არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით!
გიყვარს?
თვალებით გიყვარდეს
სიტყვით გიყვარდეს
საქმით გიყვარდეს
კოცნით გიყვარდეს
ჩახუტებით გიყვარდეს
მიტევებით გიყვარდეს
დათმობით გიყვარდეს
ყველაფრით გიყვარდეს
ესენი საქმეებია სიყვარულისა
ეკლესია ვერ დამარცხდება
ეკლესიის თვისებაა, რომ იგი ვერ გაქრება, ვერ დამარცხდება. ეკლესია რომ აღარ იყოს, მაშინ სამყაროს არსებობას, ადამიანის არსებობას კითხვის ნიშანი ესმევა და მაშინ ღმერთის ყოვლადძლიერებას კითხვის ნიშანი ესმევა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.
ეკლესია შეიძლება იყოს დევნილი,
ეკლესია შეიძლება იყოს შეურაცხყოფილი,
ეკლესია შეიძლება იყოს მცირე,
ეკლესია შეიძლება იყოს კატაკომბაში,
მაგრამ, არასდროს - დამარცხებული.
სად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ბედი ყველგან არის, და ის არსადაც არ არის".
სადაც არ უნდა ეძებო ბედი, ვერ იპოვი, გარეთ ბედი არ არსებობს. ჩემშია ბედი, მე ვარ შიგნით ბედნიერი.
მე როგორ მიგიღებთ თქვენ, ამის მიხედვით, ან ბედნიერი ვიქნები, ან უბედური.
მნიშვნელობა არა აქვს გარეთ რა ხდება, მე შიგნით უნდა ვიგრძნო ბედნიერების განცდა
ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ბავშვი, ჭკუიდან გადაგიყვანს. ვისაც გყავთ 3-4-5 წლის ბავშვები, ჩაიწერეთ, რასაც ამბობენ, ეს თქვენ გაკვეთილებად გამოგადგებათ ყველას
შალვა ამონაშვილი