მარინა კაჭარავას გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
მარინა კაჭარავას გამონათქვამები, ციტატები
მარინა კაჭარავა

გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის მისი საკონტაქტო ენა, რომ არ დაგვავიწყდეს ღმერთი, რომ მივმართოთ ღმერთს ლოცვით, და რომ დავუბრუნდეთ იმ წიაღს, რისთვისაც ვართ შექმნილები.

მარინა კაჭარავა
გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის
მარინა კაჭარავა

ტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს. ანტონი დიდი ამბობდა - ისე შეიშლება მსოფლიო, შეშლილებს ჭკვიანებს დაუძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებსო.

მარინა კაჭარავა
ტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს.
მარინა კაჭარავა

ღმერთისმოყვარეობა და მისი დიდება ალბათ არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.

მარინა კაჭარავა
ღმერთისმოყვარეობა და მისი დიდება ალბათ არის
მარინა კაჭარავა

ადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები

ადამიანი ღმერთთან ურთიერთობა არის რამდენიმე სახის: 1. როცა სამომავლოდ რაღაცას სთხოვს; 2. როცა მადლობას ეუბნება, როცა მადლიერია ღმერთის; 3. როცა ბოდიშს იხდის, შენდობას ითხოვს; 4. როცა თხოვნით არაფერს სთხოვს მომხმარებლურად, არამედ, მხოლოდ ადიდებს. და ალბათ ეს არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის კვინტესენცია.

მარინა კაჭარავა
ადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები
მარინა კაჭარავა

სათაურის არჩევა და ფაქტების შეყრა

მეცნიერებაში არსებობს ორი გზა. ერთი არის, რომ სათაური ავირჩიო და იმის ქვეშ შევყარო ფაქტები, და მეორე - ფაქტებს დავაკვირდე და დავარქვა სათაური. ორივე შემთხვევას თავისი რისკები აქვს. როდესაც ვირჩევ სათაურს, ვეძებ მხოლოდ მის შესაბამის ფაქტებს. ხოლო როდესაც ფაქტებს ვაკვირდები, აქაც არ ვარ შეცდომისგან დაზღვეული. ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან ინდივიდუალურია, რა ინდიკატორებით ვაკეთებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი და სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან ავცდე რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეცნიერი მერქვას მე.

მარინა კაჭარავა
სათაურის არჩევა და ფაქტების შეყრა
მარინა კაჭარავა

ჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ ჩვენ მასზე გვცოდნოდა. იმაზე მეტს ადამიანი ვერ შეიმეცნებს. მას არ აქვს ამის უნარი, თუ ღმერთმა არ გაუხსნა ეს კარი.

მარინა კაჭარავა
ჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ
მარინა კაჭარავა

სურვილებს გაკონტროლება სჭირდება

ადამიანში არის როგორც გონება, ისე გული და ნება. ანუ ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ და გვაქვს სურვილები, რომლებსაც გაკონტროლება სჭირდება.

მარინა კაჭარავა
სურვილებს გაკონტროლება სჭირდება
მარინა კაჭარავა

ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია

მარტოობას ვერაფერი ვერ უშველის, თუ უფალთან არ არის ადამიანი და თუ ღმერთის განცდა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია.

მარინა კაჭარავა
ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია,
მარინა კაჭარავა

ვისი შედგენილია ჟამის წირვა - პირველი ღვთისმსახურება?

პირველი ღვთისმსახურება (ჟამის წირვა) უფლის ხორციელი ძმის - იაკობის მიერ არის შედგენილი. უკითხავთ ჩემთვის - როგორ შეიძლება ტრანსფორმაციას, ევოლუციას არ განიცდიდეს რაიმე, შეიძლება, რომ 20 საუკუნის წინ რაც იყო, ის იყოს დღესაც? - პასუხი მარტივია, ღირებულებები არ იცვლება დროსა და სივრცეში. უფლის ხორციელი ძმის მიერ დაწერილი ეს მსახურება, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, თითქოს ეს არის ის მოედანი, სივრცე, ფუნდამენტი და სახურავი, რომელიც უსაფრთხოების განცდას გვიჩენს ამ სამყაროში.

მარინა კაჭარავა
ვისი შედგენილია ჟამის წირვა - პირველი
მარინა კაჭარავა

თავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა

თავისუფლება არის არჩევანთან და პასუხისმგებლობასთან ერთად. არ არსებობს თავისუფლება ამ ორი რამის გარეშე - უნარი, აირჩიოს, საით წავიდეს, და მეორე - პასუხი აგოს იმაზე, რაც აირჩია.

მარინა კაჭარავა
თავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა
მარინა კაჭარავა

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში რიტუალს, რაღაც რიტუალის შესრულებას, რომლითაც ის ცდილობს, არ დაავიწყდეს მთავარი. ანუ, რიტუალი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი.

მარინა კაჭარავა
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში
მარინა კაჭარავა

ცნობიერი ლოცვა და ურთიერთობა ღმერთთან არის უმნიშვნელოვანესი ყოველი ჩვენთაგანისთვის.

მარინა კაჭარავა
ცნობიერი ლოცვა და ურთიერთობა ღმერთთან არის
მარინა კაჭარავა

ერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრებით - ადამიანი არის მლოცველი არსება. - ამაზე უკეთესად ადამიანს ალბათ ვერავინ დაახასიათებდა.

მარინა კაჭარავა
ერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრებით
მარინა კაჭარავა

მთავარი ბრძოლა, ადამიანებს, ჩვენ თავთან გვაქვს გადასატანი.

მარინა კაჭარავა
მთავარი ბრძოლა, ადამიანებს, ჩვენ თავთან
მარინა კაჭარავა

სადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს იკავებს მრავალგვარი ბრჭყვიალა სიმართლე, ის, რაც ერთი შეხედვით აღტყინებას იწვევს საზოგადოებაში, რაც შემდგომ უკვე მთავარი მიზანი ხდება.

მარინა კაჭარავა
სადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს
მარინა კაჭარავა

საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების, ლტოლვების მონა ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ქცევის კონტროლის ელემენტარული ინსტრუმენტებიც კი, შეიძლება სხვას ეძახის მონას.

მარინა კაჭარავა
საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების,
მარინა კაჭარავა

უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში

იმდენად დიდი წყალობაა თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი, უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში. სრულიად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ჰქონდეს ადამიანს?

მარინა კაჭარავა
უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში
მარინა კაჭარავა

ლოცვით და მცდელობით ადამიანი ძალიან ბევრ რამეს შეძლებს.

მარინა კაჭარავა
ლოცვით და მცდელობით ადამიანი ძალიან ბევრ
მარინა კაჭარავა

მეტი მიმტევებლობაა საჭირო, იმიტომ, რომ ჩვენ ხვალ არ ვიცით რა შეიძლება დაგვემართოს.

მარინა კაჭარავა
მეტი მიმტევებლობაა საჭირო, იმიტომ, რომ ჩვენ
მარინა კაჭარავა

რომ არ დაეცეს ადამიანი, შეიძლება თავი ანგელოზი ეგონოს (შეიძლება იფიქროს, არაფერი არ მეშლებაო). საერთოდ, შეცდომა ძალიან გაადამიანებს.

მარინა კაჭარავა
რომ არ დაეცეს ადამიანი, შეიძლება თავი
მარინა კაჭარავა

როგორ აზიანებს ტყუილი ადამიანს?

ტყუილმა იცის დიდ მანტიაში გახვევა და კასკადირება. ტყუილი არ არის ერთჯერადი. გარკვეული როლები არსებობს, რომლებსაც აქვთ ქცევის რეპერტუარი. ამ როლში შესულ ადამიანს ბევრად უფრო უჭირს, ვიდრე სცენაზე მდგარს, იმიტომ, რომ სცენაზე მდგარი გავა კულისებში და გაიფერთხავს იმ როლს, რაც ითამაშა.

მარინა კაჭარავა
როგორ აზიანებს ტყუილი ადამიანს?
მარინა კაჭარავა

უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ სულ მთლად ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.

მარინა კაჭარავა
უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი,
მარინა კაჭარავა

როდესაც კონფლიქტია ოჯახში, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომ მოუსმენ. ამიტომ, სიმართლე ერთი პერსპექტივიდან ყურება არ არის, არამედ - ზემოდან დანახვა და ყველა პერსპექტივაში განხილვა.

მარინა კაჭარავა
როდესაც კონფლიქტია ოჯახში
მარინა კაჭარავა

ბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება

ბიბლია არ არის მკვდარი ტექსტი, ის არის ცოცხალი ტექსტი. ის დღესაც მუშაობს. ის ისტორიები, რაც მაშინ იყო, კაცობრიობის ისტორიაა. ეს კაცობრიობის დღევანდელობაც არის. რაც მაშინ ხდებოდა, თითქოს გაგრძელებაა დღეს. ბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ცოდნას და გააზრებას, იმიტომ, რომ გვასწავლის აზროვნებას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ლოგიკას, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება გაუგებარი იყოს ადამიანისთვის.

მარინა კაჭარავა
ბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება
მარინა კაჭარავას გამონათქვამები, ციტატები