ზურაბ მხეიძის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
ზურაბ მხეიძის გამონათქვამები, ციტატები
ზურაბ მხეიძე - ციტატები

თქვენი ფიქრების შინაარსები განსაზღვრავს თქვენ მდგომარეობას.
მე თქვენ რაღაც კარგი რომ გითხრათ გაგიხარდებათ, ცუდი რომ გითხრათ - გეწყინებათ. იმიტომ, რომ მე რასაც გეტყვით, გაიაზრებთ, წარმოიდგენთ და აქედან მოდის ემოცია.
აუცილებელია, რომ სხვამ გითხრათ? იგივე ხდება, როცა თქვენ ესაუბრებით საკუთარ თავს

ზურაბ მხეიძე
თქვენი ფიქრების შინაარსები განსაზღვრავს თქვენ
ზურაბ მხეიძე - ციტატები

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება, მთავარია შენ შიგნით რა ხდება

ზურაბ მხეიძე
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება,
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ემოციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ხოლო ემოციების საფუძველი არის შინაარსები. რა შინაარსსაც გაიფიქრებ, ის შინაარსი აღძრავს ემოციას.
გამოდის, რომ კარგ ხასიათზე ვართ თუ ცუდ ხასიათზე, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ გარეთ რა ხდება, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თავში რა ხდება

ზურაბ მხეიძე
ემოციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ხოლო
ზურაბ მხეიძე - ციტატები

შენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი, გამნათებელი და ოპერატორი უნდა იყო შენ.
როცა შენ სცენარის ავტორობას უთმობ სხვას, თუნდაც მეუღლეს, მთავრობას,.. მაშინ დამოკიდებული ხდები სხვაზე, თუ რა სცენარს დაწერს, რომ მოერგო მის სცენარს.
მაგრამ როცა შენი ცხოვრების სცენარის დამწერი შენ თვითონ ხარ, შენ თავისუფალი ხარ და წერ იმ სცენარს, რაც შენ გინდა

ზურაბ მხეიძე
შენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი,
ზურაბ მხეიძე - ციტატები

თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას, თავიდან ბოლომდე

ზურაბ მხეიძე
თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენ
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ვისაც გინდათ, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და მიზნებს მიაღწიოთ, ნაცვლად იმისა, რომ სხვამ გმართოთ, ეცადეთ თქვენ მართოთ საკუთარი თავი და სხვაც

ზურაბ მხეიძე
ვისაც გინდათ, რომ ძლიერ პიროვნებად
ზურაბ მხეიძე - ციტატები

თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე შიგნიდან, ანუ თუ თქვენი შიდა რესურსი ნაკლებია, თქვენ დამოკიდებული იქნებით ამინდზე, უფროსზე, შეყვარებულზე, ქმარზე... სულ დამოკიდებული იქნებით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ ემოციაზე გავლენას ახდენს

ზურაბ მხეიძე
თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე
ზურაბ მხეიძე - ციტატები

დღის ბოლოს თუ დაფიქრდები - დღეს რით გახდი ჭკვიანი, ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ არაფრით არ გამხდარხარ ჭკვიანი და ტყუილად ისვრი დღეებს!

ზურაბ მხეიძე
დღის ბოლოს თუ დაფიქრდები - დღეს რით გახდი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

შიდა მოცემულობა მთლიანად ჩვენ ხელშია

გარე მოცემულობა ხშირად ჩვენ კონტროლს მიღმაა, თუმცა შიდა მოცემულობა ყოველთვის ჩვენ ხელშია და სრულად შეგვიძლია მართვა

ზურაბ მხეიძე
შიდა მოცემულობა მთლიანად ჩვენ ხელშია
ზურაბ მხეიძე - ციტატები

არცერთმა დღემ არ უნდა ჩაიაროს უშედეგოდ.
ხვალ ოდნავ უფრო გონიერი უნდა გახდე, ვიდრე დღეს ხარ.
ზეგ მაინც 😂

ზურაბ მხეიძე
არცერთმა დღემ არ უნდა ჩაიაროს უშედეგოდ.
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რა ემოციასაც ტოვებ, იმ შედეგს ღებულობ.
ურთიერთობის პროცესი უნდა აეწყოს ისე, რომ, წინასწარ იცოდე შედეგისთვის რა ემოციის დატოვება გინდა და მერე იმოქმედო

ზურაბ მხეიძე
რა ემოციასაც ტოვებ, იმ შედეგს
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ეს მინუსი გვაქვს!

ჩვენი დიდი მინუსია ის, რომ სახელმწიფოებრივი ხედვა არ გვაქვს. პოლიტიკაში სახელმწიფოებრივი ხედვა არ არის. სახელმწიფოს რაც სჭირდება იმას კი არ ვაკეთებ, მე რაც მჭირდება, ისე ვიქცევი.

ზურაბ მხეიძე
ეს მინუსი გვაქვს!
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რა არის პრაგმატული აზროვნება?

პრაგმატული აზროვნება რა არის? თითოეულმა ადამიანმა აკეთოს ის, რითაც მაქსიმალურად შემატებს ოჯახს, ქვეყანას,.. და არ აკეთოს ის, რაც არავის არაფერს არ აძლევს, და რითაც საკუთარ თავს აზიანებს

ზურაბ მხეიძე
რა არის პრაგმატული აზროვნება?
ზურაბ მხეიძე - ციტატები

თუ დახმარება გინდა, გააკეთე ეს ჩუმად!
არ უნდა ამას დემონსტრირება და facebook-ზე დაპოსტვა

ზურაბ მხეიძე
თუ დახმარება გინდა, გააკეთე ეს ჩუმად
ზურაბ მხეიძე - ციტატები

კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს დაუთანხმებლობას. რაც მითხარი და დამისაბუთე, გავიაზრე და თუ ლოგიკური და სწორია, დაგეთანხმე და აზრი შევცვალე. რა პრობლემაა?

ზურაბ მხეიძე
კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს
ზურაბ მხეიძე - ციტატები

როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო გააჩეროს, თუნდაც იმ მიზნით, რომ თვლიდეს, რომ ეს პროპაგანდაა, გამოდის, რომ უკვე თვითონ ეწევა პროპაგანდას, რადგანაც პროპაგანდის ფორმა ზუსტად ეგ არის - არ ტოვებს ალტერნატიულ გზას

ზურაბ მხეიძე
როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო
ზურაბ მხეიძე - ციტატები

როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი აუცილებელია, რომ გამომუშავდეს . მელატონინის გამომუშავების საათები არის ღამის 12-დან 2 საათამდე. ეს პერიოდი ყველა ვარიანტში ჯობია რომ გვეძინოს, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერება მიიღოს

ზურაბ მხეიძე
როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

დილას არის ფსიქიკა ყველაზე დასვენებული. ამიტომ, ჯობია 10-ზე დაიძინო და დილას 6-ზე ადგე, ვიდრე ღამის 3-ზე დაიძინო და 12-ზე ადგე

ზურაბ მხეიძე
დილას არის ფსიქიკა ყველაზე დასვენებული.
ზურაბ მხეიძე - ციტატები

შენ ისეთი კონცეფცია უნდა შექმნა, რომ შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც ცხოვრება გახადო უკეთესი

ზურაბ მხეიძე
შენ ისეთი კონცეფცია უნდა შექმნა, რომ
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ადამიანი თუ ქონების დაგროვებაზეა გადართული, მისთვის ეს ცხოვრება, რომელიც ისედაც ხანმოკლეა, უფერულად ჩაივლის

ზურაბ მხეიძე
ადამიანი თუ ქონების დაგროვებაზეა გადართული,
ზურაბ მხეიძე - ციტატები

მოდი რა, ნებისმიერ ბიუჯეტში შენი და სხვისი ცხოვრება გახადე ლამაზი.
შენსას თუ ვერ ხდი, სხვისი მაინც გახადე. რაღაცა გააკეთე, რაღაცა შექმენი,.. როცა გაიხსენებ, გაიფიქრო, რომ ტყუილად არ გიცხოვრია

ზურაბ მხეიძე
მოდი რა, ნებისმიერ ბიუჯეტში შენი და სხვისი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

შენი ცხოვრება უნდა შექმნა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისე, რომ თავისებური სილამაზე და ესთეტიკა ჰქონდეს. თუ მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობ და ადამიანური ურთიერთობები არ გაინტერესებს, მაშინ ეს მხოლოდ არსებობაა

ზურაბ მხეიძე
შენი ცხოვრება უნდა შექმნა შენს საყვარელ
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ხალხი დიდხანს ცოცხლობს იქ, სადაც...

ხალხი დიდხანს ცოცხლობს იქ, სადაც ასაკს სცემენ პატივს

ზურაბ მხეიძე
ხალხი დიდხანს ცოცხლობს იქ, სადაც...
ზურაბ მხეიძე - ციტატები

დადებითი ემოციის შექმნა

თითეულმა უნდა ეცადოს შექმნას ემოცია და ნახე, თუ მაზოხისტი ან სადისტი არა ხარ, როგორ შეიძლება ოჯახი მართო, როცა ოჯახის წევრები ცუდ ხასიათზე არიან, შენ რას მართავ? არაფერსაც არ მართავ.

თუ შეგიძლია, რომ ოჯახში დადებითი ემოცია შეუქმნა მეუღლეს, შვილს... სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა და შეგიძლია დადებითი ემოცია შექმნა სამსახურში, რჩება ერთი ადგილი, სადაც კიდე უნდა შექმნა დადებითი ემოცია, ეს არის საცობი და მაშინ გამოდის, რომ ბედნიერი ხარ. მაგრამ აი სიამოვნება, იმის რომ ემოციას შენ ქმნი, ამას გონება სჭირდება.

სიამოვნებაა, როცა იქ სადაც შენ ხარ ყველა კარგ ხასიათზეა.

ზურაბ მხეიძე
დადებითი ემოციის შექმნა
ზურაბ მხეიძის გამონათქვამები, ციტატები