ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო
...ბოლოს როდესაც დიდძალი მტრის წინაშე 300 კაცით დატოვებს ღმერთი, კითხულობს - ეს როგორ მოხდაო, - რაზეც უფალი პასუხობს - 10,000 კაცით რომ მოგეგოთ, იფიქრებდით, რომ თქვენ მოიგეთ, და 300 კაცით - ღმერთს გაიხსენებდითო... - ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო. უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.
მარინა კაჭარავაეკლესია გადამრჩენელი ხომალდია ოკეანეში
როგორც ოკეანეში გემი, კიდობანი, ისე არის ეკლესიაც, სადაც ადამიანს შეუძლია გადარჩენა. ზოგი ეკლესიის წიაღშიც ვერ გადარჩება, - ჩვენ არ ვიცით ვინ რა მდგომარეობით და რა გულისთქმით გავა ამ წუთისოფლიდან, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.
მარინა კაჭარავამთავარი არის ღმერთთან ურთიერთობა!
რაც არ უნდა ურთიერთობები გვჭირდებოდეს მოყვასთან, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან, მთავარი მაინც არის ღმერთთან ურთიერთობა.
მარინა კაჭარავაარ არსებობს უცოდველი ადამიანი, და თუ ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის მოვიცლით და თვალთახედვას შიგნით მივმართავთ, დრო აღარ დაგვრჩება სხვების ცოდვებისთვის.
მარინა კაჭარავაღმერთთან ინდივიდუალური შეხვედრა
ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ რობოტები არ ვართ და რობოტული რიტმით არ ვადიდებთ უფალს, არამედ ინდივიდუალური შეხვედრა გვაქვს მასთან. ღმერთი არის პიროვნება და მასთან ინტერპერსონალური სივრცე იქმნება. თითოეული ადამიანი თვითონ უნდა შეხვდეს ღმერთს და შეეხოს, უფრო სწორედ - შეიხოს, თორემ ღმერთი ხომ აქ არის, ყველგან არის.
მარინა კაჭარავაღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება
წმინდა მამების მიერ გამოწვლილვით მიღებულ 12 მუხლიან მრწამს არცერთი სიტყვა არ უნდა დაემატოს, გამოაკლდეს ან შეიცვალოს. ერთი სიტყვის დამატებამ მთლიანად სივრცე ამოატრიალა, აბსოლუტურად სხვა კონფიგურაცია მიიღო. ისევ მივდივართ იქამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება.
მარინა კაჭარავაგანსხვავება აღმოსავლურ და ქრისტიანულ სიმშვიდეს შორის
აღმოსავლურ სიმშვიდეში თითქოს ყველაფერი სულ ერთია, უკან აშენდება, დაინგრევა, თუ რა მოხდება. ხოლო ქრისტიანულში - სიმშვიდის ქოლგის ქვეშ არის ყველა ემოცია, ბრაზიც, სევდაც, ტირილიც (ცრემლი მოადგა მაცხოვარს, როდესაც უთხრეს - ლაზარე მოკვდაო). ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ცოცხალი ადამიანი რასაც არ უნდა განიცდიდე, მშვიდად ხარ და სიხარული გაქვს, და რა თქმა უნდა მადლიერება (რომელიც არის ყველაზე მაღლა) იმისა, რომ ხარ ადამიანი და მოგეცა ეს ბედნიერება.
მარინა კაჭარავაეგზისტენცია აქვს ტანჯვას, კრიზისს, და ამას თუ აღმოაჩენს ადამიანი და ამოიტანს პოზიტივში, უკვე შვებას და მადლიერებას გრძნობს.
მარინა კაჭარავაროდესაც ადამიანზე გასაჭირი მოდის, მადლობით, მადლიერებით მიღება უმსუბუქებს ადამიანს ამ ტვირთს.
მარინა კაჭარავაროცა ადამიანს ვერ აგებინებ
ბასილი დიდი ამბობს - "როცა ადამიანს ვერ აგებინებ, ღმერთს სთხოვე და ის გააგებინებსო" - ალბათ ლოცვა ერთადერთი ინსტრუმენტია, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობაში.
მარინა კაჭარავაღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა, არა მარტო, არამედ ოჯახად, რაც ოჯახის მაღალ ღირებულებაზე მეტყველებს.
მარინა კაჭარავაეგზისტენციალური მარტოობა
არსებობს გარკვეული მარტოსულობა, ეგზისტენციალური მარტოობა - მარტო ხარ, მარტო იბადები, მარტო გარდაიცვლები, მარტო ხარ, როცა ავად ხარ, მარტო ხარ, როდესაც პასუხი უნდა აგო,.. თუმცა მხარდამჭერები, ოჯახის და ახლობლების სახით ადამიანს ყოველთვის სჭირდება
მარინა კაჭარავააბორტს გადარჩენილი ბავშვები
არსებობს კვლევები, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვი არის ძალიან აგრესიული მშობლების, დედის მიმართ. არ ენდობა სამყაროს, დედას. შესაბამისად, არის ძალიან აგრესიული და თითქოს დედის დასჯის სურვილი და მოთხოვნილება უჩნდება
მარინა კაჭარავახასიათით, პიროვნული მახასიათებლებით, გამკლავების მექანიზმებით, კონტაქტებით, ჯდომის მანერით, ჭამის მანერით, სიარულით,.. შეიძლება ადამიანი ჰგავდეს ისეთ შორეულ ან ახლო ნათესავს, რომელიც არც არასდროს უნახავს
მარინა კაჭარავა
წამოცდენა არის ჩვენი არაცნობიერის ენა,
ისევე, როგორც სიზმარი, სხეულის შეგრძნებები, ნახატი, შემოქმედება, გამოძერწილი და ა.შ
როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა "მადლობა" ან "ბოდიში"?
როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა "მადლობა" ან "ბოდიში", თუ მშობელი არასდროს არც ბოდიშს უხდის და არც მადლობას?
მარინა კაჭარავასხეულის მეხსიერება
ჩვენ გვაქვს ჩვენი მეხსიერება, მაგრამ სხეულსაც აქვს თავისი მეხსიერება. შესაბამისად, ჩვენი სხეული გვისიგნალებს, რაღაც დროს გვაძლევს სიგნალს, მინიშნებას.
ხშირ შემთხვევაში ტრავმები დაავადებად გვევლინება. იმას, რასაც ფსიქიკა ვერ გადაამუშავებს, იმ ემოციებს, რომლის უტილიზაციასაც ადამიანი ვერ მოახერხებს, შინაარსებს, რომლებსაც ადამიანი სახელს ვერ დაარქმევს, - გაიტყორცნება სხეულში და სხვადასხვა სიმპტომების და დაავადებების სახით მოვა
ტრავმების 90%-ზე მეტი მოდის ბავშვობის პერიოდში. დანარჩენი რაც ჩვენ გვემართება და რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, შეიძლება იმას ისეთი გავლენა არ ჰქონდეს, როგორც ბავშვობაში მომხდარ ამბებს
მარინა კაჭარავაბავშვს ჯობია ვუთხრათ ...
ფსიქოლოგიური არაცნობიერიდან, მან ისედაც იცის რომ ეს მოხდა, ადამიანმა იცის. მისმა სულმა იცის, მისმა არაცნობიერმა იცის, ასე, რომ ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ დიდხანს არ ეუბნებოდნენ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალებას და ეუბნებოდნენ, რომ არის საზღვარგარეთ...
როდესაც ჩემთან მოვიდნენ, მე ვუთხარი: აუცილებლად უთხარით, მან ეს იცის, ნახავთ, რომ ეტყვით მის რეაქციას მეთქი. მერე შემხვდა ეს ადამიანი და მითხრა, რომ ბავშვმა უთხრა, რომ, მე ვიცოდი მაგრამ თქვენ მეცოდებოდითო, ბავში იყო 7-8 წლის დაახლოებით, მე თქვენ მეცოდებოდით და ამიტომ, ვიქცეოდი ისე, ვითომ არ ვიცოდიო.
ეს ისე გაუკვირდათ მშობლებს, რომ კი სევდანარევი იყო, მაგრამ უკვე რეალობა მიღებული ჰქონდა., რომ ამ ბავშვმა იგრძნო. პირველ რიგში გრძნობს და მერე უკვე ხვდება.
უკუღმა დათვლა სიბრაზის დროს
დავიწყე დათვლა, აი პირობითად რაღაცაზე მაწყენინეთ, ან გავბრაზდი და არ გაგეცი პასუხი, ადრე თუ ვიყვირებდი, თავზე დავილეწავდი ყველაფერს და დავამტვრევდი, აი ეხლა გავჩუმდი და დავიწყე დათვლა ათიდან: 10, 9, 8 და ჩამოვედი. ან ასიდან... როდისღაც ხომ დავმშვიდდები შედარებით.
უკუღმა დათვლა რატოა კარგი? იმიტომ რომ, ამ დროს ტვინი მუშაობს, როცა 1,2,3,4... ავტომატიკაა და არ ფიქრობ. იმას ფიქრობ, თან თუ აკლებ.
დეპრესია მდიდრების დაავადებაა?
ამბობენ, რომ დეპრესია მდიდრების დაავადება არის, უფრო მეტად ვიდრე ღარიბებისო, იმიტომ, რომ არ არის დეპრესია დაკავშირებული პირდაპირ რა მაქვს ანუ ქონებასთან. დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. იმას ყველაფერი აქვს და მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ანუ ეგზისტენციალური ვაკუუმი აქვს, საზრისი არა აქვს და ამას არაფერი არა აქვს და იმიტომ არის ესეთ დღეში, რომ, აი რა აზრი აქვს ცხოვრებას. და რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს დეპრესია აქვს. მაგრამ დამოკიდებულება, რომ იმას შეიძლება ხახვი და პური ჰქონდეს, გამხმარი ჭადი და 4 კვადრატული მეტრი სახლი და იყოს მადლიერი.
მარინა კაჭარავა"აუ ბედი არ მქონია" / აფირმაცია - პოზიტივის მიწებება
აი ათი თითი, რომ ათი მოვლენა იყოს, რომელიც თქვემსკენ მოდის, მაგრამ შენ აი ამის გეშინია, წივილ-კივილს ატეხავ, აი ხო ვამბობდი, ეგეთი ბედი მაქვს, კიდევ ეს მოხდა. ამ ცხრას ვერ ხედავ, ჩაკეცავ და ამას იწეპებ. ანუ მოლოდინი ტენდეციურია, მე რასაც ველოდები იმას ვიწეპებ.
იმიტომ მოვიყვანე ამერიკელების მაგალითი, რომ დილიდან მადლობებს იხდიან, პოზიტიურად, რომ იქოქავ დილიდან თავს, ამას აფირმაცია ქვია, იმიტომ იქოქავ, რომ პოზიტივი დაიწებო, რატომ ნეგატივი დილიდან?
ფუ რა საშინელი დღეა, რა ამინდია, მთავრობა ისეთია, მეზობლები, დედამთილი ასეთი. ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი…
ეხლა მე რომ თქვენ გაგატანოთ კონვერტი და გითხრათ, რომ აეროპორტში მიდი და ვიღაც მსუქანი, ქერა ქალი მოვა და იმას გადაეცი. რას დაიწყებ, ვის ეძებ? მსუქან ქერა ქალს. სხვა დროს ხო არ აპირებდი მათ დათვლას, ეხლა ითვლი, იმიტომ
რომ მოლოდინი გაქ. ეს არის თუ ის არის - ფიქრობ, სინამდვილეში ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაკვეთა გაქ ეგეთი. და ამ შემთხვევაში დამკვეთი შენ თვითონ ხარ, შენ უკვეთავ შენს თავს ცუდ ამბავს და ეს ამბავი მოდის.
იმიტომ, რომ ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ კარგს ხომ ვერ ხედავ, ჩაკეცილი გაკ ხედავ მარტო ცუდს და მერე ლაპარაკობ, რომ ეგეთი ბედი გაქვს. არაფერი ეგეთი ბედი არა გაქვს, არაფერი ცუდი არ ხდება, არანაირი “პალასები” არ არსებობს. კი არსებობს წაქცევა ადამიანის, წაიქეცი მაგრამ შეგიძლია დარჩე იმ ტყლაპოში, თუ ჩავარდი და შეგიძლია ადგე, დაიბანო, დაიფერთხო და გააგრძელო გზა