რას ეტყოდით, ვინც თქვენ მოგწამლათ?
თუ დავუშვებთ ცუდ ვერსიას, რომელზედაც თქვენ ასევე ფიქრობთ, რომ მოგწამლეს... რას ეტყოდით, იმ ადამიანებს ვინც ეს ჩაიდინა?
- ღმერთმა შეუნდოთ და არ დასაჯის ამისთვის, სიკეთე მისცეს.
მე ვერ დავიჩემებ ეხლა დიდ სათნოებას ან სულიერებას, მაგრამ ჩემს გულს ნამდვილად არ სურს შურისმაძიებლობა.
მე მინდა, რომ, თუ ეს უბედურება ვიღაცის ხელით იქნა ჩემს თავს მოწევნული, ღმერთმა მათ შეუნდოს.
წყენია კაცი კაცობას კარგავს, ანუ პატრიარქალურ საზოგადოებაში, აი მეომარ კაცს არაფერი არ სწყინს, ან მოგაჭრის თავს ან გაპატიებს იქვე.
-არ უღალატიათ თქვენთვის?
როგორ არა, რამდენიც გინდა
-არ გტკენიათ?
როგორ არ მტკენია... და როგორც ჩემს შვილს დავუწერე ჩემს ერთ-ერთ წერილში, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა: როცა ყველაზე ახლობელი ადამიანისგან ღალატს ნახავ, გიხაროდენ, იმიტომ, რომ ღმერთს უყვარხარ ესეიგი და თავისი განვლილი გზის მემილიონედს გაჩვენებს, მეც ისევე როგორც ყველა მაყურებელს ამ ჩვენი საუბრისა ჩემო ნოე, განუცდია ტკივილი ღალატისა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თვითონა ყოფილა მტკენელი, ან თვითონაც ყოფილა მოღალატე და ვინც ამას ვერ ხედავს, მაშინ ის ძმის თვალში ხედავს დირეს და თავის თვალში ვერ ხედავს ვერაფერს.
თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის?
ყველაზე დიდი ტკივილი რა არის თქვენი?
- ყველაზე დიდი ტკივილი ჩემს ცხოვრებაში? აფზახეთის და ცხინვალის დაკარგვა, რომელიც მოუშუშებელი ჭრილობაა ჩემს გულში და დღე არ გავა, რომ მე მის გამო გულში ცრემლები არ მდიოდეს, ლექსები არ დავწერო და არ ვილოცი
რაც მეტი შვილი გყავს ...
შვილები კიდე ცალკე კოსმოსია, იმიტომ რომ, თითეული მათგანი ცალკე სამყაროა.
ეს ეხლა მარტო მრავალშვილიანმა მშობლებმა ვიცით, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ, რაც მეტი შვილი გყავს, მით უფრო ადვილია მათი აღზრდა, იმიტომ, რომ ისინი ერთმანერთს ზრდიან და ეს ბედნიერება, ოჯახური სითბოს წარმოშობისა, ენით აღუწერელი რამე არის, რომელსაც ვერანაირი სიამოვნება ამ ქვეყანაზე ვერ შეედრება.
მტერი ერის სხეულისა
გარყვნილების პროპაგანდა, ნარკოტიკების პროპაგანდა, აზარტული თამაშების პროპაგანდა არის ძალადობა ერის სხეულზე და ყველა ვინც მას იწყნარებს და ყველა ვინც მასთან, ფოე-ფოე თანაცხოვრობს არის მტერი ერის სხეულისა.
ლევან ვასაძექართველობა სრულიად საკმარისია ბედნიერებისათვის
ჩვენმა პატრიარქმა გენიალურად თქვა, პატრიარქმა იცის ხოლმე, მთელს კოსმოსს ჩაატევს ხოლმე 2-3 სიტყვაში და ერთხელ თქვა ესეთი რაღაცა, ოთხ სიტყვაში ჩაატია კოსმოსი: ქართველობა სრულიად საკმარისია ბედნიერებისათვის.
თუ ამაზე უარს ვამბობ, ამას ვღალატობ, ამას ვებრიქები, მაშინ მე არავინ არა ვარ, ვარ უბრალოდ მე და ჩემი ხოში, ჩემი ამბიციები.
არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა ...
ჭრილობების ან ტკივილების მოწინააღმდეგისთვის დანახვება არ არის წესი, ლელო ბურთშიც მაგას მასწავლიდა ნათლიაჩემი - ბათუ კევლიშვილი და ესე გავიზარდეთ ჩვენ.
მაგრამ, როცა დილის 4 საათზე, ოთხზე დგახარ და შუბლის კუთხით, ლოგინის კუთხეს ეყუდები, იმიტომ, რომ გეჩვენება, რომ აი მაგ მომენტში, მაგ პოზაში, ცოტა უფრო ნაკლებად იტანჯები ტკივიკისგან, აი მანდ არის ეს სიახლოვე სიკვდილთან.
პრინციპში არაფერს არ ფიქრობ და მარტო უფლის სახელს იხსენებ, თუ ვთქვათ მორწმუნე ხარ, როგორც მე ვცდილობ ვიყო. და ეს სინათლე, ნუგეში, რაღაც საოცარი შვება, არის ყველაზე დიდი სიხარული.
პრინციპში უძლურის დღიურის წერაც მაგიტომ დავიწყე. მივხვდი, რომ ძალიან სასიხარულო ამბავი მაქ ყველასთვის, ვინც, ჯვარი წერია ყველას, მომავალში გახდება ცუდად ან ეხლა არის ცუდად, ღმერთმა ყველას უშველოს.
ეს ამბავი არის ასეთი: არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა, რომლის იქითაც არ იყოს იმედი.
და ეს დღიურიც მაგიტომ დავიწყე, რომ კი არ ჩავციკლულიყავი, აი ამ ჩემ დამანგრეველ, დამახეიბრებელ ორ დაავადებაზე, ორივე სასიკვდილო... არამედ რაღაცა ისეთი მეკეთებინა, რაც სხვებსაც გამოადგებოდა.