ეს კედლები არის მცნებები
დაცემული ძალა ცდილობს, მოარღვიოს ჩვენში ის კედლები, რომელიც იცავს ადამიანს სულიერი შემოტევებისგან. ეს კედლები არის ის მცნებები, რომლებიც მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამ მცნებათა აღრევა უნდა მოხდეს, ამ კედლების საფუძველშივე მორყევა უნდა მოხდეს, ჩამონგრევა რომ მარტივი და იოლი გახდეს - სიყვარული უნდა ეწოდოს ვნების ათასნაირ გამოხატულებას, თავისუფლება უნდა ეწოდოს ყოველგვარ აღვირახსნილობას.
გიორგი გვასალიამოქმედების მოტივაცია თუ არ დევს სიკეთეში
რაც არ უნდა მართალ ფაქტზე, მართალ მოვლენაზე აპელირებდეს ადამიანი, როდესაც მისი მოქმედების მოტივაცია არ დევს ღმერთში, არ დევს სიკეთეში, მისი ბრძოლა აუცილებლად წაგებულია. დროის საკითხია უბრალოდ.
გიორგი გვასალიასიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.
გიორგი გვასალიასიბნელეს არ შეუძლია მოიცვას სინათლე. მის თვისებებში არ არის. ბოროტის თვისებებში არ არის - აჯობოს სიკეთეს. მტრობის თვისებებში არ არის - აჯობოს სიყვარულს. შეიძლება შეავიწროვოს, შეიძლება დევნოს, მაგრამ, ვერ აჯობებს ვერასდროს, იმიტომ, რომ სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.
გიორგი გვასალიასინათლე შემოვიდა, სიბნელე უნდა განქარდეს!
იოანე მახარებელი როდესაც თავის სამახარებლო უწყებას წერს, შესავალშივე ამბობს, რომ "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია". გვესაუბრება სინათლის მზის აღმობრწყინვებაზე ამ სოფელში, - მაცხოვრის შობაზე, და თავიდანვე გვეუბნება, რა იქნება რეზიუმე ამ ამბისა. სინათლე შემოვიდა, სიბნელე უნდა განქარდეს. არა იმიტომ, რომ სინათლე მტრობას უწყობს სიბნელეს, არამედ სიბნელეს არ შეუძლია მოიცვას სინათლე. მის თვისებებში არ არის. ბოროტის თვისებებში არ არის - აჯობოს სიკეთეს. მტრობის თვისებებში არ არის - აჯობოს სიყვარულს. შეიძლება შეავიწროვოს, შეიძლება დევნოს, მაგრამ, ვერ აჯობებს ვერასდროს, იმიტომ, რომ სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.
გიორგი გვასალიაბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის
სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.
გიორგი გვასალიაპირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის
როდესაც კაენი მოკლავს აბელს, პირველი სისხლი იქ იღვრება. ეს არის პირველი ჯანყი, პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. განა იმიტომ, რომ სიკეთე დაუპირისპირდა ბოროტებას, არამედ იმიტომ, რომ ბოროტებამ ვერ აიტანა სიკეთე. სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება ყოველთვის ასე იქნება, ის არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.
გიორგი გვასალიაგვეშველება რამე?
ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას - გვეშველება რამე?
ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ და ეკლესიაში უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ურთიერთობა, ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი უღალატობა და აქედან გამოსულები ავაშენებთ იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოებაც მერე ააშენებს ქვეყანას.
მეტად უნდა იქადაგებოდეს საეკლესიო საიდუმლოებების მნიშვნელობა
დღეს, ისე როგორც არასდროს, ალბათ ამბიონიდან, ყველაზე მეტად უნდა ისმოდეს სწავლება - ლიტურგიის, ღვთისმსახურების შინაარსის შესახებ, თუ რა არის ლიტურგია, რა არის ევქარისტია, რა არის ზიარება, რა არის საეკლესიო საიდუმლოება, რაში მჭირდება ეს ყოველივე,.. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოებები ტრადიციამდე დაგვყავს და გაუშინაარსებლად ვაკეთებთ.
გიორგი გვასალიამინდა, თუ არ მინდა?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართლაღმსარებლობაზე, ეკლესიაში ადამიანის ცხოვრების აუცილებლობაზე, ვსაუბრობთ რაღაც ისეთზე, რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენთვის. ახლა ძალიან მარტივია არჩევანი, ან მიიღებ ამას, ან არ მიიღებ. მორჩა და გათავდა!
ძალიან პრაგმატულად რომ მივუდგეთ, რატომ არ უნდა მივიღო ის, რაც მე მჭირდება? დავდივართ ამის გააზრებამდე - მინდა, თუ არ მინდა?
ეკლესიას ღმერთი იცავს და ინახავს!
ეკლესია არ არის ადამიანის მოგონილი, შენახულიც არ არის ადამიანის, - სულიწმინდა ინახავს ეკლესიას.
წარმოგიდგენიათ? 2,000 წელია გასული და ისევ იმ მსახურებას აღვასრულებთ, რა მსახურებაც იესო ნაზარეველმა აღასრულა საიდუმლო სერობაზე. ხომ არ შეიძლება 20-21 საუკუნე რაღაც არ წყდებოდეს, თუ მას ღმერთი არ ინახავს. ადამიანს არ შეუძლია ამის შენახვა. ადამიანმა შეიძლება ისტორიის ფურცლებზე რაღაც დააფიქსიროს და მერე გაიხსენოს, მაგრამ შენახვით ვერ შეინახავს.
რა არის სიწმინდე?
სიწმინდე არ არის უდანაშაულობა, სიწმინდე არ არის უცოდველობა. სიწმინდე ეს არის ის, რასაც გაძლევს ღმერთი, ცოდვასთან ჭიდილის გამო, მასთან ყოფნის სურვილის გამო.
გიორგი გვასალიაეკლესია გვავალდებულებს მაგინებელთათვის ვილოცოთ
ეკლესია გვავალდებულებს ლოცვას პირადი მტრებისთვის. აუცილებლად უნდა ვილოცოთ, სხვანაირად, ეკლესიაში არაფერი გვესაქმება. მოძულეთათვის, მაგინებელთათვის, მაჭირვებელთათვის ლოცვაში უბრალოდ ფრაზები კი არ უნდა ვისროლოთ, არამედ ღმერთს უნდა ვთხოვოთ მათთვის სიკეთე და სიხარული. იმიტომ, რომ საბოლოო სიკეთე და სიხარული იკრიბება ქრისტეში და ერთობაში. ვიღაც თუ წარწყმდა, ვიღაც თუ დაზიანდა, ის ჩემი სიხარულის საბაბი ვერ გახდება ვერანაირად.
გიორგი გვასალიათუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, არათუ ცოტა დრო, საერთოდ დრო არ დაგრჩება სხვისთვის, იმხელა გასაწმენდს და გასასუფთავებელს იპოვი შენს თავში.
გიორგი გვასალიამაგინებლებს ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ
მაგინებლები და მაჭირვებლები უნდა დავლოცოთ და ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ. არ შეიძლება, მე ღმერთთან მქონდეს ურთიერთობა და ამავე დროს ვიღაცის შეცდომილობა და მძიმე მდგომარეობა არ მადარდებდეს.
გიორგი გვასალიაეკლესია თავის პრობლემებს შიგნიდან უნდა აგვარებდეს, და როდესაც შიგნიდან ვერ გვარდება დიდი ხნის განმავლობაში და უფრო მეტიც, უწესრიგობა იზრდება, ღმერთი დაუშვებს ხოლმე ეკლესიაზე შეჭირვებას მისი გაძლიერებისთვის და განწმენდისთვის.
გიორგი გვასალიაქამმა სიმართლე თქვა, მაგრამ, მაინც დაიწყევლა
ქამი მამაზე ამბობს, რომ ნოე შიშველია. ქამმა სიმართლე თქვა, - ნოე შიშველი იყო. ქამი დაიწყევლა. სიმართლისთვის რატომ დაიწყევლა? საქმე იმაში იყო, რომ ნოეს სიშიშვლე ქამის სადარდებელი კი არ იყო, ნოეს სიშიშვლე ქამისთვის იყო ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობა, - თქვა ის, რისი თქმაც უნდოდა. გამოხატა ის, რისი გამოხატვაც უნდოდა. ფაქტობრივ სიმართლეზე აპელირება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ შენ მართალი ხარ.
გიორგი გვასალიაშენ როდესაც გიხარია ეკლესიაში არსებული უწესრიგობა, სახის ნაკვთებს მალავ და დიდაქტიკური ტონით ეკლესიას ლანძღავ, და სინამდვილეში გიხარია, რომ მასალა გაქვს სალაპარაკო, აქ ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი მიხვდება, რომ უბრალოდ არ უდა გისმინოს.
გიორგი გვასალიაეკლესია არ უნდა დახასიათდეს უწესრიგობით
ვერ მანახებთ ეკლესიის ისტორიაში პერიოდს, სადაც ეკლესია მშვიდად და უპრობლემოდ არის. პრობლემები ყველა დროში ჰქონდა და დღესაც აქვს. იუდას პერიოდიდან მოყოლებული ახალი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობს ეპოქა, მსგავსი ვინმე რომ არ იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუდათი ვახასიათოთ ეკლესია. იუდასთან ერთად იოანეც იყო. არიოზთან ერთად ათანასეც იყო. უწესრიგობა, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის იყო, არ უნდა გახდეს ეკლესიის მახასიათებელი.
გიორგი გვასალიათუ დავაკვირდებით, ეკლესიის მიმართ ლანძღვა, შეურაცხყოფა უწინარეს ყოვლისა იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ეკლესიასთან. შორიდან დგანან და ზოგადი ფრაზებით აყრუებენ სამყაროს. ცოტა უხერხულია მარტივი მიზეზის გამო - მე არ მაქვს უფლება, ჭკუა ვასწავლო და ვილაპარაკო იმ კრებულზე, რომელსაც არ ვეკუთვნი.
გიორგი გვასალიაშინაგანი სიმშვიდეა ღმერთთან შეხვედრის სივრცე
ღმერთთან შეხვედრა ხდება სიმშვიდეში. შინაგანი სიმშვიდე - ეს არის ღმერთთან შეხვედრის სივრცე.
როდესაც შინაგანი სამყარო მოწყობილი არ გაქვს, როდესაც შინაგანი სამყარო ბობოქრობს, ვერ მშვიდდება, არის შურით ან სხვა რაღაც ვნებით აწიოკებული, იქ ღმერთის ხმას ვერ გაიგებ ვერასდროს. როდესაც იქ სიმშვიდეა, აი იმ ჩქამში გელაპარაკება ღმერთი.
ღმერთის დიდების დროს ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის, თუ როგორ შორსაა ღმერთისგან, ამავე დროს, ღმერთი მაინც როგორ ახლოა მასთან, და ვერ პოულობს სიტყვებს. ამ დროს ღმერთის დიდება ყველაზე მეტად დუმილით აღესრულება - როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს.
გიორგი გვასალია