ციტატები

მოკლე
ციტატები

ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. გინდა, შვილი აღზარდო? - აღზარდე საკუთარი თავი შვილთან ერთად

შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით

განათლებული ის არის, ვისშიც ღვთის თვისებებმა გაიღვიძა, ვისშიც უფლის თვისებები აღმოცენდა

შალვა ამონაშვილი
განათლებული ის არის, ვისშიც ღვთის თვისებებმა

ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი

შალვა ამონაშვილი
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე.

ამბობენ - სიტყვა აზრის პატარა გემია, რომელსაც აზრი მოაქვსო

შალვა ამონაშვილი
ამბობენ - სიტყვა აზრის პატარა გემია, რომელსაც

სამშობლო ხალხიცაა

სამშობლო არა მხოლოდ მთებია, როგორც ლექსებში ამბობენ ხოლმე - კავკასიის მთები, შავი ზღვა თუ სხვა,.. არამედ ხალხიცაა. სამშობლო პირველ რიგში არის ხალხი. თავისი ენით, გულით, სიყვარულით, კულტურით, წარსულით... ჩვენ ერთად სხვაგანაც რომ გადაგვასახლონ, იქაც სამშობლო გვექნება

შალვა ამონაშვილი
სამშობლო ხალხიცაა

ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ

ოჯახი ცუდ დღეშია. ჩვენ ამ საქმეში ძალიან გვიშლის ხელს დასავლეთი. ბევრ რამეში დასავლეთის დაწინაურებულ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ და მათგან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არა - ოჯახის ფასეულობებში. ოჯახის ინსტიტუტს აწუხებს და ებრძვის გამოგონილი განსხვავებული სახის "ქორწინებები". ასევე ებრძვიან სიტყვებს: "დედა", "მამა", რომელთა ნაცვლად სურთ მშობელი1 და მშობელი2 დაამკვიდრონ

შალვა ამონაშვილი
ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ

გაუმარჯოს სიძნელეებს!

ნათქვამია - "გაუმარჯოს სიძნელეებს, იმით ვიზრდებითო". როცა სიძნელე აღარ აქვს ადამიანს არაფერში, მაშინ ჩიავდება, იჩაგრება. ძალებს აღარ იკრებს, ისედაც მიდის და რაღად უნდა გადახტომა? მაგრამ, როდესაც დახვდება ქვა და ღორღი, იქ უკვე წინდახედული უნდა იყო

შალვა ამონაშვილი
გაუმარჯოს სიძნელეებს!

ნათქვამია - სადაც კარგი მასწავლებელია, იქ კარგი მოწაფეები არიანო

შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - სადაც კარგი მასწავლებელია, იქ

მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ თქვენი შვილები თქვენით არ ამაყობენ, გამოდის, რომ თქვენი აღმზრდელობითი ძალა სუსტია

შალვა ამონაშვილი
მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ

მადლიერება ერთ-ერთი ძალიან ღირსეული თვისებაა ადამიანისა. პიროვნება არ არსებობს მადლიერების თვისების გარეშე.
მადლიერნი ვიყოთ ყველასი და ყველაფრის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გვექცევა ყველა და ყველაფერი ჩვენ

შალვა ამონაშვილი
მადლიერება ერთ-ერთი ძალიან ღირსეული თვისებაა

დაწყებით კლასებში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს

შალვა ამონაშვილი
დაწყებით კლასებში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს

სკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ აუმჯობესებს და ხალისიანს ხდის ბავშვის ცხოვრებას

შალვა ამონაშვილი
სკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ

ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

აი ეს ბავშვი უნდა გახდეს საუკეთესო! და თუ ეს დედა ასე იზრუნებს ამ ბავშვზე, რომ ქვეყანას აჩუქოს იშვიათად აღზრდილი კეთილშობილება, თავად მშობელი როგორი გახდება? რა მოუვა მშობლის სულს? ხომ ისწავლის სიყვარულს, თავდადებას, კეთილშობილი გახდება, გაუფართოვდება აზროვნება - ყველა სიკეთე მოვა. ბავშვი ქვეყანას დარჩება და მშობელს - ბრილიანტი.

შალვა ამონაშვილი
ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

ჩვენი სული ალმასია და ბრილიანტად უნდა ვაქციოთ

შალვა ამონაშვილი
ჩვენი სული ალმასია და ბრილიანტად უნდა ვაქციოთ

ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მუდმივად თავისი თავის გარდაქმნაშია, სულს აღამაღლებს, და ხარობს იმით, რომ უფრო და უფრო მეტს ეუფლება

შალვა ამონაშვილი
ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?

როცა ერთმანეთს კეთილი თვალებით უყურებთ, კეთილდებით. აბა ხშირად გამიღიმე... მე სხვანაირი გავხდები შენთვის. სულ სხვანაირი. და შეიძლება სხვასაც უკვე სხვა თვალით შევხედო და შენი გამოცდილება სხვაზეც გადავიტანო

შალვა ამონაშვილი
როცა ერთმანეთს კეთილი თვალებით უყურებთ,

გულახდილი წერილები შვილს

როგორც მე მამაჩემის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები დღემდე მზრდის, ასე გაზრდის თქვენ შვილებსაც თქვენი წერილები.
დაუწერეთ გულახდილი, კეთილი წერილები. შენი თავი დაანახე, გული გაუხსენი. ჩაახედე შიგნით, რა გაწუხებს, რა გილხინს და ნელნელა დაინახავ, რა მოხდება

შალვა ამონაშვილი
გულახდილი წერილები შვილს

ყველაზე მთავარი აღზრდის გზა არის ბავშვთან მეგობრობა.
ბავშვთან იმეგობრე. როგორც დიდმა პატარასთან კი არა, არამედ, როგორც თანასწორმა.
ყველა კანონი, რაც მეგობრობაში მოქმედებს, ბავშვთან ურთიერთობაში უნდა შეიტანო.
მეგობრობაში არავინ მეტი და არავინ ნაკლები არ არის.
ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის არის.
დათმობა ვიცით, დახმარებაც ვიცით და თავგანწირვაც ვიცით.
თუ ერთმანეთს საყვედურები და კრიტიკა დავუწყეთ, გავექცევით ერთმანეთს

შალვა ამონაშვილი
ყველაზე მთავარი აღზრდის გზა

იმეგობრეთ თქვენს შვილებთან

მეგობრობაში:
ჯაჯღანი არ შეიძლება,
ყვირილი არ შეიძლება,
ჩხუბი არ შეიძლება,
დამცირება არ შეიძლება,..
არავინ არ იმეგობრებს იმასთან, ვინც მას ამცირებს, გამორიცხულია!

შალვა ამონაშვილი
იმეგობრეთ თქვენს შვილებთან

როგორც ბავშვებში გვინდა კეთილშობილება აღვზარდოთ, ისე ჩვენში აღვზარდოთ სიყვარული

შალვა ამონაშვილი
როგორც ბავშვებში გვინდა კეთილშობილება

ამოზარდეთ სიყვარული

სიყვარული იზრდება პატივისცემით, ერთგულებით, თავაზიანობით, დათმობით,..
გააკეთე ესენი და ეს სიყვარული უფრო მეტად გაღრმავდება, გაღრმავდება და ასაკში უფრო და უფრო მეტად დატკბება

შალვა ამონაშვილი
ამოზარდეთ სიყვარული

არ გიყვარს? - შეიყვარე!
ვიღაცა იტყვის - "სიყვარული ან არის, ან არ არის" - ვითომ დიდ ფილოსოფიას ამბობს.
რას ქვია არ არის? სიყვარული სულ არის, როგორც მოუვლი, ისეთი გახდება

შალვა ამონაშვილი
არ გიყვარს? - შეიყვარე!
ვიღაცა იტყვის -

აი ეს არის ჰუმანურობა

ჰუმანურობა ის კი არ არის - "წადი და აკეთე რაც გინდა", "თავში ქვა გიხლია",.. ეს არ არის ჰუმანურობა.
ჰუმანურობა არის ურთიერთპატივისცემა, გაგება, უფროს-უმცროსობა, დათმობა, მიღება და რა თქმა უნდა - რწმენა. აი ეს არის მთელი ჰუმანიზმის აზრი.
ასწავლე ეს შენ შვილებს

შალვა ამონაშვილი
აი ეს არის ჰუმანურობა

ქმარს რაც უფრო მეტად ლაგამს ამოსდებთ...

ქალებო, არ გჭირდებათ სახლში თქვენ ხელში აიღოთ ქმრის მართვა. მას თავისი გაქანება აქვს, მიეცი, თავისი დაამკვიდროს.
კაცი შექმნილია შექმნისათვის, რაც უფრო მეტად ლაგამს ამოსდებ, მით უფრო მეტად ოჯახს დააჩიავებ

შალვა ამონაშვილი
ქმარს რაც უფრო მეტად ლაგამს ამოსდებთ...