ციტატები

მოკლე
ციტატები

უცხონი, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, გიყვარდეთ

გვიყვარდეს მშობლები ღვთიური სიყვარულით, და არასოდეს დავემდუროთ მშობლებს რაიმე მიზეზით.
გვიყვარდეს ოჯახი, ჩვენი საძირკველი, სადაც ჩვენი ცხოვრების ფესვები იზრდება.
ქმარი და ცოლი გვიყვარდეს, შვილები და ახლობლები, მეგობრები და მეზობლები.
არ დავემდუროთ მეზობელს არაფრის გამო.
თანამშრომლები გვიყვარდეს.
უცხონი გვიყვარდეს, რომლებიც ჯერ არ გვინახავს.
გვიყვარდეს გამვლელები, რომლებსაც პირველად ვხედავთ.
და როგორც ჩვენმა მოძღვარმა, ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, გვიყვარდეს ისინიც, რომლებსაც არ ვუყვარვართ, ვინც გვწყევლის, ისინიც გვიყვარდეს ჩვენ. იმათ არ ვუყვარვართ - ეს მათი ცოდვაა, ჩვენ არ დავიდოთ ცოდვა.
გვიყვარდეს ყველა, როგორც ღვთის შვილები

შალვა ამონაშვილი
უცხონი, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, გიყვარდეთ

სიყვარული სილგრძელია,
ქველმოქმედია,
ყოველივეს იტანს,
ყველაფერი სწამს,
ყველაფრის იმედი აქვს,
არ შურს,
არ ყოყოჩობს,
არ ამპარტავნობს,
არ სჩადის უწესობას,
არ ეძებს თავისას,
არ რისხდება,
არ განიზრახავს ბოროტს

შალვა ამონაშვილი
სიყვარული სილგრძელია, 
ქველმოქმედია,

გვიყვარდეს უპირობოდ

ცხოვრება ადამიანებითაა სავსე. ადამიანების გარეშე ჩვენი ცხოვრება ვერ შედგება. ამიტომ, გვიყვარდეს ადამიანები.
გვიყვარდეს ყველა. გვიყვარდეს მანამდე, ვიდრე ვინმეს შევხვდებით.
გვიყვარდეს უპირობოდ.
გვიყვარდეს იმიტომ, რომ ადამიანია. და თუ ჩვენიანია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდება. ჩვენი შვილი, მეუღლე, ახლობელი, ნათესავი,.. მაგრამ, ყველა გვიყვარდეს უპირობოდ, იმიტომ, რომ ყველა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ღვთის შვილია

შალვა ამონაშვილი
გვიყვარდეს უპირობოდ

შევიყვაროთ ცხოვრება

მთელი არსით შევიყვაროთ ცხოვრება.
ჩვენ ცხოვრებისთვის გავჩნდით. არ შეიძლება ცხოვრება მთელი სულითა და გულით არ გვიყვარდეს. უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის

შალვა ამონაშვილი
შევიყვაროთ ცხოვრება

სიყვარული ყველაფრის შემოქმედი ენერგიაა.
სიყვარული სიუხვის წყაროა

შალვა ამონაშვილი
სიყვარული ყველაფრის შემოქმედი

რწმენა ჭეშმარიტების განცდაა

შალვა ამონაშვილი
რწმენა ჭეშმარიტების განცდაა

თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე გვეუფლება. არ ვღიზიანდებით, არ ვწუწუნებთ, არც ვინმე გვძულს, არც არავისი არაფერი გვშურს. ეს არის რწმენა

შალვა ამონაშვილი
თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე

რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა ყოველთვის თან დაგყვება, როცა ყოველთვის თან სდევს შენს ფიქრებსა და საქმეებს.
არ შეიძლება რწმენა დროებით სადღაც შეინახო, მიატოვო და რწმენის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა.
სადაც გწამს, იქ ხარ გამარჯვებული. როგორც კი რწმენას გადადებ, იქ ღვთიური ძალა შენი დახმარებისკენ არ ილტვის

შალვა ამონაშვილი
რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა

რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. რწმენა უნდა საქმეებით დავადასტუროთ.
დავეხმაროთ, შევეშველოთ ადამიანებს.
თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, იმედიანი სიტყვა ვუთხრათ, სიყვარული და მოთმინება ვარგუნოთ, მომსახურება, სამართლიანობა, მონანიება, მიტევება - ეს ყველაფერი რწმენის საქმეებია

შალვა ამონაშვილი
რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. რწმენა უნდა

რწმენაში მტკიცედ უნდა ვიდგეთ.
ჩვენმა რწმენამ უნდა გაუძლოს ცხოვრების რყევებს, ცდუნებებს.
რწმენის უმაღლესი დონე ღმერთის რწმენაა

შალვა ამონაშვილი
რწმენაში მტკიცედ უნდა ვიდგეთ.
ჩვენმა რწმენამ

ღმერთისა და ნათლის რწმენას, მათკენ მისწრაფებას სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ჩვენი რწმენა ჩვენ ცხოვრებაში სასწაულებს შექმნის.
რწმენა გვეხმარება ძალთა მოკრებაში, მიზნების მიღწევაში, საკუთარ თავზე გამარჯვებაში

შალვა ამონაშვილი
ღმერთისა და ნათლის რწმენას, მათკენ

ჩვენს რწმენაში ბედნიერებაა ჩაქსოვილი.
რაც უფრო ღრმად გწამს, მით უფრო ბედნიერებას მიაღწევ, მით უფრო გამარჯვებული იქნები ცხოვრებაში.
რაც ნაკლებად გწამს, ბევრი ფეხწამოსაკრავი ქვა დაგხვდება წინ

შალვა ამონაშვილი
ჩვენს რწმენაში ბედნიერებაა ჩაქსოვილი.
რაც

გვწამდეს ჩვენი ახლობლებისა.
ქმრისა გვწამდეს, ცოლის, შვილების, მეგობრების. ვიზრუნოთ ყველა მათგანზე

შალვა ამონაშვილი
გვწამდეს ჩვენი ახლობლებისა.
ქმრისა გვწამდეს,

ვერწმუნოთ სიკეთის ძალას და ვემსახუროთ საერთო კეთილდღეობას

შალვა ამონაშვილი
ვერწმუნოთ სიკეთის ძალას და ვემსახუროთ საერთო

აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა.
ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ყველაფერი

შალვა ამონაშვილი
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული

გაისტუმრეთ ვალები 1 იანვრამდე

გაისტურეთ თქვენი ვალები, ვისთვისაც მადლობა გაქვთ სათქმელი ცოტა თუ დიდი, არ გადაიტანოთ პირველი იანვრისათვის.

დაურეკეთ დღეს, ღვთის მადლით დღეს ყველას გაქვთ მობილური ტელეფონები. დაურეკეთ, მიწერეთ, შეატყობინეთ, გული გაუხსენით, სიყვარული გამოუცხადეთ, რაც შეიძლება ადრე არ გიქნიათ, მაგრამ გინდოდათ ეს გეთქვათ და დრო არ მოგეცათ, შესაძლებლობა არ ყოფილა.

აი ეხლა გადადეთ ამისათვის დრო, იმიტომ, რომ ეს დრო ძალიან საკეთილდღეოა თქვენი ბედნიერებისათვის და დაიცალეთ ყველაფრისაგან. მადლობები გამოუცხადეთ ყველას, ვისთვისაც სამადლობელი რაღაც გქონდათ სათქმელი, თუნდაც პატარა გაგიკეთათ, არ დაივიწყოთ სიკეთე არავისი და ამავე დროს სთხოვეთ მოგიტევოთ თქვენ თუ რაღაცა ვინმეს მიმართ წაგცდათ.

ადამიანები ვართ, ყველაფერი მოგვივა. ადამიანები, რომ ვართ უნდა კიდევაც მივუტევოთ და კიდევაც მოგვიტევონ. თუ მოგიტევეს თქვენმა ახლობლებმა ხომ კარგი და თუ არ მოგიტევეს ეგაც არაფერი, თქვენს გულში უკვე გასუფთავდით. თუ მიუტევებთ კარგი, თუ არადა თქვენ დაგყვებათ ვალად და შეგაწუხებთ მომავალში.

ამრიგად რამდენი დღეა პირველ იანვრამდე? მაინც ასე თუ ისე ახალ წელს ვარქმევთ, ახლები გვინდა შევიდეთ იმ ახალ წელში, განახლებული სულით, გულით, ხალისით, შემართებით, მაგრამ ბორკილები არ დაიკიდოთ ფეხზე, ეს ბორკილები სწორედ ის, გაუსტუმრებელი ვალი, რაც რატომღაც შემოგვრჩა ბოლო დღეებამდე.

აი ამას გისურვებთ მე თქვენ, მიიღეთ ეს ჩემი სურვილი თუ შეიძლება, საერთოდ ეს ბედნიერების ლაბორატორია სწორედ იმისთვის არის, რომ ხალისიანები ვიყოთ მომავლის მიმართ.

აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა, ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას რაღაცა შენს მიმართ ანგარიში აქვს და ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩამოიშორეთ ეს ყველაფერი.

შალვა ამონაშვილი
გაისტუმრეთ ვალები 1 იანვრამდე

შეისწავლეთ საკუთარი სახელის მნიშვნელობა

მშვენიერი სახელები გაქვთ, შეისწავლეთ თქვენი სახელების მნიშვნელობა, შინაარსი და ეცადეთ, საკუთარი სახელი გაამართლოთ, რაც ამ სახელს შინაარსი აქვს. მაგალითად, ჩემი სახელი - შალვა - ებრაული წარმოშობისაა და ნიშნავს "გამარჯობას". აი, მე მინდა, რომ გამარჯვების ცხოვრებით ვიარო ყველგან და ყოველთვის. ასე რომ, სახელი უნდა გავამართლოთ ხოლმე.

შალვა ამონაშვილი
შეისწავლეთ საკუთარი სახელის მნიშვნელობა

თუ დარდი შემოგეყარა გულს...

თუ დარდი შემოგეყარა გულს, სხვას გადაუყარე დარდი, და ნახე როგორ გადაგეყრება შენც დარდი.
არ უნდა იფიქრო მარტო შენ თავზე.
"ასე ვარ, ისე ვარ, ძლივს დავდივარ, ფეხი ვერ გადამიდგია,..." გასაგებია, მაგრამ შენზე უარესად რომ სხვა არის?

შალვა ამონაშვილი
თუ დარდი შემოგეყარა გულს...

თუ გინდა გაჭირვება მოგცილდეს...

თუ გაჭირვებული ხარ და გინდა გაჭირვება მოგცილდეს, სხვას გაუწოდე შენი გაჭირვებული ხელი და იმას დაეხმარე.
ნახე რამდენი მოგივა!

შალვა ამონაშვილი
თუ გინდა გაჭირვება მოგცილდეს...

ბედნიერება რომ მოიპოვოთ, ამისთვის საჭიროა ბრძოლა, ნებისყოფა, ხვალინდელი დღის დანახვა და სიხარულით სვლა ამ გზაზე

შალვა ამონაშვილი
ბედნიერება რომ მოიპოვოთ, ამისთვის საჭიროა

გაჭირვებაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.
გაჭირვება ჩვენ საგანგებოდ გვეძლევა, რომ გამოსავალი მოვნახოთ.
როცა იპოვი გამოსავალს და გაარღვევ, მაშინ დაინახავ, როგორი ძლიერი ყოფილხარ, როგორი ნებისყოფა გქონია და იქვე იგრძნობ ბედნიერებას

შალვა ამონაშვილი
გაჭირვებაში არ არსებობს გამოუვალი

ადამიანი მაშინ კი არ ყალიბდება როგორც მებრძოლი, როცა ყველაფერი აქვს, არამედ მაშინ, როცა უჭირს

შალვა ამონაშვილი
ადამიანი მაშინ კი არ ყალიბდება როგორც

ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი სამყარო ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული. მან რომ ერთი დაიჩურჩულოს თავისთვის, ჩვენ ყველანი გავქრებით. არც სამყარო გვეცოდინება და არც არაფერი არ იქნება. ის იქნება, რაც მას სურს. მის ნებაზე ვართ დამოკიდებულნი.
გვჯერა, რომ მისი ნება სიკეთე და სიყვარულია, ამიტომ, ღმერთის რწმენის იმედით ვცხოვრობთ, ვქმნით და ვაშენებთ

შალვა ამონაშვილი
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი

აღმოსავლეთი ამბობს, ნებისყოფა ღმერთია ადამიანშიო. რა საკვირველია ღმერთი ერთია, მაგრამ თვითონ ნებისყოფა ღმერთის ძალაა

შალვა ამონაშვილი
აღმოსავლეთი ამბობს, ნებისყოფა ღმერთია