სასწაული ფსიქოლოგიის ხალხია, შენ თუ დაკვირვებიხარ და დარწმუნებული ვარ დაკვირვებიხარ, რომელსაც მოსწონს, თავისი სკოლის მასწავლებელი სამად მოკაკული რომ მიდის და პურის ფულს ძლივს შოულობს, უბრალოდ არაადამიანურად ცხოვრობს, ის ჩაუქროლებს ყველაზე ბოლო მოდელის, ყველაზე ძვირადღირებული მანქანით ან სომბრეროს დაიხურავს თავზე და ყველაზე ძვირი ჯიშის ცხენზე გაიგელვებს-გამოიგელვებს თავისი რანჩოს ტერიტორიაზე, წარმოუდგენელია იცით? ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის მასწავლებელს, ბავშვობის ძმაკაცს, მეზობელს, ნათესავს, გესმის? რომელიც დარჩა და ცხოვრობს ამ წუმპეში, ამ უბედურებაში, სიღატაკეში, უიმედობაში, შენ რანაირად უნდა აიშენო სასახლე, შემოარტყა გალავანი და გეგონოს, რომ შენ, შენი შვილი და შენი ოჯახი იქნებით ცალკე საქართველოში და ყველა, ვისთანაც რაღაცა ურთიერთობა გქონდა, მას შეხედო, როგორც მონას?!
ზურაბ ჟვანიაროცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ
ნახე ალტერნატივაა: მე მეზარება ლოგინიდან ადგომა, მაგრამ მინდა თეატრში წასვლა, ორივე არ გამოვა.
თუ ვთქვი, რომ არ მინდა თეატრში წასვლა, იმიტომ რომ მინდა ლოგინში ყოფნა, მაშინ კმაყოფილი უნდა ვიყო, იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო.
მეორე, თუ ვთქვი, რომ არა, ავდგები და წავალ თეატრში, ასე არ უნდა იყოს, წავედი თეატრში და ნეტა ლოგინში ვწოლილიყავი, ლოგინში ვარ და ნეტა თეატრში წავსულიყავი, არა.
ვიღებ გადაწყვეტილებას და იმ გადაწყვეტილებას ვიღებ როგორც ასეთს.
სხვათაშორის თუ ძნელი არჩევანი გაქვთ, მე რასაც ვაკეთებ ხოლმე შემიძლია გირჩიოთ. როცა არ ვიცი რომელი გავაკეთო, რომელიმე გადაწყვეტილებას მაინც ვირჩევ, ოღონდ ვადებ შეცდომის ალბათობას ანუ მე ეს გადავწყვიტე და შეიძლება იყოს შეცდომა, შეიძლება. მაინც ვაკეთებ. თუ შეცდომაა, მე უკვე მედო შესაძლო ვარიანტი, რომ ეს შეცდომა იყო და ჩემთვის აღარაა ეგეთი ტრაგედია.
გამოსავლის ძებნის დაწყება
ბიოლოგიური მოტივაცია როგორ მუშაობს - რომ მოგშივდება, იწყებ მოძრაობას და საკვების მოპოვებას, დანაყრდები, მერე თავიდან უნდა აფორიაქდე, მოგშივდეს.
ზუსტად ასე არის ჩვენი წუხილიც, ქაოსი უნდა ატყდეს, რაღაცნაირად გჭამდეს ჭიები შიგნით, იმისთვის, რომ გამოსავლის ძებნა დაიწყო და შემდეგ მოიპოვო ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
რაც შეეხება ტრაგედიის მშვენიერებას, ადამიანი ძალიან აფასებს. ადამიანისთვის თავისი ტკივილები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიოლოგიურ დონეზე მწუხარებას და სიხარულს ხომ რაღაც დონემდე ერთი ჰორმონებით, ერთნაირად აღვიქვამთ. მხოლოდ შემდეგ, როდესაც ნეოკორტექსი მისცემს ამას კვალიფიკაციას, ცუდი იყო თუ კარგი ეს გამოცდილება, მხოლოდ ამის შემდეგ დგება, რომ მწუხარება ჯანმრთელობას გვიფუჭებს, ხოლო სიხარული - ნაკლებად, თორემ თუ სულ სიხარულით აღტყინებულნი ვართ, ამასაც შეუძლია ჩვენი გამოფიტვა გამოიწვიოს
როდის ხდება სარკე საშიში?
- როდის არის სარკე საშიში?
- როდესაც მე ვაიგივებ ჩემს თავს სხეულთან. როგორც კი მე გავაიგივებ ჩემს თავს სხეულთან, რომ მე ვარ სხეული, მაშინ როდესაც მე მაქვს სხეული. ესაა განსხვავება ქონასა და ყოლას შორის, ქონა ყოველთვის არის უბედურების მომტანი, ეს არუს ფლობა.
ბედნიერება ყოველთვის არის ყოლა. მე ჩემი თავი მყავს. მე არ ვარს სხეული, მე სხეული მაქვს. მე ხომ არ ვამბობ: მე ვარ ხელი ან თავი..
და ეგზისტენციალური საკითხი, ფლობა და ყოლა... მაგალითად გავიხსენოთ სიზმარი, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ გქონოდა სიზმარში გამოცდილება, რომ ხარ ბედნიერი, მაშინ როდესაც სიზმარში შენ არ გახსოვს რა გაქვს და რა არა. შენ არაფერი არა გაქვს, აბსოლიტურად არაფრის მქონე არა ხარ და გაქვს ბედნიერების შეგრძნებაა.
ე.ი იმის პრეცედენტი, რომ შენ შეიძლება იყო ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გქონდეს, ეს პრეცედენტი უკვე ქვეცნობიერში არის.
თუ კარგად დაგეგმავ ...
თქვენ პირადად გრჩებათ თუ არა საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო?
აი გაგიკვირდება იმდენი თავისუფალი დრო მრჩება ხოლმე. რაშია საქმე იცი, თუ კარგად დაგეგმავ ყველაფრის მოსწრება შეიძლება.
ჩემს მეგობრებს, ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ხოლმე, რამდენიმე არის სკოლის დირექტორი, მივესალმები მათ აქედან, ძალიან მიყვარს ისინი, აი ჩემს შვილებად მიმაჩნია. როდესაც შევთავაზებ ხოლმე, წამოდი ლუდი დავლიოთ მეთქი (ლუდი მიყვარს ძალიან, ამიკრძალეს ამ ბოლო დროს და სევდიანი ვარ უკიდურესად), ხან ერთი მეუბნება ვერ იცლის, ხან მეორე და მე სულ მიკვირს მე რატო მცალია ამ დროს, იმათაც უკვირთ. მაგრამ რა არის იცი, უნდა მოინდომო და რაღაცა დრო გამონახო შენი თავისთვის. არც ერთი გაკეთებული საქმე არ ღირს იმად, რომ მოაკლო ფიქრისა და განწყობის შექმნის დრო შენ თავს, მომავალ კარგ საქმეთა გასაკეთებლად.
ცოლ-ქმრული გაუგებრობები | რა გვინდა?
ვხვდები ხოლმე ხალხს, ვუყურებ რა ხდება და ისევ და ისევ ვრწმუნდები, რომ კომუნიკაციის გაგებაში, რომ არ ვართ, ყველა პრობლემა იქიდანაა. ხანდახან რომ მიკითხავს, აი რა გინდა შენ ეხლა, უცებ მეუბნება რომ: - უი რა კარგი კითხვაა, ესეიგი 15 წელია რაღაცას აკეთებ, პრობლემები გაქ, და რა გინდაზე, პასუხი შენ თვითონ არა გაქვს, თითქოს მარტივია ხომ? მეორე - უნდა რომ ერთი შედეგი მიიღოს და ქცევა მისი საპირისპიროა, განსაკუთრებით მაშინ, ცოლ-ქმარს რომ გაუგებრიბები აქვთ, უნდათ რომ კარგად იყვნენ, მაგრამ, მაგალითად, კარგათ რომ გინდა იყო, როგორ ფიქრობთ, ესეთი ტექსტი ნიორმალურია? - სად დაეთრეოდი? - რა შენი საქმეა.... კომუნიკაცია ერთია და შედეგი მინდა სხვა დადგეს, ამიტომ გაუაზრებელბი ვართ ძალიან, ძირითადად ვხემძღვანელობთ ჩვენი სურვილებით, ანუ რა გვინდა ამას ვამბობთ და არ ვფიქრობთ, როგორ უნდა მივიღოთ ის რაც ჩვენ გვინდა, არ ვფიქრობთ ამ ემოციებზე.
ზურაბ მხეიძედაიმეგობრეთ მარტოობა / მარტო ყოფნის სიკეთე
მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ერიდებიან მარტო ყოფნას. საზოგადოებაში ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს, მარტო ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს. ბევრი ადამიანისთვის, ინტროვენტებისთვის მაგალითად, დასვენებისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა.
დაფიქრებისთვის, თუნდაც შეცდომებიდან გაკვეთილი რომ გამოვიტანოთ, ამისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. რომ დაისვენო, რომ დალაგდეს თავში რაღაცეები, ამისთვის არის მარტო ყოფნა.
ყველას თავისი მეთოდი აქვს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი დღიურს წერს, ზოგი მედიტირებს, ზოგი უბრალოდ ფიქრობს, ზოგი მუსიკას უსმენს და ამას უთავსებს. მყავს მეგობრები, რომლებიც მანქანით მიდიან სადღაც, ან მოტოციკლით და მარტოობის დროს, ასე ვთქვათ, ესე ქმნიან.
მოკლედ თქვენც დაიმეგობრეთ მარტოობა, არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ სულ მარტო იყო, მაგრამ არ მოერიდოთ, ცუდი რამე არ გეგონოთ მარტოობა, საკმაოდ კარგი რამეა.
მთავარია დარტყმას როგორ იღებ / მარცხთან გამკლავება
ცნობილი ფრაზაა: აზრი არა აქვს რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის ნიყენება, მთავარია დარტყმას როგორ იღებო. ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში, საერთოდ ყველანი, ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში. ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვეულებრივ ბუნებრივი მომენტია წაგება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც ურცხვად მარცხდებიან.
ადამიანის რამეს შეეცადო და დამარცხდე ამაში ცუდი ჯარაფერი არ არის. ყველას ხომ გვაქვს ის, რომ შემეშალოს და რომ წავაგო... მაგაზე რატომ უნდა ვიფიქრო თუ ჯერ არ მომხდარა? მაგიტომ ვცდილობ ხოლმე ყოველთვის პოზიტიურად ვიფიქრე, თუ ცუდია არის მოსახდენი მოხდება ცუდი და მაგაშიც ვნახავ რაღაცა პოზიტიურს და დაბლა დავარდნილს ილია თოფურიას ვერავინ ნახავს, იმიტომ რომ ვშრომობ, ჩემ თავთან მართალი ვარ ყოველთვის. ვცი რომ თუ წავაგე იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე ან დავიზოგე.
განათლებას და ცოდნას შორის განსხვავება
2 ტერმინი მინდა გავარჩიო ერთმანერთისაგან, ესაა ერუდიცია და განათლება. ერუდირებული განათლებულს არ ნიშნავს, იმ დროს როცა განათლებული ერუდირებულიც შეიძლება იყოს და არაფერია ამაში უცხო, და მთელი ეკლესიის ისტორია ამაზე დგას.
დღეს ჩვენ ვცდილობთ მომავალ თაობას ბევრი ენა ვასწავლოთ, რაც ძალიან კარგია, კარგი პროფესიონალები გავზარდოთ, რაც ძალიან კარგია, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ხომ ადამიანი უნდა გავზარდოთ, ის ენა ხომ ადამიანმა უნდა იცოდეს, იმ პროფესიას ხო ადამიანი უნდა ფლობდეს. ადამიანების გაზრდისთვისაც დრო უნდა დავიტოვოთ.
როდესაც ერუდიციაზე გვაქ საუბარი, ერუდიცია არ მიმიყვანს მე იქამდე, ვერ გამაკეთებინებს ისეთს, რასაც განათლება. განათლებაში დევს რაღაცა მეტი ვიდრე ცოდნა, განათლებაში დევს სამოღვაწეო ასპარეზი. სადაც ცოდნა საშვალებაა, ცოდნა ასე ვთქვათ ინსტრუმეტია, რაღაცა დიდის მისაღწევად.
ძლიერი ხალხი რაზე არ იშლის ნერვებს
ნერვებს არ იშლის ძლიერი ხალხი იმაზე, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება.
უნდა ვისწავლო, რომ იმაზე რაზეც გავლება არა მაქვს, არ მოვიშალო ნერვები.
მოიღრუბლა, ჩემზე არ არის დამოკიდებული. რიკოთი დაიკეტა, ჩემზე არ არის დამოკიდებული.ლარი გაძვირდა ან გაიაფდა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუ ფინანსთა მინისტრი არ ვარ ან დიდი ბანკის ხელმძღვანელი.
ანუ რაც ჩემზეარის და არ არის დამოკიდებული უნდა გავყო და ჩემი დრო, ენერგია და ნერვები არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც ჩემზე არის დამოკიდებული.
და მაგაზე ღელვას რაც თქვენზეა დამოკიდებული, ძალიან კონკრეტული შედეგი აქვს და კონკრეტული მიზანი აქვს.
ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ინერვიულონ რაზეც გავლენა არ აქვს, ეს ხალხი ცდილობს იმ საკითხებზე დაკონცენტრირდეს, რაზეც გავლენა აქვს. და ამ თავისი კონცენტრაციით მოახდინოს ეს პოზიტიური გავლება.
მთავარი დამრჩა სათქმელი / დამავიწყდა სიყვარული
მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა, ჩემი განცდით ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მერე წავიდა ის ამ ცხოვრებიდან. მე სულ ჩაბმული ვიყავი, აი ექსპერიმენტები, აი მუშაობა, მე თავს მესხმიან, მე თავს ვიცავ, მეც ვიღაცას თავს ვესხმი და ამ ორომტრიალში, რომ ვარ დამავიწყდა ეს სიყვარული.
ხანდახან კი ვეფერებოდი, მაგრამ წავიდა ეს დრო, ხომ შემეძლო მოვხვეოდი, მოვფერებოდი, მეკოცნა სხვანაირად, სიტყვები მეთქვა, სიტყვები...
ერთი ლექსი შეიძლება გითხრა? ოღონდ პოეტობაში არ ჩამითვალო.
"რაღაც უნდა მეთქვა და ვერ გითხარი ვერა რა.
გული მეუბნებოდა ჯერ არა და ჯერ არა.
წლები უცბად გაფრინდნენ, გზანიც განვვლეთ მრავალი.
ისე შემოგვაღამდა, ვერ გითხარი მთავარი."
აი ეს მთავარი დამრჩა სათქმელად, აი ეს, რომ დამრჩა, ამან ცოტა დამაჭკვიანა და ენა სხვანაირად ამომიდგა და ამიტომ ვლაპარაკობ ამას, რომ სხვამაც არ დაიგვიანოს. ბედნიერება ხელთა გაქვს და თუ არ დაინახავ ბრმა ხარ.
პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის
როდესაც კაენი მოკლავს აბელს, პირველი სისხლი იქ იღვრება. ეს არის პირველი ჯანყი, პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. განა იმიტომ, რომ სიკეთე დაუპირისპირდა ბოროტებას, არამედ იმიტომ, რომ ბოროტებამ ვერ აიტანა სიკეთე. სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება ყოველთვის ასე იქნება, ის არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.
გიორგი გვასალიასულელური კითხვები არ არსებობს
კამერების და ხალხის წინ, ადამიანს გეშინია იმის, რომ ვაიდა რამე სისულელე არ თქვა, რომ ვიღაც, ვინც ზის სახლში ტელევიზორთან მოკალათებული, არ თქვას რომ ეს მე მეგონა ვიღაც მოაზროვნე და რა სისულელეს ამბობს, ერთი საუკუნით აცდა, და ასე შემდეგ. რა არის ის ზღვარი, რაც შენ გაკონტროლებს რომ სისულელე არ თქვა ან თუ გაქვს ეგ კონტროლი საერთოდ?
- “ რა, სად, როდის? - ში მეორე დაუწერელი კანონი არის რომ ყველაფერი უნდა თქვა, არ უნდა შეიკავო თავი, არ უნდა დამალო ვერსიები. რაც მოგდის თავში, შეიძლება რაღაც სისულელე იყოს, მაგრამ სხვას მიახვედროს ან სწორი მიმართულებით გაუშვას, ამიტომ, მე ვცდილობ რომ არ გავაკონტროლო თავი, თუნდაც ვთქვა სისულელე. ჩემს სტუდენტებს, ვეუბნები ხოლმე რომ, არასოდეს არ მოგერიდოთ კითხვის დასმა, სულელური კითხვები არ არსებობს. აქაც იგივე არის საბოლოო ჯამში, კი შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ, აუ ეგ რა სისულელე თქვა, თქვას, it’s okay, რა მოხდა.
ეს უნდა იყოს შენი პირველი დობილი!
გოგო გყავს? დობილები გყვანან ხო? ხანდახან ხვდებით ხოლმე მეგობარი ქალები ერთმანერთს? რო ხვდებით რაზე ლაპარაკობთ? აი შეიკრიბეთ და უნდა იჭორავოთ მესამეზე, იმიტო რო ჭორაობა ყოველთვის მესამეზეა, მე შენზე ვერ ვჭრაობ როცა შენთანა ვარ, როცა შენთან არ ვიქნები მაშინ ვიჭორავებ შენზე. ამ ჭოროაობის დროს რას ვუამბობთ ერთმანერთს? რაღაცა საიდუმლოებს რაც გულზე გვადევს არა? მინდა რომ ეს ამოვიღო და შენს სეიფში შევინახო, იქ ჩავკეტო და დავმშვიდდები ცოტა ხანს.
აი ეს უნდა იყოს შენი პირველი დობილი, დობილებს შორის არის დიდი და პატარა? ერთი უბძანებს და მეორე ემორჩილებაა? აი პირველი დობილი ეგ არის,
მეგობრად უნდა გაზარდო რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში, და თუ გაიგო გაკეთება არ უნდა, კი ვიციო იტყვის, ჰუმანური პედაგოგიკა, მაგრამ კეთება არ უნდა ჰუმანური პედაგოგიკის და პედაგოგიკა კეთებაში იწყება და არა ცოდნაში.
თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით!
თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით. ეს შეუჩერებლობა არ ნიშნავს ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას. ანუ მოუსვენრობას, შეუპოვრობას, რამდენჯერაც წავიქცევით იმდენჯერ ადგომას და მსგავს თვისებებს. არამედ, შეუჩერებლები ვართ მაშინ, როდესაც ჩვენი ეს უნიკალური ტალანტი რაღაც ფორმით რეალიზდება. შესაბამისად, ზოგისთვის შეუჩერებლობა შეიძლება ნიშნავდეს სიმშვიდეს და მშვიდად საქმის კეთებას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს სხვებზე ზრუნვას, ბავშვებთან ერთად დროის გატარებას, ან მოხუცებთან ერთად დროის გატარებას და მათზე ზრუნვას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას და შემდეგ ახალი მიზნების დასახვას და გამოწვევებთან გამკლავებას. ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს აღიარებას. ზოგისთვის - სხვის აღიარებას და ა.შ. საზომები ჩვენთვის, ყველასთვის უნიკალური და განსხვავებულია და არა - სტანდარტული.
დავით გოგიჩაიშვილიმუდმივად გრძნობ, რომ შენ გვერდით არის
მე ვარ ძალიან საინტერესო დროს მონათლული ქაშვეთის ეკლესიაში, 1958-1959 წლები. ძალიან ძველ ამბავს ვყვები, ისე მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რიტუალის მომენტი, ნათლია, მამიდა, რომელმაც ეს თავის თავზე აიღო და ქაშვეთში, სადღაც დაბლა, ჩუმად და იმ წუთიდან მოყოლებული, რახან ეს მახსოვრობაში ჩაჯდა, ყოველთვის თუ არის ჩემში ისეთი მე ვარ ძალიან საინტერესო დროს მონათლული ქაშვეთის ეკლესიაში, 1958-1959 წლები. ძალიან ძველ ამბავს ვყვები, ისე მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რიტუალის მომენტი, ნათლია, მამიდა, რომელმაც ეს თავის თავზე აიღო და ქაშვეთში, სადღაც დაბლა, ჩუმად და იმ წუთიდან მოყოლებული, რახან ეს მახსოვრობაში ჩაჯდა, ყოველთვის თუ არის ჩემში ისეთი მომენტი.., მშობლის გარდაცვალება, იქ რაღაც სტრესია, ან კიდევ ძალიან დიდი სიხარულია, შვილის შეძენის თუ ასე შემდეგ, მუდმივარ გრძნობ, რომ შენ გვერდით არის უფალი, რომელიც შენ არ გტოვებს.
გია გუგუშვილიკომფორმიზმი და აგრესია
კომფორმიზმსაც თავისი საფრთხე აქვს და საშიშია და აგრესიასაც თავისი საფრთხე აქვს და ისიც საშიშია. კომფორმიზმი შენს ნაჭუჭში ჩაკეტვას ნიშნავს, ოღონდ მე არ შემეხოს და სხვას რაც უნდა ქნას, არა, არ შეიძლება ასე ცხოვრება, მითუმეტეს როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ეს ქვეყანა არის ჩვენი სახლი, ჩვენ ვართ ყველანი ამ სახლის მმართველები, ანუ სახელმწიფო ჩვენ ვართ, ადამიანები. ჩვენ, ოჯახი ვართ მმართველი ამ სახლისა. ოჯახის ერთ წევრს რომ რაღაც უფუჭდება და უზიანდება, მე რომ ჩემს ოთახში ჩავიკეტო, ხანძრისგან რო იწვის მეორე ოთახი, ის მეც შემეხება მერე, ადრე თუ გვიან. იმ ოთახში ხანძარი, იმ მომენტში, არ შემოვა, მაგრამ 5 წუთის მერე ხომ შემოვა. კომფორმიზმი არ ვარგა, მაგრამ არც აგრესია არ ვარგა, იმიტომ, რომ ის აბრმავებს ადამიანს, რეალობის აღქმას აკარგვინებს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი ჯანსაღ კრიტიკასა და ლანძღვას შორის, ჩაფრებას შორის. ეს აუცილებელია.
გოგა ჩანადირი"ნაგლი" თავმდაბლობის მაგალითი
გამორჩეული ქართველების შესახებ, არამარტო ბიზნეს სფეროდან, არამედ ზოგაფად გამორჩეული ქართველების შესახებ, ჩვენ ხო თითქოს რაღაცა უცნაური წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, ვიგებთ და მერე ან ვინტერესდებით ან არა.
მაგალითად დავით სარაჯიშვილზე ჩვენ გავიგეთ კონიაკზე წარწერიდან და არა პირიქით, რომ დაფიქრდე. ძმები ზუბალაშვილების შესახებ ვიცით ჩვენ საიდან, ქუჩა არის იქ და აი ვიცით, რომ რუსთაველზე დაპარკინგება თუ გაგიჭირდა შეგიძლია ახვიდე და ზუბალაშვილებზე დააპარკინგო და ნიკო ფიროსმანის ვარდების ჩუქების ისტორიის შესახებ ჩვენ გავიგეთ ალა პუგაჩოვას სიმღერიდან, ხო გახსოვთ.
მე მიწევს ამ მაგალითების ხსენება წინის წინა საუკუნიდან, გვყავს თუ არა თანამედროვე საქართველოში ესეთივე პარადიგმის შემცვლელი მენეჯერები, რა თქმა უნდა ამ თემას არ გავაგრძელებ, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია... ეს რაღაცა ნაგლი თავმდაბლობის მაგალითი.
მამა რომ დედას სცემდა.. / არა წარსული მიზეზი, არამედ - მომავალი მიზანი
ბიჭთან ვმუშაობდი წამალდამოკიდებულთან, რომელმაც მითხრა, რომ, როდესაც მამა დედას სცემდა, ჩემი ძმა გარბოდა და მე დედას ვეხუტებოდი, რომ მამის დარტყმული ხელი, მე მომხვედროდაო.
ცალსახად რთულია თქვა, რომ მისი დღევანდელი ცხოვრება და წარსული ტრამვა ერთმანერთთან კავშირშია, მე ვთვლი რომ კავშირშია.
მე რომ ვბრაზდები, ამასაც აქვს მნიშვნელობა, რა ხარისხით ვბრაზდები. ვტირივარ, ვიკეტები, იზოლაციაში ვარ თუ ვამსხვრევ, ვლეწავ თუ ასე შემდეგ.
ისევ მივდივართ გაცნობიერებასთან, რომ მოსახდენი მოხდა და… აი ადლერს აქვს საოცარი ფრაზა: “არა წარსული მიზეზი, არამედ - მომავალი მიზანი”. ნახეთ, მიზესს ვიკვლევ და ახალ მიზანს ვისახავ და ეს მიზანი არის გაცნობიერებული, გათვლილი, ყველა რისკი შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული, ოღონდ თუ ეს მე მინდა, თუ მე მსხვეეპლის როლში ვარ, მზე რომ ყვითელია ამაზეც გეჩხუბებით, ბალახი რატომ არის მწვანე, ესეც მიზეზი ხდება ჩვენი კომფლიქტის.
დეჰუმანიზაციაში რა იგულისხმება რომ ავხსნათ - როდესაც ადამიანს ნელ-ნელა შემოაცლი ღირსებებს, შემოაცლი ნებისმიერ თვისებას და აქცევ ისეთ არარაობად, ისეთ მტრად, რომ, ლამის გაუთანაბრებ მწერს, რომლის მოკვლაც კი ადვილია, რომელიც აღარ განიხილება ადამიანთა ჯგუფის მიმართ, ვისზეც მუშაობ, ვის თვალშიც უნდა მოახდინო ამის დეჰუმანიზაცია. მათ მიერ შეიძლება ულმობელი მსხვერპლი გახდეს ესა თუ ის ჯგუფი თუ, ესა თუ ის ადამიანი.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ, ხის მიმართაც და ცხოველის მიმართაც კი არ შეიძლება, იქაც კი უნდა ვიცოდეთ რა შეიძლებს. ბრაკონიერება მაგალითად, რატომ არ შეიძლება? ესეც ხომ ახსნილი უნდა იყოს. ვინ მოკლა, თუ რატომ გადაძვრა ზოოპარკში? ასეთი საშინელი ფაქტებიც ხომ იყო, რომ დაასახიჩრეს ირემი მაგალითად.
მითუმეტეს ადამიანის მიმართ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, აი ასე აბსოლიტურად ყველაფერი მოშალონ იმ ქვეყნებმა, ვისაც პრეტენზია აქვს განვითარებულობაზე.
განწყობა ქმნის მზადყოფნას და ზრდის ალბათობას
მე რაღაცა არ გამომივა. აი ეს რაღაც კონკრეტული საქმე, მე არ გამომივა, ბიზნესს მე ვერ გავაკეთებ, გაყიდვები მე არ გამიმივა, ამ უფროსს მე ვერ გადავათქმევინებ თავის მიდგომებს და შეხედულებებს და ა.შ.
ესეთი გამოთქმა იყო, რომ თუ თქვენ ფიქრობთ რომ გამოგივათ ან ფიქრობთ, რომ არ გამოგივათ, ორივე შემთხვევაში მართალი ბრძანდებით.
ანუ განწყობა, ფაქტიურად ქმნის ჩვენს მოქმედებას და მზადყოფნას, იმ შედეგის დასადგომად.
შეძახილმა ხე გაახმოო- ჩვენთან ამბობენ ხოლმე. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეუძახებს, რომ რაღაცა არ გამოუვა, მაღალი ალბათობით მართლა არ გამოუვა.
არ შეიძლება იცხოვროთ მოლოდინით, რომ არ გამოგივათ. ყველაფერი არავის არ გამოსდის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი განწყობა უნდა იყოს საბრძოლო და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გამომივა. შეიძლება პირველ და მეორე ჯერზე არ გამომივიდეს, მესამეზ აუცილებლად გამომივა.
არ უნდა დავნებდეთ და განწყობა არ უნდა გავიხადოთ ნეგატიური.
უნივერსალიზმის მომხრე ვარ. რას ნიშნავს უნივერსალიზმი, რომ ერთი პროფესიის ადამიანს შეეძლოს, სხვა რაღაცეების კეთებაც. მაგალითად ფოტო ჟურნალისტს უნდა შეეძლოს როგორც გადაღება, ასევე წერა. ისევე როგორც, ვთქვათ, ტელე ჟურნალისტს უნდა შეეძლოს, როგორც რეპორტაჟის მომზადება, ასევე ვიდეო ქპარატით გადაღება, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის რა ხდება და როდის შეიძლება საჭირო გახდეს ჟურნალისტისთვის ვიდეოს გადაღება, ოღონდ არა მხოლოდ ჟურნალისტს ეხება ეს, არამედ ოპერატორებსაც. ასევე უნდა შეეძლოთ, დაწერონ.
ეს არის უნივერსალიზმი, როცა, მაგალითად ფეხბურთში თავმდამახმელს შეეძლოა ჩასვლა და დაცვის დახმარება. ან მეკარეს,როდესაც ბოლო წუთებში გუნდს უჭირს, გახდეს მეთერთმეტე თავმდამსხმელი თავის გუნდის, რომ მწტი ასეთი მასირებული შეტევით შეძლონ გოლის გატანა.
უნივერსალიზმი ნიშნავს, რომ შენ იცოდე შენი საქმე კარგად, მაგრამ პარალელურად შეგეძლოს სხვადასხვა რაღაცეების გაკეთება.
თავში არ აგივარდეს
ხანდახან არის... ყველა ადამიანს აქვს... ყველა ცოდვა დაცემულები ვართ და ყველას გვაქვს მიდრეკილება, რომ: აი ჩვენი დამსახურებით, ეს მე შევძელი... და როგორც კი ცოტა გავყეყეჩდებოდი ხოლმე, მთელიო ცხოვრების განმავლობაში ესე იყო, როგორც კი ცოტა შემოაბიჯებდა ჩემში ეს ფარული ამპარტავნება, რაღაცა ზღვარს, რომ გადავცდებოდი, მაშინვე მოდიოდა მარცხი, მაშინვე დანარცხება.
ამიტომ ვცდილობ გავუფრთხილდე, იცით ცოტა მეშინია კიდეც, აი ამ ზედმეტი სიყვარულის. ზედმეტი არასდროს არ არის სიყვარული მაგრამ თავის გამოცდას გავს.
რომ ჩავედი თბილისში დღეს და ყველას, რომ ვუყვარვარ, მერე ჩემ თავს ვაკვირდები, ჩემს თავს ველაპარაკები, რომ აი აბა გიორგი შენ თუ მოგეწონა და რა დონეზე მოგეწონა და აბა ცოტა ეშხში ხომ არ შეხვედი.
ძალით ვერ გავაკონტროლებ მაგრამ მუდამ ვცდილობ და მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ვუმკლავდები. ჩვენი ნაკრების წევრების საქებრად უნდა ვთქვა, ძალიან ძნელია იცით თავში არ აგივარდეს.
რა არის ბოროტება?
ბოროტება რა არის? ბოროტება არის ალტერნატიული სიკეთე. ბოროტება არის სიკეთის ნაკლულევანება. ქრისტიანობაში ბოროტება გაიგება, როგორც სიკეთის ნაკლულევანება, ისევე როგორც სიბნელე და სინათლე, ბოროტებას ონტოლოგიური საწყისი ანუ არსი არ გააჩნია, ისევე, როგორც სიბნელეს.
აი მაგალითად: შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ ერთ ოთახში, ერთ მთლიან სივრცეში, ერთ მხარეს ნათელი იყოს, ისე, რომ ტიხარი არ ჰქონდეს, მეორე მხარეს ბნელი, წარმოუდგენელია. ან ნათელი უნდა იყოს ან ბნელი, ორივე ერთად ვერ იქნება. და სიბნელე როდის ჩნდება? როდესაც სინათლე იწყებს მოკლებას. ანუ ონტოლოგიური , თავისი საწყისი გააჩნია მხოლოდ სინათლეს, სიბნელე ჩნდება, როცა სინათლე იკლებს.
აი ასეა სიკეთე და ბოროტება, ბოროტების არსი, მყოფობა, როგორც ასეთი არ გააჩნია, მას აქვს პარაზიტული მყოფობა. სიკეთე სადაც იკლებს, იქ ჩნდება ბოროტება, ამიტომაც ბოროტების ქრისტიანული გააზრება გულისხმობს ამას. ბოროტება გახლავთ ალტერნატიული სიკეთე.