როცა განათლების გარეშე მეტია გამბედაობა
როგორ შეიძლება, განათლებაზე ვთქვათ, რომ ცუდია?! არცერთი არგუმენტი არ შეიძლება მოვიყვანოთ, იმის დასამტკიცებლად, რომ განათლება ცუდია. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც განათლების "მსხვერპლი" (იმ ჩარჩოების მსხვერპლი, რასაც ასწავლიან) ხდება ადამიანი და შესაბამისად რაღაცებს ვერ ბედავს (ვერ თავხედდება), რასაც განათლების გარეშე გაბედავდა..
დავით გოგიჩაიშვილიგისურვებთ, გქონდეთ ისეთი საქმე, რაც მთელი გულით გეყვარებათ და სიხარულით გააკეთებთ, დრო რომ ისე გავა, რომ ვერც კი შეამჩნევთ.
დავით გოგიჩაიშვილიარ მინდა გისურვოთ მხოლოდ ის, რომ იშოვოთ კარგი სამსახური. მინდა გისურვოთ, რომ შექმნათ კარგი სამსახური და დაასაქმოთ სხვა, რათა თქვენი მიღწევები სასარგებლო იყოს სხვებისთვისაც.
დავით გოგიჩაიშვილიპოლარულობის თეორია
პოლარულობის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვიცით წარმატება, იმიტომ, რომ არსებობს წარუმატებლობა.
ჩვენ ვიცით გამარჯვება, იმიტომ, რომ არსებობს მარცხი.
ჩვენ ვიცით დღე, იმიტომ, რომ არსებობს ღამე. რომ არ არსებობდეს ღამე, ვერ დავაფასებდით დღის სინათლეს.
ჩვენი ტვინი ყოველთვის გვაფიქრებს ან წარსულზე, ან მომავალზე. ჩვენ ვერ ვფიქრობთ ხოლმე - ახლა, ამ მომენტზე.
დავით გოგიჩაიშვილიემპირიული კვლევებით არის დადასტურებული, რომ, თუ შენ გაქვს უნარი, თავი ბედნიერად იგრძნო ახლა, მაშინ შენი პოტენციური წარმატების ალბათობა 57%-ით იზრდება.
დავით გოგიჩაიშვილიწარმატება არის - გქონდეს ის, რაც გიყვარს, და ბედნიერება არის - გიყვარდეს ის, რაც გაქვს.
დავით გოგიჩაიშვილიწარმატებული ხარ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს გულით და დრო ისე გადის, რომ ვერც კი გრძნობ.
დავით გოგიჩაიშვილიწარმატებული ხარ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს გულით და დრო ისე გადის, რომ ვერც კი გრძნობ.
დავით გოგიჩაიშვილიშენ თუ სწორ პროფესიას აირჩევ და წარმატებული იქნები, მონდომებულ, მშრომელ, გაჭირვებულ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას შეუქმნი.
დავით გოგიჩაიშვილიშვილისთვის შესაძლებლობების არეალის შექმნა
- ერთი შტრიხი, რომ მისცე ნიკოლოზს, შენს შვილს, შენი ხასიათიდან, აზროვნებიდან ან ღირებულებებიდან, რა იქნებოდა ის ერთი?
- თავის შვილს შეუქმნას გარემო ისეთი, სადაც ის თავის შესაძლებლობებს იპოვის და არეალიზებს. მოკლედ ეს პირდაპირ, რომ ეს თვისება მაქვს და მინდა, რომ ნიკოლოზსაც ჰქონდეს, ესე არასწორი მგონია შეკითხვის ესეთი იდენტიფიკაცია. შეუქმნა არეალი შესაძლებლობებისთვის, ეს მგონია სწორი.
ვისი გჯერა? | სხვისთვის სარგებლის მოტანა
მჯერა ადამიანების, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათი დანიშნულება არის სხვისთვის რაღაცა ფორმის სარგებლის მოტანა
დავით გოგიჩაიშვილირას შეცვლიდი ბავშვობის ასაკში?
ვიკეტებოდი ტვალეტში და არ გამოვდიოდი, სანამ ველოსიპედს არ მიყიდდნენ, ჩემი ოჯახი არ იყო ფინანსურად ისე შეძლებული, რომ სულ ველოსიპედები ეყიდათ ჩემთვის და ერთ სეზონში 8 ველოსიპედი მიყიდეს.
ესეთ მომენტებში დავბრუნდებოდი და შევხედავდი ამას მამაჩემის თვალით, რომ ნეტავ რა უნდა ვქნა ასეთ დროს, როგორ უნდა მივუდგე.
როდის გვაქვს ყველაზე ცუდი პერიოდები?
რაც არ უნდა შეუძლებელი გვეჩვენოს თავიდან, როცა ვიცით რა გვინდა, ნახევარი ნაბიჯი გადადგმული გვაქვს უკვე
დავით გოგიჩაიშვილიმიზანი არ შეიძლება იყოს მწვერვალზე მოხვედრა. მიზანი შეიძლება იყოს მწვერვალამდე ასასვლელი გზის გავლა
დავით გოგიჩაიშვილიწამოდგომის და ბრძოლის გაგრძელების წამალი
ბასკის სტერეოტიპი ევროპაში არის: აი რომ არ შეეშვება სანამ არ მიაღწევს, არაფრის გაგონებაც კი არ უნდა
ანეკდოტი არის ბასკებზე ასეთი: როგორ უნდა განათავსო 100 ბასკი პატარა ჩიკვეჩენტოში. ერთადეერთი გზა არის, უთხრა, რომ ეს შეუძლებელია და ასივე თავისით...
ჩემ შემთხვევაში წინააღმდეგობა უფრო მამოტივირებს ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის ან უნდა იყოს ვიღაცისთვის უნივერსალური წამალი.
სხვის შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს წამალი არ გაჩერების, წამოსდგომის და ბრძოლის გაგრძელების. მიღწევამდე არ დანებების და ა.შ
ჩემი აზრით ეგეთი წამლები უნიკალურია ყველასთვის.
მარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი
კავეენში მაგალითად მახსოვს ნაკრებს, რომ არჩევდნენ უნივერსიტეტის ნაკრებს... მოკლედ ვთამაშობდით ესე, მე ვიყავი ეკონომიკის ფაკულტეტის გუნდი, გეოგრაფები, ფიზიკოსები და მერე მოვიდნენ ჩვენი ზედა თაობა და თქვეს, რომ მოდი შევარჩევთ ნაკრებისთვის ვინ იყოს. გამოგვიყვანეს ბევრი და აიყვანეს ყველა, ჩემზე თქვეს გამოგვადგება თუ არა არ ვიციო.
ეს ერთი მხრივ არის იმის წინაპირობა, რომ თქვა არ არის ეს ჩემი საქმე. რა ვქნა, ფაკულტეტის დონეზე კი გავერთე, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მეორეს მხრივ არის პირიქით, რომ ამ დროს ამოგდის რქები და მერე შემდეგ სეზონზე გავხდი უნივერსიტეტის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მერე სტუდენტური დღეები და საუკეთესო კაპიტანი და ა.შ.
პოლარულობის თეორია - მარცხის მნიშვნელობა
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მცირე მარცხი მაინც განიცადო ადამიანმა? რას გაჩვენებს ეს მარცხები?
პოლარულობის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვიცით გამარჯვება რა არის, იმიტომ რომ ვიცით მარცხი. მარცხი რომ არ ვიცოდეთ რა არის... მოკლედ დღე და ღამე, დღე არ გვეცოდინებოდა რა არის, რომ არ არსებობდეს ღამე, სულ დღე იქნებოდა. შესაბამისად ახალი არაფერია არ არის ამაში, თუ ვიტყვი, რომ, მარცხი წარმატების საპირისპირო მხარეს კი არ დგას, არამედ, ამის შემადგენელი ნაწილია, მარცხის შიში, რაც გვჩვევია, ეს ადამიანური შიშია და ბევრი რამის შიშია: იქ სოციალური შიში, რომ რას იტყვის ხალხი. იქ , რომ არ გამომივიდეს, ტყუილად ხომ არ დავკარგე ამდენი დრო.
მოკლედ ბევრი ტიპის შიში არსებობს, რასაც ფსიქოლოგიურად შეიძლება დავარქვათ მარცხის შიში. ნებისმიერი დოზით და ნებისმიერი ფორმით. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, ვიღაცეების მიღწევები და არ ვიცით იმის უკან რა იდგა, და არ არსებობს იმის უკან არ იდგას საშინელება, ე.წ საშინელება, გათენებული ღამეები, უარყოფა, დეპრესია. ხელის ჩაქნევა და მერე ისევ ... მოკლედ ბევრი ასეთი რამ.
ამიტომ ეს ორი განუყოფელი რამ არის ერთმანერთისგან.
ცუდი გამოცდილება - დიდი წარმატების საუკეთესო საწინდარი
ვინც კი რაღაცას მიაღწია, დიდმა ნაწილმა. ვინც კი რაღაცა ახალი შექმნა, ვინც კი რაღაცა პარადიგმა შეცვალა, თითქმოს ყველას რაღაც ისეთი აქვს გამოცდილი, რამაც ეს განაპირობა.
ეს შეიძლება იყოს, დალხენილ ცხოვრებაშიც კი, ცუდი გამოცდილება, რამაც რაღაცა გასწავლა.