შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები

მოკლე
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველას ჭკუა არ ვასწავლოთ

ვიცხოვროთ, არა მასწავლებლის, არამედ - მოსწავლის ცხოვრებით.
არ ვიყოთ ყველასთვის დამრიგებელი.
შევთავაზოთ, ვურჩიოთ, როცა ჩვენგან რჩევა უნდათ. მაგრამ როცა არ უნდათ - გავჩუმდეთ.
გავერიდოთ იმ გარემოს, სადაც არ მიიღებენ ჩვენგან რჩევას, დარიგებას, იმიტომ, რომ ფუჭად დავკარგავთ ენერგიას

შალვა ამონაშვილი
ყველას ჭკუა არ ვასწავლოთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მოსწავლის გზა

რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვროთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ უკვე შევიმეცნეთ ცხოვრება.
ამრიგად, ყველაზე კარგი გზა ცხოვრებაში - მოსწავლის გზაა.
ყოველთვის მოსწავლე ვიყოთ და ვსწავლობდეთ.
რას ვსწავლობდეთ?
ყველაფერს, რაც არ ვიცით, რასაც ვერ ვაკეთებთ. რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. მივაღწიოთ. დავეუფლოთ.
თანაც, ამ სწავლაში ჩვენს ძალებსაც დავინახავთ, თურმე რამდენი შეგვძლებია. თურმე ღმერთსაც ცოტათი მივუახლოვდით. მისი ძალები გადმოგვეცა

შალვა ამონაშვილი
მოსწავლის გზა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არავისთვის არაფერი არ დაგენანოს.
რაც დაგენანება სხვისთვის, ის შენ უკან დაგწევს

შალვა ამონაშვილი
არავისთვის არაფერი არ დაგენანოს.
რაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!

არ დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო - გახსოვს, მე შენ რა გაგიკეთეო - ეს აღარ არის გასიკეთე.
გაცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა.
რუსთაველის ანდერძია ეს

შალვა ამონაშვილი
არი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაეცი და მიიღებ!

არსებობს სამყაროს კანონი:
ღებულობს ის, ვინც გასცემს.
ღებულობს იმდენს, და ცოტა მეტს, რამდენსაც გასცემს.
რად გვინდა ძალიან ბევრი?
იმდენი მოგვეცემა, რამდენიც ჩვენ ცხოვრებას გაალამაზებს.
გაეცი და მიიღებ!
გაეცი ღიმილი, დახმარება, სითბო, თავშესაფარი, თანაგრძნობა, სიყვარული გაეცი!
რაც გაქვს, ის გაეცი!

შალვა ამონაშვილი
გაეცი და მიიღებ!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ ღმერთის საჩუქარი გავხდეთ.
გაიხადეთ სული ღმერთის საჩუქრად!

შალვა ამონაშვილი
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩემო სიხარულო

ბებიებმა იციან ხოლმე - "ჩემო სიხარულო" - ბავშვებს ეფერებიან.
ასე მოეფერეთ "ჩემო სიხარულო" სხვასაც

შალვა ამონაშვილი
ჩემო სიხარულო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რომ ჩვენი ყოფა ჩვენმა ახლობლებმა ღვთის წყალობად მიიღონ - რა კარგია, რომ შენ ჩვენთან ხარო. რამდენი მადლი, სიკეთე და სიხარული მოგაქვსო

შალვა ამონაშვილი
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ

შალვა ამონაშვილი
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაიხსომე ეს! ჩაიდე გულში

დაიხსომე ეს!
ჩაიდე გულში, რომ
უნდა გახდე გამოჩენილი, დიდსულოვანი და კეთილშობილი

შალვა ამონაშვილი
დაიხსომე ეს! ჩაიდე გულში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული ადამიანი!
ნათქვამია “შენ ადამიანად დაიბადე, მაგრამ ადამიანი უნდა გახდეო"
გაადამიანურება მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ

შალვა ამონაშვილი
ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ

მივმართოთ ჩვენი აზრი, ჩვენი ძალები შემოქმედებისკენ.
მაგრამ, რა შევქმნათ?
პირველ რიგში იცით რა? - შევქმნათ საკუთარი თავი!
საკუთარი თავი უნდა ავაშენოთ, ვიდრე სახლს ავაშენებთ!

შალვა ამონაშვილი
მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი შემოქმედებისა.
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი, გავალამაზოთ ცხოვრება. ამ ნიჭს შემოქმედება ჰქვია და ეს არის უფლის ძალა ჩვენში

შალვა ამონაშვილი
მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაიმეორეთ გულში ეს: "მე ვღებულობ ბედნიერი ცხოვრების კანონს - ვიცხოვროთ სიყვარულში"
ასეც მოვიქცევი - ვიცხოვრებ სიყვარულში
დიახაც!
მთელი წელიწადი - 365 დღე და მერეც, ვიცხოვრებ სიყვარულში!
გამოვცდი ჩემ თავს სიყვარულში!

შალვა ამონაშვილი
გაიმეორეთ გულში ეს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მიყვარს, როცა ცხოვრებაში გზასაცდენილს სიყვარულით ვმკურნალობ.
სიყვარულით უმკურნალეთ ყველას, და თქვენც ასევე გიმკურნალებენ, თუ საჭირო იქნება

შალვა ამონაშვილი
მიყვარს, როცა ცხოვრებაში გზასაცდენილს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში...

უცხო იყოს ჩვენთვის:
სიძულვილი და ბოროტება,
შური და შურისძიება,
გაღიზიანება და განკითხვა,
ჭორაობა და ლაყბობა.
ეს არ არის ჩვენი საქმე.
ეს ყველაფერი სიყვარულს დაგვინგრევს.
თუ სიყვარული გაგვინელდება, ბედნიერებაც გაგვექცევა.
თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში, ბედნიერება არ მიგვატოვებს.
ანთებული სიყვარული ბედნიერებას ადნობს ჩვენ გულებში!

შალვა ამონაშვილი
თუ სიყვარულს ავანთებთ გულებში...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ეს არის სიყვარული!

უნდა მოვიკლოთ, რომ გაჭირვებულს შევეშველოთ.
აი ასეთია სიყვარული.
იტყვიან ხოლმე - ლუკმა პური გამოიღო და სხვას გაუწოდაო - ეს არის სიყვარული!

შალვა ამონაშვილი
ეს არის სიყვარული!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაეხმარეთ ერთმანეთს მარტოობაში.
ვინც მარტოობას გრძნობს თქვენ შორის, იპოვოს ასეთივე მარტოობაში მყოფი და მას შეუქმნას გარემო, რომ მარტო აღარ იყოს. მაშინ, თქვენც დაგავიწყდებათ თქვენი მარტოობა

შალვა ამონაშვილი
დაეხმარეთ ერთმანეთს მარტოობაში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაეხმარეთ ერთმანეთს შვილების აღზრდაში. ადამიანებს გვიჭირს შვილების აღზრდა. შევეშველოთ ერთმანეთს სიტყვით, საქმით, დაცვით...

შალვა ამონაშვილი
დაეხმარეთ ერთმანეთს შვილების აღზრდაში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გიხაროდეთ

სიხარული ატარეთ ყოველთვის.
დარდი ძალებს წაგართმევთ, სიხარული ძალებს შეგმატებთ, რომელი ჯობია ცხოვრებისთვის?
ამიტომ, გიხაროდეთ:
რომ გაიღვიძეთ,
რომ ვიღაცა დაინახეთ,
რომ ჩიტის ხმა მოგესმათ,
თუნდაც რომ შვილმა, შვილიშვილმა გაგაბრაზათ,
ქმარმა რომ დაიგვიანა, ესაც გიხაროდეთ, ბოლოს ხომ დაბრუნდა სახლში.
გიხაროდეთ ყველაფერი!
ეცადეთ, სიხარული დაინახოთ იქაც, სადაც თითქოსდა არაფერია სასიხარულო, იმიტომ, რომ ყოველთვის, ყველგან რაღაცაა სასიხარულო

შალვა ამონაშვილი
გიხაროდეთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაიღიმეთ 😊

სიყვარული საქმეთა გარეშე ფუჭია. ამიტომ, საქმით დავამტკიცოთ ჩვენი სიყვარული. უხვად გავცეთ ჩვენი სულიერი განძი - ღიმილი.
გაიღიმეთ 😊 გიხდებათ ღიმილი
ღმერთმა ჩვენი მშვენიერებისთვის გვაჩუქა ღიმილი ადამიანებს

შალვა ამონაშვილი
გაიღიმეთ 😊
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჯობია დავიწვათ სიყვარულში, ვიდრე ვიყინებოდეთ სიყვარულის გარეშე!

შალვა ამონაშვილი
ჯობია დავიწვათ სიყვარულში, ვიდრე ვიყინებოდეთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჯობია დავიწვათ სიყვარულში

არ გავანელოთ ჩვენ გულებში სიყვარული.
პირიქით, უნდა ავაგუგუნოთ!
ვიყოთ სიყვარულით სავსენი!
ვიყოთ სიყვარულში გულუხვნი და სულგრძელნი!
ჯობია დავიწვათ სიყვარულში, ვიდრე ვიყინებოდეთ სიყვარულის გარეშე!

შალვა ამონაშვილი
ჯობია დავიწვათ სიყვარულში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ასე შევმატოთ სიყვარულს სიმშვენიერე

მოვლა უნდა სიყვარულს, როგორც ქოთანში ყვავილს.
ვეფეროთ სიყვარულს.
შევმატოთ ჩვენ სიყვარულს სიმშვენიერე: სახის გამომეტყველებით,
ხმით,
ხელების მოძრაობით,
მოთმინებით,
დათმობით,
ალერსით,..
გავამშვენიეროთ ჩვენი სიყვარული

შალვა ამონაშვილი
ასე შევმატოთ სიყვარულს სიმშვენიერე
შალვა ამონაშვილის გამონათქვამები, ციტატები