ციტატები, ვიდეო ამონარიდები

ციტატები, ვიდეო ამონარიდები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით, შესანიშნავი მასწავლებელი გამოვა თითოეული ჩვენგანისგან. თუ არადა, მასწავლებლობაც დაკარგულია - დავუყვირებთ, ვეჩხუბებით, ვაიძულებთ, მშობლებს დავიბარებთ, რომ ვუთხრათ, თუ რა ცუდი შვილები ჰყავთ და ა.შ - აი ეს გამოვა მოსწავლის მიმართ სიყვარულის გარეშე

შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით,
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის ცრემლები

როცა ლექსოს ვკითხე, - რა გაკეთებინებს ამდენს სიკეთეს, რა გამოტივირებს-მეთქი, ლექსომ მიპასუხა - ცრემლებიო, ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის ცრემლებიო.

დავით გოგიჩაიშვილი
ადამიანების თვალებში დანახული სიხარულის
გიორგი გვასალია - ციტატები

ბედნიერების კომპასი

ბიბლიაში სიშიშვლე სისუსტეს ნიშნავს და თუ გავიხსენებთ პირველად რა გააკეთა ადამიანმა, შეეცადა თავისი ხელით დაეფარა ეს სიშიშვლე, სისუსტე, იმ საშვალებებით, რასაც თვითონ მისწვდა, მაგრამ ვერ გაუჩერდა, სისუსტე ამით არ ამოივსო, სიშიშვლე ამით არ დაიფარა.

და იოანე ოქროპირი ამას მიგვითითებს, რომ ბიბლია სწორედ არის ის, რაც იმ სისუსტეს ამოგვავსებინებს და ნეტარ ავგუსტინეს გავიმეორებ თქვენთან ერთად: იმ მიმართულებით წაგვიყვანს, რა მიმართულებითაც უნდა
ადამიანი მარადისობისკენ მიდიოდეს, ოღონდაც ზუსტადაც ავგუსტინისეული აზრით, სწორედ გაშლილი აფრა, აი ბიბლია, აი ეს არის სწორედ ის სივრცე, ის ინსტრუქცია, რომელიც მე, აი ამ აფრებს სწორედ გამაშლევინებს, მივყავარ იმ წიაღისკენ, რომლისკენაც ისედაც მივდივარ, ადამიანი ვარ მე, მარადისობასთან წილნაყარი ვარ.

ერთერთი მამა საოცარ რამეს ამბობს ადამიანზე, რომ ის უკვდავებამისჯილია, უნდა თუ არ უნდა უკვდავია. კითხვა ისმის: ამ უკვდავებაში ბედნიერი ვარ თუ არა? აი ბიბლია მეუბნება; მე მაქვს ბედნიერების კომპასი

გიორგი გვასალია
ბედნიერების კომპასი
გიორგი გვასალია - ციტატები

ადამიანის არსებობის ყველაზე დიდი შინაარსი არის განღმრთობა, ადამიანი უნდა განიღმრთოს. მისი განღმრთობის აუცილებელი ასპარეზი არის მე-7 დღის მსახურება.

გიორგი გვასალია
ადამიანის არსებობის ყველაზე დიდი შინაარსი

უახლესი

უახლესი

ეპიზოდები, ისტორიები

ეპიზოდები, ისტორიები

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ

თემები თვითგანვითარებისა და წარმატების შესახებ



Wisdom - ციტატები, სიბრძნე, პიროვნული განვითარება, მოტივაცია