ზოგიერთ დიასახლისს ძალიან კარგად გამოსდის დიასახლისობა, როცა მისთვის თავად პროცესია სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი. ამიტომ მეწისქვილეც და მინისტრიც ყოველთვის შეიძლება იყოს ერთნაირად ბედნიერი.
ნანა ჩაჩუამარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი
კავეენში მაგალითად მახსოვს ნაკრებს, რომ არჩევდნენ უნივერსიტეტის ნაკრებს... მოკლედ ვთამაშობდით ესე, მე ვიყავი ეკონომიკის ფაკულტეტის გუნდი, გეოგრაფები, ფიზიკოსები და მერე მოვიდნენ ჩვენი ზედა თაობა და თქვეს, რომ მოდი შევარჩევთ ნაკრებისთვის ვინ იყოს. გამოგვიყვანეს ბევრი და აიყვანეს ყველა, ჩემზე თქვეს გამოგვადგება თუ არა არ ვიციო.
ეს ერთი მხრივ არის იმის წინაპირობა, რომ თქვა არ არის ეს ჩემი საქმე. რა ვქნა, ფაკულტეტის დონეზე კი გავერთე, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მეორეს მხრივ არის პირიქით, რომ ამ დროს ამოგდის რქები და მერე შემდეგ სეზონზე გავხდი უნივერსიტეტის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მერე სტუდენტური დღეები და საუკეთესო კაპიტანი და ა.შ.
ტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს. ანტონი დიდი ამბობდა - ისე შეიშლება მსოფლიო, შეშლილებს ჭკვიანებს დაუძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებსო.
მარინა კაჭარავა
პაატა პაპავა - ციტატები
განათლების დიდი ოთხეული - 4 C
განათლების დიდი ოთხეული არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონცეპტუალური ჩართო, თუ რა გვინდა განათლებისგან. ოთხი რამ არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ახერხებს განათლება თავისი როლის შესრულებას, ადამიანის ცხოვრებაში თუ საზოგადოებაში. ესენია:
1. შემეცნება და კრიტიკული აზროვნება.
2. კრეატიული აზროვნება - კრეატიული აზროვნების და კრეატიული იმპულსების ენერგიების გაძლიერება ადამიანში, და არა - ჩახშობა.
3. კომუნიკაცია, და ყველაფერი რაც მას ახლავს - ბგერებიდან დაწყებული, მთელი თეორია და პრაქტიკა კომუნიკაციის.
4. კოლაბორაცია, თანამშრომლობა.
ამ ოთხ რამეს როცა განათლება ახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის კარგ კალაპოტში ჩასმული.