ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

ფორმალური განათლების მიზანი

ფორმალური განათლება უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ეს ერთი. და მეორე - ყველა დონის ფორმალურმა განათლებამ უნდა მასწავლოს, როგორ ვსწავლობ, როგორ ვისწავლო.

დავით გოგიჩაიშვილი
ფორმალური განათლების მიზანი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

აი როგორც გაგრძელდება თქვენი ცხოვრება, ეგ იქნება თქვენი არჩევანი.
რასაც თქვენ ვერ გააკეთებთ, ეგ იქნება თქვენი არგაკეთების სურვილი მხოლოდ, რაშიც თქვენი ტვინიც მოგეხმარებათ

ზურაბ მხეიძე
აი როგორც გაგრძელდება თქვენი ცხოვრება, ეგ
გია მურღულია - ციტატები

როდის იბადება გამზადებული პასუხები?

ერთობას ყოველთვის ქმნის ღირებულებათა საერთოობა და მათი გაცნობიერება. იმიტომ, რომ შენ თუ სხვადასხვა ღირებულება გაქ, შენ თუ მოვლენებს აპრიორი სხვადასხვაგვარი კუთხიდან აღიქვამ, უყურებ, მაშინ იბადება გამზადებული პასუხები.

მე სანამ კითხვას დამისვამენ თუ მანამდე ეს პასუხი ვიცი, წინასწარ განზრახვით თუ ვიცი და წინასწარი განწყობით თუ ვიცი, რომ თუ შენ ამბობ ეს ტყუილია და თუ მე ვამბობ ეს მართალია, მაშინ ასეთი საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ საზოგადოება ვერ შეიქმნება.

გია მურღულია
როდის იბადება გამზადებული პასუხები?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა

თუ კაცი კარგ რაღაცას აკეთებს საერთო კეთილდღეობისთვის და არა თავისთვის, ცა რაღაცა დღეებს უგრძელებს, მე კი ცისა მწამს, დღეებს უგრძელებს გამიგეთ, დღეებია დათვლილი. მე დღეს 33793-ე დღეში ვარ, 1931 წლის 8 მარტიდან და ამას ვანგარიშობ დიდი ხანია და ყოველ დღეს ვუფრთხილდები.

როცა ცა ხედავს და მე კი მჯერა იმისი, რომ ამ კაცს თუ რაღაცა აქვს სათქმელი, რომელიც მარტო ამან უნდა თქვას და სხვა ვერ იტყვის, მაშინ მივცეთ ცოტა ხანი დრო, ეს ერთადერთი მოწმეა რაღაცისა და თუ ეს არ დაამოწმა ვიღაცა დაზიანდება, მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა, რომ ეს დაამოწმოს.

შალვა ამონაშვილი
ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს

უახლესი

უახლესი

ეპიზოდები, ისტორიები

ეპიზოდები, ისტორიები

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ



Wisdom - ციტატები, სიბრძნე, პიროვნული განვითარება, მოტივაცია