ყველაზე ნაკლებს ვთხოვთ ხოლმე ჩვენ გონებას. როცა რაღაც კრიზისია, ადექი და ამოხსენი. ეს შეიძლება აზარტულიც იყოს - "აი ეს მე როგორ ვერ უნდა გავაკეთო..."
სხეულის სხვა ნაწილებს უფრო ვთხოვთ ხოლმე, ვიდრე გონებას
ჩვენ რომ ყოველი დღე რაღაცას ვსწავლობდეთ და უფრო ჭკვიანი ვხდებოდეთ, წარმოიდგინეთ, რამხელა შედეგს მივიღებდით ერთი წლის თავზე
ზურაბ მხეიძეყოველდღე ადამიანი იწონება და უხარია 100 გრამი თუ დაიკლო ან მოიმატა. ამას ამხელა ყურადღებას აქცევს ადამიანი და არ ინტერესდება ცოდნა რა მოემატა
ზურაბ მხეიძეადამიანი, რომელთანაც ხარ, იმიტომ არ უნდა შეამოწმო და უთვალთვალო, რომ სწორედ ამ ნდობით უმტკიცებ, რომ გიყვარს და პატივს სცემ
ზურაბ მხეიძეეჭვიანობა ურთიერთობაში არის უნდობლობა. თუ მიყვარხარ და არ გენდობი, გამოდის, რომ პატივს არ გცემ და თუ პატივს არ გცემ, სიყვარულიც საეჭვოა
ზურაბ მხეიძეეჭვიანობა დაავადებაა?
ეჭვიანობა დაავადებაა რაღაც კუთხით?
-დაავადება არაა, ბუნებრივი რეაქციებია რაღაცასთან დაკავშირებით, თუმცა გონება იმიტომ გაქვს, რომ კარგად გაიაზრო რას ნიშნავს ეჭვიანობა.
ეჭვიანობა ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი თავის არ სიყვარულს, თქვენ ეჭვიანობთ მაშინ, როცა თქვენს თავს ვერ აფასებთ, თუ ქალს და მამაკაცს ეხება, მთლად უარესი, რაც უფრო ვეჭვიანობ ვიღაცაზე, სხვაზე… იმას ვეუბნები, რომ კონკურენტი მყავს, რაც უფრო მაგრა ვეჭვიანობ, ვეუბნები, რომ ის, აი ზუსტად ის არის ჩემი კონკურენტი, იმიტომ, რომ არასდროს იეჭვიანებს ადამიანი მეორეზე თუ არ ჩათვალა კონკურენტად.
გამოდის რომ შენს თავს არ აფასებ, გამოდის, რომ თუ მე ყველაზე ვეჭვიანობ, თვითონ ვაღიარებ, რონ ეს ადამიანები, შეიძლება ყველა მე მჯობდეს და რატო? ეს ერთი და მეორე…
ეჭვიანობა ურთიერთობაში არის უნდობლობა. თუ მიყვარხარ და არ გენდობი, გამოდის, რომ პატივს არ გცემ და თუ პატივს არ გცემ, მაშინ მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ უკვე ძნელი დასამტკიცებელია.
სხვას არ დააბრალო, თუ გინდა, რომ განვითარდე
ნებისმიერი დაბრალება რაღაცის გარე ელემენტზე, აფერხებს შენს განვითარებას, იმიტომ, რომ პასუხი გაქვს. მე თუ ვამბობ, რო ეს არის იმის ბრალი, მე აღარ ვფიქრობ რა უნდა გამეკეთებინა
და როცა მე ვამბობ, რომ ის რაღაც, რომ არ გამოვიდა, ჩემი ბრალია, მე ვფიქრობ, მე ვსწავლობ, მე ვუყურებ, ამიტომ, ადამიანი განვითარებისთვის, უნდა ეცადოს რომ არასდროს არავის არაფერი არ დააბრალოს. არც ამინდს, არც მამას, არც დედას ...
ეს არის ის გზა, რომელიც ქმნის მოტივაციას, აიღო ახალი რესურსი, ისწავლო და როდესაც გარეთ ვაბრალებ, ერთ მოტივაცუას მიქმნის, ის განადგურდეს, თვითონ მოკვდეს, აფეთქდეს ანუ მიდის აგრესია.
რეალურად ვისაც პიროვნული განვითარება უნდა, ყველაფერი რაც არ გამოსდის, ჯობია თავის თავს დააბრალოს. ცუდად ჟღერს ეს დააბრალოს მაგრამ, ესაა რომ განვითარდეს, იმიტომ, რომ მე რომ თვითგვემას მივეცე, ვრჩები ისევ ის რაც ვიყავი
ხალხი წონაში დაკლებას რა დროსაც უთმობს...
ხვალ ვიყო გონიერი უფრო, ვიდრე დღეს ვარ, ეს მოთხოვილება და მიზანი ადამიანს არა აქვს. აი ჩემს ცხოვრებაში ერთმა დღემ გაიარა და ვიფიქრო რით წავედი წინ, რა მომემატა გონებაში, ეს იქნება ძალია კარგი. მე ვთქვი ერთი თვის წინ და კიდევ გავიმეორებ, ხალხი წონაში დაკლებას რა დროსაც უთმობს, იმის ნახევარი, რომ დაეთმო გონების მომატებაში ანუ რით გავიზარდე, წლის თავზე ძალიან მაგარი შედეგი ექნებოდა.
ზურაბ მხეიძედანაშაულის მუდმივად შეხსენება არის ძალადობა
დანაშაულის განცდის მუდმივად შეხსენება ან გაჩენა მეორე ადამიანში, ძალადობა არ არის? რეალური პატიება არის, რომ ეგ დანაშაულის განცდაც არ უნდა მისცე ადამიანს.
ზურაბ მხეიძეგაბუტვა არის ძალადობა
გაბუტვა მაგალითად არის ძალადობა, ანუ მე რომ გაგებუტოთ თქვენ, აი არ გელაპარაკებით, არც გეჩხუბებით... თუ არის გრძნობითი დამოკიდებულება, რომ დაგსდევ და გეკითხები: რა გჭირს, რა ... ძალადობაა.
არის მთელი რიგი ფორმები ძალადობის , რომელსაც იურიულად ვერანაირ შეფასებას ვერ მისცემ, იმიტომ, რომ ადამიანი არაფერს არ აკეთებს.
დანაშაულის განცდის მუდმივად, ასე ვთქვათ, შეხსენება, ან გაჩენა მეორე ადამიანში, ძალადობა არ არის?!
რაღაცას როცა ვერ აკეთებ ხშირად შენი არჩევანია
რაღაცას ვერ ვაკეთებ, აი გეშტალტურად და ფსიქოლოგიურად ითვლება, რომ ეს ჩემი არჩევანია, ვერ გაკეთება რაღაცის, ჩემი არჩევანია, რომ არ გავაკეთო, მაგრამ ასე არის შეფუთული, რომ ვერ...
ზურაბ მხეიძეცხოვრება გექნება ისეთი, როგორი ურთიერთობებიც გექნება
ადამიანი სოციალური არსებაა, ერთ-ერთი სოციალური მდგენელია და უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები, ჩასახვის მომენტიდან ურთიერთობაშია სამყაროსთან, დედის მეშვეობით დედასთან, როგორც კი იბადება იწყება ურთიერთობები და მთელი ცხოვრება ადამიანს, მარტოც რომ იყოს, მაინც არის ურთიერთობაში საკუთარ თავთან, ხილულ ან უხილავ სამყაროსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე მოდით ვთქვათ რა არის ეს ურთიერთობები, შემდგომში, რომ ჩავშალოთ ეს თემა, როგორც ოჯახური, ისე სამსახურში, ისე წყვილის, რამდენსაც მოვასწრებთ და რამდენსაც შევძლებთ.
დავამატებდი, მნიშვნელოვანი არა, უბრალოდ მთელი ცხოვრება არის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ურთიერთობების გარეშე არ არსებობს ცხოვრება, ოღნდ ყველა იმის გათვალისწინებით რაც ჩამოთვალე, მარტოც, რომ ხარ ურთიერთობებში ხარ საკუთარ თავთან. ასე, რომ სოციალურობა კი არა, არსი და ცხოვრების მთელი შემადგენელი ნაწილი, დაწყებული დაბადებიდან სიკვდილამდე, ურთიერთობებშია ადამიანი. აქედან ასე დგება საკითხი, რომ ამ ურთიერთობებში თუ ვერკვევი და გავერკვევით, რეალურად ცხოვრებაშიც გავერკვევით. თუ ურთიერთობები შეგვიძლია და ამაში კარგები ვართ, კარგში ვგულისხმობ შეგვიძლია და ვიცით რა როგორ ხდება, ცხობრებაც ისე ეწყობა როგორც დაგეგმავ. თუ რაღაც არ გამოზდის ადამიანს ცხოვრებაში, სადღაც ურთიერთობაში უშვებს შეცდომას, ან გარეთ ურთიერთობებში, ან საკუთარ თავთან ურთიერთობაში, ამიტომ მთავარი და მნიშვნელოვანი კი არა, ერთადერთი და გადამწყვეტია, ცხოვრება გექნება ისეთი რა ურთიერთობებიც გექნება.
კაცები არიან ზარმაცები
ზოგადად კაცები არიან ზარმაცები და ხშირ შემთხევაში კაცი მიდის იმიტომ, რომ შენ არასწორად მოიქეცი. კაცი იმდენად ზარმაცია დააკვირდით, რემონტის და ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი, კაცს მაგრა ეზარება. ეზარება წასვლა რა, მართლა ეზარება, იმდენად არ უყვარს. და ხშირ შემთხვევაში ქალი უწყობს ხელს, რომ მალე წავიდეს.
ამიტომ თუ სწორად მოიქცევი კაცი არ წავა, იშვითად, რომ ეგეთი ვიღაც აღოჩნდეს, არსადაც არ წავა, მართლა ზარმაცია. ურჩევნია აქ იყოს, აგერ მეზობელს იცნობს, სავარძელი აქვს თავისი, გადადი ეხლა სადღაც, აი გაიხსენეთ და ნახავთ ყველა რემონტის, ყველა ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი. კაცს ეს ეზარება, უბრალოდ ეზარება და შენ უნდა უჩიჩხინო, რომ მიდი რა იქნებ კიდე რაღაცა გავაკეთოთ.
შეცდომის ნუ გეშინიათ. შეცდომის შიში რა არის? - ბურთი მაქ და კალათში უნდა ვისროლო და რომ ვისროლო და არ ჩავარდეს? და არ ვისვრი. მაგრამ თუ არ ვისვრი, შანსი არ არის, რომ ჩავარდეს. ერთადერთი, რჩევა თუ გინდათ, თუ ვერ გავერკვიეთ რა გავაკეთოთ, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ, ვამბობ, მოდი მე წავალ მარჯვნივ, გინდაც იყოს შეცდომა, დავუშვით შეცდომის ალბათობა, წინასწარ ვიცი, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვი და გადავდგი ნაბიჯი. თუ შეცდომა იქნება მერე კი არ დავიწყებ, აუ რატო მარცხნივ არ წავედი, იმიტომ, რომ მე უკვე გავითვალისწინე, რომ შეიძლება შეცდომა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით ძალიან ფრთხილი და ძალიან ფრთხილი ისეთივე პრობლემურია, როგორც ძალიან მიმნდობი. იმ სიფრთხილის გამო შეიძლება ყველაფერი დაკარგო. ძალიან პანიკაში შეცდომის ნუ იქნებით, ადამიანი შეცდომებს უშვებს, ჩვეულებრივი რაღაცაა.
ზურაბ მხეიძეყველა კაცი ერთნაირია?
ყველა კაცი ერთნაირია - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება და გეტყვი რატომ. კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს. ისევე როგორც - ყველა ქალი ერთნაირია. ყველა ურთიერთობა არის განსხვავებული, თუ გინდა რომ ძაან ლამაზად იყო. მე თუ ვთვლი, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ჩემთვის დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ მიმიღია, პირიქით, ყველა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში ერთნაირია, ყველა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. მაშინ ხარ მდიდარი, ისევე როგორც კაცები. ყველა კაცი ერთნაირია, ამას ამბობს ქალი, რომელიც გაბრაზებულია კაცებზე, ან კაცი რო ამბობს ყველა ქალი ერთნაირია, ისიც გაბრაზებულია რატომღაც, ეს ფაქტია. სხვა ვარიანტში ეს წინადადება არ ამოდის პირიდან!
ზურაბ მხეიძეპასუხი კითხვაზე "რატომ მიყვარს" უნდა მიიღო
ვნება არის ხოლმე დამაბრმავებელი. რატომ? როცა ეს მოთხოვნილება ჭარბად გვაქვს, ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს. ოღონდ მივიღო, და დავხუჭე თვალები. თურმე ეს მარიხუანას ეწევა. თურმე ეს სვამს...
როგორც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, გავახილე და ეეე ეს რათ მინდოდა საერთოდ?
პიროვნული თვისებები არის სტაბილური. ამიტომ ვამბობ, რომ თუ თქვენ გასცემთ პასუხს, ვინც გიყვართ, რატომ გიყვართ? ის იქნება სტაბილური. ვნება მოდის და მიდის.
იმას კი არ ვამბობ რომ ლტოლვა ვის მიმართაც გაქვს არ გიყვარს. რა თქმა უნდა გიყვარს, მაგრამ, პასუხი კითხვაზე - რატომ გიყვარს - უნდა მიიღო
არ გაყვეთ ცოლად ნარკომანს და ლუდომანს! / რჩევა გასათხოვარ გოგოებს
ლუდომანს და ნარკოდამოკიდებულს, რაც არ უნდა კარგი ტიპი იყოს, არ გაყვეთ, გაიმწარებთ მთელ ცხოვრებას.
მე დამჭირდა მაგ საკითხის კვლევა, როცა ერთ-ერთმა ახლობელმა მე მომპარა რაღაცა, იცით პირველი შოკი რა იყო? მე როგორ უნდა გამიკეთო ესთქო. მაშინ ჩავიხედე სერიოზულად მაგ საკითხებში სპეციალისტებთან. მითხრეს, რომ დაივიწყე ახლობელი, როცა მას მოთხოვნილება აქვს ცოლსაც ყიდის, შვილსაც ყიდის. მერე რომ მივყევი, ოჯახიდან გააქვს ტიპს და ყიდის, ანუ საკუთარ ბავშვს, რომ რაღაც მოპარო და გაყიდო, იმდენად დამოკიდებული ტიპია.
აზარტული თამაშებიც ანალოგიურია, შეიძლება შენ დაიწყო მოგების სურვილით, მაგრამ იქ გაქვს ზუსტად ის ბიოქიმიური ცვლილების მოთხოვნილება რაც აზარტს მოყვება. მე სიტყვით შემიძლია თქვენი ბიოქიმია ვცვალო, აგერ, რომ ვუთხრა რაღაც ძალიან კარგი და გავახარო, გამოიყოფა დოპამინი, ნახე სიტყვით ვუთხარი და ჩავერიე ბიოქიმიაში და თუ გავახარე აქეთა მხარე საერთოდ ენდორფინები გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ანუ ჩვენ ურთიერობის დროს შეგვიძლია ერთმანეთის ბიოქიმია ვცვალოთ, ხელი არ დამიკარებია. კორტიზოლი გვინდა გამოვყო თქვენგან, სტრესში უნდა ჩაგაგდოთ.
ესეიგი რა ხდება, ის ქცევა რაც აზარტულია, გამოიმუშავებს იმ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებების მიმართ რჩება მოთხოვნილება, იმიტომ რომ ლუდუმანისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი გინდა მოიგოს, ანუ ორი მილიარდი რომც მოიგოს მაინც თამაშობს, იმისთვის მოგება არ არის, ანუ ფინანსური ინტერესი არ არის, იმისთვის არის ის განცდები განმეორდეს.
რატომ ვერ გათხოვდა 42 წლის ქალი
ერთი 42 წლის ქალი იყო და მთხოვეს, ძალიან კარგი ქალია და ნახეო, ხომ ვერ გვეტყვი რატომ ვერ თხოვდებაო. მე ვუთხარი, კი ბატონო შევხვდეთთქო.
პირველად გავიცანი, ახალი გაცნობილი მყავს და 10 წუთში გადავიდა, როგორღაც თვითონ ზარატუსტრაზე და ნიცშეზე, დამთავრებულია, იმიტომ ვერ თხოვდება. იმიტომ, რომ, ან ფილოსოფოსი უნდა იყოს მაგის ქმარი, ან ნაკითხი იყოს და მე, რომ არ მაქ ეგენი წაკითხული და რაღაცეებს მელაპარაკები, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე, დამთავრდა. მე განცდაში მაქვს რომ ვეღარ მოგერევი და რადგან განცდაში მაქვს, რას ვამბობ როგორც კაცი? - ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თქვენ გყავდეთ, არ მინდა.
გახსოვთ გამოთქმაა: კაცებს სულელი ქალები მოსწონთო. სულელი არ მოსწონთ, უბრალოდ უნდა დაინახოს, რომ უპირატესობა აქვს, მაშინ დგავს ის ნაბიჯს, უმრავლეს შემთხვევაში, თორემ არიან კაცები საერთოდ ტყიური, ველური. ქ-ზე რო იწყება უკვე გამოგეკიდება, - ალიც აღარ უნდა დამატება.
ამ მომენტში აშინებ ზედმეტი აქტიურობით, ამისი მიზეზიც ეგ იყო. დაელაპარაკე იმ კაცს, რომელიც წამოგყვება მაგაში, ან თანაბარ დონეზე მაინც იქნება.
ქალი ოცნებობს ერთ კაცზე / ქალი არის ბუნებით კონსერვატორი
არ გიყვართ ხოლმე კაცებს, ქალები კი მოთმინებით მისმენენ, როცა ვამბობ, რომ კაცის ქცევა სპერმის ქცევას გავს, ოღონს სოციალურ კონტექსტში, და ქალის ქცევა კვერცხუჯრედის ქცევას. ქალი ბუნებით კონსერვატორია, ქალს არ უყვარს 60 კაცი ერთადროულად, რომც ყავდეს მაინც ოცნებობს 1 კაცზე და კაცს მაგალითად, რომ მოგცეთ უფლება გარემს გააკეთებთ და დაგვპატიჟეთ, გაწევ ფარდას და „აი ჩემი გოგოები ყველა“ და ქალს რომ ეუბნები, წარმოიდგინე გაწევ ფარდას და აი ჩემი კაცებიო, ცუდად ხდება ამის გაგონებაზე, არ უნდა. ამიტომ ვამბობ ამ კონტექსტში, ნახეთ კვერცხუჯრედი როგორ იქცევა? ერთი განაყოფიერების მერე ყველა დანარჩენისთვის იკეტება, იმიტომ რომ ქალის ბუნება ჩვეულებრივად კონსერვანტიულია, ამიტომ ვერ უგებენ და როგორია მამაკაცის სასქესო უჯრედის ქცევა? სად შეძვრეს თვითონაც არ იცის, დარბიან თავქუდმოგლეჯილები, კვერცხუჯრედები არ დარბიან. ამიტომ დააკვირდით ბიოლოგიურ საწყისს, ძაან საინტერესო ლოგიკაა უჯრედის დონეზე და სოციალური ქცევის დონეზე.
ზურაბ მხეიძე