ბედი დროში და სივრცეში ყალიბდება. თუ დრო და სივრცე გავუშვით ხელიდან, ბედი ხელიდან გაგვეშვება
შალვა ამონაშვილიდედის გულს შეუძლია ოჯახის, თავისი შვილების მომავალი განჭვრიტოს. ბრძენი ქალი ბევრი რამის დამნახველია მომავალში, და დაინახავს რა მომავალს, უკვე ახლავე საძირკველს ჩაყრის, რომ ეს მომავალი შედგეს. ვითარებებს შექმნის, რომ მომავალი არ გაექცეს ხელიდან
შალვა ამონაშვილიოჯახში დედის სიბრძნე სიმშვიდეს ამკვიდრებს, იმიტომ, რომ სიმშვიდის დამკვიდრებას სიბრძნე უნდა. ისე სიმშვიდე არ მოდის. ისე მოდის - შეხლა-შემოხლა, გაუგებრობანი, უსიამოვნებანი და წყენა
შალვა ამონაშვილიფუფუნებაში ჩავარდნილი კაცის ბედი
როცა ჩვენ მივდივართ ჩვენი მომავლისკენ, აი ეს გზა და განცდები, რომლებიც ჩვენ გვეუფლება ამ ბრძოლაში, ეს არის ბედნიერება. ის კი არ არის ბედნიერება, ფუფუნებაში რომ არიან და აღარ იციან რა ქნან. ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცი ნარკოტიკებს მიეძალება, ღვინოს, ალკოჰოლს, გართობას, დროსტარებას მიეძალება და დაიღუპება. ესენიც მიზეზებია, რომლებსაც თავისი ბედი მოჰყვება.
შალვა ამონაშვილი
მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი.
არ არსებობს მიზეზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.
რაც უფრო დიდია მიზეზი, შედეგიც მეტია. რაც უფრო სუსტია მიზეზი, შედეგიც ანალოგიურია.
ბოროტები ადრე მიდიან ამ ცხოვრებიდან
აბა ვინმემ ამის სტატისტიკა ჩაატაროს - ბოროტები ადრე მიდიან ამ ცხოვრებიდან.
რატომ? - მიჰყავთ ადრე!
კეთილი ცოტა უფრო მეტხანს ცხოვრობს.
კეთილი იყავი, მოყვარული იყავი, შენი კი არ ეძებო, სხვის სასიკეთოდ იღვაწე და შენ იმდენი მოგეცემა, რამდენიც გჭირდება
შალვა ამონაშვილიაკეთე კეთილი საქმე და დაცვა ყოველთვის გეყოლება. ერთი ანგელოზი კი არა, შეიძლება 12 მოგიჩინონ, რომ რაც შეიძლება მეტად იყო დაცული, რათა ეს საქმე გაკეთდეს, იმიტომ, რომ ამ საქმეს საზოგადოება მიჰყავს წინ
შალვა ამონაშვილიშიში იწვევს ავადმყოფობას
შიშები გაქვთ? ე.ი. თქვენი ფიზიოლოგია იცვლება. შეცვლილი ფიზიოლოგია კიდევ აჩენს ავადმყოფობას, რაღაცას ბადებს. სადღაც დაგასუსტებთ და იმ ადგილას ავადმყოფობა გამოჩნდება. რამ გამოიწვია ეს? იტყვიან - "ვირუსი გადამედო იმისგანო". კი არ გადაგედო, აი აქ ჩაიკეტებოდა ვირუსი და აქ მოკვდებოდა, თუ შენ სულით ძლიერი დაუხვდებოდი. არ დაუხვდი და შემოიჭრა შენში. ჩვენი სული არის ჩვენი დაცვის პირველი გარანტია.
შალვა ამონაშვილი
შიში უნდა დაკარგოთ ყველაფრისა, სიკვდილის შიში პირველ რიგში.
რაც გარდაუვალია და ვერსად გაექცევი, რატომ უნდა გეშინოდეს იმისი?
არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ...
არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ ყველაფერს ვუყურებ, როგორც გაკვეთილს. რატომ უნდა ვიშფოთო კაცო?
რა მაქვს საშფოთველი, როცა ცხოვრებაში ვარ და გამოცდილებას ვიძენ. ან კარგ გამოცდილებას შევიძენ, ან ცუდს. ერთიც გამომადგება და მეორეც, თუ გონივრულად მოვიქცევი
სულ ყოველთვის მინდა, რომ...
ოღონდაც ვიღაცას გამოვადგე და შემიძლია მთელი საათები ვირბინო, სხვისთვის ვიმუშაო, არ დავიღლები, არც ვიწუწუნებ... სულ ყოველთვის მინდა, რომ მტლად ვედებოდე ვიღაცას
შალვა ამონაშვილილამაზი იეროგლიფები წერეთ, თქვენზე ათასჯერ ლამაზი, რომ მერე იმისთანა გახდებით, როგორსაც დაწერთ
შალვა ამონაშვილი
ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია, სხეულიც სადღაც ჩაეფლობა, ჩაესვენება, მაგრამ სული ვერსად ვერ ჩაესვენება, ის უკვდავია.
რატომ იყოს უკვდავი და თანაც სადღაც ჩაძირული?
არ ჯობია, ავამაღლო? მით უმეტეს, ნათქვამია - მთელი მიწიერი ცხოვრება უკვდავებისთვის მომზადებააო
სიდედრი გიყვარს?
სიდედრი გვიყვარდეს.
გიყვარს სიდედრი? უნდა გიყვარდეს, ანეკდოტებიც კი არ უნდა ვთქვათ სიდედრზე, იმიტომ, რომ დედაა ჩვენი.
დედამთილი გიყვარს? - გიყვარს. როგორც დედა უნდა გიყვარდეს. მაშინ ქმართანაც მეტი თანხმობა გექნება. ეს არის იეროგლიფების წერა, ეს არის ალმასის ბრილიანტად გახდომა.
აი ის უხიაკი მეზობელი რომ გყავს, მეც ესეთი უხიაკი გავუხდე? იმან თუ ცუდი მიკეთა, ცუდი გავუკეთო? აკეთოს იმან თავისი ცუდი თუ ასე უნდა, მარა მე ამითი არ ვუპასუხებ, იმიტომ რომ მაღლა მინდა ავიდე.
რა არის ეგოიზმი?
ეგოიზმი რა არის? - ის, რომ შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე ჩემ თავს შენზე მაღლა ვაყენებ და შენგან მინდა ამოვწურო ყველაფერი.
შალვა ამონაშვილიამ საქციელებით სული იკარგება
ბევრი კარგავს სულს, ჩხუბში, უგონო ქცევებში, ბილწსიტყვაობაში, ცუდ საქმეებში, უსაქმურობაში,..
ნაცვლად იმისა, რომ გაამდიდროს სული, იმასაც კარგავს, რაც მოიტანა თან
სულელ ადამიანთან დიდხანს არ უნდა იყო, თორემ თავისკენ გადაგიბირებს.
იყავი უფრო ჭკვიანებთან ახლოს, მათთან ისაუბრე, მათგან ისწავლე და რაც გაკლდა იმასაც შეივსებ
მე ჩემ თავს გაჩუქებთ, რომელშიც თითოეული თქვენგანის სიყვარული ჩავდე.
ვიდრე არ მენახეთ, მიყვარდით, რომ გნახეთ, ორჯერ მეტად შემიყვარდით, თუ დავილაპარაკებთ, სამჯერ მეტად შემიყვარდებით
არასოდეს არავინ არ მძულს, მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება
თითოეულ თქვენგანს გაქვთ ისეთი საჩუქარი, რომელიც იმდენად დიდია, რომ ვერ დაფასდება, ვერც აიწონება.
ეს არის - თქვენი საკუთარი თავი