შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო...

შალვა ამონაშვილი
სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან, დედებს და მამებს კი მორჩილი შვილები უნდათ. ვერ მიიღებენ მორჩილ შვილებს, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. პედაგოგიკა ძველია, ხოლო ბავშვები ახლები არიან. როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში ახალი ბავშვები? როგორ დავაფარო ეს ქუდი თავზე? არ ერგებათ. ამიტომაც, შფოთავენ, ანგრევენ...

შალვა ამონაშვილი
ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა - სიყვარულით, მოთმინებით, ერთგულებით

შალვა ამონაშვილი
ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა - სიყვარულით,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში ჩვენი თავით.
მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო

შალვა ამონაშვილი
ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა უნდა

ბავშვს მამა უნდა. მამა რომ ეყოლება სახლში, ითამაშებს, ფორიაქს, ალიაქოთს ატეხენ,.. ბავშვს ცელქობა უნდა. მამა ცელქი უნდა ჰყავდეს. წაიყვანს შვილს სადღაც, "გადაიკარგებიან", ტყეში თუ სადმე სხვაგან "დაიკარგებიან", ამას თუ არ გაუკეთებს მამა შვილს, სხვა რით ამოქმედდეს ბავშვის სული?

შალვა ამონაშვილი
მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი აბა რისი გამწევი იქნება

შალვა ამონაშვილი
მარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"ეხლა გიყვარდეს"

სიყვარულის გადადება არ შეიძლება. თუ გიყვარს, ეხლა გიყვარდეს. ხვალ მოვეფერები და ხვალ ვაკოცებო - არ შეიძლება

შალვა ამონაშვილი
"ეხლა გიყვარდეს"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს

შალვა ამონაშვილი
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

კლასიკური პედაგოგიკის მთავარი იდეა სულიერებაა

შალვა ამონაშვილი
კლასიკური პედაგოგიკის მთავარი იდეა სულიერებაა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ.
ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს

შალვა ამონაშვილი
სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები

შალვა ამონაშვილი
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის

მასწავლებლებო, ჩაფიქრდით!
უკვე მასწავლებლები ხართ, გაწირეთ თავი ბავშვისთვის!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ქონება არ სჭირდება ბავშვს

ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც შენი ბანკის წიგნაკები... არაფერი არ უნდა. ის თავად შექმნის ყველაფერს. შენ - ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენაც მოახედე. ის მერე ყველაფერს მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ ცხოვრებიდან და ბედნიერიც იქნება

შალვა ამონაშვილი
ქონება არ სჭირდება ბავშვს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?

შალვა ამონაშვილი
ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"ბავშვი არ გამომადგა"

"დრო არ მაქვს",
"ვერ ვიცლი",
"ბავშვი თავადაა ასეთი უხეში"
...
ყველაფერს მიაბრალებს მშობელი, როგორმე თავისი თავი რომ გაამართლოს.
ზოგი მშობელი ამბობს - "ბავშვი არ გამომადგაო".
"ბავშვი არ გამომადგა" კი არა, ჩვენ ვერ გამოვადექით ბავშვს

შალვა ამონაშვილი
"ბავშვი არ გამომადგა"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული შვილები აღვუზარდო ქვეყანას. ისეთები, რომლებთან ერთად ქუჩაში გავლის არავის შეეშინდება. რომლებთან ერთადაც სიამოვნებით იმუშავებენ და ღალატს არავინ დაელოდება

შალვა ამონაშვილი
ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო საყურებლებმა და გასართობებმა. ეს გასართობები აღზრდისთვის არაა გამოგონილი

შალვა ამონაშვილი
დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"აღზრდა" არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტალური ცნება, სხვა რა დავასახელოთ მეორე?

შალვა ამონაშვილი
"აღზრდა" არის საზოგადოების განვითარების
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა და მიდრეკილებებით. მერე იძენს ამას საზოგადოებაში, როცა უყურებს ცხოვრებას, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდება - აი მაშინ სარეველასავით ამოიზრდება უკეთური მიდრეკილებები, როგორიცაა: ბოროტება, სიძულვილი, დაცინვა...

შალვა ამონაშვილი
ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

3 რამ, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება

სამი რამ, რაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება:
1. კარგი ხელმძღვანელი
2. კარგი მასწავლებელი
3. სამართლიანი მოსამართლე

შალვა ამონაშვილი
3 რამ, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველა მთავრობა წყალია

საქართველო მთავრობა არ არის. ყველა მთავრობა წყალია. ეს მთავრობაც წყალია. წყალი წავა და ქვიშები დარჩებიანო. ჩვენ ვართ ქვიშა

შალვა ამონაშვილი
ყველა მთავრობა წყალია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაფერი უნდა მიიღო, როგორც შედეგი რაღაც მიზეზისა

შალვა ამონაშვილი
ყველაფერი უნდა მიიღო, როგორც შედეგი რაღაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბიჭივით ვარ, იმიტომ, რომ ცხოვრება მიყვარს (და ცოლიც მიყვარდა და ეხლაც მიყვარს), ვისაც ცხოვრება უყვარს, ბიჭივით იქნება სულ

შალვა ამონაშვილი
ბიჭივით ვარ, იმიტომ, რომ ცხოვრება მიყვარს (და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მარტო ერთი კაცი ვერ იქნები ბედნიერი ცხოვრებაში. მე ვერ ვიქნები ბედნიერი ახლობლების ბედნიერების გარეშე. ვერ ვიქნები ბედნიერი შვილების ბედნიერების გარეშე, ბებიების და პაპების, მშობლების, ამ სოფლის გარეშე...

შალვა ამონაშვილი
მარტო ერთი კაცი ვერ იქნები ბედნიერი
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები