მტრობის გადალახვა იწყება "ჩემი ეგოს" გადალახვით, ჯერ მე უნდა ვთქვა უარი რაღაც ისეთზე, რაც მარტო ჩემია. ამაზე გადაბიჯება უნდა შევძლო. ასევე უნდა შეძლოს კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარემაც. ამ პირველი ნაბიჯებით ბოროტება შემცირდება და მეტი სივრცე გაჩნდება და პროცესი დაიძრება დადებითი ურთიერთობისკენ.
გიორგი გვასალიაქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს
ქსენოფონტეო ამდაბლებდა სოკრატეს, რადგან თავად ვერ მისწვდა მას, ვერ ჩასწვდა, ვერ გაიგო. ხოლო პლატონი ადიდებდა სოკრატეს, რადგან პლატონმა თავად მოიცვა სოკრატე.
და აი როცა პატრიარქს ასე მიმართეს და ასეთი რამე გამოიხატა მის მიმართ, ზუსტად ეს ფორმულა არის იქ, რომ ქსენოფონტე ვერ მიწვდა სოკრატეს. პლატონი კი ადიდებდა, იმიტომ, რადგან დიდი რომ დაინახო თავად დიდზე დიდი უნდა იყოო, და დიდზე დიდიბა დიდის დანახვაა
გიხაროდეთ
სიხარული ატარეთ ყოველთვის.
დარდი ძალებს წაგართმევთ, სიხარული ძალებს შეგმატებთ, რომელი ჯობია ცხოვრებისთვის?
ამიტომ, გიხაროდეთ:
რომ გაიღვიძეთ,
რომ ვიღაცა დაინახეთ,
რომ ჩიტის ხმა მოგესმათ,
თუნდაც რომ შვილმა, შვილიშვილმა გაგაბრაზათ,
ქმარმა რომ დაიგვიანა, ესაც გიხაროდეთ, ბოლოს ხომ დაბრუნდა სახლში.
გიხაროდეთ ყველაფერი!
ეცადეთ, სიხარული დაინახოთ იქაც, სადაც თითქოსდა არაფერია სასიხარულო, იმიტომ, რომ ყოველთვის, ყველგან რაღაცაა სასიხარულო
ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო
თუ ადამიანს არ აქვს პასუხისმგებლობა, თუ პერსონად არ არის ჩამოყალიბებული, ასეთი ადამიანი არის ცხვარი, რომელსაც წინ ვიღაცამ თოკი უნდა ჩააბას და ატაროს. ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო და სადაც გინდა იქ წაიყვანე.
ნანა ჩაჩუა