ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ფიქრს შეუძლია გენეტიკის ცვლილება

ჩვენ ვართ ფიქრის არსებები. ფიქრს შეუძლია გარდაქმნა, ფიქრს შეუძლია ცვლილება , მათ შორის ბედისწერის, მათ შორის გენეტიკის, მათ შორის ყველა იმ სირთულეების, რომელიც ირგვლივ გვახვევია ჩვენივე მსგავსი არსებების წყალობითაც. შესაბამისად, აი ამ გადარჩენას, გარკვეულწილად, საბოლოო ჯამში უნდა ერქვას ერთი სათაური, ვუთხრას სიცოცხლეს დიახ და სიცოცხლემ უნდა განაპირობოს, სიცოცხლის სიყვარულმა, სიცოცხლის ჟინმა, ჩვენი გადარჩენის აუცილებლობა. სწორედ ამაზეა ეს სამი ტექსტი: მორის მეტერნიკი - „სიბრძნე და ბედისწერა“, მე მინდა გაჩვენოთ ეს წიგნები, ვიქტორ ფრანკი, ეს გახლავთ - „ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ“. რომელიც სულ ახალი გამოცემაა, და აქ გვაქვს ბუნებრივია, ბროცკის წერილი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა , New York time - ში თავის დროზე და მერე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი წერილი იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, როგორ უნდა გაუძლოს ყველაზე დიდ და სასტიკ განსაცდელებს.

გიორგი კეკელიძე
ფიქრს შეუძლია გენეტიკის ცვლილება
რეზო კორინთელი - ციტატები

ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?

ნარცისისზმი ნიშნავს ეგოს ინფლაციას, გაბერვას. ყველაფერი შეგვიძლია, კოსმოსში ავალთ, ახალს აღმოვაჩენთ და იქ წავალთ. აი ეს გამოავლინა - უსუსურობა, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, უნდა იყოს უფრო თავმდაბალი.

აი როგორ აღწერს ერთ-ერთი ანალიტიკოსი ნარცისტულ კულტურას: აი კულტურა, რომელიც ბუნებას და გარემოს, ძალაუფლებისა და მოგებისთვის იყენებს, სადაც მატერიალური საგნების სიუხვე არის პროგრესის საზომი, სადაც ქალი უპირისპირდება მამაკაცს, დაქირავებული დამქირავებელს, ინდივიდი - საზოგადაოებას, ის სადაც სიმდიდრე უფრო დაფასებულია, ვიდრე სიბრძნე. ცნობადობა უფრო აღფრთოვანებს, ვიდრე ღირსება. წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა. იქ კულტურა ცდილობს იმიჯზე, გარეგნულ სახეზე, იმიტომ რომ ნარცისი შეყვარებულია თავის გარეგნობაზე და არა არსზე. ამიტომ ,ასეთი კულტურა ნარცისტულია. ამ ნარცისტულმა კულტურამ თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება, ეს კარგს არაფერს მოიტანს.

რეზო კორინთელი
ნარცისიზმი / ყველაფერი შეგვიძლია?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ქრისტე მოვიმარჯვე

ერთ ისტორია გავიხსენებ, ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, როცა ჩემმა შვილმა პაატამ, თბილისში ჩამომიყვანა,იმიტო,მ რომ წკპიზე ვიყავი შემდგარი. ძალიან მაწუხებდა გული.

მე ვიფიქრე, შემიძლია თუ არა ჩემი სიჩუმით დავიხსნა თავი. იქნებ ვერ ვასწრებ ექიმთან მისვლას და რატომ წავიქცე, თუკი შეიძლება ჩემი აქ კიდევ შენარჩუნება, ვცადო.

აი ასე, დავდგებოდი ხოლმე ქრისტეს ხატის წინ ( მიყვარს ერთი ძველი ხატი მაქვს ქრისტესი.) წამოვიდგენ რომ ის ჩემში შემოდის, ჩემშია, მე აღარ ვარ ჩემში და აწესრიგებს ჩემი გულის მდგომარეობას.

ალბათ უფალი მაპატიებს ამის გამო, იმიტო რომ გავაკეთე ეს. აწესრიგებს ამას და მე ვგრძნობ როგორ მოძრაობს ის, რაღაცა ხდება გულში, ბუსუსებს მაყრის და ჭრუანტელი მივლის ტაში, იოლი არ არის, მაგრამ მიჩვევა შეიძლება...

ანუ ფსიქოლოგიურად განიკურნეთ?

ფსიქოლოგიურად დაარქვით მაგრამ, მე ქრისტე მოვიმარჯვე ამ ფსიქოლოგიისთვის. მეექვსე სტენდი აღარ ჩამიდგამს, ხუთი მიდგას და იმის შემდეგ 5-6 წელიწადი გავიდა.

შალვა ამონაშვილი
ქრისტე მოვიმარჯვე
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ეჭვიანობა დაავადებაა?

ეჭვიანობა დაავადებაა რაღაც კუთხით?

-დაავადება არაა, ბუნებრივი რეაქციებია რაღაცასთან დაკავშირებით, თუმცა გონება იმიტომ გაქვს, რომ კარგად გაიაზრო რას ნიშნავს ეჭვიანობა.

ეჭვიანობა ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი თავის არ სიყვარულს, თქვენ ეჭვიანობთ მაშინ, როცა თქვენს თავს ვერ აფასებთ, თუ ქალს და მამაკაცს ეხება, მთლად უარესი, რაც უფრო ვეჭვიანობ ვიღაცაზე, სხვაზე… იმას ვეუბნები, რომ კონკურენტი მყავს, რაც უფრო მაგრა ვეჭვიანობ, ვეუბნები, რომ ის, აი ზუსტად ის არის ჩემი კონკურენტი, იმიტომ, რომ არასდროს იეჭვიანებს ადამიანი მეორეზე თუ არ ჩათვალა კონკურენტად.

გამოდის რომ შენს თავს არ აფასებ, გამოდის, რომ თუ მე ყველაზე ვეჭვიანობ, თვითონ ვაღიარებ, რონ ეს ადამიანები, შეიძლება ყველა მე მჯობდეს და რატო? ეს ერთი და მეორე…

ეჭვიანობა ურთიერთობაში არის უნდობლობა. თუ მიყვარხარ და არ გენდობი, გამოდის, რომ პატივს არ გცემ და თუ პატივს არ გცემ, მაშინ მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ უკვე ძნელი დასამტკიცებელია.

ზურაბ მხეიძე
ეჭვიანობა დაავადებაა?
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

წუწუნი - საკუთარი თავის შეცოდება

პირველ ადგილზე მავნე ჩვევებში, ანუ იმ ქცევენში, რასაც არ აკეთებენ ძლიერი ადამიანები, ეს არის საკუთრი თავის შეცოდება და წუწუნი. ანუ ეს ხალხი მსხვერპლის მდგომარეობაში არ არის, არ წუწუნებს, რომ ეს რა დამემართა, მთავრობამ რა მიქნა, მენეჯმენტმა რა მიქნა, დამკვეთმა რა მიქნა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ არ ტკივათ და პრობლემები არა აქვთ, მაგრამ ესეთი ჩვევა არა აქვთ, რომ დრო და ენერგია დახარჯონ საკუთარი თავის შეცოდებაში და წუწუნში.

აბა დაფიქრდით, თქვენ ხომ არ წუწუნებთ, თქვენ ხომ არა ხართ აი ამ მსხვერპლის როლში ხანდახან? ამინ ნაცვლად თითოეულ ჩვევაზე ვიტყვით, რომ უნდა იყოთ მადლიერი, ყველაფრის რაც გაქვთ.

გამოწვევებია? - გამოცდილებას მიიღებთ, რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა? - ეს გაგძლიერებთ, განსაცდელი მოვიდა თქვენთან? - ეს ახალ გამოცდილებას, ცოდნას და სიმტკიცეს შეგძენთ.

მადლიერი უნდა ვიყოთ იმისი, რაც გვაქვს და რაც ჩვენს თავს ხდება, წუწუნისა და თავის შეცოდების ნაცვლად.

ალექსანდრე ჯეჯელავა
წუწუნი - საკუთარი თავის შეცოდება
გია ჯოხაძე - ციტატები

მწარეა სიმართლე? | როგორ შევაყვაროთ ისტორია?

როგორ უნდა შეაყვარო საქართველოს ისტორია ადამიანს?

სიმართლე უნდა უთხრა, უნდა გაამწარო.

მწარეა სიმართლე?

ძალიან, მით უფრო ჩვენი მითებით სავსე სამყაროში. სამწუხაროდ ქართული ისტორიოგრაფია, ვერ დაიკვეხნის იმით, რომ უთხრას უყუარი… იმ წყაროებზე დაყრდნობით რაც გაგვაჩნია. ჩვენ ბევტი არა გვაქ სამწუხაროდ და ამასაც ვუმალავთ და რაღაცა მივჩქმალეთ, რაღაცა არ ვუთხარით, ვთქვათ დედოფალ რუსუდანზე, რომელიც სქემა კი არ იყო, ადამიანი.

ლაშა-გიორგი ადამიანი იყო… ქართულში დამკვიდრდა გარინდება, იმიტომ, რომ რინდი იყო დებოშირი, მოქეიფე, ოღონდ მეამბოხე მუსლიმი, რომელიც რაღაცა წესებეზე უარს ამბობდა და ამათთან უნდოდა შეხვედრა, ხვდებოდა და ერთ-ერთი ჩხუბის დროს თვალი ამოთხარეს,..

ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო. აი ეს ხომ არავინ არ იცის?! მე მგონია, რომ ეს არ არის წვრილმანი, მე მგონია, რომ ესეთი ნიშნებისგან, რომ გააცოცხლებ ამ პერსონაჟს, არასოდეს დაავიწყდებათ, აღიქვამს და რაღაც ემოციური კავშირი ექნება ამასთან და არა სქემა.

გია ჯოხაძე
მწარეა სიმართლე? | როგორ შევაყვაროთ ისტორია?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

რაც უფრო მეტად ვმდიდრდებით... / სიღარიბის შიში

რაც უფრო მეტად ვმდიდრდებით, უფრო ვღარივდებით და მთელი კაცობრიობა დღეს, ეხლა არის შეპყრობილი შიშით. ყველაზე დიდი რამ, რაც არის ჩვენთვის დამახასიათებელი არის შიში და ამ შიშის სუბიექტები ვართ ჩვენ და ობიექტებიც ვართ ერთობლივად, უნდა ითქვას მომავლის, გაურკვეველი მომავლის. ეს სიღარიბის შიშია და ეს შიში უფრო მეტად აქვთ დაუფლებული მდიდრებს.

რაც უფრო ვმდიდრდებით, უფრო ვღარიბდებით. ერთის გამდიდრებას, ძალიან ბევრის გაღარიბება მოჰყვება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ სიმდიდრის ზღვარი მაღლა და მაღლა მიიწევს. თუ დღეს მე შეიძლება ვიყო მილიონერი, მე უკვე ხვალ ღარიბი ვარ და განცდაში მეძლევა სიღარიბე, იმიტომ, რომ 2 მილიონი აქვს აგერ ამ ადამიანს, მილიარდი მაქვს, მაგრამ 3 მილიარდი აქვს სხვას და აი ასე მიექანება.

შიში ყველაზე უფრო აქვთ მდიდრებს, გაღარიბების შიში. 10 მილიარდი, რომ აქვს, 5 მილიარდზე არ ჩამოვიდეს ეს. შორს პერსპექტივაში, რომ გაიხედო, ერთადერთი ჩვენი არსებობის გამსაზღვრელი, სამწუხაროდ გადაიქცა ფული.

ნანა ჩაჩუა
რაც უფრო მეტად ვმდიდრდებით... / სიღარიბის
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ქალი ოცნებობს ერთ კაცზე / ქალი არის ბუნებით კონსერვატორი

არ გიყვართ ხოლმე კაცებს, ქალები კი მოთმინებით მისმენენ, როცა ვამბობ, რომ კაცის ქცევა სპერმის ქცევას გავს, ოღონს სოციალურ კონტექსტში, და ქალის ქცევა კვერცხუჯრედის ქცევას. ქალი ბუნებით კონსერვატორია, ქალს არ უყვარს 60 კაცი ერთადროულად, რომც ყავდეს მაინც ოცნებობს 1 კაცზე და კაცს მაგალითად, რომ მოგცეთ უფლება გარემს გააკეთებთ და დაგვპატიჟეთ, გაწევ ფარდას და „აი ჩემი გოგოები ყველა“ და ქალს რომ ეუბნები, წარმოიდგინე გაწევ ფარდას და აი ჩემი კაცებიო, ცუდად ხდება ამის გაგონებაზე, არ უნდა. ამიტომ ვამბობ ამ კონტექსტში, ნახეთ კვერცხუჯრედი როგორ იქცევა? ერთი განაყოფიერების მერე ყველა დანარჩენისთვის იკეტება, იმიტომ რომ ქალის ბუნება ჩვეულებრივად კონსერვანტიულია, ამიტომ ვერ უგებენ და როგორია მამაკაცის სასქესო უჯრედის ქცევა? სად შეძვრეს თვითონაც არ იცის, დარბიან თავქუდმოგლეჯილები, კვერცხუჯრედები არ დარბიან. ამიტომ დააკვირდით ბიოლოგიურ საწყისს, ძაან საინტერესო ლოგიკაა უჯრედის დონეზე და სოციალური ქცევის დონეზე.

ზურაბ მხეიძე
ქალი ოცნებობს ერთ კაცზე / ქალი არის ბუნებით
ზურაბ მხეიძე - ციტატები

როცა დეპრესიული აზრები მომდის...

დეპრესიაში ადამიანი ჩვეულებრივ მიდის ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე... მე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ხანდახან როგორ არის ხოლმე იცით, მანქანაში ჩავჯდები და არაფერი აღარ მინდა, არც შეხვედრა, არც ოჯახი, საერთოდ არაფერი... ეს შეიძლება ყველას ჰქონდეს.

როგორც კი ამას გავიფიქრებ, პირველი რასაც ვფიქრობ არის ის, რომ, ეს ფიქრი მე არ მჭირდება. ეგრევე წარმოიდგინეთ, გავუშვი ჯანდაბაში, ჩავრთე მუსიკა, 2 წუთში მე ფორმაში ვარ. ამიტომ, მე ვინ უნდა მჭირდებოდეს, როცა მე თვითონ შემიძლია, რომ სხვაზე ვიმოქმედო.

მე ვთვლი, რომ მე მეტი რესურსი მაქვს ვიდრე იმ მეორეს, ამიტომ მე უნდა დავთმო, მე უნდა გავაკეთო, რომ შენ კარგად იყო, იმიტომ რომ შენ ამას ვერ გააკეთებ, ვერ ხვდები, როგორ გააკეთო.

მაგრამ სიამოვნების განცდა ის არის, რომ შენ ხარ რეჟისორი, შენ ხარ შემოქმედი და ვიღაცის სიტუაციას თუ კარგად აკეთებ, საკუთარი როგორ ვერ უნდა გააკეთო, ნუ გამაგებინე, 10 კაცი გახადე კარგ ხასიათზე, ეს გააბედნიერე, იმას პრობლემა აულაგე, შენი თავი როგორ ვერ უნდა იმასქნა...

ზურაბ მხეიძე
როცა დეპრესიული აზრები მომდის...
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

სანთლის პრობლემა

ორმოციანი წლების ფსიქოლოგიური პრობლემა. ესიგი მაგიდაა, გვეძლევა ყუთი, ყუთში არის ჭიკარტები, სანთელი და ასანთი. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მიამაგრე სანთელი კედელზე ისე, რომ არ ჩამოიღვენთოს მაგიდაზე.

ეხლა არ დავიწყებ თქვენს გამოცდას, თავიდან ვიღაცეები ვფიქრობთ, რომ იცი რა, მივატყლეპებ, ასანთს იმას ვიზავ, გვერდს მოვუწვავ ამას და მივატყლეპებ და მიემაგრება და არ ჩამოიღვენთება. ან სხვადასხვა კრეატიულ რაღაცეებს ვფიქრობთ, თუმცა არ მუშაობს. სოლუშენი არის ეს (უჩვენებს კადრს, სადაც ჭიკარტების კოლოფი, ჭიკარტით არის მიმაგრებული კედელზე და გამოყენებული სანთლის დასადგამად).

მთავარია შენმა ტვინმა გადალახოს fix sadness problem, იმიტომ, რომ როგორც კი ხედავ ამას, შენი ტვინი აღიქვამს მოცემულობად, რომ ეს ყუთი არის იმისთვის და მხოლოდ იმისთვის, რომ ამაში ჭიკარტები შევინახოთ, მაგრამ როგორც კი ამას გადალახავ მერე უკვე ადვილია, როგორც კი ამას გადალახავ, რომ მაიცა მაიცა, ეს ჭიკარტები, რომ ამოვყარო... მაგრამ აქამდე მისვლა არის რთული.

დავით გოგიჩაიშვილი
სანთლის პრობლემა
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რა შუაშია ის ძველი ამბები?

ძალიან პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ. ნეგატიურ ემოციას, უარყოფით ემოციას ახასიათებს გამრავლებისკენ სწრაფვა, ანუ ის მრავლდება პოზიტიურისგან განსხვავებით უფრო სწრაფად.
რას ნიშნავს ეს? თუ რამე შემემთხვა ცუდი, მაგალითად: სამსახურიდან გამიშვეს. ამ დროს იცით რა მახსენდება? სამსახურიდან ხომ გამიშვეს და ცუდად ვარ, მახსენდება 5-ის რომ ვიყავი და დედაჩემმა მდუღარე რომ გადამასხა, 9 წლის - მამაჩემმა მიგვატოვა, 12 წლის - ფეხი მოვიტეხე, 15 წლის - შეყვარებული სადღაც გამექცა, 17 წლის - მანქანა დამეტაკა,... რა შუაშია ეს? ჩვენი ტვინი აგენერირებს როგორ იცით, ცოტა უბედური კი არა, ეხლა უფრო მაგარ უბედურს გაგხდი და რაც კი რამე ჰქონდა ცხოვრებაში, ამოაქვს,... თავში კალათბურთის ბურთი მოგარტყეს და ა.შ.
პოზიტივს არ ახასიათებს, წარსული სასიხარულო ინფორმაციების გახსენება, როცა რამე გაგიხარდებათ, თუმცა ნეგატივზე მუშაობს. ჩემთან აღარ მუშაობს, ჩავუშალე გეგმები, იმიტომ, რომ როგორც კი ეს დაიწყება, მეცინება, რა შუაშია ახლა ის ძველი ამბები?

ზურაბ მხეიძე
რა შუაშია ის ძველი ამბები?
გია დვალი - ციტატები

პროფესორი - მკვლევარი

საგანმანათლებლო პროცესი რა კომპონენტებისგან შედგება? - უმთავრესი არის მასწავლებელი, უნივერსიტეტის შემთხვევაში პროფესორი. პროფესურა თუ არა გყავს მსოფლიო სტანდარტის, საგანმანათლებლო პროცესიც ვერ გექნება მსოფლიო სტანდარტის. შესაბამისად, მთელი დასავლური სისტემის, ძირითადი მიზანი და ამოცანა არის, როგორ მოიზიდოს საუკეთესო პროფესურა. თანამედროვე უნივერსიტეტის მთელი იდეა არის, რომ ეს არის მკვლევარების უნივერსიტეტი. ანუ უნდა ასწავლიდეს სტუდენტს პროფესორი, რომელიც აკეთებს აღმოჩენას და არა ის პროფესურა, რომელსაც სხვისი აღმოჩენების გადმოცემა შეუძლია. ამაზე არის ჩამოკიდებული მთელი სისტემა. შესაბამისად, რაც არ უნდა ფული გადაუხადო პროფესორს, თუ არ მიეცი მას კვლევის საშვალება ვერ მოიზიდავ. ეს იმიტომ კი არ ვიძახი ამას რომ ვიღაცას ვაკრიტიკებ. მესმის რომ ამ სისტემაზე გადასვლა ძალიან რთულია, ეკონომიურად გაჭირვებულ ქვეყანაში, იმიტომ რომ შენ რომ უმაღლესი დონის პროფესურა მოიზიდო, გჭირდება ძალიან დიდი ფინანსები.

გია დვალი
პროფესორი - მკვლევარი
გიორგი გვასალია - ციტატები

შევატრიალოთ! სასწაული მოხდება!

თუ დავაკვირდებით, როდესაც პასუხისმგებლობაზე და მოვალეობაზეა საუბარი, თითი სხვისკენაა გაშვერილი, ეს იმან უნდა აკეთოს და უფლებებზე როცაა საუბარი, ჩემზეა. აი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ეს შევატრიალოთ ახლა, იმიტომ კი არა, რომ უფლებები არ უნდა იყოს, როგორ არ უნდა იყოს, მაგრამ, პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ საკუთარ თავზე და სხვის უფლებებზე ვიზრუნოთ. სასწაული მოხდება, თვალით უნახავი.

სწორედ სამოთხიდან იწყება ეს ამბავი, როდესაც გველი ადამიანს ეუბნება, რომ უფლება აქვს ის შეჭამოს, მაგრამ არ ხდება აპელირება იმაზე, რომ მოვალეობაში შედის, რომ ის ნაყოფი ჯერ არ შეჭამოს. ეს დეზორიენტირება, ღირებულებითი ვექტორის მოტრიალება, აზროვნებით პროცესს უკავირდება.ეს რაღაცა ლოზუნგები ან სადღეგრძელოები კი არაა, ეს ქმედითია, თავისი პრაქტიკული შედეგებით, რომ როდესაც მე ვსაუბრობ უფლებებზე, 24 საათი საუბარი მაქვს უფლებებზე, კითხვა ხო უნდა გამიჩნდეს, მოვალეობათა სივრცე სად არის ჩემში. და აღმოჩნდება რომ ძალიან მიზერულია ან საერთოდ არ არის.

გიორგი გვასალია
შევატრიალოთ! სასწაული მოხდება!
მარინა კაჭარავა - ციტატები

რას დარბიხარ ამდენს / კალორიების დათვლის აკვიატება

შეიძლება ჩვენს თავს რომ გადავხედოთ და ჩვენს ცხოვრებას, ჩვენც გვაქვს რაღაცა აკვიატებები. მაგალითად შეიძლება ეს იყოს: ჯანსაღი კვების აკვიატება. მე მყავს ახლობელი, ამერიკაში ცხოვრობს და მარაზმამდეა მისული: გრამების დათვლა, სასწორი, სირბილი. ნაყინი შეჭამა და მერე უნდა ირბინოს. ხანდახან ვფიქრობ, არ ცხოვრობს ეს ხალხი. ხანდახან რო მოდუნდე, ან ის გააკეთო რაც გინდა, ან შეჭამო რაც გინდა. ესეც ხო აკვიატებული ქცევაა. აი რას დარბიხარ ამდენს, რაღაცის გამო აკეთებ ხო ამას? ისევე როგორც შეიძლება აკვიატებული იყოს გაუთავებელი ვარჯიში. პოზიტიური რაღაცეებიც კი შეიძლება ისეთ შკალას გადასცდეს, მერე ანაბოლიკებს რომ იკეთებენ და კუნთებს და უკვე სხვა წრეში რომ გადის ადამიანი, თორემ ზომიერად ვარჯიშიც, კვებაც, ნაყინიც, სირბილიც, თამაშიც და მასაჟიც, ყველაფერი კარგია. მაგრამ თუ მე შეპყრობილი ვარ ამით, ჩემი უმაღლესი მოთხოვნილების ადგილას რასაც დავაყენებ, ის მომიყოლებს მე ქვემოდან. იქ რაც უნდა იყოს ის უნდა იდგეს. ეს არის უმაღლესი ღირებულება.

მარინა კაჭარავა
რას დარბიხარ ამდენს / კალორიების დათვლის
მესაფლავეები მესაფლავეები - ციტატები

გარდაცვლილის უპატივცემლობა - დაკრძალვამდე მიტოვება

გქონია შემთხვევა, როდესაც გაგკვირვებია, ჭირისუფლების საქციელი, ადამიანების საქციელი მიცვალებულთან მიმართებაში.

- კი როგორ არა, მაგალითად მიცვალებული დამიტოვეს და წავიდნენ. თავიანთ მიცვალებულს პატივი არ სცეს და არ ჩამასვენებინეს, რომ მიწა მიმეყარა

- ვინ არის მესაფლავე, აი როგორი პროფესიაა?

მძიმე სამსახურია ფსიქოქოლოგიურად. მე ის მსიამოვნებს, ბოლო გზაზე ვაცილებ მიცვალებულს, ბევრჯერ ყოფილა შემთღხვევა, დაულოცივალ ადამიანს ისე გულიანდა... ერთი ის არის საწყენი, საზოგადოების უმეტესობა, თავიანთ მიცვალებუკლს რო მოასვენებემ ხოლმე, ბოლომდე არ რჩებიან ხოლმე დიდხანს.

ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, ძლიერი წვიმა იყო... მიცვალებული რომ მოასვენეს, სასახლე პარკში იყო შეხვეული, ჭირისუფალი მეუბნება ბოდიში, ამინდის გამო უნდა წავიდეთო, ჩამასვენებინე მაინც და ისე წადი მეთქი, წავიდა მოკლედ, დავურეკე მერე ჩემს სიმამრს და ბიჭები ამოვიდნენ და ჩავასვენეთ

მიცვალებული ჩასვენებული არ არის საფლავში, მოიხედავ და ჭირისუფალი არ არის.

მესაფლავეები
გარდაცვლილის უპატივცემლობა - დაკრძალვამდე
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

ძლიერები გრძელ თამაშს თამაშობენ

არ კონცენტრირდებიან დღევანდელ კვერცხზე, გრძელ თამაშს თამაშობენ ძლიერი ადამიანები. დღეს ვიყო კარგად, დღეს დავისვენო, დღეს შევჭამო, დღეს დავლიო, ესეთი ლოგიკა არ აქვთ. აქვთ ლოგიკა, რომ მე მინდა დღეს ისეთი რამე გავაკეთო, რომელიც გამაძლიერებს გრძელვადიანად. ამიტომ აქვთ გრძელვადიანი მიზნებით და არ აძებენ მოკლე და ადვილ გზებს. არის ბევრი ამის საპირისპირო რჩევა, რომ მარტივად უნდა გაიტანო თავი, მაგრამ ეს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი ადამიანები კონცენტრირდებიან, თვალი უჭირავთ იმ მიზანზე რისი მიღწევაც უნდათ, ტკივილსაც აიტანს... აი ბავშვის აღზრდა წაროიდგინეთ, რამდენი ტკივილი და რამდენი გასაჭირია, წარმოიდგინეთ კომპანიის დაფუძნება და გაზრდა, წარმოიდგინეთ კარიერის განვითარება, სწავლა გრძელვადიანი. წარმატების გასაღები არის შრომა და მიზანდასახულობა. ხშირას ეს შრომა არის უინტერესო რამეების კეთება, ამაში არის წარმატების გასაღები და გრძელვადიანი რეალიზაციის გასაღები და არა რაღაც მოკლე, დღევანდელ კვერცხისმაგვარ აქტივობებში.

ალექსანდრე ჯეჯელავა
ძლიერები გრძელ თამაშს თამაშობენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ლიმონივით უნდა გამოწურო შენი თავი

გინდა რომ ადამიანი გახდე? ჩვენ არა ვართ სრულყოფილები, კიდევ დიდი ხანი არ ვიქნებით. ქრისტე ამბობს: იყავი სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიც არის შენი ზეციერი მამა. ხარ ასეთი? არა ხარ.

ეხლა წარმოიდგინე, რომ შენ პატარა ხარ, დაპატარავდი. დასვი შენი თავი ხელის გულზე და მოუჭირე. აი ესე უნდა გყავდეს საკუთარი თავი. აბა ვინ გითხრა, რომ ადამიანობა ადვილია? ეს რომ ადვილი საქმე იყოს, მაშინ ქვეყანა დიდი ხნის დამშვიდებულ დაწყნარებული იქნებოდა, მაგრამ უბედურება რაშია იცი? მთლად ჩვენ თავს ვერ ავიყვანთ ღმერთის დონემდე. თუმცა აღზრდის ამოცანა ეს არის, რომ ბავშვები ესეთი გავხადოთ და ჩვენც გავხდეთ, მაგრამ ცოტათი მაინც მოვიცილოთ. იმიტომ რომ როცა მივალთ უფალთან, ღმერთს ეტყვი რა ვქნა ღმერთო, ხო ხედავ როგორი ცხოვრებაა იქაო? ეს რომ უთხრა გამოგაგდებს, გეტყვის წადი ისევ იქ დაბრუნდი, არაა შენთვის ცათა სასუფეველიო.

ამიტომ ჩემო ძვირფასო უნდა ლიმონივით გამოწურო, რაც არ ვარგა შენში. ეს არის თვითაღზრდა და თუ საკუთარ თავს არა ზრდი, ჩათვალე რომ შვილს ვერ გაზრდი.

შალვა ამონაშვილი
ლიმონივით უნდა გამოწურო შენი თავი
გოგა ჩანადირი - ციტატები

ჩემთვის ქრისტიანობა ..

ჩემთვის ქრისტიანობა უპირველესად, ეს არის მონანიება. თუ ნდაც, რომ ავიღოთ ვნების კვირა, ოთხშაბათი დღე, როდესაც იუდამ გასცა იესო, მერე ფეხთბანვა და შემდეგ პარასკევი, მერე აღდგომა და ურწმუნო თონა კიდევ. აი ამ ყველაფერს სიყვარულთან მიჰყავხარ.

და კიდევ მოყვასის სიყვარული, საერთოდ ადამიანის სიყვარული. არაჩვეუკებრივი გამოთქმებია, მაგალითად, მე ძალიან მომწონს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. შენ თუ სხვას აგინებს, ისიც შეგაგინებს.

იაკობნგოგებაშვილს აქვს პატარა მოთხრობა, რომელიც ძალიან კარგად
ეხმიანება ამას, ვანოს და ქვევრის ამბავი.
ვანო ქვევრს რო ჩასძახებს და ქვევრი იმავეს ამოსძახებს, ქვევრს ლანძღავს და ისიც იქიდან ილანძღება. მერე დედა მივა და ეუბნება, შვილო რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო. თბილი სიტყვით თუ ჩასძახებ, აუცილებლად ამოგძახებს თბილი სიტყვით. იაკობმა ეს დაგვიწერა ძალიან ბავშვურ ენაზე, ბავშვებისთვის გასაგებად. იესომ ეს ყველასთვის გასაგებ ენაზე გვითხრა.

ქრისტიანობა არის სიყვარული და სინანული.

გოგა ჩანადირი
ჩემთვის ქრისტიანობა ..
გიორგი გვასალია - ციტატები

ბედნიერების კომპასი

ბიბლიაში სიშიშვლე სისუსტეს ნიშნავს და თუ გავიხსენებთ პირველად რა გააკეთა ადამიანმა, შეეცადა თავისი ხელით დაეფარა ეს სიშიშვლე, სისუსტე, იმ საშვალებებით, რასაც თვითონ მისწვდა, მაგრამ ვერ გაუჩერდა, სისუსტე ამით არ ამოივსო, სიშიშვლე ამით არ დაიფარა.

და იოანე ოქროპირი ამას მიგვითითებს, რომ ბიბლია სწორედ არის ის, რაც იმ სისუსტეს ამოგვავსებინებს და ნეტარ ავგუსტინეს გავიმეორებ თქვენთან ერთად: იმ მიმართულებით წაგვიყვანს, რა მიმართულებითაც უნდა
ადამიანი მარადისობისკენ მიდიოდეს, ოღონდაც ზუსტადაც ავგუსტინისეული აზრით, სწორედ გაშლილი აფრა, აი ბიბლია, აი ეს არის სწორედ ის სივრცე, ის ინსტრუქცია, რომელიც მე, აი ამ აფრებს სწორედ გამაშლევინებს, მივყავარ იმ წიაღისკენ, რომლისკენაც ისედაც მივდივარ, ადამიანი ვარ მე, მარადისობასთან წილნაყარი ვარ.

ერთერთი მამა საოცარ რამეს ამბობს ადამიანზე, რომ ის უკვდავებამისჯილია, უნდა თუ არ უნდა უკვდავია. კითხვა ისმის: ამ უკვდავებაში ბედნიერი ვარ თუ არა? აი ბიბლია მეუბნება; მე მაქვს ბედნიერების კომპასი

გიორგი გვასალია
ბედნიერების კომპასი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თითის ქნევა | ავტორიტარიზმში ბავშვის აღზრდა

არ მოიქცე ისე, მოიქეცი ასე, არ წახვიდე, არ მიხვიდე, გააკეთე, დაანებე თავი და ბრძანებლობა სახლში - ეს არის პედაგოგიკა თითის ქნევით. ეს თითი ძაან საშიში თითია, საჩვენებელი თითი ყველაზე გაუზრდელი თითია ჩვენს თითებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ გზა უჩვენო ბავშვს, თითს უქნევ. თითის ქნევა რა არის? - მუქარა. ესეიგი ხან თითს უქნევ, ხან სიტყვით უქნევ თითს. განა მართლა თითის ქნევაა საჭირო. ბავშვები იზრდებიან ჩვენს ავტორიტარიზმში. ცნობიერ თუ არაცნობიერ ავტორიტარიზმში. და გგვგონია რომ ბავშვი თუ მაგრა არ ჩაიჭირე მუჭაში, ის ხელიდან გაგისხლდება და თავზე დაგაჯდება მერე. მაგრამ ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ როცა გონიერს არ გახდი მას, როცა მას კულტურის და ზნეობის მაგივრად, შიშს ჩაუნერგავ. მორჩილებას ჩაუნერგავ, შენს აზრებს ჩაუდებ თავში, ნაცვლად იმისა რომ თავისი აზრები განავითაროს. შენს ნებას ჩაუდებ, მეტიც, შენც პროფესიას დააძალებ ბავშვს და გამოვიდა, რომ ბავშვი ჩვენ მივიმსგავსეთ. როგორც ჩვენ ვართ ისეთი გვინდა იყვნენ ბავშვები, განვითარდება ქვეყანა ესეთი ბავშვებით?

შალვა ამონაშვილი
თითის ქნევა | ავტორიტარიზმში ბავშვის აღზრდა
გიორგი გვასალია - ციტატები

მე-7 დღის მსახურება

პედაგოგი, რომელიც თავისი აუდიტორიისთვის თავს არ დაზოგავს, ღვთისმსახურებაა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ღვთისმსახურებაა, სადაც უფლის სახელით ვართ შეკრებილნი (სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ თქვენს შორისო). მოყვასისადმი მსახურებაც ღვთისმსახურებაა,.. მაგრამ, არის ერთი მსახურება, რომელშიც ეს ყველაფერი იკრიბება. ეს არის - მე-7 დღის მსახურება, ანუ - ლიტურგიკული ღვთისმსახურება. ეს მე-7 დღე სინამდვილეში პირველი დღეა - როგორი მსახურებაც მაქვს მე ლიტურგიკული თვალსაზრისით, ისეთი მაქვს ის 6 დღეც. როგორი გულწრფელიც ვარ ღმერთთან, ისეთი გულწრფელი ვარ მოყვასთან. როგორი ფარისეველიც ვარ ღმერთთან, ისეთი ფარისეველი ვარ მოყვასთანაც. მაცხოვარი ამბობს - რომელსაც უყვარს მამა, დედა, ძმა, და,.. ჩემზე მეტად, ის ჩემი ღირსი არ არისო, - ამით რას გვეუბნება? იმას, რომ დედა და მამა არ გვიყვარდეს? აბსოლუტურად გამორიცხულია! არამედ - მე თუ არ შემიყვარე, მას ვერ შეიყვარებ. როგორც ჩემთან ხარ, ისეთი ხარ მასთანაც. ამიტომ, მე შემიყვარე, თუ გინდა, რომ შეიყვარო მამა, დედა, ძმა,..

გიორგი გვასალია
მე-7 დღის მსახურება
ოტია იოსელიანი - ციტატები

წინდაწინ შადრევანი რათ მინდა!

დავანებოთ ახლა თავი ფუფუნებას, რესტორნების კეტვას და ქეიფს, ქეიფის დრო არა გვაქვს ჩვენ ახლა, ქვეყანა თავზე გვაქვს დამხობილი და "საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ" გვასწავლა ჩვენ სახარებამ. პური კიდე აგვიკრძალა, "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა" - ო, ძღომისა კი არაო, ჩვენ გვეშლება.

გვაქვს ჩვენ იმხელა ქვეყანა, ის 10 მილიონ კაცს შეინახავს თუ ხელს გავანძრევთ. დაიცალა მთები... დაცლილია, პლანტაციები გამოუყენებელი, საბალახოდაც აღარაა, რომ ძროხამ მოიბალახოს.

ასე როგორ შეიძლება დაჯდე და უცადო, იმისი არ იყოს, ფანტანები მინდა ახლა მე, კარუსელები და შადრევნები? როგორ შეიძლება ამ კუთხეების დამშევა, რომ ჩვენ ხელის განძრევა შეგვეძლოს, ეს უნდა ამუშავდეს.

შადრევნის გამო კი არ გაქცეულან რუსეთში, შადრევანი არა გვაქვს და კარუსელიო, გაიქცა გაჭირვების გამო. ეს თუ არ აამუშავე, ის კაცი რომ ჩამოვა მშიერ მწყურვალი აქ რა ქნას? მაშინ სხვაგან გაიქცევა.

კიბატონო კარუსელი მერე... ყანას მოვიწევთ, ჩვესნ პურს შევჭამთ, მერე დავსხდეთ კარუსელზე, წინდაწინ კარუსელი რათ მინდა!

ოტია იოსელიანი
წინდაწინ შადრევანი რათ მინდა!
გიორგი გვასალია - ციტატები

რას ნიშნავს ადამში ვცოდეთ?

ადამისგან მე, როგორც ადამიანმა, მივიღე სნეული ბუნება, ავადმყოფური ბუნება. ამ ბუნებაში ჩადებული ცოდვები მე ნათლისღების წყლებით ჩამომერეცხება.

პიროვნულად მე ვარ ჩემ საქმეებზე პასუხისმგებელი. არავითარ შემთხვევაში ადამის პიროვნება ჩემ საქმეებს ვერ განსაზღვრავს, ეს არის აბსოლიტურად გამორიცხული.

ადამმა სცოდა და ადამში ვცოდეთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რადგან ადამიანები ვართ, ამ ცოდვას ვიზიარებთ ბუნების წესით, როგორც ამ ბუნების თანაზიარნი. ცოდვა შემოვიდა ამ ბუნებაში, რომელიც ერთი გვაქვს ყველას. ამით განსხვავდება ადამიანური ბუნება ანგელოზებრივი ბუნებისაგან, ვინაიდან ანგელოზის ცოდვა დარჩა პიროვნულ ცოდვად. ის ყველა ანგელოზს არ გადაედო. რომელ ანგელოზმაც პიროვნულად მიიღო, იმ ანგელოზს გადაედო, მაგრამ რომელმაც პიროვნულად არ მიიღო, მას არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი ბუნება აქვთ.

ადამიანში სხვანაირად არის, რადგან ადამიანი ხორცშია. ადამიანის ხორციელება გულისხმობს, რომ ბუნებით წილნაყარობა აქვს ამ ცოდვასთან და არავითარ შემთხვევაში პიროვნული

გიორგი გვასალია
რას ნიშნავს ადამში ვცოდეთ?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

მადლობა ყველა განსაცდელს

თუ მე მაქვს აღქმა, ჯერ აღქმა იმისა, რაც არის, მერე ამისი გაგება, მერე ამის გამოხატვა, გამოხატვას ენა სჭირდება, გამოხატვას სჭირდება ის სიტყვები, რომელიც ამბობს მე აქ რას განვიცდი, და ამას ხო უნდა გაგება. ჯერ არის ასე: ხედვა, აღქმა, მერე არის გაგება, მერე გამოხატვა, მერე არის მართვა და მერე რეგულირება. აი ეს ხუთი კომპონენტია. არ შეიძლება, რომ ეს გქონდეს ადამიანს და იყო ოდესმე ჩიხში. და თუ ჩიხში აღმოჩნდები, ეს იმას ნიშავს, რომ შენ იქ ახალ გამოცდილების მიღების შანსი მოგეცა და ამას რელიგიაში ქვია: განსაცდელი მადლია.

შენ მოგეცა საშვალება, მადლობა უთხარი ყველა წინააღმდეგობას, მადლობა უთხარი ყველა განსაცდელს, მადლობა უთხარი ყველა ფათერაკის მომცველ მომენტს, რადგან შენ იქ მოგეცა შესაძლებლობა იმისა, რომ გააცოცხლო შენი აზროვნება, გააცოცხლო შენი ცნობიერება და დაბალი დონიდან უმაღლესში ისე ახვიდე, რომ განკაცდე და ისევ მამარდაშვილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ, აი განსაცდელი რომ იძლევა მეორედ დაბადებას. გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

ნანა ჩაჩუა
მადლობა ყველა განსაცდელს
ციტატები, მოკლე გამონათქვამები