წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა
მასწავლებლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მან დაანახოს მეორე ადამიანს, რომ რასაც წიგნში კითხულობს, არის მისი ნაწილი. თვითონ ადამიანია და ამ წიგნში მონაწილეც ადამიანია. არ უნდა გავასაკრალუროთ ლიტერატურა, არამედ, უნდა დავანახოთ მეორე ადამიანს, რომ წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა.
გიორგი კეკელიძე
მესაფლავეები - ციტატები
შენდობას ვთხოვ ყველა ჭირისუფალს ...
შენდობას ვთხოვდი ყველა ჭირისუფალს ვისაც მოვემსახურე მე, არასასიამოვნო მომენტია, მე თვითონ კარგად ვიცი. ჩემებს, ნათესავებს რომ კრძალავდნენ, რაღაცა მტრულად ვიყავი განწყობილი მათზე, იმ ადამიანებს ვინც მე მიყვარდა, იმათ რომ მიწას აყრიდნენ და ის ხმაც დღემდე ჩემს ყურში არის, ის მიწის მიყრის ხმა.
ვიცი, ყველა ჭირისუფლისთვის ესე არ არი, მაგრამ, მე ყველას შენდობას ვთხოვ, იმისთვის რა მუშაობაც მომიწია მათი ახლობლების დაკრძალვასთან დაკავშირებით.
ყველა მშობელი მართლა მშობელი კი არ არის, გამჩენია ბავშვისა, მაგრამ აღმზრდელი - არა. გაჩენა ადვილია, 9 თვე უნდა გაჩენას, მაგრამ 9 წელი არ ყოფნის გაზრდას
შალვა ამონაშვილიბედნიერება, ბედი და უბედურება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ძალიან მნიჭშვნელოვანია ამაში გავერკვეთ, იმიტომ, რომ როცა გავერკვევით, გვეცოდინება, საით ვიაროთ, და თუ ვერ გავერკვევით, ბედნიერებას დავუწყებთ ძიებას იქ, სადაც ის არ არის
შალვა ამონაშვილი