Wisdom
ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ეხლა არ გაგიკვირდეთ როგორც ეს დამთავრდება) საკუთარი თავის აღზრდაშია
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან! თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ! თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი! მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს! არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები
სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და ახალი სკოლა აიგოს ისეთი, სადაც ბავშვები სიხარულს იპოვიან
მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით შეამკეთ ბავშვი!
ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების არგუმენტების / კონტრარგუმენტების მოსასმენად, ან ოპონირებისთვის. უბრალოდ გჭირდება ვინმესთან საუბარი, საკუთარი აზრების გადასამოწმებლად, სწორად ფიქრობ თუ არა. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა
როცა შფოთავ რაღაცაზე, გჭირდება პარტნიორი სალაპარაკოდ. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ახლობელი, ფსიქოლოგი, თუნდაც სულ უცხო ადამიანი, რომელიც მოგისმენს
ტერმინებს, რომლებსაც იყენებ, შესაბამისი განწყობები გექმნება
ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს თქვენთვის კარგის მომტანი. თუ თქვენი გადაწყვეტილება თქვენთვის დამაზიანებელია, შეცვალე გადაწყვეტილება!
ცხოვრება იმდენად პატარაა, რომ მე არ მაქვს ცუდ ხასიათზე ყოფნის დრო
აი როგორც გაგრძელდება თქვენი ცხოვრება, ეგ იქნება თქვენი არჩევანი. რასაც თქვენ ვერ გააკეთებთ, ეგ იქნება თქვენი არგაკეთების სურვილი მხოლოდ, რაშიც თქვენი ტვინიც მოგეხმარებათ
თქვენი ცხოვრების ავტორი თქვენ ხართ და არავინ სხვა. ნამდვილად არავინ არ არის სხვა
თქვენი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის შედეგი არის ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის დროს დატოვეთ
როცა რაღაცას ვერ აკეთებ კონკრეტულ მომენტში, ძალიან თუ გადაყვები, გააფუჭებ იმ საქმეებს, რომლების გაკეთებაც მარტივად შეგიძლია
თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ე.ი. ძალიან არ მინდა! როცა ძალიან მინდა, მე ვიცი რისი გამკეთებელიც ვარ, გავაკეთებ!
სიტყვები დაკავშირებულია ემოციებთან. ხშირად ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს დაუფიქრებლად. ასეთ შემთხვევაშიც კი ეს სიტყვები იმ ემოციას აღძრავს, რასთანაც კავშირშია
თითოეული სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სხვასთან საუბრისას, ახდენს გავლენას მასზე, ხოლო თითოეული სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, ახდენს გავლენას ჩვენზე! თუ ჩვენ კარგ რამეს ვეუბნებით სხვას და ამით სიკეთეს ვუკეთებთ მას, ზუსტად იგივე კანონზომიერება მოქმედებს საკუთარ თავთან ფიქრებით საუბრის დროს. ფიქრებით, ჩვენ შეგვიძლია გავაუბედუროთ ან გავაბედნიეროთ ჩვენი თავი, ისე, რომ გარეთ არაფერი ცვლილება არ იყოს
თქვენი ფიქრების შინაარსები განსაზღვრავს თქვენ მდგომარეობას. მე თქვენ რაღაც კარგი რომ გითხრათ გაგიხარდებათ, ცუდი რომ გითხრათ - გეწყინებათ. იმიტომ, რომ მე რასაც გეტყვით, გაიაზრებთ, წარმოიდგენთ და აქედან მოდის ემოცია. აუცილებელია, რომ სხვამ გითხრათ? იგივე ხდება, როცა თქვენ ესაუბრებით საკუთარ თავს
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება, მთავარია შენ შიგნით რა ხდება
ემოციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ხოლო ემოციების საფუძველი არის შინაარსები. რა შინაარსსაც გაიფიქრებ, ის შინაარსი აღძრავს ემოციას. გამოდის, რომ კარგ ხასიათზე ვართ თუ ცუდ ხასიათზე, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ გარეთ რა ხდება, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თავში რა ხდება
შენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი, გამნათებელი და ოპერატორი უნდა იყო შენ. როცა შენ სცენარის ავტორობას უთმობ სხვას, თუნდაც მეუღლეს, მთავრობას,.. მაშინ დამოკიდებული ხდები სხვაზე, თუ რა სცენარს დაწერს, რომ მოერგო მის სცენარს. მაგრამ როცა შენი ცხოვრების სცენარის დამწერი შენ თვითონ ხარ, შენ თავისუფალი ხარ და წერ იმ სცენარს, რაც შენ გინდა
თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას, თავიდან ბოლომდე
ვისაც გინდათ, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და მიზნებს მიაღწიოთ, ნაცვლად იმისა, რომ სხვამ გმართოთ, ეცადეთ თქვენ მართოთ საკუთარი თავი და სხვაც
თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე შიგნიდან, ანუ თუ თქვენი შიდა რესურსი ნაკლებია, თქვენ დამოკიდებული იქნებით ამინდზე, უფროსზე, შეყვარებულზე, ქმარზე... სულ დამოკიდებული იქნებით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ ემოციაზე გავლენას ახდენს
დღის ბოლოს თუ დაფიქრდები - დღეს რით გახდი ჭკვიანი, ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ არაფრით არ გამხდარხარ ჭკვიანი და ტყუილად ისვრი დღეებს!