ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ფსიქოთერაპევტს თუ თავად არ გამოუცდია

შეუძლია ფსიქოთერაპევტს, რომელიც მუშაობს ნარკოდამოკიდებულებაზე ან სასმელდამოკიდებულ პაციენტებთან, სრულად გაიგოს რა უჭირს პაციენტს თუ თავად არ გამოუცდია რაღაც-რაღაც ნივთიერებები? არ ჩამოვთვლი, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
ნუ ონკო პაციეენტს შეუძლია თვითონ უმკურნალოს თავს თავს? იგივე შეკითხვა არის, არ არის აუცილებელი ჩვენ სრულად განვიცადოთ, ჯერ ერთი სრული რამდენი არის? პაციენტს რომელსაც პრობლემა აქვს სრულად რას განიცდის შეიძლება თვითონ ვერ გამოხატოსდა ვერ მოყვეს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, არიან ხო გენიალური ფეხბურთელი, რომლებიც არ არიან კარგი მწვრთნელები, მაგრამ თუ შენ არასდროს ფეხბურთი არ გითამაშია და არასდროს დაინტერესებულხარ და გემოთი რაღაც არ გიგრძვნია, ვერასდროს ვერ გახდები კარგი მწვრთნელი, მაგრამ კარგი მწვრთნელობისთვის აუცილებელი არ არის რომ პელე იყო. იგივე არის ზუსტად, რომ ფსიქიკურ პრობლემებში, ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის იმდენად ფაქიზი ტიხარია, რომ რაც უფრო მგრძნობიარე ადამიანები ვართ მით უფრო მეტი სიმძაფრით გაგვისინჯავს ამის გემო და თუ ის ადამიანები ვართ ვისაც ამაზე ფიქრიც უყვარს და გადამუშავებაც, ჩვენ ამაზე დაკვირვებით შორს წავსულვართ.

ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოთერაპევტს თუ თავად არ გამოუცდია
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ბედნიერებისთვის ღიაობა

შენი ბედნიერების განცდა აბსოლიტურად არ არის დამოკიდებული ქონების მომენტებზე. ეს თემა ერთგან ვთქვი და რატომღაც ტელევიზიაც დაინტერესდა. მე ვთქვი, რომ შენ თავს სჯერა შენი და თუ მე ვამბობ, რომ ბედნიერი არ ვიქნები სანამ მილიონი არ მექნება, აწია შენმა თავმა თამასა, დადო მილიონზე და ქვედა ინდექსი ბედნიერებას აღარ ანიჭებს, იმიტომ, რომ შენ უთხარი, რომ ეგრე უნდა იყოს.
მე მაგალითად, ჩემი თავისთვის არ მითქვამს როდის ვიქნები ბედნიერი. მე რა ვიცი, ეს არის განცდა და შეიძლება აგერ რაღაც დავინახო და ვიყო ბედნიერი იმ წუთას. არაფერი ჩამონათვალი არ მაქვს, იმიტომ, რომ განცდა სხვანაირია, უნდა მოვიდეს თვითონ და როდის მოვა არ ვიცით. თბილისის დინამომ რომ მოუგო ლივერპულს, ხმა აღარ მქონდა. რომ გეკითხა მაშინ ბედნიერი ხარო, ვიქნებოდი აბა რა. თასები რომ ავიღეთ, სპორტზე რომ არაფერი ვთქვა, სადღაც რომ ვიყავით, იყო მსგავსი შემთხვევა. მე არ ამიკრძალია ჩემი თავისთვის ბედნიერება, სანამ ის არ მოხდება და ეს არ მოხდება. ამიტომ, ღია ვარ ამისთვის და განსაზღვრებაც არა მაქვს. რაც მეტ პირობას ჩადებ, მით მეტს იმახსოვრებს და შენი თავი რეაგირებს ამაზე, იმიტომ, რომ შენ უთხარი, არ დაგინახო მანამდე გაბედნიერებული, სანამ რაღაცა არ მოხდება

ზურაბ მხეიძე
ბედნიერებისთვის ღიაობა
გია მურღულია - ციტატები

ვირებში თუ ხარ ...

ავიცენას აქვს ერთი რობაი, როგორ ექცევიან ხოლმე გამოჩენილ ადაამიანებ მოგეხსენებათ,

"ვირებში თუ ხარ, უნდა შენცა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო,
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო...

გაიგეს და რაც დამართეს ნათელია. იგივე დამართეს რუსთველს. ერთი წამი ეჭვიც არ მეპარება. ხალხური გადმოცემა, რომ ის გააძევეს საქართველოდან, ეს
არის ისეთივე ნათელი და აშკარა ჩემთვის, ახალ შენ რომ გიყურებ.

ამას თავისი ფასი და გამოვლინებაც ჰქონდა, ქართლის ცხოვრებაში არცერთხელ არ არის მოხსენიებული. ამ ადამიანმა, რომელიც არის უარყიფილი კაცი, მის თანამედროვე მმართველთაგან და რომელიც არ არის მოხსენიებული არც ერთხელ ქართლის ცხოვრებაში, აი ამ ადამიანმა დაიპყრო ქართული ცნობიერება მთლიანად.

საინტერესოა არა როგორ მოახერხა ეს ამ კაცმა. ამდენი მკითხველიც ხომ არ იყო მაშინ. ხანდახან მეცოდება ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი და სხვანი და სხვანი, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ქართული ცნობიერების სიმაღლეს ეტრფოსნენ და იცავდნენ, ზრუნავდნენ მასზე. რამდენი მკიღხველი ეყოლებოდა ახლა ილია ჭავჭავაძეს.

გია მურღულია
ვირებში თუ ხარ ...
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

გარემო და იდეის გარშემო გაერთიანება

ელდარ შენგელაიას ფილმი "შერეკილები", რეზო გაბრიაძის სცენარით. ქრისტეფორე მგალობლიშვილი - გარიყულადან და ერთაოზ ბრეგვაძე - ძუყნურიდან, ციხეში რომ მოხვდებიან ერთად. არის თუ არა ეს ორი პერსონაჟი, რაღაცა დიდი იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობლიობა? ორივეს ქალი შეუყვარდა, ერთაოზი რომ ეუბნება, "ქალი შემიყვარდა ნამეტნავად" და ბიძია ბაბუას პერსონაჟი: "ვაი, რომ მეც ქალი შემიყვარდა, - შენც ნამეტნავად?"

თამუნია, რომ შეუყვარდება, რომელმაც თავისი სიცოცხლე მდინარის ტალღებას გაატანა და ამით ზე შთაგონებულმა ბიძია ბაბუამ გადაწყვიტა, რომ აეგო ცათმფრენი, რათა მათ სულებს ცაში ერთად ეფრინათ.

გარემო არის თუ არრა მნიშვნელოვანი ასეთი ადამიანებისთვის? გაგახსენებთ მომენტს, როდესაც გაქცევა უნდათ და ბიძია ბაბუა ეუბნება რომ: სად ნახავ გარეთ ასეთ მყუდრო გარემოს სამუშაოდ? თან ხომ იცი , დაიწყება დროს ტარება, ქეიფი, არ იცი ქართველების ამბავი, ზედ გადაგყვებია.

ანუ, აქ რომ რაღაცას შევქმნით, იმას გარეთ ვერ შევქმნითო. და ბოლოს შედეგებს აღწევენ ისეთს რომ ჩვენ გვიკვირს, ესენი გიჟები არიანო და ფილმი მთავრდება იმით, რომ ესენი ცათმფრენს ააშენებენ და გაფრინდებიან.

"ხომ გითხარი გაფრინდებიანო, შენ გარსტუკიანო შენა"...

დავით გოგიჩაიშვილი
გარემო და იდეის გარშემო გაერთიანება
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლა

თავიდან იცილებენ, ძლიერი ადამიანები, ყველაფრის ერთად შეცვლას. ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ცვლილებაც ძნელია, თუ საფუძვლიანი ცვლილებაა და ამიტომ ხალხი ცდილობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალოს.

ეხლა ამ 13 რჩევას, რომ მოგცემთ, ძლიერი და შედეგიანი ადამიანი, რომ უსმენდეს ამ ვიდეოს და უსმენს კიდევაც, ეტაპობრივად მიოღებს გადაწყვეტილებას. ცამეტივეს ერთად კი არ ეცემა, (13 არ გექნებათ, მაგრამ რამდენიც გაქვთ..) არამედ იტყვის, რომ მოდი პირველ რიგში წუწუნს მივხედავ, ან პირველ რიგში მივხედავ იმას, რომ ყველაფრის ერთად გაკეთება მინდა და ყველაფერი მინდა გუშინ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ძლიერი ადამიანები ამას არ აკეთენენ, ბევრ ცვლილებას ერთად არ აკეთებენ და რაღაცას რომ ცვლიან, ცდილობენ, რომ სხვა რაღაცეები სტაბილურად შეინარჩუნონ. მიჰყვებიან ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. გრძელ თამაშს თამაშობენო, ასეც ამბობენ ხანდახან და აქვთ გეგმა. ანუ შენ რომ ეტყვი: კი მაგრამ როდის ცვლი ტელევიზორს, ტელეფონს და ა.შ? რაღაცა გეგმა აქვს და ამბობს, რომ წელს ვაპირებ შევცვალო ტელეფონი, მერე მომავალ წელს ეს გეგმა მაქვს, იმის მომავალ წელს ეს… ანუ ცვლილებებში არიან ერთის მხრივ, ოღონდ ყველა ცვლილებაში ერთად არ არიან, რაღაცა გეგმას ექვემდებარებიან, ეს არის მესამე.

ალექსანდრე ჯეჯელავა
ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლა
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

ვინ დაგაძალა? კონტროლი შენ ხელშია

მეორე ქცევა, რასაც არ აკეთებს ძლიერი ხალხი, არ აძლევენ სხვებს ძალაუფლებას მათ თავზე. სხვას არ გადააწყვეტინებენ რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. არ ექვემდებარებიან მანიპულირებას. უფროსსაც სამსახურში უყურებენ, როგორც, სისტემის ნაწილს. ანუ "დიახ პატივცემულო" თანამედროვე ორგანიზაციაში არ არის სწორი პასუხი, რომ უფროსი რასაც მეტყვის იმას გავაკეთებ. რა თმა უნდა ანგარიში უნდა გაუწიოთ, რა თმა უნდა ის ტყუილად არ არის თქვენი უფროსი., მაგრამ ძალაუფლებას არ აძლევენ სხვებს თავზე.

ხანდახან ეს წუწუნი და სხვების ძალაუფლება, ერთად იყრის ხოლმე თავს. რა ვქნა ამ სამსახურში, ჩემი უფროსი უსამართლოდ იქეცბა, რაღაცას წუწუნებს ადამიანი ტრეინინგზე, მე ვეუბნები: შენ გაქ ძალაუფლება, რომ მაგ სამსახურში იმუშაო ან არ იმუშო, ვინ დაგაძალა, ნუ იმუშავებ თუ ეგეთი ცუდი სამასახურია. ააა წასასვლელი არა გაქვს? მაშინ გაქვს ძალაუფლება ისეთი პროფესიონალი იყო, რომ წასასვლელი გქონდეს.

მოკლედ ეს ხალხი იაზრებს, რომ მათ ხელში არის კონტროლი და ფაქტიურად ცუდად როცა არიან და მაშინაც, კარგად როცაც არიან, ახსოვთ, რომ კონტროლი არის მათ ხელში, სხვებს არ აბრალებენ და ამითი სხვებს არ აძლევენ ამ ძალაუფლებას თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ჯეჯელავა
ვინ დაგაძალა? კონტროლი შენ ხელშია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ძალიან ვნანობ ...

რას ნანობთ ყველაზე მეტად? - მაქვს ბევრი სინანულის განცდა, პირველ რიგში დედაჩემის მიმართ მაქვს სინანულის განცდა, მე რომ დავქორწინდი წავედი სახლიდან, და როცა გავიდა წლები და დედაჩემი მიდიოდა ცხოვრებიდან, საავადმყოფოში იწვა და მას დავუჯექი საწოლზე. ენატრებოდა ყოველთვის ჩემი ნახვა, მე გავდიდკაცდი: დირექტორი ვარ, გენერალი ვარ და ასე... იშვიათად ვნახულობდი და რა მითხრა იცით? შვილო, როცა შენ მოდიოდი სახლშიო, მე არ ვიცი რა ძალას ვატანდი ჩემს თავს, რომ ავმდგარიყავი და შენ შეგხვედროდიო, ისე რომ შენ არ გაგეგო, რომ მე ამ დღეში ვარო. აი ამას რო ვიხსენებ ხოლმე, ხან ტირილი მინდა. პატარა ეკლესიაში გავრბივარ, სანთელს ვანთებ და ვთხოვ: - დედა მომიტევე რა. რა თქმა უნდა მომიტევა, დიდი ხანია, მაგრამ ვნანობ, ძალიან ვნანობ ამას. ძალიან ვნანობ იმას, რომ ჩემ მეუღლესაც სიყვარული დავაკელი, ძალიან ვნანობ ჩემს ბებიასთან, მიყვარდა ბებია და ბოლომდე ეს სიყვარული ვერ მივიტანე, როგორც წერტილი ვერ დავუსვი ამას. მამასთან, სინანულის განცდა მაქვს, შევუსრულე ყველაფერი, მან მითხრა ომში წასვლის წინ, (მოხალისედ წავიდა) - შვილო ერთს გეხვეწები, არასოდეს სიგარეტი არ მოწიოო და შევუსრულე ეს პირობა მას, მაგრამ ბევრი რამე უნდოდა კიდე და ვერ შევუსრულე.

შალვა ამონაშვილი
ძალიან ვნანობ ...
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სხვა კამერით დანახული ცხოვრება

ადამიანები, რომლებიც ძალიან იკეტებიან თავის საკუთარ ახლობლებში, ყველას გვაქვს ტენდენცია მოვნახოთ ისეთი ჩვენნაირი ადამიანები, როგორიც ჩვენი თავი გვგონია, აი ასეთ შემთხვევაზე ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, ისევ თვალსაწიერის დაპატარავების, იმიტომ რომ ყოველი გარეშე სამყარო, ეს არის სულ სხვა კამერით დანახული ცხოვრება, სულ სხვა კამერით დანახული კინო, რომლის გაცნობაც შეიძლებოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო, და უფრო საინტერესო ყოფილიყო, ისინი როგორ გვხედავენ ჩვენ, რა ლოგიკით. იმიტო რომ, ახლობლები, რომლებივ თითქოს კომფორტს გვიქმნიან, რა თქმა უნდა ისინიც გვაპატიმრებენ თავიან შეხედულებებში, იმიტომ რომ, მათ აქვთ ჩვენს მიმართ მოლოდონი და ჩვენ როდესაც გვგონია, რომ ვიქცევით ჩვენი ფასეულობის მიხედვით, ძალიან ხშირად ვაკმაყოფილებთ იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც, ჩვენთვის არიან ძვირფასები, და ვერც კი ვგრძნობთ ისე ვართ ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ შეიძლება ამ წრის გარღვევა ბევრად დიდი თავისუფლება იყოს, ვიდრე საკუთარი ამ ჯგუფის მიმართ კონფორმიზმი, რომელიც გარკვეულ წილად ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ მარტო არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ იმდენი დილემა გვაქვს რომ საბოლოო ჯამში - ვინ ვარ, სად ვარ, რა მინდა - ეს არის ძალიან ძნელი გასაგები.

ნათია ფანჯიკიძე
სხვა კამერით დანახული ცხოვრება
ანა ქირია - ციტატები

მორალური ეთიკა, აღზრდა

სოკრატესა და პლატონს ჰქონდათ ე. წ. ინტელექტუალური ეთიკა - შენ თუ გააცნობიერე რა არის სიკეთე, რა არის სამართლიანობა, გახდები კეთილი და იცხოვრებ სამართლიანად. ამ მორალური იდეების გაცნობიერება, ამავდროულად, გულისხმობს მათი საპირისპირო იდეების ცოდნას. თუ გესმის სამართლიანობა, გესმის უსამართლობაც და ყველაზე კეთილ და ყველაზე სამართლიან ადამიანს შეუძლია იყოს ბოროტი და უსამართლო, თუმცა იმდენად, რამდენადაც მას გაცნობიერებული აქვს სიკეთე, სიკეთის არსება ან სამართლიანობის არსება, მათი უპირატესობები და ღირებულება, ის თავისი ნებით, თავისი თავისუფალი გადაწყვეტილების შესაბამისად უსამართლობის, ბოროტების გზას არ დაადგება. ჩემი აზრით, ეს კარგი ჩვევები ქმნის ერთგვარ კარკასს, ჯავშანს, შეიძლება საყრდენიც ვუწოდო, რომელიც დაგიცავს შემდგომ ცხოვრებაში და შეგეშველება. თუნდაც ისე მოხდეს, რომ მოზარდობაში ან უკვე ზრდასრულობის ასაკში ცუდი ზნე გამოავლინო, თუ თავის დროზე, მშობლებისგან ან ოჯახში, კარგი ჩვევები მოგეწონა, ეს იქნება ერთგვარი საყრდენი, რომ მთლად არ გაფუჭდე და არ წახდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე პატარა ასაკში კარგი ჩვევების ჩამოყალიბება და ზრდასთან ერთად, ცხადია, უნდა გააცნობიერო რა არის კარგი და შენივე ნებით აირჩიო.

ანა ქირია
მორალური ეთიკა, აღზრდა
ზურაბ მხეიძე - ციტატები

გაანულე წარმატება! / ადამიანისთვის ყველაზე სახიფათო არის წარმატება

თუ კი რაიმესი უნდა გეშინოდეთ აი ამ ორიდან, ეს არის წარმატების, ყველაზე სახიფათო ადამიანისთვის არის წარმატება.

კრიზისი არის ძალიან კარგი რაღაცა, იმიტომ, რომ ეს არის განვითარების საშუალება და წარმატება არის დაჩლუნგების საშუალება იცოდეთ.

ადამიანი ბრმავდება და დააკვირდით, სამხედრო სტრატეგიაში შემოვიტყუე მტერი რას ნიშნავს, შევუქმენი ილუზია, რომ იგებს. კაზინო რას გიკეთებს? ნებისმიერი თაღლითი ჯერ გაგებინებს, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს იგებ უფრო მახეში ხარ.

ამიტომ როცა თქვენ მიაღწევთ წარმატებას და მიაღწევთ, გაანულეთ. გაანულეთ რა არის იცით, ანუ აი რაღაცა მაგარი გააკეთეთ, მერე რა, გააკეთე გააკეთე, ჩამოდი ისევ ქვემოთ და თავიდან დაიწყე. იმიტომ, რომ რაც უფრო ზემოთ ადიხარ, მით უფრო ბრმა ხდები და დააკვირდი, ტიპი, რომ მიდის და არ არის წარმატებული და მეგობარი ყავს და ეკითხება რაღაცეებს, მერე გახდა წარმატებული და მეგობარს ცვლის, უკვე მას აღარ აწყობს მეგობარი, რომელიც ეტყვის, რომ შენ ეხლა მიქარე, მას აწყობს მეგობარი, რომელიც ეტყვის, რომ შენ ხარ ღმერთი.

მე ისე თვალნათლივ ვხედავ როგორ იცვლება ხოლმე წარმატებული ხალხის მეგობრები და ძველი მეგობრები აღარ აინტერესებთ. ზუსტად ეგ არის დაბრმავების საშიშროება, ასე, რომ ფრთხილად იყავით წარმატებასთან.

ზურაბ მხეიძე
გაანულე წარმატება! / ადამიანისთვის ყველაზე
დეა ყოლბაია - ციტატები

რატომ ვიღვიძებთ დაღლილი?

თუ მელატონინი ცოტაა, ძილ-ღვიძილის ციკლი იშლება, შენ იღვიძებ დაღლილი, შენ იღვიძებ არა მოსვენებული, არამედ თითქოს არ გიძინია. თითქოს დაიძინე, ახლახანს გაიღვიძე მაგრამ დაღლილი ხარ, ესე გრძელდება წლები.

ყოველ ღამე ერთიდაიგივე დროს გაღვიძება ცუდი ნიშანია, იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად მელატონინი გახლავთ იმუნო ბიოლოგიური ზედამხედველობის მთავარი ფაქტორი, ანუ მელატონინი მონაწილეობს მუტაციის აღმოფხვრაში.

უჯრედები ხომ მრავლდება, მთელი ჩვენი სხეული ხომ იცვლება 7-9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სიჩქარით, ესა თუ ის ორგანო მთლიანად იცვლება. უჯრედული მოსახლეობა განახლდება, როდესაც ეს განახლება კლებულობს, ნიშნავს რომ სიბერეა დაწყებული გამოხატულად.

მელატონინი მონაწილეობს მუტანტური, ანუ ცუდი გენეტიკური დაზიანების პოვნაში, ის იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივაციას იწვევს, მელატონინი. ანუ თუ მელატონინი ცოტაა, აღარ არის სათანადო იმუნო ბიოლოგიური ზედამხედველობა და იმუნიტეტს გამოეპარება მუტანტური უჯრედი, მათ შორის კიბოს უჯრედი, კიბო ერთ-ერთი ფორმაა ავთვისებიანი სიმსივნის.

ანუ თუ დაიწყო ყოველ ღამე ერთიდაიგივე დროს გამოღვიძება, ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიური საათი დაზიანდა და 15-20 წელიწადში შეიძლება განვითარდეს ონკოლოგიური დაავადება.

დეა ყოლბაია
რატომ ვიღვიძებთ დაღლილი?
გიორგი გვასალია - ციტატები

ნაკლები ლაპარაკი და ბევრი საქმე / ვალდებულება მომავალი თაობისადმი

ნაკლები ლაპარაკი და ბევრი საქმე, ჩვენი ცხოვრებით უნდა დავაინტერესოთ და არა ლაპარაკით, სადღეგრძელოებითა და ლოზუნგებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იცით. ჩვენ ხშირად ქადაგება გვგონია ლაპარაკი, ქადაგება ცხოვრებაა სინამდვილეში. ლაპარაკი ეს საშვალებაა ერთერთი, რაღაცის გაგებინების, სინამდვილეში ქადაგება იწყება ცხოვრებით.

ალბათ ყველაზე დიდი ვალდებულება მომავალი თაობისადმი რაც გვაქვს ჩვენ, ის არის, ვიცხოვროთ ისე, რომ ისინი მივიდნენ ამ ინტერესამდე.

მე არა ვარ მომხრე, რომ ვინმეს დავაძალოთ... არ ეთვისება ამ სივრცეს და ამ წიგნს, ოდნავი ძალადიბის შედეგადაც კი, მიზერული შედეგის მიღება, აბსოლიტურად გამორიცხულია. ამიტომ ვდგებით ისევ იმაზე, რომ უნდა ჩვენ თვითონ დავიწყოთ ცხოვრება ისე, ვიშრომოთ ისე, პატიოსნები ვიყოთ ისე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობა მ დაიწყოს კითხვების დასმას: ხომ არის ასე მარტივად შესაძლებელი და რატო წვალობ შენ? და აი იქ უნდა ავხსნა, რატომ ვწვალობ მე.

აი აქ ალბათ ბეწვის ხიდზე გავდივართ, მაგრამ მე არ მეშინია ამ ხიდზე გასვლის. მარტო მე თუ გავდივარ ჩავანგრევ მას, მაგრამ მე ვიცი რომ აქ ღმერთს გავყავარ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გვმფარველობს. გადაგვატაროს არ ნიშნავს წაგვათრიოს, არა, ჩვენ უნდა ფეხი ავიდგათ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ასე ცხოვრება.

გიორგი გვასალია
ნაკლები ლაპარაკი და ბევრი საქმე / ვალდებულება
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ამ ცხოვრებას ფხიზელი თვალით ...

ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობის, გარკვეული შინაარსობრივი ფანჯარით უყურებს სამყაროს. ეს კონტრუქციები არის ასევე შინაარსის მატარებელი, აი მაგალითად "ამ ცხოვრებას ჩემმა მტერმა უყურა, ფხიზელი თვალით, დავლიოთ ... გადი ქალო გვაცალე ეხლა ვლაპარაკობთ", ანუ ტიპები სვამენ სულ, კონცეფციაა ესეთი. მეორე კონცეფციაა დავუშვათ, ბიჭების გოგოებთან სალაპარაკო კონცეპცია, რომ "ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, გეგონება შენი ბოლო დღეა." კონცეფციაა, გოგოებს მოსწონთ, ნუ ბიჭებიდან რატომ მოდის ეს? - რომ უარი არ თქვა, ხვალ შეიძლება მოკვდე, დაახლოებით ეგეთი კონცეპციაა.

პირველი კონცეფცია არ მომწონს, სმის, მე პირადად. მეორე, მე რომ წარმოვიდგინო, რომ ბოლო დღეა მეთქი, იმდენი საქმე მაქვს, რომ ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდები, ვერ მოვასწრებ უბრალოდ.

შესაბამისად ყველას თავისი აქვს, შენ შეგიძლია აიღო შენი დამოკიდებულება. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, რომელიც ასეთია: ცხოვრება ისეთი პატარაა, რომ არ მაქვს დრო ცუდ ხასიათზე ყოფნის, მე არ დავუთმობ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ცუდ ხასიათზე ყოფნას. ეს კონცეფცია გეხმარება ურთიერთობებში. პირველი მარტივი კითხვა: ხომ გჯერათ, რომ შეიძლება პარიზში ყველაზე ცუდი დრო გაატოროს ჩვენმა ჯგუფმა და ხაშურში ყველაზე მაგარი? მეტვით, რომ კი, გააჩნია რა სიტუაციაა.

ზურაბ მხეიძე
ამ ცხოვრებას ფხიზელი თვალით ...
მერაბ მამარდაშვილი - ციტატები

რა არის პარანოია?

გავხდებით მართლა პარანოიაკები, რომლებიც ხედავენ ყველგან რას? რა არის პარანოია? პარანოია არის რწმენა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში და ჩემს გარშემო, არის ჩემსკენ მიმართული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პარანოია.

აი მაგალითად: უბერავს ქარი, რაღაც უნდა ჩემგან. გაიარა კაცმა ქუჩაში, შემთხვევით არ არსებობს პარანოიკისთვის, არა თუ შემთხვევა. - თავისთავად გაიარა, იტყვის ნორმალური ადამიანი. არა! რაღაცა უნდა ჩემგან ან განზრახვა აქვს რაღაცა ჩემს მიმართ და ასე შემდეგ.

ჩვენი ბულიკური აზროვნება, აი დღეს მე ვხედავ, ვუყურებ ჩვენ პოლიტიკურ არეს და ვხედავ რომ პარანოიულია. ამ აზროვნებაში საქართველო არის ჭიპი სამყაროში და არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელშიც არ იყოს ჩადებული რაღაცა ფიქრი საქართველოზე და მისთვის ან სიკეთის ან ბოროტების განზრახვა ან წადილი.

ხედავთ სად მივედით? მე მინდა დავამტკიცო მხოლოდ ერთი რამ, ადამიანს შეუძლია გამოთიშოს საკუთარ თავში ასეთი ფსიქოფატიური გრძნობები და აქტები. გრძნობებს და აღქმას აქტი მოჰყვება, საქციელი. გამოთიშოს ეს, ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ეს ცხოვრება, სიცოცხლე, არ არის სიცოცხლე. თუ ჩემი თავი ავსებულია ასეთი რაღაცეებით. თუ მე ასე ვუყურებ სოცოცხლეს და ასე ვცხოვრობ, ასეთი ხედვით, ეს არ არის სიცოცხლე.

მერაბ მამარდაშვილი
რა არის პარანოია?
გია მურღულია - ციტატები

ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა

მამაჩემმა მაჩუქა სიცოცხლე, არისტოტელემ კი მაჩუქა ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. ალექსანდრე დიდს, მაკედონელს ეკუთვნის ეს სიტყვები და ნათქვამია მის მასწავლებელზე, არისტოტელეზე და სრული ჭეშმარიტებაა, რადგან ნამდვილ მასწავლებელს, ნამდვილად შეუძლია დაგანახოს ცხოვრების საზრისი, შეუძლია გონების გამდიდრებასა და განათებასთან ერთად, სულის გადარჩენაზე იზრუნოს. ამას ცდილობდა ყველა ნამდვილი მოძღვარი და მასწავლებელი, ყველგან და ყველა დროს. ამას ღაღადებდნენ და ღაღადებენ პედაგოგიკის თუ ლიტერატურის გამორჩეული ძეგლები. გაასმაგებულია ასეთი მასწავლებლების საჭიროება დღეს, როდესაც ტექნოლოგიების არნახული განვითარების ფონზე ადამიანსში ადამიანია გადასარჩენი.

"მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ, ღმერთის გარდა უფროსი არ მყავს, ყველაზე მნიშვნელოვანი 4 მცნებაა ჩემთვის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. დრო მთლიანია, სამყარო დასაბამიდან, პირველი წამიდან ბოლო წამამდე, ყველაფერს ერთმანერთს უკავშირებს, ყველაფერი ერთმანერთს გამოხატავს და არავინ და არაფერია უერთმანერთო აზრით სავსე, მთავარი რაც ბავშვებს და დაგვიანებულ დიდებსაც უნდა ვასწავლოთ სწორედ ეს არის, ამის გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება, ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.

გია მურღულია
ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

თუ არ წახვალ წინ, დარჩები თამაშგარეთ

მუდმივი განვითარება ეს ძალიან მნიშნელოვანი საკითხია, ზუსტად თანმდევია იმ პასუხისა, რომელიც ახლა მოგვეცით: თუ არ წახვალ წინ, დარჩები თამაშგარეთ. თავად როგორ გამოიმუშავეთ ჰარმონია საკუთარ თავთან?
მუდმივი ზრდისთვის, ბარიერების გადალახვისთვის, უამრავი წინაღობა არსებობს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამდენი კარიერული მიმართულება და ამდენი დარგი გაქვს შეთავსებული. როგორ იპოვეთ ეს ჰარმონია საკუთარ თავთან?

იცით რა, მე მჯერა, რომ ყველაზე მაგარი აღმზრდელი არის მაგალითი და ის ადამიანები... თქვენც ლაპარაკობდით ეთერს გარეთ იმ გარემოზე რომელშიც გაიზრდეთ და რომელიც შეითვისეთ და მე ვფიქრობ მშრომელი ხალხის გარემოში, ვინც არ ჩერდება, იმ გარემოში სხვანაირად არ გამოვიდოდა ალბათ. მე მახსოვს, სულ პატარა, რომ ვიყავი, ესეიგი ჯერ ცალკე, რომ არ მეძინა, პატარა ბიჭი, რომ ვიყავი, ჩემი ბებია, დედაჩემის დედა იყო ჩემი პატრონი ასე ვთქვათ და ბებიაჩემს თავთან ედო რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი, არც მეტი არც ნაკლები და ცდილობდა, რომ რაღაცა რთული რუსული სიტყვები, ნუ დღევანდელ დღეს ალბათ ინგლისურის ლექსიკონი ედებოდა, ხოდა ამის ყურება ისეთი თემაა რა, მაშინ მეცინებოდა, მაგრამ ეხლა აბსოლიტურად არ მეცინება. ადამიანი თუ მოახერხებს, რომ ოთხმოცი წლის კიდევ სწავლობს, ეს არის მემგონი წარმატებაც და ბედნიერებაც.

ალექსანდრე ჯეჯელავა
თუ არ წახვალ წინ, დარჩები თამაშგარეთ
ეკა ყურაშვილი - ციტატები

შვილის ავადმყოფობა სირცხვილი არ არის

ყოველთვის მშობლებს ვეუბნები, რომ ეს რა პრობლემაც აქვს ამ ბავშვს, ამის სირცხვილი შეუძლებელია, თუ ვთქვათ დაზიანების ან ტრამვის მერე მოხდა მისი ამ მდგომარეობაში მიყვანა ის არა არის სირცხვილი? და თუ ბავშვობიდან ეს პრობლემა აქვს...

ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ეს არის ძალიან რთულია მშობლებისთვის და ძალიან ძნელად მისაღები. დედებს ძალიან უჭირთ.

ერთი მშობლისგან ვისწავლე ესეთი წინადადება და მინდა გითხრათ ძალინ საჭირო და მნიშვნელოვანი. (და ამას ყველას ვუყვები, ყველა მშობელს, ახალმოსულს) - როგორც შენ წარუდგენ შენს შვილს შენს ქმარს, შენ დედას, შენს დედამთილს, შენს ოჯახს და საზოგადოებას, ისე მიიღებს ყველა შენს შვილს. სულ ვეუბნები: შენ უნდა იყო ძლიერი, შენ უნდა იყო მაგარი, შენ უნდა გინდოდეს, იმიტომ, რომ შენ ხარ დედა და დედაზე მეტად... მამებს ნუ ეწყინებათ, მამები დედებს უნდა უმაგრებდნენ ზურგს და გადაფარებულები იყვნენ ფარად. როგორც დედა წარადგენს და არ ივიშვიშებს: უი შე საწყალო... როგორც კი დედა ეძახის შენ საცოდაო, არ შეგიძლია... აუცილებლად ბავშვზე ეს ყველაფერი მოქმედებს. მე კიდე ვეუბნები: შენ უნდა იყო ძლიერი და როგორც შენ წარუდგენ, ამას ასე მიიღებს საზოგადოება.
ეს წინადადება იმ დედის, რომელსაც უკვე დიდი შვილი ჰყავს, 14 წლის, თითქოს გამომადგა და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ შემდეგ მშობელს მივეხმარო.

ეკა ყურაშვილი
შვილის ავადმყოფობა სირცხვილი არ არის
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

მეორე ადამიანის ენაზე საუბარი

კაკაბას ისტორია მინდა გაგიზიაროთ, ჩემი მეგობრის ირაკლი კაკაბაძის. კაკაბა და თავისი ოჯახი, გერმანიაში იყვნენ წასულები, ერთი წელი ირაკლიმ იქ ისწავლა და ოჯახით იქ იყვნენ.

ბახტრიონზე, კაკაბას მეზობელი არის ერთი კაცი, რომელსაც გერმანიიდან ჩამოჰყავს მანქანები და ეგ ბიზნესი აქვს, დაიწყი ერთი მანქანით, მერე ისე განავითარა ეგ ბიზნესი, რომ ეხლლა კონტეინერით ჩამოჰყავს მანქანები და ჰყიდის.

ჩამოდიან ესენი, კაკაბას ოჯახი, ეს ტიპი ხვდება სადარბაზოში და ეკითხება: ბიჭო, გერმანიაში თუ იყავი, მანქანა რატო არ ჩამოიყვანეთო. ანუ აი როგორ შეიძლება, ადამიანი წავიდეს გერმანიაშ და იქიდან დაბრუნდეს და იქიდან მანქანა არ ჩამოიყვანოს.

მიშა ბიძია ცდოლობს, რომ მისთვის ჰასაგებ ენაზე აუხსნას და ეუბნება რომ, აი ბავშვების განათლება, იქ ცხოვრება და ფული აღარ დაგვრჩო, ამიტომ ვერ ჩამოვიყვანეთო.

აი რას ნიშნავს მაინც ჭკვიანი კაცი, პროფესორი. ბავშები წაიყვანა, ენა ასწავლა, ესენი გაითქვიფებიან და უკეთეს მანქანებს ჩამოიყვანენო. ანუ ის იქ არის.

ეს ხომ განსხვავებული ენებია. ჩვენ კი ყველა ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ იდეაში ასეა, ჩვენ ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ და თანამშრომელი თავის ენაზე ლაპარაკობს, ან თუნდაც უფროსი, და ერმანერთს ვერ ვუგებთ.

ნებისმიერ კომუნიკაციას ამ თვალით, რომ შევხედოთ, აი რა შემიძლია მე ვთქვა მეორე ადამოანის ენაზე?

დავით გოგიჩაიშვილი
მეორე ადამიანის ენაზე საუბარი
დეა ყოლბაია - ციტატები

ადრე დაწოლის სარგებელი

აი მოსაღამოდა და დროზე დაიძინე, ტელეფონი გამორთე, დააბნელე ოთახი. თვალის ბადურა დაბნელდა და სეროტონინი გარდაიქმნება მელატონინად - ძილის ჰორმონად. მელანო ნიშნავს მუქს, აი მელანი, მელანია, მუქი. მელანქონია ამიტომ იწოდება, როგორც შავი მდგომარეობა, მწუხარება, შავი ნაღველი, ქოლი ნიშნავს ნაღველს.

თუ სეროტონინი დღის განმავლობიში ცოტაა, შესაბამისად მელატონინიც ცოტა იქნება, თუ მელატონინი ცოტა, მაშინ ჩაძინებისა და ზოგადად ძილის ხარიხსიც იქნება არა საკმარისი, შესაბამისად იქნება ფხიზელი ძილი.

ადამიანი დაახლოებით 8-10 ჯერ იღვიძებს ღამის განმავლობაში, მაგრამ თუ შენ გაქ ჯანმრთელი ნერვული სისტემა, ეს გამოღვიძებები შენ არ გახსოვს. თუ დაგამახსოვრდა გამოღვიძებები, ე.ი შენ გაქ სტრესი.

თუ მელატონინი ცოტაა, ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, როდესაც უნდა იყოს მისი პიკი, მისი პიკი არ არის, თუ პიკი არ არის, მელატონინი, რომელიც ამცირებს კორტიზოლს ე.ი კორტიზოლი სათანადოდ არ შემცირდება. თუ კორტიზოლი არ შემცირდა დილისთვის, როდესაც უკვე მელატონინი კლებულობს და კორტიზოლი თავისთავად იწყებს მატებას, კორტიზოლის მატებას დახვდება სასტარტო მაღალი მაჩვენებელი კორტიზოლის ანუ დაემატება და ესე იგი ეს ნამატი მოგცემს დილით მაღალ წნევას. ამიტომ ინფაქტების, ინსულტების, გიპორტონული კრიზების დიდი წვლილი მოდის სწორედ დილის პერიოდზე.

დეა ყოლბაია
ადრე დაწოლის სარგებელი
გიორგი კეკელიძე - ციტატები

მძაფრსიუჟეტიანი ზღაპრები წავუკითხოთ თუ არა ბავშვებს?

ხშირია დისკუსია საკითხზე - რამდენად უნდა ვუკითხოთ ბავშვებს ხალხური ზღაპრები. ზოგი ფიქრობს, - არ უნდა წავუკითხოთ, რადგანაც ეს ზღაპრები არის ძალადობრივი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ზედაპირული შეფასება. მაგალითად, ზღაპრიდან - "ჩიტო, ჩიორა, ერთი ბარტყი გადმომიგდე..." - ბავშვი ამ აქტს არ აღიქვამს ისე მძიმედ, როგორც უფროსი, იმიტომ, რომ უფროსებს განსხვავებული აღქმა გვაქვს მოვლენების მიმართ. ბავშვისთვის მსგავსი რამ ასე მძიმედ აღსაქმელი არ არის. ასეთ ზღაპრებს ხომ უამრავ თაობას უკითხავდნენ, მკვლელები ხომ არ გამოსულან ისინი. ვიღაც შეიძლება მკვლელი გამოვიდა, მაგრამ არა ამ ზღაპრის გამო. ბავშვები ასეთ მოვლენებს, როგორც წინააღმდეგობის აქტს, ისე აღიქვამენ, ანუ რაღაც მოცემულობას, რომელიც უნდა გადაილახოს, ან რაღაც სევდიან ამბავს, რომელიც გარკვეულწილად სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ბავშვები სიკვდილს ასე მძიმედ და ტრაგიკულად არ აღიქვამენ, როგორც უფროსები, რომლებიც, - ეს რა წავუკითხეო - უფრო აღშფოთებულები არიან ხოლმე, ვიდრე ბავშები. ქართული ხალხური ზღაპრები კი არა, ძმები გრიმები რომ წაიკითხოთ, არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი მომენტებია. ეს სიბრძნე და გამოცდილება ადამიანებში არსებობდა და მუშაობდა. მე, ყველაფრის უკრიტიკოდ შეხედვის და უაპელაციოდ მიღების მომხრე კი არ ვარ, უბრალოდ, ანალიზის და განსჯის გარეშე საბავშვო ზღაპრები არ უნდა უარვყოთ.

გიორგი კეკელიძე
მძაფრსიუჟეტიანი ზღაპრები წავუკითხოთ თუ არა
ანა ქირია - ციტატები

სამი ტიპის ადამიანი

პლატონს აქვს ასეთი დიფერენცირება, გარჩევა, სამი ტიპის ადამიანს გამოყოფს ადამიანის სულის სამი ნაწილის შესაბამისად. სულის სამ ნაწილს ასე განარჩევს: უმდაბლესი ნაწილი, რომელსაც წადილისმიერ ნაწილს ეძახის, ეს არის ჩვენი ბაზისი, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, კვება იქნება თუ გამრავლება; სულის მეორე ნაწილს მგზნებარე ნაწილი ჰქვია, ჩვენი სულის "დრაივი", მუხტი, ერთგვარი აგრესია, ტემპერამენტი და მესამე ნაწილი არის გონება. ამის მიხედვით სამი ტიპის ადამიანია, ბოლო ტიპის ადამიანი არის სარგებლისმოყვარე ადამიანი, ფილოკერნესი, რომელიც ცხოვრობს ამ წადილებით და მისთვის მთავარია რა დააგროვოს, მიიღოს, იკვებოს, სხეული შეიმოსოს და სხვა ვნებები. შემდეგი დონე არის ადამიანი, რომელიც დიდებას ესწრაფვის და აქ შეიძლება ლიდერები, იგივე პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანოთ, ანუ ფილონიკროს ტიპის ადამიანები. ფილოსოფოსს რაც შეეხება, ეს არის ადამიანის სახე, რომელსაც თავისთავად ცოდნა აინტერესებს, ცოდნის თავისთავადი ღირებულება, სიბრძნეს ეზიარება, ის სიბრძნეს არც ეუფლება, არც იყენებს, ეზიარება და იმას აღარ დაუდევს აქედან რა სარგებელი შეიძლება მიიღოს. დღესაც, ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება მიღებული, მაგრამ თავისი ბუნებით, განწყობილებით და ტემპერამენტით იყოს ფილოსოფოსი და სიამოვნებდეს თავისთავად ცოდნასთან ზიარება.

ანა ქირია
სამი ტიპის ადამიანი
გიორგი გვასალია - ციტატები

ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი

ორივე მხარე საუბრობს ბედნიერების წყაროზე, საუბრობს რაღაცაზე - მნიშველოვანზე, რომ ჭირდება და რომ აწუხებს. მოდი გადავხედოთ, შეგვიძლია ვნახოთ, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბედნიერება არ მინდა, ასეთი რამე არ არსებობს.

აი მივიდეთ ძალიან დიდ, დაყუდებულ, წმიდა მამასთან, რომელიმე საუკუნეში გადავინაცვლოთ, და ვკითხოთ: რა უნდა მას ამ უდაბნოში? რაღაცეებს გვეტყვის, გვეტყვის... და ბოლოს იტყვის, რომ თურმე ამ უდაბნოში მოსულა იმიტომ, რომ მარადიული ბედნიერება იპოვოს. ისიც ბედნიერებისთვის არის იქ, იმ უდაბნოში, ყველა ადამიანი... იმიტომ, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი.

და ადამიანის უბედურება საიდან იწყება? ილუზორული ბედნიერებიდან. დაცემულმა ძალამ ადამიანს ის კი არ უთხრა, ამას თუ გააკეთებ ღმერთთან არ იქნები, პირიქით უთხრა, რომ აი ამის მერე იქნები ღმერთთან , ამის მერე იქნები ბედნიერი. შესთავაზა ალტერნატიული და იოლი გზა, ძალიან ბევრი და იოლი საშვალება ეძლევა ადამიანს თავისი ვნება დაიკმაყოფილოს. ეს ვნება რა არის? ეს დაახლოებით იგუვეა, გამაყუჩებელ წამალს, რომ დალევ და ტკივილს გაგიყუჩებს მაგრამ, ტკივილის წყაროს ვერ სპობს, სულ გამაყუჩებელი უნდა სვა.

გონიერება სადაა? - როდესაც ტკივილის წყაროს მოაკითხავ და ტკივილის წყაროს მოსპობ. ბედნიერება ამას გეუბნება, რომ ტკივილის განცდას კი ნუ სპობ, ტკივილის წყარო მოსპე. აქ იწყება ბედნიერებს.

გიორგი გვასალია
ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი
მესაფლავეები მესაფლავეები - ციტატები

მესაფლავეების უმძიმესი პროფესია

ხანდახან, როცა ხალხი ტირის და გოდებს, მეც ვდგევარ მათ გვერძე და ვტირი, განვიცდი, როდესაც ვიღაცა მშობელს გრძალავს, დედას ან ბავშვს გრძალავს.

ბევრია ესეთი შემთხვევა, მომხდარა, რომ დამიმარხია ახალგაზრდა კაცი და დედას ვერ უკონტროლებია თავი, ჩავარდნილა ორმოში, რომ პირველი მე დამმარხეთ და ჩემი შვილი ზედ დამარხეთო. მერე მე ჩავედი ჩემ ამოთხრილში და ხალხი, რომ ამოგვეყვანა ის ქალი იქიდან. არ ამოდიოდა. ახალგაზრდა გოგო იყო. ჯერ მე დამკრძალეთო და მერე ჩემი შილი ზემოდან დამადეთო.

ქვის გული ხომ არა გვაქვს, ადამიანები ვართ. რომ მოჰყავდათ, ყველა ტიროდა, მე იმათთან ერთად ვტიროდი, ვერ ვიკავებდი თავს, დღემდე ეგრე ვარ.

მახათაზე ვიყავით, სულ პირველად, რომ ოჯახი დაიღუპა ავარიაში, ტრაგიკულად დაიღუპა ცოლი, ქმარი და პატარა შვილი, ყველაზე მძიმე რაც ეს იყო ჩემს ცხოვრებაში და იმხელა მიწა, რომ გავჭერით და სულ ყველა იქ ჩავასვენეთ, ყველაზე დიდი დარტყმა, მაშინ მივიღე.

პირველი ემოცია მაშინ მქონდა... ცუდადაც გავხდი, გული დამეწვა და ტირილისგან თავს ვერ ვიკავებდი... ერთი მოხდა კიდე ორი თვის წინ, 2 თვის ბავშვი დაიღუპა გულის მანკით და როგორც მშობლები და ხალხი ტიროდა, ისე ვტიროდი მეც. ჩასვენების პროცესი ისეთი მძიმე იყო, რომ დღესაც რომ აგიხსნათ, კიდევ ვერ გამოვხატავ. ისეთი ამბავი იყო, კანკალი, მთელი ნერვიულობა. წარმოიდგინე 2 თვის ბავშვი გიჭირას ხელში, ძინავს და მიწაში დებ შენ იმას.

მესაფლავეები
მესაფლავეების უმძიმესი პროფესია
ზურაბ მხეიძე - ციტატები

კრიზისები ურთიერთობაში | თუ ვერ კითხე, დაგუგლე!

რაც შეეხება ვითომ უბედურებები როა, კრიზებს რომ ვეძახით, არ არსებობს, რომ კრიზისი არ იყოს. კრიზისი არის ჩვეულებრივი მოვლენა. ისევე არ არსებობს, შენ რომ თქვა, რომ წვიმა არ არსებობს, ან თოვლი, ან ქარი. კრიზისი კი არ არის პრობლემა, როგორ გამოდიხარ კრიზისიდან ის. მართალი გითხრათ, ჩემთან ცხოვრებაში, თუ რამე კრიზისები იყო, ყველგან გამოვსულვარ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე კრიზისამდე ვიყავი, იმიტო, რომ ჩემთვის კრიზისი არის ამოცანა.
რაც არ უნდა ჭკუიდან გადადიოდეთ და ერთმანერთი გიყვარდეთ, ერთ სივრცეში რომ მოგათავსოთ, იჩხუბებთ, დარწმუნებული ვარ იჩხუბებთ, თუ გინდა ხელს მოვაწერ რამდენი ხანი გაძლებთ, რომ არ იჩხუბოთ. ამიტომ კრიზისი არ არის პრობლემა, კრიზისი არ არის მოულოდნელობა. მთვარი არის როგორ ხარ ამ კრიზისში, ურთიერთობებს მართვა უნდა, ესე თავისით მიშვებული, შედარება რომ გავაკეთო ხოლმე ოჯახური წყვილებისთვის, ვეუბნები, წარმოიდგინე, დაქორწინდი იგივეა იახტაზე რომ დაჯექი, და სადღაც ზღვაზე გახედე, ძალიან კარგი ხედია, მაგრამ გაუშვი საჭეს ხელი, მანამდე ხართ კარგად სანამ რაღაცას არ მიეხეთქება ეს, თუ არ იცი როგორ უნდა მართო სიტუაცია. იმიტომ ქვია თაფლობის თვე, სადმე თაფლობის ხუთწლედი გინახავთ, არა, თვე ქვია, ამიტო თავში ტვინი თუ გაქ და აზროვნებ , ყველაფერს ალაგებ ნორმალურად და ცხოვრობ კარგად. ვერ ალაგებ? - განვითარდი, თუ ვერ განვითარდი, ვინმეს კითხე, თუ ვერ კითხე - დაგუგლე.

ზურაბ მხეიძე
კრიზისები ურთიერთობაში | თუ ვერ კითხე,
ციტატები, მოკლე გამონათქვამები