ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, თუ რა მაგრები არიან ისინი. უფრო მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ

დავით გოგიჩაიშვილი

იუმორის შესახებ

რაზე გეცინება? ეს არის ადამიანის შეფასების კრიტერიუმი. ხომ ამბობენ, შენ ის ხარ, რაზეც დუმხარ, მაგრამ ჩვენთვის ის ხარ, რაზეც გეცინება. ვიღაცისთვის რა არის სასაცილო და ვიღაცისთვის რა. ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგებს ვიღებთ ხოლმე.

დავით გოგიჩაიშვილი
იუმორის შესახებ

საქმისადმი სიყვარული - ბედნიერება

ბედნიერი ცხოვრება ის არის, როცა აკეთებ იმას, რაც მოგწონს, როცა დრო ისე გადის, რომ ვერც გრძნობ, როცა დაგაღამდება და "უი, დაღამდა?!"

დავით გოგიჩაიშვილი
საქმისადმი სიყვარული - ბედნიერება

გამოუყავით ენა გოგიჩას

ენას რომ უყოფენ ხოლმე ბავშვები ერთმანეთს, არავინ არ ბრაზდება ამითი ხომ? შემიძლია ვინმეს გთხოვოთ, რომ ენა გამომიყოთ? შეიძლება? - ვინც გამომიყავით დიდი მადლობა! ჩემთვის ეს ადამიანები, ვინც ახლა ენა გამოყო, არიან "ანთეფრენიურები", ვინც რაღაცის გამო ვერ გამოყავით ენა, ხომ გინდოდათ? მაგრამ რაღაცის გამო არ გამოყავით, იმდენად ძლიერია ჩვენში ეს პარადიგმა.
ერთი ანდაზით დავასრულებ: "ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ჩვენი ოცნებებით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი შიშებით".

დავით გოგიჩაიშვილი
გამოუყავით ენა გოგიჩას

მადლიერების და სიხარულის ურთიერთკავშირი

სიხარული ხშირად არის მადლიერებასთან ბმაში. სიხარული წვრილმანებით, სიხარული ყოველი დღით, სიხარული მზის ამოსვლით, წვიმით,.. ყველაფრით, რაც მოგვეცა!

მარინა კაჭარავა
მადლიერების და სიხარულის ურთიერთკავშირი

თავისუფალი ნება (არსებობს თუ არა ბედისწერა)

ადამიანი არის ავტორი თავისი ცხოვრების. არ არსებობს ბედისწერა, არსებობს განგებულება. განგებულება განსხვავებული რამ არის. ბედისწერაა ის რაც მე დეტერმინირებას მიკეთებს და ეს უკვე გამოდის რომ თავისუფლება აღარ არის. ადამიანი არის თავისუფალი.

სხვათაშორის აკრძალვებზე დგას თავისუფლება. სადაც არის არჩევანი, იქ ვიყენებ ამ
თავისუფლებას. სადაც არ არის არჩევანი იქ ვერც ვიყენებ. შეიძლება თავი თავისუფალი მეგონოს, მაგრამ ვიყო მონა, მონა ჩემივე გულისთქმების, ჩემივე მოთხოვნილებების, სურვილების და ასე შემდეგ.

მარინა კაჭარავა
თავისუფალი ნება (არსებობს თუ არა ბედისწერა)