არ გავაჩერებ ასეთ მასწავლებელს სკოლაში
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ასეთ მასწავლებელს სკოლაში არ გავაჩერებ, იმიტომ, რომ მე ბავშვების დამცველი ვარ, და არა - მასწავლებლისა. მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებს, ამცირებს, წყევლის, მშობლის ხელფასებს ეკითხება,.. ეს მასწავლებელი არ არის. მისთვის კარი უნდა იყოს ჩაკეტილი. ჯობია, სუსტად იცოდე შენი საგანი (თუმცა ესაც ცუდია), მაგრამ, ბავშვი გიყვარდეს. ამ სიყვარულში უფრო მეტს გაიგებს მასწავლებელი და ბავშვიც გაიზრდება.
შალვა ამონაშვილიარი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!
არ დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო - გახსოვს, მე შენ რა გაგიკეთეო - ეს აღარ არის გასიკეთე.
გაცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა.
რუსთაველის ანდერძია ეს
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა.
ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ყველაფერი
"მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" - თუ ამ მცნებით ვიქნები, მე მუდამ ვეძებ ცოდნას ყველაში და ყველაფერში!
შალვა ამონაშვილი