ნივთები გაგვაბედნიერებს?
ძაან გავრცელებულია, მე ხშირად სტუდენტებთან მიწევს შეხვედრა და მათთან ლაპარაკი და აუცილებლად ვეკითხები ხანდახან, რომ რა გაგაბედინიერებთ, რა შემთხვევაში იქნებით ბედნიერი ვთქვათ 30-40 წლის ასაკში და ხშირ შემთხვევაში ასახელებენ ბედნიერების ნაწილად ნივთებს და ქონებას. ეს არის ზუსტად მეშვიდე მოლოდინი, დამანგრეველი, რომ ნივთები გამაბედნიერებს. აი მე, რომ ესეთი სახლი მქონდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე, რომ მქონდეს ესეთი მანქანა რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე, რომ ასეთი მოგზაურობა შემეძლოს, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი.
მე მახსოვს ზუსტად, კომპიუტერების გამოფენაზე ვიყავი პატარა სკოლის მოსწავლე და თავთან მედო ის რაღაც ჟურნალი მერე კარგა ხანს და მართლა გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ეს კომპიუტერი ვისაც აქვს ის ნამდვილად ბედნიერია. მას მერე ბევრმა კომპიუტერმა და ბევრმა წყალმა ჩაიარა და მოკლედ აღმოჩნდა, რომ ნივთები ვერავის ვერ აბედნიერებს, ვერც კომპიუტერები, ვერც მანქანები, ვერც იახტები... ძალიან კარგი რამეებია, კი არ უარვყოფ, უბრალოდ ბედნიერების წყარო ვერ ხდება და თუ მოლოდინი გაქვს, რომ ეს გაგაბედნიერებს შეიძლება მიაკვდე ამ მიზნებს და იმისთვის, რომ აღმოაჩინო რამდენი რესურსი დახარჯე, დრო, ენერგია, ნერვები და ვერ მიაღწიე ბედნიერებას და შუა ხნის თავისებურება ერთ-ერთი ესეც არის, რომ ხალხი ხვდება, ძალიან ნათლად, მტკივნეულად ნათლად, რომ არ მოუტანათ ბედნიერება ნივთებმა.
სასაცილო ისტორია "ზარმაც" შვილზე
ძალიან უნდოდა, რომ ჩემგან მიეღო რაღაცა რჩევა ამ გოგოს აღზრდასთან დაკავშირებით და თბილისში გამოგყვებიო, მანქანით მოვდიოდი და გამომყვა. ეს გოგოც უკან ჩაისვა და მოვდივართ, პირველი 30 წუთი მიყვებოდა რა ზარმაცია ეს მისი გოგო და აღწერა ასე: სკოლიდან მოვა, დივანზე წამოწვება, დედას არ ეხმარება, საშინაო დავალებების გაგონებაც არ უნდა, ტელევიზორს თვალს არ მოწყვეტს.
ეს ხომ მოვყევი 30 წამში, ეს ყვებოდა 30 წუთი, და ნუ ამოწურა თავისი თავი, ვუსმინე ბოლომდე და კარგი ახლა იმას გავესაუბრები მეთქი, მივუბრუნდი და ვეკითხები; აბა ერთი ამიღწერე მამაშენი რომ მოდის სახლში, როგორია? ეს გოგო მეუბნება: დივანზე წამოწვება, ტელევიზორის პულტს ხელიდან არ გაუშვებს, დედაჩემი რასაც გინდა თხოვდეს ყურადღებას არ აქცევს.
ეს აღშფოთდა; რას ამბობ, აბა სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი და არ დავისვენო? შრომის მოყვარე ადამიანია, ზარმაცი არ არის საერთოდ, მაგრამ მოდი ხანდახან შევხედოთ სამყაროს ჩვენი შვილების თვალით.
13 წელი გოგო იზრდება და ვის სურათ ხატებს უყურებს? შრომისმოყვარეობა მამისა არ უნახავს არც ერთხელ, არც ვენახში წაყოლია, არც ტრაქტორზე უნახავს, როგორ მუშაობს და ნუ მუშაობს მართლა, მაგრამ ყოველდღიურად ხედავს ერთი და იგივეს და ბუნებრივია რასაც ხედავს ბავშვი, აი ამ გამოვლინებებს, შეიძლება ჰქონდეს ეს სასუქის ეფექტი, ანუ ანაყოფიერებენ იგივე ნიშან-თვისებებს და ახლა ჩვენ აღვიქვამთ ამას როგორც ზარმაცს, ეს მაგალითი ხო რეალისტურია?!
უნებლიე წარმოდგენები და აღძრული ემოცია
დავაკვირდეთ როგორ მუშაობს ჩვენი ფსიქიკა, როცა რაღაცას ვსაუბრობთ ჩვენი მფისქიკა ისმენს, ჩვენ ვუსმენთ მას, წარმოგვიდგება ხატები და ეს ხატები, რომელიც წარმოდგება დაკავშირებულია ემოციასთან
აი ესე მაგალითად, ერთხელ რუსთაველზე მოვდივარ და მოდის ძალიან ლამაზი ქალი...
მე გავაკეთე პაუზა იმიტომ რომ თქვენ უკვე წარმოიდგინეთ სად მივდიოდი და ვინ მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მითქვამს. ვიღაცამ წარმიდგინა, რომ სადღაც მაგდონალდთან მივდიოდი, ვიღაცამ ოპერასთან, ვიღაცამ პარლამენტთან , ვინც ძაან ფანტაზიორები ხართ შეიძლება წარმოიდგინეთ, რომ იმ ქალს შლაპა ეხურა, ქარი უბერავდა, შემოდგომა იყო... მე ესენი არაფერი არ მითქვამს, თქვენი ფანტაზია ჩაირთო და ეს ხატები წამოვიდა.
ასე მუშაობს ჩვენი თავი უნებურად, ისე, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ცხელ ხაზზე რომ გოგონას ველაპარაკები, სულ არ ვცდილობ წარმოვიდგინო როგორია. რომ ვრეკავ, ნეტავ როგორია, ეს განცდა არ მაქვს. რომ ველაპარაკები რაღაცა ხატი ყალიბდება ავტომატურ რეჟიმში. ამიტომ არის რომ შინაარსი, რომელ შინაარსსაც ჩვენ ვიყენებთ ურთიერთობისთვის, რეალურად მისი ფუნქცია თვითონ რას ვამბობთ ის კი არ არის, რა ემოციას აღძრავს ის არის. იმიტომ რომ ადამიანს შინაარსი კი არა, ახსოვს თავისი დასკვნა თქვენს კომუნიკაციის პროცესში ნათქვამზე და ის თავისი დასკვნის ემოცია, ამიტომ თავს ნუ მოვიკლავთ შინაარსზე თუ არ ვიცით რა ემოცია უნდა აღვძრათ და ჩვენი შინაარსი რას ემსახურება.
რატომ ჩააბარა იესომ სალარო იუდას?
რატომ ჩააბარა იესო ნაზარეველმა იუდა ისკარიოტელს სალარო და არ ჩააბარა მათეს? მათემ ნაკლები თვლა კი არ იცოდა. იუდას ჩააბარა და ამით მას უთხრა, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს შენ გაძლევ, ყველაზე მეტი ძალა შენში მინდა დავინახოო და იუდამ ეს სხვანაირად გაიგო.
მთელი თავისი მოციქულობის განმავლობაში ის იყურებოდა, როგორც დამფინანსებელი იმ მოძრაობისა, რომელსაც იესო ნაზარეველი აწარმოებდა. იუდა ამ პროცესს უყურებს, როგორც ადამიანი ურომლისოდაც იესო საპასუხო კრავს ვერ იყიდის, იმიტომ, რომ ფული ამან უნდა მისცეს. ამან უნდაა დააფინანსოს.
იუდაში ნელ-ნელა მყარდება აზრი, რომ ეს დანარჩენი 11 სხვა არის, მე სულ სხვა ვარ, გამორჩეული ვარ.
იუდასათვის 30 ვერცხლი დოკუმენტაციასავით არის, არ არის ეს ს სახარჯი ფული.
იუდაზე ნათქვამია ქურდიაო, სხვათაშორის ქურდიაო ნათქვამია მას შემდეგ რაც აღმოჩნდება ის ქურდი, თორე მანამდე, რომ ქურდი იყო ის არავინ იცოდა. იუდას ქურდობით ნაყიდი არც მიწა ვიცით ჩვენ, არც საქონელი და არც მონა-მხევლები. სულ სხვა რამე იგულისხმება ამ ქურდობაში, მიმტაცებელი იყო პატივისა, ღირსებისა, რომელსაც ქრისტე კი არ იძლეოდა, თვითონ ძერწავდა და თვითონ აჩვენებდა.
ამიტომ როცა დაინახა რომ აი ეს, რომელიც დააჭერინა, რომელმაც, იცის რომ 4 დღის მკვდრის გაცოცხლებაც კი შეუძლია, იცის ეს ნანახი აქვს, განცდილი, გადატანილი აქვს და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ძალას აღარ აჩენს, პირიქით სიკვდილზე მიდის, აი ეს ვეღარ გაიგო.
ჩემ შვილს საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა
პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და შემდეგ ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.
დაბადებიდან, ბავშვობიდან შეუჩერებლები ვართ, ყველა ბავშვს აქვს ცნობისმოყვარეობა, სამყაროს შეცნობის პროცესში რაღაც ახლის სწავლის სურვილი, მიზნის მიღწევის ჟინი, სითამამე, ზოგადი ინტერესი და ა. შ. თუმცა, როცა ვიზრდებით, სხვადასხვა ფაქტორების გამო დავისწავლით ხოლმე გაჩერებას.
ყველა ბავშვი არის გენიოსი, მეცნიერი, მხატვარი, ლიდერი, ჩემპიონი, თუმცა ჩვენ ვასწავლით ხოლმე სტანდარტულობას, ანუ გაჩერებას.
მშობლები ვინც ბრძანდებით, დამეთანხმებით, რომ როცა ბავშვი ახალ ნივთს აიღებს, აინტერესებს, შეისწავლის, რას შვრება ეს ნივთი სხვა ნივთებთან მიმართებაში. აღმოაჩენს, ამუღამებს, რომ მაგალითად, რაღაც ნივთები, როდესაც დააგდებ, იატაკის ზედაპირზე, ან მიწაზე დავარდნის დროს, ტყდება, ზოგი ნივთი არ ტყდება, ამ აღმოჩენებს აკეთებს ხოლმე. თუმცა, როცა მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს და დააგდებს და გატეხავს, ჩვენ აუცილებლად მივალთ და ვეტყვით: აპაპაპაპაპაპა, ეს აღარ გააკეთო! და ასე ვასწავლით მოქცევას. მაგრამ შემდეგ, სკოლაში როცა ინტერესს აღარ გამოხატავს, გვიკვირს: "ვაიმე, საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა", - იცი რა, ძალიან აინტერესებდა, უბრალოდ, ჩვენ ვასწავლეთ გაჩერება. არ ვამბობ, რომ როცა ბავშვები ვართ, ჩვენთვის უსაფრთხო გარემო არ უნდა შეგვიქმნან და ყველგან უნდა მიგვიშვან, მაგრამ ახალი აღმოჩენების ინტერესის დაკარგვა არ უნდა დავისწავლოთ.
"აუ ბედი არ მქონია" / აფირმაცია - პოზიტივის მიწებება
აი ათი თითი, რომ ათი მოვლენა იყოს, რომელიც თქვემსკენ მოდის, მაგრამ შენ აი ამის გეშინია, წივილ-კივილს ატეხავ, აი ხო ვამბობდი, ეგეთი ბედი მაქვს, კიდევ ეს მოხდა. ამ ცხრას ვერ ხედავ, ჩაკეცავ და ამას იწეპებ. ანუ მოლოდინი ტენდეციურია, მე რასაც ველოდები იმას ვიწეპებ.
იმიტომ მოვიყვანე ამერიკელების მაგალითი, რომ დილიდან მადლობებს იხდიან, პოზიტიურად, რომ იქოქავ დილიდან თავს, ამას აფირმაცია ქვია, იმიტომ იქოქავ, რომ პოზიტივი დაიწებო, რატომ ნეგატივი დილიდან?
ფუ რა საშინელი დღეა, რა ამინდია, მთავრობა ისეთია, მეზობლები, დედამთილი ასეთი. ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი…
ეხლა მე რომ თქვენ გაგატანოთ კონვერტი და გითხრათ, რომ აეროპორტში მიდი და ვიღაც მსუქანი, ქერა ქალი მოვა და იმას გადაეცი. რას დაიწყებ, ვის ეძებ? მსუქან ქერა ქალს. სხვა დროს ხო არ აპირებდი მათ დათვლას, ეხლა ითვლი, იმიტომ
რომ მოლოდინი გაქ. ეს არის თუ ის არის - ფიქრობ, სინამდვილეში ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაკვეთა გაქ ეგეთი. და ამ შემთხვევაში დამკვეთი შენ თვითონ ხარ, შენ უკვეთავ შენს თავს ცუდ ამბავს და ეს ამბავი მოდის.
იმიტომ, რომ ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ კარგს ხომ ვერ ხედავ, ჩაკეცილი გაკ ხედავ მარტო ცუდს და მერე ლაპარაკობ, რომ ეგეთი ბედი გაქვს. არაფერი ეგეთი ბედი არა გაქვს, არაფერი ცუდი არ ხდება, არანაირი “პალასები” არ არსებობს. კი არსებობს წაქცევა ადამიანის, წაიქეცი მაგრამ შეგიძლია დარჩე იმ ტყლაპოში, თუ ჩავარდი და შეგიძლია ადგე, დაიბანო, დაიფერთხო და გააგრძელო გზა
ბგერის სიჩქარე
- შვილებზე ვსაუბრობდით და ერთგან ამბობთ; პირველმა შვილმა აქეთ გამზარდა და ეს გამოცდილება დამეხმარა მეორე შვილის გაზრდაშიო. მე ვარ ახალბედა მამა და ბევრს ვეკითხები ხოლმე, რაღაც ინფორმაციას ვაგროვებ ამასთან დაკავშირებით.
არის თუ არა ისეთი შეცდომა, რასაც ყველა მშობელი უშვებს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა, რომ ეს შეცდომაა?
- იცით რა, მე ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები მშობლობაში და მიუხედავად ამისა, შეცდომების შემგროვებლად ნამდვილად გამოვდგები. ყველა შესაძლო შეცდომა ალბათ არა, მაგრამ ბევრი მაქვს დაშვებული.
მოკლედ, სადღაც წავიკითხე; რომ ამბობენ, ბგერის სიჩქარე მაღალიაო, ბგერის გადაადგილების სიჩქარე, ეს არის ტყუილიო, იმიტომ, რომ დედაჩემი რასაც მეუბნებოდა 20 წლისას, გავიგონე 40 წლისამო.
ველაპარაკე, ველაპარაკე, ველაპარაკე, ამ ჩემ შვილს ბევრ რამეზე და მერე მომეჩვენა, რომ არ აინტერესებდა და დისკომფორტი გამიჩნდა, რომ რაღაცნაირი ტიპი ვარ, არ აინტერესებს ბავშვს და მე მივდივარ და რაც არ აინტერესებს მაინც ვუყვები.
მერე წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მოსმენილი და გაგონილი აქვს, ისინიც კი, რასაც თითქოს არ უსმენდა.
- და აი ამ პროცესში, თქვენი მთავარი მიზანი რა იყო შვილების აღზრდისას, კარგი მოქალაქე თუ უბრალოდ ბედნიერი ტიპი?
- მე ბედნიერების ბანაკიდან ვარ ასე ვთქვათ, რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი, ოღონდ სხვა ადამიანების პატივისცემით, ანუ ჩემი თავისუფლება სხვისი თავისუფლების შეზღუდვამდე სანამ მივა.
გავლენების სამყარო
ყველა ურთიერთობა არის გავლენის შესაძლებლობა და გავლენის საშუალება. ჩვენ თითოეული ადამიანი ვცხოვრობთ გავლენების სამყაროში.
ნახე ეხლა როგორ არის, დილას მაგალითად მეუღლე ცდილობს გავლენა იქონიოს თქვენზე, ბავშვი ცდილობს გავლენა იქონიოს თქვენზე, იმიტომ, რომ ველოსიპედი უნდა. გამოდიხართ ქუჩაში და ბილბორდი, რომელიც დგას და წარწერაა ის ცდილობს გავლენა იქონიოს თქვენზე, აი ეს რაღაცა მოკლედ შეტყობინებები, რომ ფასდაკლებაა და შაქარი და კარაქი რაღაცა ფასად, ესენი ცდილობენ, რომ გავლენა იქონიონ.
ამიტომ თითოეული ადამიანი ხვდებით გავლენების სამყაროში, თქვენზე ცდილობს უამრავი ვიღაცა და რაღაც, რომ გავლენა მოახდინოს, ნუ ზოგი ახდენს და რომელიც ახდენს თქვენ აკეთებთ იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა მეორე მხარეს, ნუ თუ ვერ ახდენს წარუმატებელი მცდელობა აქვს.
თქვენც ასევე იქცევით როცა ხვდებით ადამიანს, თქვენც გინდათ თქვენს მეუღლზე გავლენა მოახდინოთ, ბავშვზე, რომ იმეცადინოს გავლენა მოახდინოთ, თქვენს უფროსზე, რომ პრემია მოგცეთ საახალწლო და ა.შ.
ყველა ერთმანეთზე ცდილობს გავლენის მოხდენას. გავლენის მექანიზმი რა არის დააკვირდით, ეს არის კომუნიკაცია. კომუნკაციის შემადგენელი ნაწილი არის ინფორმაცია, რომელსაც აქვს შინაარსობრივი მხარე და ამ შინაარსს მოყვება ემოცია, თქვენ ვიღაცას ეტყვით ცუდს, ნამდვილად იცით, რომ არ დადგემა კარგ ხასიათზე, ანუ ემოციას გამოიწვევთ უარყოფითს. ვიღაცას ეტყვით კარგს, აქაც ნამდვილად იცით, რომ რეაქცია ექნება.
ფსიქოთერაპევტი განსაცდელის დროს
- მე მქონია შემთხვევა როცა ვყოფილვარ ძალიან მძიმედ, მორალურად თუ ფსიქოლოგიურად, და მომცეს ერთი ცნობილი ფსიქოთერაპევტის ნომერი, რომელსაც გვიან ღამით დავურეკე, ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე დაუყოვნებლივ მიღება, და ავუხსენი რომ არ ვიცოდი რას ვიზამდი უახლოეს საათებში თუ წუთებში, და მან მითხრა უარი, იმის გამო რომ არ ჰქონდა დრო. თქვენ როგორ იქცევით მაშინ როცა, პაციენტი გირეკავთ, გვიანია, და გეუბნებათ რომ - მე ვარ ზღვარზე, არ ვიცი რა მოხდება და მჭირდება დახმარება?
- როდესაც პაციენტი არის შენი მიმდინარე პაციენტი, მაშინ რა საკვირველია შუა ღამეს ქუჩაშიც გავსულვარ, მაგრამ, ეხლა აქ არის მეორე საკითხი, როდესაც ადამიანი არის სუიციდის ზღვარზე, აქ უპირველესი არის სტაციონირება მისი, და მედიკამენტური დახმარება, თუმცა რა საკვირველია, როდესაც ასეთ რამეს ადამიანი გეუბნება აუცილებლად უნდა მას ყურადღებაც დაუთმო და კარგად გამოიკვლიო რაშია საქმე. ასეთი სიტყვების უგულებელყოფა წარმოუდგენელია. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ წყვილში ფსიაქიატრთან და როდესაც ფსიაქიატრი გამოწერს მედიკამენტს, შეისწავლის ანამნეზს და დაადგენდს დიაგნოზს, შემდეგ უკვე ძალიან დიდ დროს, ჩვენ ვატარებთ პაციენტთან, უკვე ფსიქოთერაპიის პროცესში. აი ასე მუშაობს ეს სისტემა. ამიტომ მანდ უპირველესი როლი მაინც არის ფსიქიატრის და მაინც არის მედიკამენტური, რომ ეს კრიზისი ჩავაქროთ, ეს აზრები, სასწრაფოდ და კომბინირებულად, ინტეგრირებულად უნდა ვიმუშავოთ ფსიქოთერაპევტთან.
როგორ გავახაროთ ოჯახის წევრები?
მოდი სახლში, რომ მიხვალ... სახლში ხომ ვიღაცეები გხვდებიან, შენი ოჯახის წევრები. გამიკეთე ისე, რომ თითოეული წევრის განყობა იყოს უფრო მაღალი, ანუ უფრო კარგ ხასიათზე დადგეს შენ, რომ მიხვედი, აბა რამე გააკეთე.
მეორე კვირას, რომ ვიკრიბებით ისინი (სტუდენტები) მიყვებიან, ძაან კარგი ისტორიებია, მაგალითად ერთი გოგო მიყვება, ჩემი ძმა, მამაჩემი და დედაჩემი მხვდებიან სახლში და თქვენ, რომ დამავალეთ კაი ხასიათზე დააყენეთო, ჩემ ძმას უყვარს შოკოლადი, მევედიო კომპიუტერთან დავუდეო, მამაჩემთან მივედი ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიკო მყავსო, მერიდება თქვენთან, მაგრამ ჭურჭლის რეცხვას ვერ ვიტანო, დედაჩემს ქონდა გაურეცხავი ჭურჭელი და გავურეცხეო, შევედი ჩემ ოთახში, გამოვედი და სამივენი ერთად სხედან, რა გჭირს გოგო შენო... მამას ეგრევე გონია, რომ თხოვდება...
მთელი ოჯახი, მთელი დღე იყო კარგ ხასიათზეო.
მეორე მიყვება, რომ დედაჩემს უყვარს ჩემთან ლაპარაკი და მე მეზარებაო, დაღლილი მივდივარო, მაგრამ თქვენ, რომ დამავალეთ აბა ცადეთ, დავჯექით და ვილაპარაკეთო, და მერე მეთქმი? დედაჩემი იყო ბედნიერიო, და შენ როგორ იყავი თქო? მაგარი განცდააო... და იცი რატომ არ არის მაგარი განცდა? ის ემოციაა იმ სივრცეში სადაც შენ იმყოფები.
ამიტომ ჩემთვის სახლშიც, სამსახურშიც და სადაც მივდივარ მე ვარ ემოციის ავტორი და ეს ემოცია თუ სადისტი არა ვარ პოზიტირია და აი ნახე რა კარგია, თქვენთვის კომფორტული, სახლში ყველა კაი ხასიათზე გყავს, სამსახურში ყველა კაი ხასიათზე გყავს.
ქალისთვის კაცი ხდება საინტერესო, თუ ...
აღმოჩნდა, რომ ქალისთვის კაცი ხდება საინტეროსო, თუ მასში წაიკითხა დომინანტობა. თუ დომინანტობას ვერ კითხულობს ის მისთვის საინტერესო მამაკაცი არ არის. კაცი უნდა იყოს დომინანტური. მაშინ დააინტერესებს. (საპირისპიროდ ვერ დავარქმევ სახელს, დაახლოებით ესეთი რაღაცა გამოდის, მამაკაცმა უნდა გაიფიქროს ობიექტზე , რომ მოერევა მას, ოღონდ ფიზიკურად ჭიდაობაში არ ვამბობ, ეს ილუზია უნდა შექმნას, და ამის მესიჯიც არის როგორ უნდა გააგზავნოს ქალმა, რომ იმან ეგ გაიფიქროს, არაფერი პრობლემა არ არის და პირიქით.) ... ეს უფრო კაცების სასარგებლოდ ვლაპარაკობ, დომინანტობა არის სამი ტიპის, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის ფიზიკური... და დომინანტობას ნახეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რომ ვეუბნებით, აბა დაწერე როგორი გინდა წარმოიდგინო, რომ იყოს შენი პარტნიორი, ერთი ქალი არ მინახავს ვინც დაწერა, რომ ჩემზე დაბალიო, არ არსებობს და მაღალი უკვე გიჩვენებს რომ დომინანტობა სჭირდება, მარტო ფიზიკურ მახასიათებლებში. ანუ მარტივი დომინანტობა, პირველი ეს არის ფიზიკური მხარე, აი მხარი, ბეში, მაღალი, აი რო აგიყვანს ხელში... მეორე ტიპის დომინანტობა არის - სოციალური დომინანტობა, ანუ მოსწონთ პოპულარული ტიპები, ანუ ნახე ისეთი ტიპია, ლიდერია, ჯგუფს უყვარს. მესამე არის ინტელექტუალური დომინანტობა, ამ სამი ნიშნიდან, ერთი მაინც თუ ვერ დაინახა, ის კაცი ინტერესს არ წარმოადგენს. და თქვენ წარმოიდგინეთ სამივე თუ ერთ კაცში დაინახა, ხომ სულ გაგიჟდება. მაგრამ, როგორც წესი, სამივე ერთში თითქმის არ არსებობს.
ზურაბ მხეიძეარ გაყვეთ ცოლად ნარკომანს და ლუდომანს! / რჩევა გასათხოვარ გოგოებს
ლუდომანს და ნარკოდამოკიდებულს, რაც არ უნდა კარგი ტიპი იყოს, არ გაყვეთ, გაიმწარებთ მთელ ცხოვრებას.
მე დამჭირდა მაგ საკითხის კვლევა, როცა ერთ-ერთმა ახლობელმა მე მომპარა რაღაცა, იცით პირველი შოკი რა იყო? მე როგორ უნდა გამიკეთო ესთქო. მაშინ ჩავიხედე სერიოზულად მაგ საკითხებში სპეციალისტებთან. მითხრეს, რომ დაივიწყე ახლობელი, როცა მას მოთხოვნილება აქვს ცოლსაც ყიდის, შვილსაც ყიდის. მერე რომ მივყევი, ოჯახიდან გააქვს ტიპს და ყიდის, ანუ საკუთარ ბავშვს, რომ რაღაც მოპარო და გაყიდო, იმდენად დამოკიდებული ტიპია.
აზარტული თამაშებიც ანალოგიურია, შეიძლება შენ დაიწყო მოგების სურვილით, მაგრამ იქ გაქვს ზუსტად ის ბიოქიმიური ცვლილების მოთხოვნილება რაც აზარტს მოყვება. მე სიტყვით შემიძლია თქვენი ბიოქიმია ვცვალო, აგერ, რომ ვუთხრა რაღაც ძალიან კარგი და გავახარო, გამოიყოფა დოპამინი, ნახე სიტყვით ვუთხარი და ჩავერიე ბიოქიმიაში და თუ გავახარე აქეთა მხარე საერთოდ ენდორფინები გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ანუ ჩვენ ურთიერობის დროს შეგვიძლია ერთმანეთის ბიოქიმია ვცვალოთ, ხელი არ დამიკარებია. კორტიზოლი გვინდა გამოვყო თქვენგან, სტრესში უნდა ჩაგაგდოთ.
ესეიგი რა ხდება, ის ქცევა რაც აზარტულია, გამოიმუშავებს იმ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებების მიმართ რჩება მოთხოვნილება, იმიტომ რომ ლუდუმანისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი გინდა მოიგოს, ანუ ორი მილიარდი რომც მოიგოს მაინც თამაშობს, იმისთვის მოგება არ არის, ანუ ფინანსური ინტერესი არ არის, იმისთვის არის ის განცდები განმეორდეს.
ცხოვრება გექნება ისეთი, როგორი ურთიერთობებიც გექნება
ადამიანი სოციალური არსებაა, ერთ-ერთი სოციალური მდგენელია და უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები, ჩასახვის მომენტიდან ურთიერთობაშია სამყაროსთან, დედის მეშვეობით დედასთან, როგორც კი იბადება იწყება ურთიერთობები და მთელი ცხოვრება ადამიანს, მარტოც რომ იყოს, მაინც არის ურთიერთობაში საკუთარ თავთან, ხილულ ან უხილავ სამყაროსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე მოდით ვთქვათ რა არის ეს ურთიერთობები, შემდგომში, რომ ჩავშალოთ ეს თემა, როგორც ოჯახური, ისე სამსახურში, ისე წყვილის, რამდენსაც მოვასწრებთ და რამდენსაც შევძლებთ.
დავამატებდი, მნიშვნელოვანი არა, უბრალოდ მთელი ცხოვრება არის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ურთიერთობების გარეშე არ არსებობს ცხოვრება, ოღნდ ყველა იმის გათვალისწინებით რაც ჩამოთვალე, მარტოც, რომ ხარ ურთიერთობებში ხარ საკუთარ თავთან. ასე, რომ სოციალურობა კი არა, არსი და ცხოვრების მთელი შემადგენელი ნაწილი, დაწყებული დაბადებიდან სიკვდილამდე, ურთიერთობებშია ადამიანი. აქედან ასე დგება საკითხი, რომ ამ ურთიერთობებში თუ ვერკვევი და გავერკვევით, რეალურად ცხოვრებაშიც გავერკვევით. თუ ურთიერთობები შეგვიძლია და ამაში კარგები ვართ, კარგში ვგულისხმობ შეგვიძლია და ვიცით რა როგორ ხდება, ცხობრებაც ისე ეწყობა როგორც დაგეგმავ. თუ რაღაც არ გამოზდის ადამიანს ცხოვრებაში, სადღაც ურთიერთობაში უშვებს შეცდომას, ან გარეთ ურთიერთობებში, ან საკუთარ თავთან ურთიერთობაში, ამიტომ მთავარი და მნიშვნელოვანი კი არა, ერთადერთი და გადამწყვეტია, ცხოვრება გექნება ისეთი რა ურთიერთობებიც გექნება.
არ გაბედო წინამძღვრობა, თუ ...
მოსემ პირველი 40 წლის განმავლობაში ინტელექტუალური ცოდნის ზენიტს მიაღწია. ეგვიპტური მისტერიები, შემდეგ იდეამური მისტერიები, იუდაურს ისედაც ეცნობოდა, (მაშინ იუდაური არ იყო, მაგრამ თავისი ხალხის რაც იყო).
საკმაოდ დიდი ინტელექტის მფლობელია, ძალიან დიდი პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელია, მოკლედ მართლა გამორჩეულია. და აი ეს კაცი იწყებს თავის ხალხთან გასვლას, ანუ რაღაცა მოძრაობა უნდა დაიწყოს, ეროვნულ განმანთავისუფლებელი. ამ დიდი ინტელექტის და ძალაუფლების პატრონმა.
მეორე 40 წლის განმავლობაში, მოსე არის უდაბნოში. უდაბნო ნიშნავს იმას, რომ, აი გრიგოლ ხანცთელთანაც რომ გვაქვს: ჯირკუალსა განაგდებდა, ხოლო კეთილსა შეიწყნარებდაო. ანუ ხდება მისი ინტელექტუალური გამოცდილების დაწმენდა და სულიერ გამოცდილებაში, აი ამ პრიზმაში გატარება, რაც იცი შეიძლება ყველარი კარგი არ იყოს. კი უნდა იცოდე მაგრამ, რა არის სიკარგე და სიცუდე ამაში.
მეორე 40 წლის განმავლობაში მოსე იწმინდება, იწმინდება სულიერად და 80 წლის მოსეში გვყავს, საოცარი პერსონა. ინტელექტუალურად და სულიერად მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანი. გრიგოლ ნიოსელი ამბობს, აი ამის მერე იწყებს მოღვაწეობას.
კაცმა, რომელმაც ორი თანამემამულე ვერ შეარიგა, ორ მილიონამდე მასის ხელმძღვანელი გახდა. რატომ? ორივე საფეხური გაიარა. და გრიგოლ ნოსელი რას ამბობს? - არ გაბედო წინამძღვრობა, სანამ ორივე საფეხურს არ გაივლი, არ გაბედო წინამძღვრობა.
მე ჩემს სტუდენტებს ვუბედავ, სხვას ვერ გავუბედავ და ვეუბნები: ჩვენი ტრაგედია ხშირად არის იმასში, რომ ამ ორიდან ან არცერთი ან ერთია ხოლმე.
თუ გინდა რომ ყველას მოსწონდე
სხვა ადამიანს, შენს კოლეგას, ნაცნობს შეუძლია თუ არა თავისი სადარდელი, თავისი საქმე გადმოგაბაროს შენ, ისე, რომ დაზარალდეს ის რაც შენ გინდა. ანუ ძლიერი ადამიანების ამის საშუალება არავის არ აძლევენ და არ უჭირთ არას თქმა. ანუ გასაღები, რომ თქვენ არ გამოგივიდეთ ისეთი ცხოვრება რომელიც არ მოგწონთ არის არას თქმაში. რაღაცაზე დიახს იტყვით, მაგრამ ბევრ რამეზე უნდა თქვათ არა. წამომყვები შაბათს სადღაც, იმაში მივდივარ და ა.შ. არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი, არა ვერ წამოგყვები, უნდა დავისვენო, სამუშაო მაქვს, საკითხავი მაქვს, ბავშვებთან მაქვს დრო გასატარებელი და ა.შ.
ანუ თქვენ ვერაფრით ვერ მართავთ თქვენ პრიორიტეტებს თუ არას თქმა არ შეგეძლებათ, ამაზე ცალკე ვიდეოც გვაქვს, ესეიგი პროდუქტიული ხალხის ერთ-ერთი მთავარი უნარი არის უარის თქმა რაღაცეებზე. ამიტომ დაბალპრიორიტეტულებზე უარს ამბობს ეს ხალხი და არ დარდობს ეს ყველას მოეწონება თუ არა, იმიტომ, რომ თქვენ ვერ იქნებით პრიორიტეტული. სტივ ჯობს დაგვიბარა, რომ თუ გინდა, ყველას მოსწონდე ნაყინის გამყიდველი გახდიო და ლიდერიო. თქვენ თუ გაქვთ გეგმა იყოთ ძალიან პროდუქტიული, ძალიან წარმატებული, პუბლიკაზე არ უნდა იმუშაოთ, უნდა იმუშაოთ იმაზე რაც მართლა მნიშვნელოვანია.
ამიტომ ყველას კარგად ყოფნა თქვენი მოვალეობა არ არის, თქვენ ჩაგბარდათ თქვენი თავი. თქვენი თავი და ახლობლები არის თქვენი მოვალეობა. ამიტომ შეეცადეთ, რომ უარი თქვათ არასაჭირო, ასე ვთქვათ დამატებით ვალდებულებებზე და მთელი თქვენი დრო და ენერგია დააკონცენტრიროთ იმაზე რაც სტრატეგიულია, რაც არის მნიშვნელოვანი.
სიმდიდრეზე დაფუძნებული ბედნიერება
ორ უკიდურესობას წავაწყდი, ერთი უკიდურესობა, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანობა დევნის და ეწინააღმდეგება მატერიალურ სიმდიდრეს და მეორე უკიდურესობა, რომელსაც მხოლოდ ამაში აქვს მოაზრებული რაღაცა მოღვაწეობის შესაძლებლობები. არც ერთია მართებული და არც მეორე.
მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, რომ მდიდართან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა გადაულახავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან სიმდიდრე არ არის ის რაც მე ხელს მიშლის, სიმდიდრეს აქვს რაღაცა საცეცი, რომელიც თუ შემოვიდე, აი ამის შემდეგ მიშლის. კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებულ სიტყვასაც ამბობს ამასთან დაკავშირებით.
სიმდიდრეს უწინარეს ყოვლისა რა მოაქვს? მატერიალურ სიუხვეს რა მოაქვს? მოაქვს განცდა იმისა, რომ პატივისცემა, დიდებისმოყვარეობა, სხვისაგანაც და საკუთარი წიაღიასაგანაც. აი როდესაც სიმდიდრე ხდება მიმზიდველი, მერე მიმღებელი ამის ყველაფრისა, ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ შენ სიმდიდრეზე დააფუძნე შენი ბედნიერება.
მაგრამ თუ სიმდიდრე შენს თავმდაბლობას არ ეხება, თუ სიმდიდრე შენს მოვალეობათა წყობას, შენს შრომისმოყვარეობას არ ეხება, მაშინ სად არის ეს ნათქვამი, რომ სიმდიდრე ქრისტიანობისთვის მიუღებელია.
საკრძალია, ვინაიდან მდიდარს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი სულიერი ძალები სჭირდება, რომ უფრო მეტი ცდუნებები გადალახოს და როდესაც საუბრობს ბედნიერებაზე ბიბლია, სიმდიდრეს არ აქცევს სწორედ ყურადღებას. არა, სიმდიდრე კი არ არის პრობლემა, სიმდიდრეზე რომ ვერ ამაღლდები და სიმდიდრეში რომ ბედნიერებას დაინახავ, აი ეს არის პრობლემა.
საიდან მოდის ბედნიერება?
ჩვენ, არის ხოლმე, რომ რაღაცის ქონება გვგონია განსაზღვრავს ბედნიერებას. ნუ ესეა ხოლმე თავში, მაგალითად თუ მყავს მერსედესი ესეიგი მაგარი ტიპი ვარ, სტატი მაქვს, მაგარი საათი მიკეთია, ნომერი მიწერია 001 BOSS გადმოვდივარ მანქანიდან, ხომ ხედავთ რა მაგარი ვარ.
რეალურად ესე არ არის, შიდა კომუნიკაცია როგორიც გაქვს, იქიდან არის ბედნიერება. ამის მაგალითად, თქვენთვის, რომ გასაგები იყოს რას ვლაპარაკობ, ესეთი ფილმი ავიღოთ, რომ არ იფიქროთ ქართული ვარიანტია, “ტკბილი” ნოემბერი, რომელიც ალბათ ნანახი გაქვთ ბევრს, დღეში შვიდჯერ გადიოდა ტელევიზორში.
კიანუ რივზი არის პერსონაჟი, რომელიც მუშაობს გაყიდვების დეპარტამენტში, მერსედესი ყავს, კარგი მანქანა, კარგი ხელფასი აქეთ. აქეთ ვინ გვყავს? გოგო რომელსაც არც ხელფასი აქვს მაგარი, არც მანქანა ყავს და და პლიუს იცის, რომ ორ თვეში კვდება, და რომელი ცხოვრობს? ეს თუ ეს? ამის ცხოვრებაა მკვდარი, ამ ჩვენი მერსედესიანის, იმიტომ, რომ გაგებაში არ არის რა სილამაზეა ცხოვრებაში. ამ გოგოს სიყვარულიც შეუძლია, მეგობრებიც ყავს, ყველაფერი ყავს, გოგომ რომელმაც იცის, რომ ორ თვეში მოკვდება. ამას ფული აქვს, ყველაფერი აქვს, მაგრამ რეალურად.... და რეჟისორს კარგად აქვს ეგ მომენტი გაკრიტიკებული, რამხელა თანხას უხდიან სოსისების რეკლამაში კომპანიები და ეს გონია მას ცხოვრების აზრი, მარკეტინგის დეპარტამენტში აი ამ რაღაცეების წერა. როცა იმ გოგოსთვის ურთიერთობები და სიყვარულია აზრი. ნუ გასაგებია, რომ ბიჭს, რომ შეუყვარდება მერე მიხვდება, რომ მარკეტინგი სისულელე იყო.
ამიტომ როგორც განაწყობთ თავს, ისე ხართ, პირდაპირ თქვენ ხართ ავტორები.
ყურში ჩაჩურჩულება
აი ესე მოვიდა ჩემთან, დაიხარა, ხელი დამადო და ყურში მიჩურჩულა, ხმამაღლა კი არ მითხრა, მიჩურჩულა. მე ავდექი და ეს მეთოდი დავხვეწე. ექსპერიმენტულ სკოლაში იქნები თუ სხვაგან, ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში დადის უკვე. ყურში ჩარჩულება.
არ უნდა ბავშვს აბა, ვინ ვინ, აბა ჩქარა, ჩქარა, ძლივს მოვიგონე რაღაც ამოცანე, მინდა, რომ ყველამ თავის განვითარების რაღაც იპოვოს, ყველამ წაიბორძიკოს ამ ამოცანაზე, თორემ ისე ვერ წავა წინ, ვიძახი ვინ ვინ და ერთი ადგა და გადაწყვიტა ეს ამოცანა და სხვებისთვის დაიკარგა ეს ყველაფერი, მაგრამ მე კი მინდა, რომ ამ ამოცანამ ყველა გაზარდოს, ამიტომ ამასთან მივალ და ჩავიჩურჩულებ, ამან მართალი მითხრა, სწორად გადაწყვიტა, ეს ძაან ჭკვიანია, მაგრამ მე როგორ უნდა გავაკეთ, რომ გავუძნელო ამოცანა, ყურში ვუჩურჩულებ, არა კაცო, ეგრე არა, დავაეჭვე... მაშ მეორედ უნდა შევიდეს ამოცანაში, ახლიდან ამოხსნას, რომ დარწმუნდეს მართალია, რწმენა გაუჩნდა. ამ დროს მე თან ხელითაც შევეხე, ახლოს მივედი, იმასაც მოუნდა ჩემი კოსტუმისთვის ხელის ხლება. ერთი ბონდო მყავდა, ჩამიხუტებდა ხოლმე, აღარ მიშვებდა... გამიშვი ბონდო ვეუბნები, მაშინ ხშირ-ხშირად მოდი ჩემთან და გაგიშვებო. აი ესე ჩუმად ჩამოვივლი, ეს ერთ ამოცანა კიდე დგას და ყველას ემსახურება, ყველას. ეს წამოხტება და დამდევს, მასწავლებელო მე ხომ სწორად გავაკეთე ეგ ამოცანა, როგორ შენ, მე როგორ გითხრა, ამ დროს განიშნებ, რა თქმა უნდა შენ სწორი ხარ შვილო, ეს როგორ მოხდა და გარბის მერე სახლში, დედაა, მასწავლებელს გავუსწორე მე, გამგიგეთ, აი ეს არის მოტივაცია და ამას, რომ საშინაო დავალებას მივცემ, ამ ურთიერთობის გამო ის გააკეთებს.
სად არის ღმერთის სამეფო?
ყველაფერი გამოითქმევა ენაში, ბუბენრივ ენაში, და არაბუნებრივი რაღაცეებიც გამოითქმევა ბუნებრივ ენაში, მაგალითად რელიგიურ ენაში გვეუბნებიან, ღმერთის სამეფო ან სხვა ცხოვრება, და ჩვენ ამას ვიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველა სიტყვა სასრულოა, სიტყვა გვესმის და ვუდებთ ამ სიტყვას კონკრეტულ რეფერენს. სიტყვა - სამყარო მაგალითად, სამეფო... არის ნახმარი. სამყარო არა ჩვენი არამედ სხვა სამყარო, ანუ თითქმის გეოგრაფიული გაგებაა, სამყარო აქ არის გეოგრაფიულად და სადღც იმ სამყაროს მიღმა, ამ მაღლა ან დაბლა მდებარეობს სხვა ცხოვრება, სხვა სამყარო და ასე შემდეგ.
ეს არის უკვე დარღვევა იმ შინაგანი კანონებისა, რომლის მიხედვითაც არის აგებული სიტყვა: ღმერთის სამყარო ან სამეფო, ან სხვა ცხოვრება და ა.შ. იქ არ იგულისხმება არანაირი გეოგრაფიული ან ქრონოლოგიური განლაგება.
ბიბლიაში, მერე სახარებაშიც მეორდება და არის გაფრთხილება. მოდის ტექსტები სადაც აღიწერება რა ხდება, ღმერთი რას ამბობ, რა ხდება იმ ცხოვრებაში და რა ხდება მიწიერ ჩვენს არსებობაში, მაგრამ ყოველთვის, რამდენიმე პასაჟის შემდეგ გაფრთხილებაა.
ეს ხომ არსად არ არის სხვაგან, არ არის ცაში, ღმერთის სამეფო თქვენშია, მაგრამ ამ გაფრთხილებას არავინ არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ კონკრეტულ ენას აქვს თავისი ინერცია და ჩვენ ამას მივყვებით და ჩვენი ბუნებრივი ასოციაციები, აზროვნებითი ჩვევები, ზნეობრივი ჩვევეი ისეთია, რომ ჩვენ ყველაფერს ხორციელად ვხედავთ, კონკრეტულ მნიშვნელობას ვაძლევთ იმ განყენებულ ჭეშმარიტებას, რომელიც იმსხვრევა, ინგრევა თუ ჩვენ მივეცით მას მხოლოდ მატერიალური, საგნობრივი მნიშვნელობა.
თითქოს რაღაცა გაუფერულდა
პირდაპირ მინდა დავიწყო მაგალითებით. სამი გამონათქვამით მენეჯმენტიდან.
1. იშა გადისეზმა თქვა: თუნდაც ერთ ადგილზე ირბინო, მაინც გაივლი დასაწყისს, განვითარებას და დასასრულს.
2. აბრაამ მასლომ თქვა: ყველა მენეჯერის კარგი ვარჯიში, არის საკუთარი თავის ჩარჩოდან გამოყვანა და სხვისი ჩასმა.
3. ვორენ ბაფეტმა თქვა: ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენისას მზად უნდა იყო დასაშვებად.
ეს გამონათქვამები,როგორ ფიქრობთ მენეჯმენტშია აქტუალური, თუ ამ კუთხით რომ შევხედოთ შეიძლება დავასკვნათ, რომ რაღაცა ცხოვრებისეული ანდაზებიცაა.
თვალებში გატყობთ, რომ მეთანხმებით. დიდი მადლობა, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. რა რეაქცია გექნებოდათ თუ მე გეტყოდით, რომ ეს გამონათქვამ,ები არ ეკუთნის არც იშა გადიზეს, არც აბრაამ მასლოს და არც ვორენ ბაფეტს? არამედ ეკუთვნის ჩვეულებრივ ჩვენს თანამედროვე ქართველებს. პირველი ეკუთნის აჩიკო ჩანგსელიანს, მეორე ეკუთვნის ნათია ფარცხალაძეს და მესამე ეკუთვნის მირიან სარიშვილს. ეხლა თითქოს რაღაცა გაუფერულდა ეს გამონათქვამები ხო?
ქალბატონებო და ბატონებო - ტვინის ხაფანგი. ნომერი 14. არ მინდა ვილაპარაკო პირველ 13 ხაფანგზე, ბაზერმანის თეორიაზე და ა.შ. არც იმაზე მინდა ვილაპარაკო,თუ როგორმა შექმნილმა გარემომ განაპირობა, რომ ანდაზის თქმა შევძელით. მოდი ვილაპარაკოთ ტვინის ხაფანგ ნომერ 14. რომლის შინაარსიც ვხვდებით ალბათ ამ პატარა სავარჯიშოდან არის შემდეგი: როცა გვესმის უცხოური ავტორი, უცხოური ბიზნესპრაქტიკა, უცხოური კომპანია,უცხოური კონცეფცია, ვამბობთ, რომ ვა რა მაგარია. ხომ არ ჯობია, რომ ქართული მაგალითებიც მოვიშველით, ეგება და აქაც რამე არანაკლებ საინტერესო ანალოგები ვნახოთ..
დედისთვის როგორ ჩამეხედა თვალებში?
შეჯიბრი იყო სირბილში, რაღაც ჩემპიონატი, რბოლა ფეხით. ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებული ძალიან დიდ პრიზს იღებდა და მირბოდნენ სპორტსმენები, რომლებიც ზოგი ოლიმპირო ჩემპიონი იყო, ზოგი მსოფლიო ჩემპიონი.
მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა კენიელი, რომელიც აშკარად ყველას სჯობდა. აი იმდენად სჯობდა, რომ ფინიშამდე მთელი ჯგუფი შორს იყო, ეს უკვე მისული იყო.
რომ მივიდა ეს კენიელი ფინიშთან, აერია ხაზები და იფიქრა, რომ ფინიშის ხაზი გადალახული აქვს, გაჩერდა და ხელის ქნევა დაუწყო თავის მაყურებლებს. მეორე მორბოდა ესპანელი ამის უკან, ამ ესპანელმა ჯერ უყვირა ესპანურად წადი წადი წინო, შენ ჯერ არ დაგიმთავრებია და მიდი გადადგი ნაბიჯიო, მაგან ესპანური არ იცოდა და ვერ გაიგო. ბოლოს ესპანელი მიუახლოვდა და ხელი ჰკრა, აჰა მიდიო და ამ ხელის კვრით მიარბენინა ფინიშამდე და გაამარჯვებინა, მაშინ როცა შეეძლო არაფერი არ ეთქვა და თვითონ მიერბინა ბოლომდე. როგორც კი ეს დამთავრდა რა თქმა უნდა დაესიენ ესპანელს ჟურნალისტები და ეკითხებიან, ეს რა გააკეთეო, შენს სამშობლოში, ესპანეთშიო, ნავარაში ხდება ეს ყველაფერი, მიგერბინა, ფულიც აგეღოო, ჩემპიონიც გახდებოდიო და რა უპასუხა ამ ადამიანმა, კიო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინაო, მაგრამ დედაჩემისთვის როგორ ჩამეხედა თვალებში მერე მეო.
აი ეხლა ისმის შეკითხვა, ეს ესპანელი რომელმაც პატიოსნად გაამარჯვებინა ამას, არის თუ არა თვითონ გამარჯვებული ახალგაზრდა კაცი და რა ჯობდა მისი მომავლისთვის, მისი პიროვნებისთვის, საერთოდ ამ ჩემპიონატისთვისაც, ესპანეთისთვისაც, მიერბინა თუ რაც გააკეთა ის ჯობდა?
დედაც როგორი გამარჯვებულია, თვითონაც როგორი გამარჯვებულია. ეს ყველაფერი მხოლოდ აღზრდით ხდება.
მოგზაური პეპელას "დაეხმარა" დაბადებაში
მოკლედ მოგზაური თავისთვის მისეირნობს და შეამჩნია ჭუპრი, საიდანაც პეპელა ცდილობს გამოჩეკვას. რა თქმა უნდა დააინტერესა, უყურებს რა მოხდება. გაჭრილი არის, ეს ნაპრალი გაკეთებული არის, მაგრამ ეს პეპელა არაფრით არ ამოვიდა იქიდან. გავიდა 1, 2 საათი და ეს დაკვირვების პროცესშია, იმიტომ, რომ ერთი სული აქვს ნახოს პეპლის დაბადების პროცესი და რომ გაიწელა დროში, ამოიღო დანა და გაჭრა, მიეხმარა.
გადმობობღდა იქიდან პეპელა, გამჭვირვალე ფრთები შეაფრთხიალა და ვერ გაფრინდა, და ნუ ის რამდენიმე დღე, რასაც ცოცხლობს პეპელა, ისე იცოცხლა რომ ფრენა ვერ შეძლო.
ამ მოგზაურს კი უნდოდა, რომ დახმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ პეპელა, ჭუპრი, იმ პროცესში, როცა წინააღმდეგობებს ლახავს, რა გამოცდილებასაც იღებს, ის ეხმარება, რომ გაძლიერდეს და მისმა ფრთებმა ფრენა შეძლოს, მოკლედ იყოს ის რაც არის. პეპელა რომ გახდეს.
ანუ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დრო და პერიოდი, როცა მოვმწიფდებით ხოლმე ამ ცვლილებებისთვის, ამ გადაწყვეტილებებისთვის. ვიღაცა ამას ახერხებს უფრო ადრეულ ასაკში, ვიღაცა უფრო გვიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის შიგნიდან მისაღები.
სხვადასხვა დროს აკეთებენ ამას ადამიანები. გარედან შეიძლება მოისმინონ, რაღაც საინტერესო სპიკერი, გადაცემა, შეიძლება რაღაცა შეფრთხიალდეს შიგნით, მაგრამ გადაწყვეტილება, გასაღები, მაინც შიგნიდან ტრიალდება.
და ეს თუ შიგნიდან არ მოხდა, გარე ძალებით თუ მოხდა ჩარევა, შეიძლება მერე ფრენა ვერ შევძლო უბრალოდ.
ის წინააღმდეგობები უნდა გადავლახოთ, ყველა თავისთვის უნდა დაიბადოს შიგნიდან. ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ამას ვერც ქოუჩი გააკეთებს, ვერც ფსიქოთერაპევტი, ვერც ტრენერი და ვერც დედა. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო.
სხვისი თვალით ცხოვრების დანახვა
იყო ილუზიონისტი, რომელიც ამბობდა, რომ სხვისი თვალით ცხოვრების დანახვას, ილუზიონისტის პროფესია გავალებს, ანუ ისე კი არ არის. ყველაზე მოსაწყენი პროფესიააო ამბობდა, იმიტომ, რომ მარტო შენ იცი magic, ანუ შენ, რომ მაყურებელი ხარ, შენთვის ხომ რაღაც ბავშვური ემოცია არის. მერე კი ტვინს იჩიჩქნი როგორ გააკეთა და მოდი ეხლა გცემ თუ არ მეტყვი, მაგრამ, მანამდე როცა გიკვირს რაღაც amusment არის joy რაღაცა, და ეს ტიპი ყვებოდა, რომ არც ერთ სხვა პროფესიას არ აქვს, რომ პროფესია გავალდებულებდეს სხვისი თვალით ცხოვრების შეხედვას.
ერთ შემთხვევას ყვებოდა, როდესაც აუდიტორიაში ყავდა ცოლ-ქმარი და ქმარი იყო ბრმა, თან როგორ იცი, დაბადებიდან ბრმა, ანუ ის კი არა, რომ ეს ცხოვრება ნანახი ჰქონდა და მერე დაბრმავდა, დაბადებიდან ბრმა და მოიფიქრა ესეთი რაღაცა, რომ აი კარტებს გაჩვენებო, მიუჯდა გვერდით და უთხრა, რომ კარტს გაჩვენებ და როცა წითელი იქნება, თქვი წითელიო და ერთხელ ფეხი დააჭირა ფეხზე, ანიშნა, რომ ამ დროს მე და შენ მოკავშირეები ვიყოთო, ერთხელ ფეხი დააჭირა და თქვი რო წითელიო, როცა შავი იქნებაო ორჯერ დააჭირა და თქვი შავიო.
ბრმა არის ეს კაცი და ცოლი გვერძე ყავს, და უცებ დაიწყო, აბა რა კარტია? წითელი - თქვა ბრმამ! შემდეგი რა კარტია? - შავი, ანუ ეს ანიშნებდა ფეხით. და არ დამავიწყდებაო ცოლის ბედნიერი სახე, როდესაც ამის მონაწილე და მოწმე გახდა და არ დამავიწყდება, მისი ქმრის ბედნიერი სახე, როდესაც ის მიხვდა, რომ აი ეს რაღაცა ემოცია ტრიალებდა.
მერე გასაგებია, ცოლს უთხრეს, რომ ეს ესე ხდებოდა, მერე მეგობრებს უკეთებდნენ ესე და მოკლედ, რისი თქმა მინდა იცით, რომ ილუზიონისტმა შეძლო სხვის ენაზე ლაპარაკი და პატარა ბედნიერება მიანიჭა იქ და იმ მომენტში, რომელიც მათი ცხოვრებისთვის ხო ხვდები რამხელა ტრანსფორმაციული რაღაცა გახდა.
თუ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ...
- ადამიანი თავისუფალია მის ყოველ ქმედებაში, თუმცა ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ადამიანი როგორ მოიქცევა. არადა, ბედისწერა არ არსებობს. როგორ აგვიხსნით ამ ორ ფაქტს?
- ადამიანი მართლა თავისუფალია და ღმერთმა მართლა ყველაფერი იცის. ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ განსაზღვრავს ჩემ საქციელს.
ჩვენ მარადიულობაზე გვაქვს არასწორი წარმოდგენა. მარადიულობას ჩვენ ვიაზრებთ როგორც - სულ რომ რაღაც გრძელდება. მარადიულობა არის დროის აი ამ მიმდინარეობაზე კიდევ ზემოთ მდგარი რაღაც უსასრულობა.
წარმოიდგინეთ, ღმერთი დროში არ არის, ზემოდან ხედავს, ქვემოთ რაღაცები როგორ მოძრაობენ. წარმოიდგინეთ, კაცი დგას ბაქანზე და ხედავს მატარებელს, რომელშიც ზის მგზავრი. ამ მგზავრმა წინასწარ სულ არ იცის რა მოხდება, თუმცა ბაქანზე მდგარი კაცი ხედავს, მატარებელი როდის რომელ შესახვევში შევა. ამ კაცმა იცის, რომ ძალიან დიდ მოსახვევში კაცი თუ ფინჯანი ყავით წამოდგება, შეიძლება ბარბაცი დაიწყოს და ჭიქა დაუვარდეს. ეს რომ იცის ამ კაცმა, არ ნიშნავს, რომ ამით განსაზღვრულია, მგზავრი წამოდგება თუ არა. მგზავრი სხვა სისტემაშია. ბაქანზე მდგარი კაცი სხვა მხრიდან, სხვა სიმაღლიდან, სხვა ადგილიდან უყურებს მას. საიდანაც უყურებს, უძრაობაა, ხოლო სადაც მგზავრია, იქ - მოძრაობაა. ქმნილების თვისებაა დინამიკაში, მოძრაობაში ყოფნა. მხოლოდ უქმნელია აბსოლიტურ სტატიკაში, უძრაობაში,.. და ამ აბსოლიტურად უძრავის წინ რაღაცები მოძრაობს, რომელიც აბსოლიტურად სხვა სიბრტყეა.
წინასწარმეტყველებაც ასეა მეგობრებო. იუდამ ქრისტე გაყიდა, არა იმიტომ, რომ ასე იყო ნაწინასწარმეტყველები, არამედ რადგან გაყიდიდა, ამიტომაც იწინასწარმეტყველეს. უკუპროცესს უნდა შევხედოთ. რაღაცა კეთდება არა იმიტომ, რომ ნაწინასწარმეტყველებია, არამედ რადგან მოხდებოდა, ამიტომ იწინასწარმეტყველეს.