ჰუმანური საქართველოს მე-6 მცნება
ყველა დავეძებთ თავისუფლებას. ესაც ერთ-ერთი მცნებაა ჰუმანური საქართველოსი.
თავისუფლება ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, რომ "აკეთე, რაც გინდა", არამედ, უნდა შეგვეძლოს - ავირჩიოთ
ემტერებით ვინმეს?
არავის არ ვმტრობ. როგორც კი ვინმეს მიმართ მტრობის აზრს გავივლებ გონებაში, შინაგანად ვმცირდები, ვპატარავდები. ასეთი რამ რომ დავუშვა, ვეღარ ვიარტისტებ, გამიჭირდება ხალხის წინაშე გამოსვლა
კახი კავსაძეწიგნი რომ არ იკითხოს ბავშვმა ...
წიგნების კითხვა დაივიწყეს ბავშვებმა, იმიტომ, რომ სხვა, უფრო საინტერესო წყაროებია შემეცნებისა, ინტერნეტის ჩათვლით. მაგრამ, წიგნი რომ არ იკითხოს ბავშვმა, დაიკარგება ცხოვრებაში. ელექტრონულ წიგნს წაიკითხავს, თუ - ფიზიკურს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ბავშვმა აუცილებლად უნდა იკითხოს წიგნი.
შალვა ამონაშვილი
რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა ყოველთვის თან დაგყვება, როცა ყოველთვის თან სდევს შენს ფიქრებსა და საქმეებს.
არ შეიძლება რწმენა დროებით სადღაც შეინახო, მიატოვო და რწმენის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა.
სადაც გწამს, იქ ხარ გამარჯვებული. როგორც კი რწმენას გადადებ, იქ ღვთიური ძალა შენი დახმარებისკენ არ ილტვის