გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის მისი საკონტაქტო ენა, რომ არ დაგვავიწყდეს ღმერთი, რომ მივმართოთ ღმერთს ლოცვით, და რომ დავუბრუნდეთ იმ წიაღს, რისთვისაც ვართ შექმნილები.
მარინა კაჭარავატყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს. ანტონი დიდი ამბობდა - ისე შეიშლება მსოფლიო, შეშლილებს ჭკვიანებს დაუძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებსო.
მარინა კაჭარავაღმერთისმოყვარეობა და მისი დიდება ალბათ არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.
მარინა კაჭარავაადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები
ადამიანი ღმერთთან ურთიერთობა არის რამდენიმე სახის: 1. როცა სამომავლოდ რაღაცას სთხოვს; 2. როცა მადლობას ეუბნება, როცა მადლიერია ღმერთის; 3. როცა ბოდიშს იხდის, შენდობას ითხოვს; 4. როცა თხოვნით არაფერს სთხოვს მომხმარებლურად, არამედ, მხოლოდ ადიდებს. და ალბათ ეს არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის კვინტესენცია.
მარინა კაჭარავასათაურის არჩევა და ფაქტების შეყრა
მეცნიერებაში არსებობს ორი გზა. ერთი არის, რომ სათაური ავირჩიო და იმის ქვეშ შევყარო ფაქტები, და მეორე - ფაქტებს დავაკვირდე და დავარქვა სათაური. ორივე შემთხვევას თავისი რისკები აქვს. როდესაც ვირჩევ სათაურს, ვეძებ მხოლოდ მის შესაბამის ფაქტებს. ხოლო როდესაც ფაქტებს ვაკვირდები, აქაც არ ვარ შეცდომისგან დაზღვეული. ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან ინდივიდუალურია, რა ინდიკატორებით ვაკეთებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი და სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან ავცდე რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეცნიერი მერქვას მე.
მარინა კაჭარავაჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ ჩვენ მასზე გვცოდნოდა. იმაზე მეტს ადამიანი ვერ შეიმეცნებს. მას არ აქვს ამის უნარი, თუ ღმერთმა არ გაუხსნა ეს კარი.
მარინა კაჭარავასურვილებს გაკონტროლება სჭირდება
ადამიანში არის როგორც გონება, ისე გული და ნება. ანუ ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ და გვაქვს სურვილები, რომლებსაც გაკონტროლება სჭირდება.
მარინა კაჭარავაადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია
მარტოობას ვერაფერი ვერ უშველის, თუ უფალთან არ არის ადამიანი და თუ ღმერთის განცდა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია.
მარინა კაჭარავავისი შედგენილია ჟამის წირვა - პირველი ღვთისმსახურება?
პირველი ღვთისმსახურება (ჟამის წირვა) უფლის ხორციელი ძმის - იაკობის მიერ არის შედგენილი. უკითხავთ ჩემთვის - როგორ შეიძლება ტრანსფორმაციას, ევოლუციას არ განიცდიდეს რაიმე, შეიძლება, რომ 20 საუკუნის წინ რაც იყო, ის იყოს დღესაც? - პასუხი მარტივია, ღირებულებები არ იცვლება დროსა და სივრცეში. უფლის ხორციელი ძმის მიერ დაწერილი ეს მსახურება, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, თითქოს ეს არის ის მოედანი, სივრცე, ფუნდამენტი და სახურავი, რომელიც უსაფრთხოების განცდას გვიჩენს ამ სამყაროში.
მარინა კაჭარავათავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა
თავისუფლება არის არჩევანთან და პასუხისმგებლობასთან ერთად. არ არსებობს თავისუფლება ამ ორი რამის გარეშე - უნარი, აირჩიოს, საით წავიდეს, და მეორე - პასუხი აგოს იმაზე, რაც აირჩია.
მარინა კაჭარავაუდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში რიტუალს, რაღაც რიტუალის შესრულებას, რომლითაც ის ცდილობს, არ დაავიწყდეს მთავარი. ანუ, რიტუალი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი.
მარინა კაჭარავაერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრებით - ადამიანი არის მლოცველი არსება. - ამაზე უკეთესად ადამიანს ალბათ ვერავინ დაახასიათებდა.
მარინა კაჭარავასადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს იკავებს მრავალგვარი ბრჭყვიალა სიმართლე, ის, რაც ერთი შეხედვით აღტყინებას იწვევს საზოგადოებაში, რაც შემდგომ უკვე მთავარი მიზანი ხდება.
მარინა კაჭარავასაკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების, ლტოლვების მონა ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ქცევის კონტროლის ელემენტარული ინსტრუმენტებიც კი, შეიძლება სხვას ეძახის მონას.
მარინა კაჭარავაუფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში
იმდენად დიდი წყალობაა თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი, უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში. სრულიად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ჰქონდეს ადამიანს?
მარინა კაჭარავარომ არ დაეცეს ადამიანი, შეიძლება თავი ანგელოზი ეგონოს (შეიძლება იფიქროს, არაფერი არ მეშლებაო). საერთოდ, შეცდომა ძალიან გაადამიანებს.
მარინა კაჭარავაროგორ აზიანებს ტყუილი ადამიანს?
ტყუილმა იცის დიდ მანტიაში გახვევა და კასკადირება. ტყუილი არ არის ერთჯერადი. გარკვეული როლები არსებობს, რომლებსაც აქვთ ქცევის რეპერტუარი. ამ როლში შესულ ადამიანს ბევრად უფრო უჭირს, ვიდრე სცენაზე მდგარს, იმიტომ, რომ სცენაზე მდგარი გავა კულისებში და გაიფერთხავს იმ როლს, რაც ითამაშა.
მარინა კაჭარავაუფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ სულ მთლად ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.
მარინა კაჭარავაროდესაც კონფლიქტია ოჯახში, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომ მოუსმენ. ამიტომ, სიმართლე ერთი პერსპექტივიდან ყურება არ არის, არამედ - ზემოდან დანახვა და ყველა პერსპექტივაში განხილვა.
მარინა კაჭარავაბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება
ბიბლია არ არის მკვდარი ტექსტი, ის არის ცოცხალი ტექსტი. ის დღესაც მუშაობს. ის ისტორიები, რაც მაშინ იყო, კაცობრიობის ისტორიაა. ეს კაცობრიობის დღევანდელობაც არის. რაც მაშინ ხდებოდა, თითქოს გაგრძელებაა დღეს. ბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ცოდნას და გააზრებას, იმიტომ, რომ გვასწავლის აზროვნებას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ლოგიკას, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება გაუგებარი იყოს ადამიანისთვის.
მარინა კაჭარავა