ციტატები

მოკლე
ციტატები

სევდა სიზარმაცის ნაყოფია, სიზარმაცე - ენერგიის უკმარისობა

დეა ყოლბაია
სევდა სიზარმაცის ნაყოფია, სიზარმაცე -

ტკივილი იმისთვისაა, რომ რაღაცას მიხვდე

ტკივილი იმისთვის არ არსებობს რომ შენ იტანჯო, ტკივილი არის დაზიანებული ორგანოს ძახილი. აი გეტკინა ნაღვლის ბუშტი, იმიტომ კი არა რომ გაგამწაროს, იმიტომ, რომ დაჯდე დიეტაზე, ნორმალურად იკვებო და თუ საჭიროა ამოიჭრა ბოლოს და ბოლოს.

ტკივილი ემსახურება იმას, რომ შენ რაღაცას მიხვდე. თუ შენ შენი თავი ტკივილთან გააიგივე, ესეიგი ეს რაღაც გარკვეული პრობლემა არის შენთვის გადაუჭრელი პრობლემა და ტკივილი ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება პრობლემაა. ესეიგი ეს პრობლემები დამთავრდება, როცა მოკვდები.

დეა ყოლბაია
ტკივილი იმისთვისაა, რომ რაღაცას მიხვდე

რატომ ვიღვიძებთ დაღლილი?

თუ მელატონინი ცოტაა, ძილ-ღვიძილის ციკლი იშლება, შენ იღვიძებ დაღლილი, შენ იღვიძებ არა მოსვენებული, არამედ თითქოს არ გიძინია. თითქოს დაიძინე, ახლახანს გაიღვიძე მაგრამ დაღლილი ხარ, ესე გრძელდება წლები.

ყოველ ღამე ერთიდაიგივე დროს გაღვიძება ცუდი ნიშანია, იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად მელატონინი გახლავთ იმუნო ბიოლოგიური ზედამხედველობის მთავარი ფაქტორი, ანუ მელატონინი მონაწილეობს მუტაციის აღმოფხვრაში.

უჯრედები ხომ მრავლდება, მთელი ჩვენი სხეული ხომ იცვლება 7-9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სიჩქარით, ესა თუ ის ორგანო მთლიანად იცვლება. უჯრედული მოსახლეობა განახლდება, როდესაც ეს განახლება კლებულობს, ნიშნავს რომ სიბერეა დაწყებული გამოხატულად.

მელატონინი მონაწილეობს მუტანტური, ანუ ცუდი გენეტიკური დაზიანების პოვნაში, ის იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივაციას იწვევს, მელატონინი. ანუ თუ მელატონინი ცოტაა, აღარ არის სათანადო იმუნო ბიოლოგიური ზედამხედველობა და იმუნიტეტს გამოეპარება მუტანტური უჯრედი, მათ შორის კიბოს უჯრედი, კიბო ერთ-ერთი ფორმაა ავთვისებიანი სიმსივნის.

ანუ თუ დაიწყო ყოველ ღამე ერთიდაიგივე დროს გამოღვიძება, ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიური საათი დაზიანდა და 15-20 წელიწადში შეიძლება განვითარდეს ონკოლოგიური დაავადება.

დეა ყოლბაია
რატომ ვიღვიძებთ დაღლილი?

ადრე დაწოლის სარგებელი

აი მოსაღამოდა და დროზე დაიძინე, ტელეფონი გამორთე, დააბნელე ოთახი. თვალის ბადურა დაბნელდა და სეროტონინი გარდაიქმნება მელატონინად - ძილის ჰორმონად. მელანო ნიშნავს მუქს, აი მელანი, მელანია, მუქი. მელანქონია ამიტომ იწოდება, როგორც შავი მდგომარეობა, მწუხარება, შავი ნაღველი, ქოლი ნიშნავს ნაღველს.

თუ სეროტონინი დღის განმავლობიში ცოტაა, შესაბამისად მელატონინიც ცოტა იქნება, თუ მელატონინი ცოტა, მაშინ ჩაძინებისა და ზოგადად ძილის ხარიხსიც იქნება არა საკმარისი, შესაბამისად იქნება ფხიზელი ძილი.

ადამიანი დაახლოებით 8-10 ჯერ იღვიძებს ღამის განმავლობაში, მაგრამ თუ შენ გაქ ჯანმრთელი ნერვული სისტემა, ეს გამოღვიძებები შენ არ გახსოვს. თუ დაგამახსოვრდა გამოღვიძებები, ე.ი შენ გაქ სტრესი.

თუ მელატონინი ცოტაა, ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, როდესაც უნდა იყოს მისი პიკი, მისი პიკი არ არის, თუ პიკი არ არის, მელატონინი, რომელიც ამცირებს კორტიზოლს ე.ი კორტიზოლი სათანადოდ არ შემცირდება. თუ კორტიზოლი არ შემცირდა დილისთვის, როდესაც უკვე მელატონინი კლებულობს და კორტიზოლი თავისთავად იწყებს მატებას, კორტიზოლის მატებას დახვდება სასტარტო მაღალი მაჩვენებელი კორტიზოლის ანუ დაემატება და ესე იგი ეს ნამატი მოგცემს დილით მაღალ წნევას. ამიტომ ინფაქტების, ინსულტების, გიპორტონული კრიზების დიდი წვლილი მოდის სწორედ დილის პერიოდზე.

დეა ყოლბაია
ადრე დაწოლის სარგებელი

გუგლ-ექიმობა და თვითმკურნალობა

თვითმკურნალობა და გუგლ-ექიმობა დამაზიანებელია რასაკვირველია, იმიტომ, რომ თუ დე ვიტამინი არის არაპროფესიონალის მიერ დანიშნული და გამოყენებული, მან შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად თრომბოზების ინდუცირება, ანუ სისხლის შედედების სისტემაზე იმუშავოს ცუდად. ანუ ყველაფერი თავის სპეციალისტს საჭიროებს.

დეა ყოლბაია
გუგლ-ექიმობა და თვითმკურნალობა

მონასტერში უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც ...

წავიდეთ მონასტერში და ღამის 2 საათზე ავდგეთ და ვილოცოთ, ეგებ რამე გვეშველოს....

მონასტერი არ არის ადგილი, სადაც ღამის 2 საათზე ლოცულობენ. მონასტერში არის ადგილი, სადაც იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც, ღამის 2 საათზე ლოცვის გარეშე არ შეუძლიათ. განა ის რომ შენ წახვიდე იქ რომ ილოცო, შენ იმ შემთხვევში უნდა წახვიდე იქ, რომ ღამის 2 საათზე ლოცვის გარეშე არ შეგიძლია.

იქ ღამის 2 საათზე ლოცვას ვერ ისწავლი, ეს იქნება შენი სასჯელი.

დეა ყოლბაია
მონასტერში უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც ...

თავისუფლება უდრის წესიერებას

თავისუფლება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ხარ წესიერი. თავისუფლება უდრის წესიერებას

დეა ყოლბაია
თავისუფლება უდრის წესიერებას

მონა ოცნებობს კარგ მონათმფლობელზე

დეა ყოლბაია
მონა ოცნებობს კარგ მონათმფლობელზე

შენ ხარ სევდიანი, იმიტომ, რომ ამისთვის გცალია

დეა ყოლბაია
შენ ხარ სევდიანი, იმიტომ, რომ ამისთვის გცალია

რატომ შავი?

რატომ არის ჩვენი ნაციონალური ფერი შავი? უმრავლესობას აცვია მუქი ფერის სამოსი, რატომ უყვართ მაინცდამაინც შავი ფერის მანქანა, ჯიპი იქნება თუ BMW, რატომ შავი? იმიტომ რომ ჩვენ ვართ წარსულში ჩარჩენილი, ჩვენ ვართ დიდი ერი, და აღმოჩნდა რომ ვართ უპასუხისმგებლო ხალხი.

ერი დიდი, ხალხი შეუმდგარი, საზოგადოება შეუმდგარი.

რატომ სევდა? იმიტომ რომ, იმისათვის რომ მომავალი შექმნა, დღესვე უნდა დაიკაპიწო ხელები და იმუშაო, მიუხედავად იმისა, პრესტიჟულია ეს თუ არა. უნდა ისწავლო, მიუხედავად იმისა, მოგიმატებენ ამის გამო ხელფასს თუ არა. შენ უნდა იყო შემოქმედი, მიუხედავად იმისა, დაგიფასდება ეს თუ არა.

- ესეიგი, ერთგვარად სიზარმაცის ნაყოფია სევდა? რომელიც იწვევს ერთგვარ დეპრესიას.

- კი და სიზარმაცე არის ენერგიის უკმარისობა, და რა, შენ ხარ სევდიანი იმიტომ რომ ამისთვის გცალია.

დეა ყოლბაია
რატომ შავი?

მომავალი რომ შექმნა, დღესვე უნდა დაიკაპიწო ხელები და იმუშაო, მიუხედავად იმისა, პრესტიჟულია ეს, თუ არა!
უნდა ისწავლო, მიუხედავად იმისა, მოგიმატებენ ამის გამო ხელფასს, თუ არა!
უნდა იყო შემოქმედი, მიუხედავად იმისა, დაგიფასდება ეს, თუ არა!

დეა ყოლბაია
მომავალი რომ შექმნა, დღესვე უნდა დაიკაპიწო

რა შემთხვევაში ჩავარდები დეპრესიაში?

თუ შენი შემოქმედება და პიროვნული ზრდა შეჩერდა, შენ ჩავარდები დეპრესიაში. მოწყენილობა, დეპრესია, სასოწარკვეთა, ეს არის - პიროვნული ზრდის შეჩერება

დეა ყოლბაია
რა შემთხვევაში ჩავარდები დეპრესიაში?

რაციონალური და ირაციონალური აზროვნება

ჩვენი გენეტიკის, პირობითად 80-90% არის რეპტილოიდული და მტაცებლური და ძალიან უმნშვნელო ნაწილი არის ჰუმანოიდური, შესაბამისად ჩვენი ქცევის, გამომდინარე ბიოქიმიიდან...

რაციონალური აზროვნება არის 3%, 97% არის ირაციონალური. შენ ვერ აცნობიერებ... - ვაიმე, ეს რატო მომინდა?... აი ეს რატო მინდა?.. ეს ბიჭი რატო მომეწონა?.. ეს ქალი რატო მომწონს?... ეს არ მომწონს, ჩემი ტიპი არ არის.

უკაცრავად, აბსოლიტურად არ წყვეტ შენ, ვინ მოგწონს და ვინ არა. შენი ტვინის მდგომარეობა, შენში მედიატორების თანაფარდობა და კონცენტრაცია, ამ მომენტში დროსა და სივრცის არის ისეთი, რომ შენ, უკაცრავად ჟარგონისთვის, "იმენნა" ესეთი ტიპის ქალი და ესეთი ტიპიც კაცი მოგეწონება. შენ არ წყვეტ, ეს შენ მოგეწოდება რომ ეს მოგეწონა.

დეა ყოლბაია
რაციონალური და ირაციონალური აზროვნება

არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი

წარმოიდგინეთ : არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი - მივიღეთ პირამიდა. აქედან ყველაზე დიდი არის არაცნობიერი. ასეთი სამაროვანი არის ჩვენი ტვინი.

დეა ყოლბაია
არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი

თუ აქცენტი დამახსოვრებაზეა, იკარგება გაგების მომენტი

დეა ყოლბაია
თუ აქცენტი დამახსოვრებაზეა, იკარგება გაგების

განათლება არ არის ინფორმაციის რაოდენობა. განათლება არის გაცნობიერების ხარისხი

დეა ყოლბაია
განათლება არ არის ინფორმაციის რაოდენობა

სიცოცხლე სასწაულია

არის რაღაც წინაელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც შემდეგ ქმნიან, რაღაც კვანტიონულ პლაზმას, შემდგომ იქმნება ეს ნუკლეო სინთეზის გზით ატომები, შემდეგ ეს ატომები ქმნის მოლეკულას, მოლეკულები ქმნიან უკვე ნივთიერებას, მატერიას.

აქედან საბოლო ჯამში იქმნება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შესდგება ორგანოებისაგან, შემდეგ ეს ქმნის საზოგადოებას, საზოგადოება სახელმწიფოებს და ყოველი შემდგომი საფეხური არის რთული.

არცერთი ატომი, მოლეკულა, ცოცხალი არ არის და ქმნის ცოცხალ უჯრედს, არცერთ ნეიროში ინტელექტი არ არის და ის ქმნის ინტელექტს, არცერთ მიკოქონდრიაში, ბირთვში, არ არის ცნობიერება და ის ქმნის ცნობიერებას.

ანუ ჩვენ ვღებულობთ მთელს, რომელიც შესდგება ნაწილებისაგან, მაგრამ არ არის მათი არითმეტიკული ჯამი.

დეა ყოლბაია
სიცოცხლე სასწაულია

როდის ხდება სარკე საშიში?

- როდის არის სარკე საშიში?
- როდესაც მე ვაიგივებ ჩემს თავს სხეულთან. როგორც კი მე გავაიგივებ ჩემს თავს სხეულთან, რომ მე ვარ სხეული, მაშინ როდესაც მე მაქვს სხეული. ესაა განსხვავება ქონასა და ყოლას შორის, ქონა ყოველთვის არის უბედურების მომტანი, ეს არუს ფლობა.

ბედნიერება ყოველთვის არის ყოლა. მე ჩემი თავი მყავს. მე არ ვარს სხეული, მე სხეული მაქვს. მე ხომ არ ვამბობ: მე ვარ ხელი ან თავი..

და ეგზისტენციალური საკითხი, ფლობა და ყოლა... მაგალითად გავიხსენოთ სიზმარი, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ გქონოდა სიზმარში გამოცდილება, რომ ხარ ბედნიერი, მაშინ როდესაც სიზმარში შენ არ გახსოვს რა გაქვს და რა არა. შენ არაფერი არა გაქვს, აბსოლიტურად არაფრის მქონე არა ხარ და გაქვს ბედნიერების შეგრძნებაა.

ე.ი იმის პრეცედენტი, რომ შენ შეიძლება იყო ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გქონდეს, ეს პრეცედენტი უკვე ქვეცნობიერში არის.

დეა ყოლბაია
როდის ხდება სარკე საშიში?