ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

"ვისზე ნაკლები" ქართული მაგალითები

ვისზე ნაკლები პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო დავით სარაჯიშვილი მაგალითად? ჩვენ დღეს, რომ ვამაყობთ ქართული კონიაკის წარმოებით, დავით სარაჯიშვილის შემთხვევა არის, რომ, მეცნიერულ დონეზე, კლასიკური, ევროპული განათლებით, მან გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა თბილისში, რამაც შემდეგ საფუძველი დაუდი, რომ ასეთივე კონიაკის მწარმოებელი ქარხანები გახსნილიყო ყიზლახში, ერევანში, ბაქოში და ასე შემდეგ. ცნობილი ფაქტია ჩერჩილს რომ გაუკვირდა, როცა ქართული კონიაკი გასინჯა, ალბათ საქართველოში ფრანგები აწარმოებენო კონიაკსო, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ თუ ქართველი მუშახელით შეიძლებოდა ესეთი ხარისხიანი კონიაჯის წარმოება.

ასევე, ვისზე ნაკლები, პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო მიტროფანე ლაღიძე? ლაღიძის წყლები ვიცით ჩვენ, ყველანი ვამაყობთ. 14 წლისან რომ დაიწყო ქუთაისში ივანოვსკის აფთიაქში მუშაობა და შემდეგ ლიმონათის საწარმოში, შემდეგ პირველი ლიმონათის ქარხანა გახსნა საქართველოში და იმდენად პოპულარული გახდა იმ დროს, რომ ირანელი ვაჭრები და ირანელი სტუმრები, ამ ლაღიძის წყალს თავიანთ დიდებულებს და წარჩინებულებს ფეშქაშად უგზავნიდნენ ხოლმე. ასევე კიევში, ლენინგრადში და ლონდონში ძალიან ხშირად იწვევდნენ მიტროფანე ლაღიძეს კვების მრეწველობის და ა.შ კონსულტანტად.

ვისზე ნაკლები, პარადიგმის შემცვლელი მენეჯერი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია გამორჩეული ეკონომიკური აზროვნება? და მეორე, ფოთის პორტის, ფოთის ნავსადგურის აღდგენა, მშენებლობა. თბილისი-ფოთის რკინიგზა. ანუ ეს ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც ეხლა გვაქვს დაკავშირებულია ნიკო ნიკოლაძის სახელთან, რომელიც მაშინ, იმ დროში ცვლიდა პარადიგმას.

ჩვენ როცა ბიზნეს სკოლებში ამ ქეისებს განვიხილავთ, რატომ არ ვასწავლით ქართულ მაგალითებს?

დავით გოგიჩაიშვილი
"ვისზე ნაკლები" ქართული მაგალითები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაისტუმრეთ ვალები 1 იანვრამდე

გაისტურეთ თქვენი ვალები, ვისთვისაც მადლობა გაქვთ სათქმელი ცოტა თუ დიდი, არ გადაიტანოთ პირველი იანვრისათვის.

დაურეკეთ დღეს, ღვთის მადლით დღეს ყველას გაქვთ მობილური ტელეფონები. დაურეკეთ, მიწერეთ, შეატყობინეთ, გული გაუხსენით, სიყვარული გამოუცხადეთ, რაც შეიძლება ადრე არ გიქნიათ, მაგრამ გინდოდათ ეს გეთქვათ და დრო არ მოგეცათ, შესაძლებლობა არ ყოფილა.

აი ეხლა გადადეთ ამისათვის დრო, იმიტომ, რომ ეს დრო ძალიან საკეთილდღეოა თქვენი ბედნიერებისათვის და დაიცალეთ ყველაფრისაგან. მადლობები გამოუცხადეთ ყველას, ვისთვისაც სამადლობელი რაღაც გქონდათ სათქმელი, თუნდაც პატარა გაგიკეთათ, არ დაივიწყოთ სიკეთე არავისი და ამავე დროს სთხოვეთ მოგიტევოთ თქვენ თუ რაღაცა ვინმეს მიმართ წაგცდათ.

ადამიანები ვართ, ყველაფერი მოგვივა. ადამიანები, რომ ვართ უნდა კიდევაც მივუტევოთ და კიდევაც მოგვიტევონ. თუ მოგიტევეს თქვენმა ახლობლებმა ხომ კარგი და თუ არ მოგიტევეს ეგაც არაფერი, თქვენს გულში უკვე გასუფთავდით. თუ მიუტევებთ კარგი, თუ არადა თქვენ დაგყვებათ ვალად და შეგაწუხებთ მომავალში.

ამრიგად რამდენი დღეა პირველ იანვრამდე? მაინც ასე თუ ისე ახალ წელს ვარქმევთ, ახლები გვინდა შევიდეთ იმ ახალ წელში, განახლებული სულით, გულით, ხალისით, შემართებით, მაგრამ ბორკილები არ დაიკიდოთ ფეხზე, ეს ბორკილები სწორედ ის, გაუსტუმრებელი ვალი, რაც რატომღაც შემოგვრჩა ბოლო დღეებამდე.

აი ამას გისურვებთ მე თქვენ, მიიღეთ ეს ჩემი სურვილი თუ შეიძლება, საერთოდ ეს ბედნიერების ლაბორატორია სწორედ იმისთვის არის, რომ ხალისიანები ვიყოთ მომავლის მიმართ.

აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა, ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას რაღაცა შენს მიმართ ანგარიში აქვს და ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩამოიშორეთ ეს ყველაფერი.

შალვა ამონაშვილი
გაისტუმრეთ ვალები 1 იანვრამდე
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

როლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ აუკრძალავთ!

ძალიან საინტერესო რამ გახლავთ როლის ფსიქოლოგია, ხანდახან ჩვენ, როდესაც გვგონია რომ უკვე გავიცანით და შემოვსაზღვრეთ ეს ჩვენი თავი სწორედ ამ დასწავლით, დასწავლა პირველად ხდება ჩვენს ყველაზე ვიწრო სოციუმში - ოჯახში და ეს ფასეულობები შემოდის ჩვენში რაც ოჯახშია გამეფებული, შემდეგ უკვე უფრო ვაფართოვებთ ამას და ვსწავლობთ, ეზოში რომ ჩავედით და ბავშვებთან ვითამაშეთ, იქ კიდევ რაღაც წესები ვისწავლეთ. შემდეგ მივედით ყველაზე უფრო ორგანიზებულ ორგანიზაციაში, რომელიც სისტემა არის უკვე - სკოლაში, ეხლა უკვე იქ ვისწავლეთ კიდევ რაღაც. შემდეგ უკვე გავეცანით მთლიანად ჩვენს კულტურას, იმიტომ რომ ღირებულებითი აზროვნება, იგივე აბსტრაქტული აზროვნება, როდესაც სწორედაც ეს მორალური კანონები ჩვენში იწყებს ამუშავებას, 11 წლიდან იწყება, მანამდე რამდენი პატრიოტული ლექსიც არ უნდა დავასწავლოთ ბავშვს, ის ვერ გაიაზრებს რას ნიშნავს პატრიოტიზმი ან რას ნიშნავს პატიოსნება, თავისუფლება. მას შეუძლია ეს სიტყვები გაიმეოროს ზეპირი ცოდნით, მაგრამ აბსტრაქტული აზროვნება ჩნდება 11 წლიდან ზევით და ეს პროცესი შეიძლება არ დასრულდეს არასდროს, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, სწრაფად სრულდება, რადგან ის ადამიანები ვისაც კითხვის დასმას ხშირად უკრძალავენ, წყვეტენ ამ კითხვებს მალე, და თუ არ დავსვით კითხვა, ვერ ვიპოვით პასუხებს, იმიტომ რომ, თუკი ჩვენ მოგვეჩვენა რომ ყველაფერზე უკვე საკმარისი პასუხი გვაქვს, იქ დამთავრებულა ჩვენი განვითარება, თვალსაწიერი და აი იქ შემოგვისაზღვრავს უკვე ჩვენი მსოფხედვა, რაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, იმიტომ რომ ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ის ბავშვური გულუბრყვილო კითხვა, რომ ეს რა არის, რატო? ის გაოცება, იმიტომ რომ ბავშვისთვის ამ სამყაროში ყველაფერი ისევე დამაჯერებელია და გამაოცებელია თანაბრად, რომ როგორც ნებისმიერი, რეალურია ეს თუ ირეალური, ერთნაირად დამაჯერებელი და გასაკვირია ბავშვისთვის, რადგან ის ა

ნათია ფანჯიკიძე
როლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა

მეორე კლასია, შევდივარ გაკვეთილზე და ბავშვებს ვურიგებ მათემატიკის საკონტროლო რვეულებს, (ეს იყო 60 იანი წლების დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, ვეძიებდი) დავურიგე ბავშვებს ეს რვეულები.

ერთი პატარა გოგო იყო ლელა, ფანჯარასთან იჯდა. ეხლაც მახსოვს წარმოდგენით: ფუნთუშა , თეთრი თმებით, თეთრი ქათქათა გოგო. ატირდა ეს ლელა, ტირის: არ მიყვარს მათემატიკაო, მე კიდევ ბავშვის ტირილს ვერ ვიტან, მე მინდა ვიტირო მის მაგივრად.

მივედი, ვეალერსები: - ლელა, შენი ჭრიმე, რა მოხდა, რატო არ გიყვარს მათემატიკა? - სულ წითელი, წითელი, წითელი... ესეიგი რვეულში, რომ წითელი ხაზები გვქონდა გასმული, ნიშნად შეცდომებისა. შეცდომა, შეცდომა, შეცდომა... დახედა ბავშვმა ამ შეცდომებს და გადაირია, სულ შეცდომებში ყოფილა და ატირდა. ეხლა ლელა როგორ დავამშვიდე ეგ ერთი ამბავია, მაგრამ ჩემში რა მოხდა? სწორედ იმ დღიდან, გავაქრე წითელი მელნის ხმარება ბავშვის რვეულებში, ეს გავაქრე არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელს პირველ ექსპერტულ სკოლაში, ამოვიღე ხმარებიდან წითელი მელანი. რა ვიხმაროთ? - მწვანე. რა გავაკეთო მწვანე მელნით? -შეცდომები კი არ ეძებო ბავშვისა, ეძებე წარმატება! აი თუ ასო დაწერე ლამაზად გახაზე, სიტყვა გამოუვიდა სწორი - გახაზე. ეძებე წარმატება, ხომ აქვს? არ შეიძლება ყველაზე ჩამორჩენილსაც კი ერთი რაღაცა არა ქონდეს. აი ამ მწვანეებით უთხარი - რა კარგი ხარ, მომწონხარ, მომწონხარ, მომწონხარ.

რა ვუქნათ წითელ მელანს? - დაიდე შენს გვერდით და თუ ბავშვს შეცდომები აქვს ამოწერე შენთვის რვეულში, ეს შენი შეცდომებია. ცუდად აუხსენი, კარგად ვერ უთხარი, ვერ გააგებინე, არ მოაწონე და შეცდა ბავშვი, ვერ დაიხსომა და ვერ ისწავლა. მაშ გაასწორე ეს!
ეს იყო და ეს როცა ბავშვების ცხოვრებაში შევიდა სიხარული. იმიტომ რომ ასწრებს, ყველა ხედავს რომ ასწრებს. ჰუმანურ პედაგოგიკას პრინციპი აქვს, ბავშვი უნდა ატარო სიხარულიდან სიხარულამდე, წარმატებიდან წარმატებამდე. აი ეს მითხრა ლელამ, პატარა გოგონამ. პედაგოგიკაში მოახდინა გადატრიალება. ეხლა დიდია და ალბათ იცის ეს ამბავი, იმიტომ, რომ ხშირად ვწერ და წაკითხული ექნება, დიდი ხანია არ მინახავს. მაგრამ გადატრიალება მოხდა, ეს უკვე ჩემი მეთოდი კი აღარ არის, მსოფლიოში დასეირნობს ეს მეთოდი.

შალვა ამონაშვილი
მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

ტვინის #14 ხაფანგი

ტვინის ნომერ 14 ხაფანგში ხომ არ ვართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ბევრი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდა და შესაბამისი საგადასახადო ადმინისტრირების სტრუქტურის შექმნა.

როდესაც ამაზე ვმსჯელობთ, ვამბობთ, აი ვიღაც უცხოელმა, რომ გაიარა Best Practice, მოდი გადმოვიღოთ ერთი-ერთში კლასიკური გერმანული მოდელი, ან რაღაცა კლასიკური ფრანგული მოდელი, ან ესტონური მოდელი.

უკაცრავად მაგრამ, მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმშანებლის ეკონომიკური რეფორმებიც ხომ არ განგვეხილა ამ მაგალითებთან ერთად, პირველ რიგში მონეტარული პოლიტიკა, ორ ენაზე წარწერები, დავითის ახალ მონეტებზე, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქართული ფული საერთაშორისო ვალუტა გახდა და მეორე, დიფერენცირებული გადასახადები ვაჭრობისთვის და ხელოსნობისთვის არაქართველ ადამიანებს. თუ 5 დინარი იყო ქართველების გადასახადი წელიწადში, ებრაელებისთვის ეს იყო 4, მუსულმანებისთვის, არაბებისთვის და სხვა ჩვენი მუსულმანი მეგობრებისთვის 3, სომხებისთვის... და ა.შ. და ამას უნდა დავამატოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, შენდებოდა ქვით მოკირწყლული გზები, ხიდები და ე.წ. ფუნდუკები, ქარვასლები, სადაც უცხოელ ვაჭრებს და ხელოსნებს შეეძლოთ უფასოდ ღამის გათენება. ანუ პირიქით ხელს ვუწყობდით, რომ აქეთ წამოსულიყვნენ.

რა თქმა უნდა ხო დარწმუნებული ვართ ყველანი, რომ ქართველების მიდგომა მაშინაც იქნებოდა იგივე, რომ ქართველობას გვართმევენ ეხლა ესენი და ეს ჩამოთრეულები ვიღაცეები ჩამოვლენ ეხლა და ჩვენს მიწა-წყალს დაეპატრონებიან, ჩვენს მიწა-წყალს, რომელსაც ჩვენ არ ვამუშავებთ თვითონ, იმიტომ, რომ გვეზარება და ვაჭრობას ხომ არ ვიკადრებ მე ეხლა დარდიმანდი ქართველი, თან ეხლა სად მცალია მაგისთვის, ვაჟას ბიჭის ქორწილია ეგერ შაბათს და, რომ არ მივიდე დამკარგავს.

ანუ ეს მიდგომა ხომ მაშინაც გვექნებოდა, მაგრამ პირიქით დიფერენცირებულ გადასახადებს ვუწესებდით და ეს ქართული კონცეფციაა. შემდეგი მაგალითი უცხოური კონცეფციაა, პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, ხარჯებისა და შემოსავლების სწორი განაწილება, ბიუჯეტირება, saving, დაზოგვა, ანაბარი და ა.შ. პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი. ამ სამი სიტყვიდან არცერთი არ არის ქართული წარმოშობის.

უკაცრავად მაგრამ 19 საუკუნეში ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ხომ არ გვეუბნებოდა იგივე კონცეფციას ოთარაანთ ქვირივის პერსონაჟის სახით, როდესაც გაჰყიდდა პურსა და ღვინოსა, ეს შემოსავალი განაწილებული ჰქონდა ნაჭრებით შეკერილ ქისებში, ხუთი ქისა ხო გახსოვთ, საჯანაბო ერქვა ერთ ქისას, მეორეს სამოჯამაგირო, მიეცი და მოგეცესო, შავი დღისთვის გადანახული, შიოს მარანი, ანუ ხუთი ქისა ჰქონდა. იგივე კონცეფცია არის თუ არა.

დავით გოგიჩაიშვილი
ტვინის #14 ხაფანგი
გია მურღულია - ციტატები

სკოლის როლი ბავშვის აღზრდაში

ერთ დღეს განათლების სამინისტროში ასეთი კითხვა დავსვი ( კონცეფციაზე ლაპარაკობდნენ, განათლების სახელმწიფო პოლიტიკის, ქართუულის სკოლის განვითარების და ასე შემდეგ) კითხვა იყო ასეთი: ვინ უნდა აღზარდოს ქართულმა სკოლამ? რა ამოცანა გვაქვს ჩვენ, როგორ ვხედავთ ამ ამოცანებს? თუ ეს ხედვა არ არის, არანაირი კონცეფცია არ არსებობს, იმიტომ, რომ მას სხეული ექნება და სული არ ექნება.
ჩვენ ვხედავთ რომ 21 - ე საუკუნე არის სასტიკი კონკურენციის საუკუნე, მე მინახავს და ბევრჯერ მითქვამს ეს, სხვა და სხვა ქვეყანაში, როგორ ემზადებიან იქაური ბავშვები, ჩვენს ბავშვებთან შესახვედრად. ჩვენი ფუნქცია, ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა, მოვამზადოთ ამ კონკურენციისთვის. ეს რთული გზაა, და მე არ მომწონს ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ ბავშვს გამოცდა თუ ჩაუტარეთ, სტრესი იქნება მისთვის, სისულელედ მიმაჩნია ეს, თან ღრმა სისულელედ, იმიტომ, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, უნდა გაიგოს, რა არის რეალური ცხოვრება.
ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ არა საზოგადოდ რაღაცისთვის, არამედ 21-ე საუკუნის რეალობისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენ თავს, ჩვენ ისტორიას, უნდა შევისწავლოთ ჩვენი თავი. ახლა მე მგონი, ქართველებზე მეტად, ჩვენი მოწინააღმდენი გვსწავლობენ ჩვენ, ამიტომ არის, რომ პრაქტიკულად ყველა ანკესზე წამოგვაგეს, რომელიც გაეხარადათ. არადა ჩვენ ეს ნასწავლი გვაქვს. ჩვენმა მეცნიერებმა, ჩვენმა მწერლებმა, ეს ამბები, კაი ხნის წინ შეისწავლეს. იოანე საბანიძით დაწყებული, მერე და მერე... აღარ ჩამოვთვლი ეხლა. მეოცე საუკუნეში გვყავდნენ ჩვენ მაგარი ადამიანები: გურამ ასათიანი გვყავდა, გერონტი ქიქოძე, რომელსაც გენიალური წერილი აქვს დაწერილი: „ჩაქუჩიანი მამაკაცი.“ სულ მეომარ ქართველებზე ვლაპარაკობთო ჩვენ და მშენებელ, შემოქმედ ქართველებს იშვიათს ვახსენებთო. რეზი თვარაძე გვყავდა, რომელსაც ასევე შესანიშნავი წერილი აქვს: „ომი და ბრძოლა“. და ამბობს იქ, რომ ბევრი ბრძოლა მოვიგეთ ქართველებმა, მაგრამ ყველა პრინციპული ომი ლამის წავაგეთ და რატომ ხდებაო ეს. იმიტო რომ ჩვენ პროცესებით გვიყვარს შეფასება რაღაცეებისდა არა, შედეგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა შევისწავლოთ, პირველი - რა ღირსებები გვაქვს, რა უნდა გავაძლიეროთ, რომ მომავალს მძლავრად და გონივრულად შევხვდეთ, რაციონალურად, ეს ერთი. და მეორე მეორე - რა ნაკლოვანებები გვაქვს, რა შევზღუდოთ ჩვენს თავში.
ერთ მაგალითს გეტყვით, დროსთან დამოკიდებულება ქართველების, არის დღესაც შესაცვლელი, დროს არ ვუფრთხილდებით ჩვენ, ეს ძალიან დიდი ნაკლია, ქართველების, ისევე როგორც ძალიან დიდი ნაკლია არა ობიექტური ხედვა მოვლენებისა, ხედვა ისე როგორც ჩვენ გაგვეხარდება. ამიტომ ხანდახან ჩვენი ისტორიისდან რაღაცეებს ვმალავთ ხოლმე და ეს არის აბსოლიტურად მიუღებელი ამბავი ჩემთვის.
ერთი რამ ნათელია, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევისწავლოთ, დავადგინოთ და ამის გათვალისწინებით შევხედოთ პრობლემას, ვის ვზრდით, როგორია თანამედროვე ქართველი?
სხვათაშორის განვითრების გზა, პირველ რიგში, გულისხმობს იმის შენაჩუნებას, რას უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ თუ შენი თავი დაკარგე, მაშინ რაღას ავითარებ, მაშინ შენ სხვა ხარ. განვითარების პროცესში, შენ უნდა იყო მეტი შენ და არა ანტი შენ. არა შენი საკუთრი თავის მოწინააღმდეგე. თუ საკუთრ თავს უარყოფ, ეს განვითარება არ არის. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც შენ ქმნი განათელების კონცეფციას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ განათლება არ არის, მარტო სწავლება რაღაც საგნების. ეს უწუნარეს ყოვლისა არის აღზრდა და რას ვგულისხმობ ამ აღზრდაში, ხასიათის რა თვისებებს ვგულისხმობ, რა უნარების განვითარებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
აქ თუ მოიყვანე ადამიანს ჩვენი სფეროდან, აბა კითხე : თქვენ სკოლაში, ან ჩვენი განათლების სისტემაში, ვინმე ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვებში ჩამოაყალიბოს ნებისყოფა? ნებისყოფის გარეშე პიროვნება არ არსებობს საერთოდ. რომელი განათლების კონცეფცია, რისი ეროვნული სასწავლო გეგმა? ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას თუ არ ავითარებ, ალგორითმის გააზრების უნარს თუ არ ავითარებ... ვინა ხარ შენ მაშინ, რისი სკოლა ხარ?

გია მურღულია
სკოლის როლი ბავშვის აღზრდაში
ციტატები, მოკლე გამონათქვამები