ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

ადამიანზე დიდი არსება სამყაროში არ არსებობს. ღმერთი, და მორჩა!
ჩვენც მოგვიწოდებს, განღმრთობისკენ

შალვა ამონაშვილი
ადამიანზე დიდი არსება სამყაროში არ არსებობს.

ვინც აქ, ამ ცხოვრებაში ერთ ბოძს მიეჯაჭვება, - “ჩემი საკუთრებააო", - ჰგავს ბოძზე მიბმულ ძაღლს. ქონებაზე მიჯაჭვულ ადამიანს ყველაფერი აქ დარჩება, ასევე, აქ დარჩება ცუდი კვალიც

შალვა ამონაშვილი
ვინც აქ, ამ ცხოვრებაში ერთ ბოძს მიეჯაჭვება, -

ჩვენ აქ სადა ვართ ახლა?

რაც არ უნდა სასახლეები ავიშენოთ, სასტუმროში ვართ მაინც. რაც არ უნდა ჩემი იძახო, მაინც სხვისი იქნება ის მერე.
ღირს ქონებით ტრაბახი? - არა!
უნდა გვქონდეთ საკუთრება, მაგრამ, განცდა საკუთრებისა მოვიცილოთ.
ჩემია, მაგრამ, შენიც არის!
ჩემია, მაგრამ შენიც იყოს!
ჩემია, მაგრამ შენთვის მინდა!

შალვა ამონაშვილი
ჩვენ აქ სადა ვართ ახლა?

მე თუ ახლა შენ ცუდად მოგეპყრობი, ვის მოვეპყარი ცუდად, პირადად შენ? - შენში ღმერთს მოვექეცი ცუდად, შენში ღმერთი ვერ დავინახე

შალვა ამონაშვილი
მე თუ ახლა შენ ცუდად მოგეპყრობი, ვის მოვეპყარი

უსასრულობაში ვცხოვრობთ, როგორც თავად არ აქვს სასრული ღმერთს

შალვა ამონაშვილი
უსასრულობაში ვცხოვრობთ, როგორც თავად არ აქვს

ცათა სასუფეველში ღმერთს ის იხილავს, ვინც იგი დედამიწაზე დაინახა და შეიყვარა ადამიანში

შალვა ამონაშვილი
ცათა სასუფეველში ღმერთს ის იხილავს, ვინც იგი

თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

თითოეული ჩვენგანი რაღაცის დიდი მიზეზი ვართ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მიზეზია ბევრი ადამიანისა, რომლებიც ჩვენს გარშემო დაჯგუფდნენ. იმ ადამიანებისაც კი, რომლებსაც არ ვიცნობთ, თუმცა ჩვენი მიზეზების შედეგები გადაწვდათ. მათაც ერგოთ რაღაც, ან სიკეთე, ან სხვა რამ. ყველა ვართ მიზეზი.
აბა ნახეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ დაჯგუფებული. თუ თქვენ გამოეცლებით, მათ რაღაცა შეეშლებათ, არ გამოუვათ. ერთმანეთის იმედი გვაქვს. ერთმანეთზე ვამყარებთ იმედებს. გამოვეცლებით ერთმანეთს? - სული ჩამოინგრევა.
თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია, საყრდენია

შალვა ამონაშვილი
თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

ყველაფრის მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ვართ

არავის არაფერი არ მიაბრალოთ, იმიტომ, რომ ყველაფრის მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ვართ

შალვა ამონაშვილი
ყველაფრის მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ვართ

თუ რაღაც შეგემთხვათ ცუდი, არ ეცადოთ, სხვას მიაბრალოთ

თუ რაღაც შეგემთხვათ ცუდი (ღმერთმა ნუ ქნას), იმწამსვე იფიქრეთ, რა ჰქონდა ამას მიზეზად. არ ეცადოთ, სხვას მიაბრალოთ

შალვა ამონაშვილი
თუ რაღაც შეგემთხვათ ცუდი, არ ეცადოთ, სხვას

მიზეზს დიდი ძალა აქვს

დამიჯერეთ, მიზეზს ძალიან დიდი ძალა აქვს და ის წყვეტს ჩვენს ბედნიერებას და უბედურებას

შალვა ამონაშვილი
მიზეზს დიდი ძალა აქვს

საქმე ორნაირია: პირველი - გავაკეთო, იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მეტი გზა არ არის. მეორე - გავაკეთო, იმიტომ, რომ მინდა გავაკეთო.
როცა მინდა და ვაკეთებ, სულს ვაშენებ. როცა არ მინდა და ვაკეთებ - ვიღაცის მონა ვარ

შალვა ამონაშვილი
საქმე ორნაირია: პირველი - გავაკეთო, იმიტომ, რომ

დღის ანალიზი, დაგეგმვა

ჩვენი ცხოვრება გააზრებული უნდა იყოს. დღე რომ მთავრდება, უნდა იცოდე, ამ დღემ რა ქნა, რა მოგიტანა, რა წაგართვა, რა დაგიტოვა, სადამდე მიგიყვანა, რა გაგაცნობიერებინა,... ერთი ორი წუთით, ძილის წინ, არ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ?
სალოცავი რამ არის ახალი დღე!
დილით რომ ავდგები, ნუთუ არ უნდა ვიცოდე, რა შეიძლება მოხდეს მთავარი ამ დღეს?
ყველაფერს ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ზოგიერთი რამ თვითონ შემოიჭრება ჩემ ცხოვრებაში და შეიძლება რაღაცა ამირ-დამირიოს,.. მაგრამ, მეც ხომ შემიძლია ცოტათი დავალაგო დღე?
მოცემულ დღეს ვიცი არა მარტო ის, თუ რას გავაკეთებ, არამედ - როგორი გულით გავაკეთებ

შალვა ამონაშვილი
დღის ანალიზი, დაგეგმვა

კეთილ მიზეზს აუცილებლად მოჰყვება კეთილი, თანაც გამრავლებული. ერთი დავთესე და ბევრჯერ უფრო მეტი მივიღე

შალვა ამონაშვილი
კეთილ მიზეზს აუცილებლად მოჰყვება კეთილი, თანაც

სადაც შენი გასაკეთებელია და არ გააკეთებ, ცოდვაა. მაგრამ, სადაც შენი გასაკეთებელი არ არის და არც შეგიძლია რომ გააკეთო და მაინც გააკეთებ, ესაც ცოდვაა, იმიტომ, რომ არ იცი და დაანგრევ საქმეს

შალვა ამონაშვილი
სადაც შენი გასაკეთებელია და არ გააკეთებ, ცოდვაა.

სულელ ადამიანს დიდხანს არ დაუდგე

კი მიყვარს, მაგრამ, არ დავუდგები დიდხანს. სულელ ადამიანს რომ დიდხანს დაუდგე, შეიძლება შენც გასულელდე. ამიტომ, კეთილი უსურვე მას და თუ არ შეგიძლია, რომ მოაჭკვიანო, წადი შენი გზით. მას თავისი მასწავლებელი მიუვა

შალვა ამონაშვილი
სულელ ადამიანს დიდხანს არ დაუდგე

ხანდახან ერთმანეთს ვუნგრევთ ხოლმე ბედნიერებას, მაგრამ, თვითონ მე ვარ ჩემი ბედის მშენებელი, არავინ სხვა!

შალვა ამონაშვილი
ხანდახან ერთმანეთს ვუნგრევთ ხოლმე ბედნიერებას,

არ არსებობს ბედნიერება მიზეზის გარეშე. ყველა ადამიანი იმ ბედნიერებას ღებულობს, რაც დაიმსახურა თავისი მიზეზებით

შალვა ამონაშვილი
არ არსებობს ბედნიერება მიზეზის გარეშე. ყველა

სადაც საქმე არ არის, ყველაფერი კვდება

ყველაფერი, რაც საქმით არ განმტკიცდება, მკვდარია:
მკვდარია ჩვენი რწმენაც, საქმეთა გარეშე;
მკვდარია ჩვენი სიყვარულიც, საქმეთა გარეშე;
ჩვენი ზრუნვაც საქმეთა გარეშე მკვდარია;
სადაც საქმე არ არის, ყველაფერი კვდება

შალვა ამონაშვილი
სადაც საქმე არ არის, ყველაფერი კვდება

ადამიანი იმედით ცოცხლობსო - უბედურებაში თუ იმედი არ გაქვს, წაწოლილი ხარ და ეგ არის. ვისაც იმედი არა აქვს, მას ცხოვრების მომავალი არა აქვს. იმედი მარტო მომავალში არსებობს

შალვა ამონაშვილი
ადამიანი იმედით ცოცხლობსო - უბედურებაში თუ იმედი

სიყვარულს არ უყვარს პირობები

გიყვარდეთ ყველა, მტრებიც გიყვარდეთ და თქვენს მაწყევრებს ლოცვა შეუთვალეთო - თუ გინდა სიყვარული, ასე უნდა იყოს და თუ არ გინდა, იყავი როგორც გინდა, გიჟი თავისუფალია

შალვა ამონაშვილი
სიყვარულს არ უყვარს პირობები

პირველ რიგში - გვიყვარდეს

სადაც გიყვარს, იქ ცუდი აზრი არ გიჩნდება. ვინც გიყვარს, მას ცუდს ვერ უსურვებ. არ გაგიჩნდება ცუდი სიტყვა, აზრი, სურვილი მასზე, ვინც გიყვარს. პირველ რიგში - გვიყვარდეს!

შალვა ამონაშვილი
პირველ რიგში - გვიყვარდეს

ჩვენი ფიქრები ჩვენი ბედნიერების საწყისია. ამიტომ, ხშირად უნდა დავუყარაულდეთ, და დავინტერესდეთ - სად მივყავართ ჩვენს ფიქრებს, ვატარებინოთ ეგრე თუ ვეცადოთ მოვთოკოთ და ლაგამი ამოვდოთ?
ჩვენს ფიქრებს ლაგამი უნდა, რომ იქ წამიყვანოს, სადაც მე მინდა, და არა იქ, სადაც მას ნებავს

შალვა ამონაშვილი
ჩვენი ფიქრები ჩვენი ბედნიერების საწყისია. ამიტომ,

პირველი მიზეზი ჩვენს ფიქრებში იქმნება. "პირველითგან იყო სიტყვა..." - აი ასეთი ძალა აქვს ფიქრს.
ფიქრი ყველაფრის საწყისი ენერგია. როგორც ვფიქრობთ, ქვეყანა ისეთი ხდება

შალვა ამონაშვილი
პირველი მიზეზი ჩვენს ფიქრებში იქმნება.

თუ შენი თავი ვერ აღზარდე, ვერც შვილს აღზრდი. გაღიზიანებული თუ ხარ, შვილს ვერ ეტყვი - ნუ ღიზიანდებიო. გაბრაზებით გაბრაზებულს ვერ დაამშვიდებ

შალვა ამონაშვილი
თუ შენი თავი ვერ აღზარდე, ვერც შვილს აღზრდი.