხარ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც რაღაცას გთხოვს და შენ არას ეუბნები, რასაც ეუბნები არა სიუხეშის გამო, არამედ როცა ინტერესები არ თანხმდება ერთმანეთთან. მერე იმდენი დრო მეზოგება ამით ცხოვრებაშიო.
ხშირ შემთხვევაში მენეჯმენტში ძალიან ბევრი შემთხვევაა როცა არა მაშინ გტკივა როცა არას გეუბნებიან, დროის გასვლის შემდეგ როცა რაღაცეებს გადააფასებ, ამბობ, რომ კიდევ კარგი არა მითხრეს, იმიტომ, რომ, რომ არა ის დამარცხება და ის უარი არ გამეღციძებოდა და ახალი რქები არ ამომივიდოდა და არ მივაღწევდი რაღაცა ახალს.
წინასწარგანწყობის გადამწყვეტი მნიშვნელობა
წინასწარგანწყობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხოლმე, ე.წ ტვინის "განზოგადების ხაფანგი" ერთერთი. ბაზერმანის თეორიის მიხედვით, რომ, აი რაღაცა ვიდეოს ვნახავთ ვიღაცისას, და უი ეს ბიჭი რა კარგად "ბაზრობს" და მოდი ჩვენთან მოვიყვანოთ სტუმრად და ჩვენთანაც კარგად "იბაზრებს".
ის რაღაცა კონტექსტურია, იქ წინასწარ მომზადებული აქვს რაღაც, მოკლედ ბევრი წინაპირობა ახლავს იმას და განზოგადების ხაფანგი გვიკეთებს იმას, რომ მოდი კაცო გადავთარგმნოთ ეს ჩვენს კონტექსტშიც, ფაქტი არ არის რომ ივარგებს.
თან ამას სიმართლე, რომ გითხრა, ემატება ის, რომ, რავიცი საკმარისად ვიყავი ეკრანზე. ხომ იცი განწყობა, რომ გაქვს, ფეხბურთს თუ კარგად თამაშობს ეს, მოდი იჭიდავოს და კარგად იჭიდავებს
არ ვაფასებთ თანამედროვე წარმატებული ქართველებს
ჩვენ ქართველებს არ გვევასება თანამედროვე ქართველები, განსაკუთრებით წარმატებულები. კონსტანტინე გამსახურდია გვეუბნებოდა, ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.
ანუ ვინც გამოხვალთ ხაფანგიდან, ეს საშიშროება გვაქვს. თუმცა ის პოტენციური ჯილდო, რომელიც შეიძლება მიიღოთ, გაცილებით დიდია, ვიდრე ეს საშიშროება.
პოტენციური ჯილდო კი არის შემდეგი, ორის - სამი საუკუნის მერე თიბისის მხარდაჭერის პროგრამა მოიწვევს ვიღაც ტრენერს, რომელმაც შეიძლება, გარანტირებული არ არის, მაგრამ შანსია, რომ თქვენი სახელი და ასევე გვარიც ახსენოს ვიღაცა უცხოელი სტივ ჯობსის გვერდით, შეიძლება, მემგონი ასეთი დიდი პოტენციური ჯილდოსთვის ღირს გარისკვა.
ერთი სიტყვით ვინც ხაფანგში დარჩებით გისურვებთ სასიამოვნო კომფორტს და ვინც გამოხვალთ ხაფანგიდან, როგორც დავით სარაჯიშვილზე გაზეთი ზაკავკაზიე წერდა, რომ ესეთი ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ ბედსა. ვინც ხაფანგიდან გამოხვალ გისურვებთ სასიამოვნო დისკომფორტს.
ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო? / სვანეთში ხარ ნამყოფი?
მე ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო, როდესაც მე თვითონ განათლება მივიღე და 3 წელი ვცხოვრობდი ამერიკაში და აქ ჩვენთან სვანეთში არ ვარ ნამყოფი? ან global executive MBA გავაკეთე ჰოლანდიაში და ამ მენეჯმენტ სემინარებისთვის ვიფრინე ამერიკა, მექსიკა, ბრაზილია, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აი კარგად არ ვიცნობ სამეგრელოს მაგალითად. ხომ არ ჯობდა, რომ ვინმე ბრძენი მეგრელი, გურული, სვანი ან რაჭველი, ბებო ან ბაბუ, უფრო სიბრძნეს ხომ არ მეტყოდა, ვიდრე მეტყოდნენ სადღაც მენეჯმენტ სემინარზე ვანქუვერში, ერთი სიტყვით, ამ შეკითხვებს, პრეზდენტაციის განმავლობაში, პირველ რიგში ჩემს თავს ვუსვამევ,და არა ისე, რომ ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე, ჩემს თავს ველაპარაკები ფაქტობრივად, უბრალოდ კამერებმა შემომისწრეს.
დავით გოგიჩაიშვილიტვინის #14 ხაფანგი
ტვინის ნომერ 14 ხაფანგში ხომ არ ვართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ბევრი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდა და შესაბამისი საგადასახადო ადმინისტრირების სტრუქტურის შექმნა.
როდესაც ამაზე ვმსჯელობთ, ვამბობთ, აი ვიღაც უცხოელმა, რომ გაიარა Best Practice, მოდი გადმოვიღოთ ერთი-ერთში კლასიკური გერმანული მოდელი, ან რაღაცა კლასიკური ფრანგული მოდელი, ან ესტონური მოდელი.
უკაცრავად მაგრამ, მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმშანებლის ეკონომიკური რეფორმებიც ხომ არ განგვეხილა ამ მაგალითებთან ერთად, პირველ რიგში მონეტარული პოლიტიკა, ორ ენაზე წარწერები, დავითის ახალ მონეტებზე, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქართული ფული საერთაშორისო ვალუტა გახდა და მეორე, დიფერენცირებული გადასახადები ვაჭრობისთვის და ხელოსნობისთვის არაქართველ ადამიანებს. თუ 5 დინარი იყო ქართველების გადასახადი წელიწადში, ებრაელებისთვის ეს იყო 4, მუსულმანებისთვის, არაბებისთვის და სხვა ჩვენი მუსულმანი მეგობრებისთვის 3, სომხებისთვის... და ა.შ. და ამას უნდა დავამატოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, შენდებოდა ქვით მოკირწყლული გზები, ხიდები და ე.წ. ფუნდუკები, ქარვასლები, სადაც უცხოელ ვაჭრებს და ხელოსნებს შეეძლოთ უფასოდ ღამის გათენება. ანუ პირიქით ხელს ვუწყობდით, რომ აქეთ წამოსულიყვნენ.
რა თქმა უნდა ხო დარწმუნებული ვართ ყველანი, რომ ქართველების მიდგომა მაშინაც იქნებოდა იგივე, რომ ქართველობას გვართმევენ ეხლა ესენი და ეს ჩამოთრეულები ვიღაცეები ჩამოვლენ ეხლა და ჩვენს მიწა-წყალს დაეპატრონებიან, ჩვენს მიწა-წყალს, რომელსაც ჩვენ არ ვამუშავებთ თვითონ, იმიტომ, რომ გვეზარება და ვაჭრობას ხომ არ ვიკადრებ მე ეხლა დარდიმანდი ქართველი, თან ეხლა სად მცალია მაგისთვის, ვაჟას ბიჭის ქორწილია ეგერ შაბათს და, რომ არ მივიდე დამკარგავს.
ანუ ეს მიდგომა ხომ მაშინაც გვექნებოდა, მაგრამ პირიქით დიფერენცირებულ გადასახადებს ვუწესებდით და ეს ქართული კონცეფციაა. შემდეგი მაგალითი უცხოური კონცეფციაა, პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, ხარჯებისა და შემოსავლების სწორი განაწილება, ბიუჯეტირება, saving, დაზოგვა, ანაბარი და ა.შ. პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი. ამ სამი სიტყვიდან არცერთი არ არის ქართული წარმოშობის.
უკაცრავად მაგრამ 19 საუკუნეში ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ხომ არ გვეუბნებოდა იგივე კონცეფციას ოთარაანთ ქვირივის პერსონაჟის სახით, როდესაც გაჰყიდდა პურსა და ღვინოსა, ეს შემოსავალი განაწილებული ჰქონდა ნაჭრებით შეკერილ ქისებში, ხუთი ქისა ხო გახსოვთ, საჯანაბო ერქვა ერთ ქისას, მეორეს სამოჯამაგირო, მიეცი და მოგეცესო, შავი დღისთვის გადანახული, შიოს მარანი, ანუ ხუთი ქისა ჰქონდა. იგივე კონცეფცია არის თუ არა.
"ნაგლი" თავმდაბლობის მაგალითი
გამორჩეული ქართველების შესახებ, არამარტო ბიზნეს სფეროდან, არამედ ზოგაფად გამორჩეული ქართველების შესახებ, ჩვენ ხო თითქოს რაღაცა უცნაური წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, ვიგებთ და მერე ან ვინტერესდებით ან არა.
მაგალითად დავით სარაჯიშვილზე ჩვენ გავიგეთ კონიაკზე წარწერიდან და არა პირიქით, რომ დაფიქრდე. ძმები ზუბალაშვილების შესახებ ვიცით ჩვენ საიდან, ქუჩა არის იქ და აი ვიცით, რომ რუსთაველზე დაპარკინგება თუ გაგიჭირდა შეგიძლია ახვიდე და ზუბალაშვილებზე დააპარკინგო და ნიკო ფიროსმანის ვარდების ჩუქების ისტორიის შესახებ ჩვენ გავიგეთ ალა პუგაჩოვას სიმღერიდან, ხო გახსოვთ.
მე მიწევს ამ მაგალითების ხსენება წინის წინა საუკუნიდან, გვყავს თუ არა თანამედროვე საქართველოში ესეთივე პარადიგმის შემცვლელი მენეჯერები, რა თქმა უნდა ამ თემას არ გავაგრძელებ, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია... ეს რაღაცა ნაგლი თავმდაბლობის მაგალითი.
"ვისზე ნაკლები" ქართული მაგალითები
ვისზე ნაკლები პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო დავით სარაჯიშვილი მაგალითად? ჩვენ დღეს, რომ ვამაყობთ ქართული კონიაკის წარმოებით, დავით სარაჯიშვილის შემთხვევა არის, რომ, მეცნიერულ დონეზე, კლასიკური, ევროპული განათლებით, მან გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა თბილისში, რამაც შემდეგ საფუძველი დაუდი, რომ ასეთივე კონიაკის მწარმოებელი ქარხანები გახსნილიყო ყიზლახში, ერევანში, ბაქოში და ასე შემდეგ. ცნობილი ფაქტია ჩერჩილს რომ გაუკვირდა, როცა ქართული კონიაკი გასინჯა, ალბათ საქართველოში ფრანგები აწარმოებენო კონიაკსო, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ თუ ქართველი მუშახელით შეიძლებოდა ესეთი ხარისხიანი კონიაჯის წარმოება.
ასევე, ვისზე ნაკლები, პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო მიტროფანე ლაღიძე? ლაღიძის წყლები ვიცით ჩვენ, ყველანი ვამაყობთ. 14 წლისან რომ დაიწყო ქუთაისში ივანოვსკის აფთიაქში მუშაობა და შემდეგ ლიმონათის საწარმოში, შემდეგ პირველი ლიმონათის ქარხანა გახსნა საქართველოში და იმდენად პოპულარული გახდა იმ დროს, რომ ირანელი ვაჭრები და ირანელი სტუმრები, ამ ლაღიძის წყალს თავიანთ დიდებულებს და წარჩინებულებს ფეშქაშად უგზავნიდნენ ხოლმე. ასევე კიევში, ლენინგრადში და ლონდონში ძალიან ხშირად იწვევდნენ მიტროფანე ლაღიძეს კვების მრეწველობის და ა.შ კონსულტანტად.
ვისზე ნაკლები, პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია გამორჩეული ეკონომიკური აზროვნება? და მეორე, ფოთის პორტის, ფოთის ნავსადგურის აღდგენა, მშენებლობა. თბილისი-ფოთის რკინიგზა. ანუ ეს ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც ეხლა გვაქვს დაკავშირებულია ნიკო ნიკოლაძის სახელთან, რომელიც მაშინ, იმ დროში ცვლიდა პარადიგმას.
ჩვენ როცა ბიზნეს სკოლებში ამ ქეისებს განვიხილავთ, რატომ არ ვასწავლით ქართულ მაგალითებს?
ინტრიგებით ადამიანური ურთიერთობების მართვა
არქიფო სეთურის მონოლოგი დათა თუთაშხიადან, როდესაც ის ყვება, მთელს თავის იდეოლოგიას, მაგ. სპირიდონა სულანჯიას შემთხვევა, როდესაც ამას 9 გოჭი ყავდაო, 6 მე წამოვიყვანე და 3 გოჭი რომ დარჩა, ფული შეუვიდა ოჯაში და მერე თქვაო: არქიფო სეთური ზუსტად იმდენს გვაძლევს, რომ შიმშილით არ მოვკვდეთო. 8 უნდა წამომეყვანა და ამას აღარ იტყოდაო. და ალბათ გახსოვთ, მერე მართავს ასინეთას დახმარებით, რომ წადი შენ ეხლა კოკინაშვილებთან და უთხარიო, იმიტო დასაჯეს სპირიდონა სულანჯია, რომ არქიფოზე თქვა რაღაცაო...
გვახსენდება თუ არა კომპანიები, სადაც არქიფო სეთურის ნაირი მენეჯერები მუშაობენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და გვახსენდება თუ არ კომპანიები სადაც ადამიანური ურთიერთობების მართვა, შიდა ორგანიზაციებში, ესეთი ინტრიგებით ხდება.
გარემო და იდეის გარშემო გაერთიანება
ელდარ შენგელაიას ფილმი "შერეკილები", რეზო გაბრიაძის სცენარით. ქრისტეფორე მგალობლიშვილი - გარიყულადან და ერთაოზ ბრეგვაძე - ძუყნურიდან, ციხეში რომ მოხვდებიან ერთად. არის თუ არა ეს ორი პერსონაჟი, რაღაცა დიდი იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობლიობა? ორივეს ქალი შეუყვარდა, ერთაოზი რომ ეუბნება, "ქალი შემიყვარდა ნამეტნავად" და ბიძია ბაბუას პერსონაჟი: "ვაი, რომ მეც ქალი შემიყვარდა, - შენც ნამეტნავად?"
თამუნია, რომ შეუყვარდება, რომელმაც თავისი სიცოცხლე მდინარის ტალღებას გაატანა და ამით ზე შთაგონებულმა ბიძია ბაბუამ გადაწყვიტა, რომ აეგო ცათმფრენი, რათა მათ სულებს ცაში ერთად ეფრინათ.
გარემო არის თუ არრა მნიშვნელოვანი ასეთი ადამიანებისთვის? გაგახსენებთ მომენტს, როდესაც გაქცევა უნდათ და ბიძია ბაბუა ეუბნება რომ: სად ნახავ გარეთ ასეთ მყუდრო გარემოს სამუშაოდ? თან ხომ იცი , დაიწყება დროს ტარება, ქეიფი, არ იცი ქართველების ამბავი, ზედ გადაგყვებია.
ანუ, აქ რომ რაღაცას შევქმნით, იმას გარეთ ვერ შევქმნითო. და ბოლოს შედეგებს აღწევენ ისეთს რომ ჩვენ გვიკვირს, ესენი გიჟები არიანო და ფილმი მთავრდება იმით, რომ ესენი ცათმფრენს ააშენებენ და გაფრინდებიან.
"ხომ გითხარი გაფრინდებიანო, შენ გარსტუკიანო შენა"...