შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შეგიძლია ხელის გულზე ატარო შენი ცოლი?

ხელის გულზე ატარე შენი ცოლი. ნახე როგორ გაგეფურჩქნება, უფრო გალამაზდება, უფრო განაზდება,.. შენც გაახალგაზრდავდები

შალვა ამონაშვილი
შეგიძლია ხელის გულზე ატარო შენი ცოლი?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ რისკიანი არ ხარ...

თუ გიყვარს ცხოვრება, მაშ რისკიც უნდა გქონდეს.
ვინც რისკიანი არაა, ვერ იტყვის, რომ პიროვნება ვარო, იმიტომ, რომ ნებისყოფა არ ჰქონია. მშიშარას რა პიროვნება უნდა დაარქვა?
მშიშრები ვართ? რაღაცის გვეშინია? მაშასადამე, პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი თვისება - სიმამაცე, გამბედაობა - არა გვაქვს და უნდა შევიძინოთ, თუ გვინდა პიროვნება გავხდეთ

შალვა ამონაშვილი
თუ რისკიანი არ ხარ...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აზრები გვტანჯავს ჩვენ!
ცუდი ფიქრები შემოგიჩნდება და იტანჯები. ხანდახან ისეთ რამეს წარმოიდგენ, აზრები რომ დაფარული არ იყოს, ალბათ სირცხვილით დაიწვებოდი.
გავასუფთაოთ აზრები და ბედნიერი ვიქნებით.
თუ არა გწყინს, თუ არ ბრაზდები, თუ არ ყვირი, თუ არ გშურს, ამის შესაბამისი განწყობები გამოიგავა უკვე ჩვენი ცნობიერებიდან, რომლებიც კარგ აზრებს არ დაბადებდნენ. ამრიგად, ბედნიერება ხელში მიჭირავს. შემიძლია ვიყო ბედნიერი

შალვა ამონაშვილი
აზრები გვტანჯავს ჩვენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი ვერ იქნები.
წყენა თუ არ ჩამოიცილე, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მიტევება არ იცი, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მტრობა გაქვს ვინმეს მიმართ, რა ბედს უნდა ეწიო? ვერ იქნები ბედნიერი

შალვა ამონაშვილი
არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხანდახან გენიოსი ხდება, ხოლო ფუფუნებაში და სიმდიდრეში გაზრდილი ბავშვი იჩაგრება მერე ცხოვრებაში

შალვა ამონაშვილი
გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხანდახან გენიოსი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის ქვეშაც ბავშვი უნდა მოჰყვეს.
როცა სახლი ფიზიკურად ინგრევა, ეს ტკივილი უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ტკივილი, რასაც ბავშვი მშობლების კონფლიქტის დროს განიცდის

შალვა ამონაშვილი
ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები?

ბედნიერი ბავშვები როგორ გავზარდოთ უბედურ ოჯახში? - არ გამოვა! მაშინ ეს ჩემი შვილი ვიღაცამ უნდა წაიყვანოს და იქ დაანახოს ბედნიერება. სხვაგან თუ ვერ დაინახა ბედნიერება, ოჯახში ის ამას ვერ ხედავს, გამოდის, რომ ის ბედნიერი ვერ იქნება.
როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები? - იყავით ბედნიერები და ბედნიერი შვილები გაეზრდებათ. აქსიომაა!
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება;
სიკეთე - სიკეთით;
გულწრფელობა - გულწრფელობით;
სინდისი - სინდისით;
დიდსულოვნება - დიდსულოვნებით და ასე შემდეგ.
ამრიგად, ოჯახის ბედნიერება ზრდის ბავშვის ბედნიერებას

შალვა ამონაშვილი
როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაეცი, რომ მიიღო

აუცილებლად, სიკეთეს მოსდევს შენთვის კიდევ უფრო დიდი სიკეთე.
გაეცი, რომ მიიღო.
"მიიღე, რომ გასცე" კი არა, ჯერ გაეცი.
ღებულობს ის, ვინც გასცემს

შალვა ამონაშვილი
გაეცი, რომ მიიღო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რაღაცა დაკარგე? - ჭკუით ამაღლდი, მომავლისთვის გაფრთხილდი, აღარ დაკარგავ. მაგრამ ვინც ის იპოვა, სიკეთე შეუთვალე მას, ალბათ სჭირდებოდა და იპოვა.
იტყვიან ხოლმე - როცა რამეს დაკარგავ, თქვი, ალბათ დრო დადგა, ახალი შევიძინო

შალვა ამონაშვილი
რაღაცა დაკარგე?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"კიდევ კარგი ის მოხდა"

გაიხსენეთ რაღაც მოვლენა თქვენი ცხოვრებიდან, რასაც თქვენ "ცუდი" დაარქვით. გაიხსენეთ, რა მოხდა, და აბა გამოყევით იმ გზას, სად მიხვალთ. მიხვალთ დასკვნამდე, რომ კიდევ კარგი ის მოხდა, თორემ ეს ხომ არ მოხდებოდა. ის, მაშინ არ მომწონდა, ცუდი მეგონა, მაგრამ, თურმე ის ყოფილა მიზეზი, ამ სიკეთისა.

შალვა ამონაშვილი
"კიდევ კარგი ის მოხდა"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაფერში, რასაც ცუდ მოვლენად აფასებ, არის რაღაც კარგიც.
ნათქვამია - არავინაა შენი მტერი, არავინაა შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია.
ყველა ადამიანი და ამავე დროს ყველა მოვლენა შენი მასწავლებელია

შალვა ამონაშვილი
ყველაფერში, რასაც ცუდ მოვლენად აფასებ, არის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება იპოვო.
როგორ მიიღებ ამას, რა სულით მიიღებ, იმის მიხედვით ან ბედნიერი იქნები, ან - უბედური

შალვა ამონაშვილი
ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შეიძლება ბედი იპოვო იქ, სადაც უბედობაა.
ბედისწერა მოგადგა? - იმაში იპოვი ბედს

შალვა ამონაშვილი
შეიძლება ბედი იპოვო იქ, სადაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ქართველ კაცს აქვს ნათქვამი - სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო.
იწვის უკვე და ამით მაინც ისარგებლე

შალვა ამონაშვილი
ქართველ კაცს აქვს ნათქვამი - სახლი რომ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო

ქართველ კაცს აქვს ნათქვამი - „სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო“ - იწვის უკვე და ამით მაინც ისარგებლე. ამ დროს ვინც თავში ქვას ირტყამს, ვაიმე იწვის სახლიო, ამით სახლს ვერ უშველის. სახლი მაინც იწვის. ეს გონივრული ანდაზაა. შეიძლება ბედი იპოვო იქ, სადაც უბედობაა. ბედისწერა მოგადგა? - იქ იპოვი ბედს!

შალვა ამონაშვილი
სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი

როცა მე გემსახურებით თქვენ, ნაცნობს, უცნობს, ამაში ვხედავ ჩემი კმაყოფილების რაღაც წყაროს.
ბედნიერება კმაყოფილებაა.
ამრიგად, მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი

შალვა ამონაშვილი
მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?

ვის გადავუხადოთ ჩვენი მშობლების ზრუნვა ჩვენზე? დედას როგორ გადავუხდით?
ნათქვამია, - ხელის გულზე ერბოკვერცხი რომ შეუწვა, დედის ამაგს ვერ გადაიხდიო.
მაგრამ, შემიძლია გადავუხადო, - შვილს გავზრდი მე. მან ხომ მე გამზარდა, ახლა მე შვილს გავზრდი, სხვას დავეხმარები შვილის აღზრდაში, მის შვილს ხელში დავიჭერ, შვებას მივცემ, სიტყვას შევაშველებ,..

შალვა ამონაშვილი
ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა გაუკეთე. თუ დაიხსომებ, მაშინ უნდა გაუხსენო, არა? და თუ გაუხსენებ, ღმერთი ჩამოგაწერს მაგ სიკეთეს და პირიქით, ცოდვაში ჩაგითვლის.
მაგრამ, თუ ვინმემ გაგიკეთა სიკეთე, აი ეგ არ უნდა დაივიწყო. უნდა გადაუხადო. მას თუ არა, სხვას მაინც

შალვა ამონაშვილი
სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მე მინდა, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. მე შეიძლება მაკლდეს რაღაც, მაგრამ გამოვიქცევი, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი.
ვიღაცას მოვეფერები, ვიღაცას გავუღიმებ, ვიღაცას გულში ვუსურვებ კარგს.
ცხოვრებაში ვარ აი ასეთი კაცი.
თქვენი აზრით, უბედური ვარ თუ ბედნიერი?

შალვა ამონაშვილი
მე მინდა, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. მე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აქ იწყება ჩვენი ბედნიერება

კარგიც მოხდება, ცუდიც მოხდება, უნდა ყველაფერი მივიღოთ.
თუ მივიღებთ, აი აქ იწყება ჩვენი ბედნიერება.
რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არ დავარქვათ არაფერს კარგი და ცუდი. რაც მოხდა, ამას ვეღარაფერს ვეღარ ვუშველით.
კარგი მოხდა? გავიხაროთ.
ცუდი მოხდა? დასკვნა გავაკეთოთ, - რატომ მოხდა ეს? და აი ამაში დავინახავთ ამ თითქოსდა ცუდი რაღაცის სიკეთეს

შალვა ამონაშვილი
აქ იწყება ჩვენი ბედნიერება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აი როგორ მიიღებ ცხოვრებას, იმის მიხედვით განისაზღვრება როგორი ადამიანი ხარ, ბედნიერი თუ რაღაცა დაკარგე

შალვა ამონაშვილი
აი როგორ მიიღებ ცხოვრებას, იმის მიხედვით
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"რა სემინარი გიშველის, ეს სიტყვები თუ წამოგცდება"

დაუყვირებს ზოგი დედა შვილს - "კუბოში მანახა შენი თავიო" - ეს სიტყვები რომ წამოგცდება, რა სემინარი გიშველის ამის მერე?

შალვა ამონაშვილი
"რა სემინარი გიშველის, ეს სიტყვები თუ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიყვარული სიყვარულით აღიზრდება. სიყვარული არ აღიზრდება სიძულვილით. ქართველ ხალხს უთქვამს - "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო" - არ გამოგადგება მოყვრად, მტრად გაზრდილი შვილი. მტრად გაზრდილი მტერი გაგიხდება, მოყვრად გაზრდილი - მოყვრად გაგიხდება

შალვა ამონაშვილი
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება. სიყვარული არ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სად ვეძებოთ ბედნიერება?

ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ბედი ყველგან არის, და ის არსადაც არ არის".
სადაც არ უნდა ეძებო ბედი, ვერ იპოვი, გარეთ ბედი არ არსებობს. ჩემშია ბედი, მე ვარ შიგნით ბედნიერი.
მე როგორ მიგიღებთ თქვენ, ამის მიხედვით, ან ბედნიერი ვიქნები, ან უბედური.
მნიშვნელობა არა აქვს გარეთ რა ხდება, მე შიგნით უნდა ვიგრძნო ბედნიერების განცდა

შალვა ამონაშვილი
სად ვეძებოთ ბედნიერება?
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები