არ დაარღვიო
ძალიან მომდომებია დამერღვია საგზაო მოძრაობის წესი, და ძალიან ვებრძვი ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ მაინც მივდივარ იქითკენ, რომ არ დავარღვიო, იმიტომ, რომ მე თუ ეს დავარღვიე, მერე სხვებს ვეღარ მოვუწოდებ და ვეღარ ვეტყვი: არ დაარღვიო.
გოგა ჩანადირიკომფორმიზმი და აგრესია
კომფორმიზმსაც თავისი საფრთხე აქვს და საშიშია და აგრესიასაც თავისი საფრთხე აქვს და ისიც საშიშია. კომფორმიზმი შენს ნაჭუჭში ჩაკეტვას ნიშნავს, ოღონდ მე არ შემეხოს და სხვას რაც უნდა ქნას, არა, არ შეიძლება ასე ცხოვრება, მითუმეტეს როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ეს ქვეყანა არის ჩვენი სახლი, ჩვენ ვართ ყველანი ამ სახლის მმართველები, ანუ სახელმწიფო ჩვენ ვართ, ადამიანები. ჩვენ, ოჯახი ვართ მმართველი ამ სახლისა. ოჯახის ერთ წევრს რომ რაღაც უფუჭდება და უზიანდება, მე რომ ჩემს ოთახში ჩავიკეტო, ხანძრისგან რო იწვის მეორე ოთახი, ის მეც შემეხება მერე, ადრე თუ გვიან. იმ ოთახში ხანძარი, იმ მომენტში, არ შემოვა, მაგრამ 5 წუთის მერე ხომ შემოვა. კომფორმიზმი არ ვარგა, მაგრამ არც აგრესია არ ვარგა, იმიტომ, რომ ის აბრმავებს ადამიანს, რეალობის აღქმას აკარგვინებს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი ჯანსაღ კრიტიკასა და ლანძღვას შორის, ჩაფრებას შორის. ეს აუცილებელია.
გოგა ჩანადირიჩემთვის ქრისტიანობა ..
ჩემთვის ქრისტიანობა უპირველესად, ეს არის მონანიება. თუ ნდაც, რომ ავიღოთ ვნების კვირა, ოთხშაბათი დღე, როდესაც იუდამ გასცა იესო, მერე ფეხთბანვა და შემდეგ პარასკევი, მერე აღდგომა და ურწმუნო თონა კიდევ. აი ამ ყველაფერს სიყვარულთან მიჰყავხარ.
და კიდევ მოყვასის სიყვარული, საერთოდ ადამიანის სიყვარული. არაჩვეუკებრივი გამოთქმებია, მაგალითად, მე ძალიან მომწონს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. შენ თუ სხვას აგინებს, ისიც შეგაგინებს.
იაკობნგოგებაშვილს აქვს პატარა მოთხრობა, რომელიც ძალიან კარგად
ეხმიანება ამას, ვანოს და ქვევრის ამბავი.
ვანო ქვევრს რო ჩასძახებს და ქვევრი იმავეს ამოსძახებს, ქვევრს ლანძღავს და ისიც იქიდან ილანძღება. მერე დედა მივა და ეუბნება, შვილო რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო. თბილი სიტყვით თუ ჩასძახებ, აუცილებლად ამოგძახებს თბილი სიტყვით. იაკობმა ეს დაგვიწერა ძალიან ბავშვურ ენაზე, ბავშვებისთვის გასაგებად. იესომ ეს ყველასთვის გასაგებ ენაზე გვითხრა.
ქრისტიანობა არის სიყვარული და სინანული.
მუდმივად გრძნობ, რომ შენ გვერდით არის
მე ვარ ძალიან საინტერესო დროს მონათლული ქაშვეთის ეკლესიაში, 1958-1959 წლები. ძალიან ძველ ამბავს ვყვები, ისე მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რიტუალის მომენტი, ნათლია, მამიდა, რომელმაც ეს თავის თავზე აიღო და ქაშვეთში, სადღაც დაბლა, ჩუმად და იმ წუთიდან მოყოლებული, რახან ეს მახსოვრობაში ჩაჯდა, ყოველთვის თუ არის ჩემში ისეთი მე ვარ ძალიან საინტერესო დროს მონათლული ქაშვეთის ეკლესიაში, 1958-1959 წლები. ძალიან ძველ ამბავს ვყვები, ისე მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რიტუალის მომენტი, ნათლია, მამიდა, რომელმაც ეს თავის თავზე აიღო და ქაშვეთში, სადღაც დაბლა, ჩუმად და იმ წუთიდან მოყოლებული, რახან ეს მახსოვრობაში ჩაჯდა, ყოველთვის თუ არის ჩემში ისეთი მომენტი.., მშობლის გარდაცვალება, იქ რაღაც სტრესია, ან კიდევ ძალიან დიდი სიხარულია, შვილის შეძენის თუ ასე შემდეგ, მუდმივარ გრძნობ, რომ შენ გვერდით არის უფალი, რომელიც შენ არ გტოვებს.
გია გუგუშვილიროდესაც შეჯიბრზე გამოდიხარ...
გავიხსენებ, როდესაც საჩხერეში ჩავედი და გაიგეს, დამირეკეს საჩხერე-ჭიატურის მეუფე დანიელის სახელით, წირვაზე მოდი, მეუფეს საჩუქარი აქვს შენთვისო და როდესაც მივედი, სატრაპეზოში შემიყვანა, ყველაფერს დასმასწრო და მისი სიტყვები ჩამრჩა გულში, რომ როდესაც შეჯიბრზე გამოდიხარ, უფალს ვხედავ შენშიო და აი იმ მომენტში გავიაზრე ის ყველაფერი თუ რამხელა ძალას ვგრძნობ, იმ მომენტში, როდესაც გულით შევთხოვ უფალს დახმარებას.
რაღაცნაირი განცდა არის, რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში, რომ ის ჩემი დღე არის და გამარჯვებას მოვიპოვებ. და ყოფილა მომენტი, როდესაც ემოციების გარეშე გავსულვარ, უფალისთვის არც დახმარება მითხოვია და რაღაც განსაცდელი მოვლენილა, ან წონა ვერ დამიძლევია და მერე მინანია ხოლმე ეს ყველაფერი.
სამი ტიპის ადამიანი
პლატონს აქვს ასეთი დიფერენცირება, გარჩევა, სამი ტიპის ადამიანს გამოყოფს ადამიანის სულის სამი ნაწილის შესაბამისად. სულის სამ ნაწილს ასე განარჩევს: უმდაბლესი ნაწილი, რომელსაც წადილისმიერ ნაწილს ეძახის, ეს არის ჩვენი ბაზისი, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, კვება იქნება თუ გამრავლება; სულის მეორე ნაწილს მგზნებარე ნაწილი ჰქვია, ჩვენი სულის "დრაივი", მუხტი, ერთგვარი აგრესია, ტემპერამენტი და მესამე ნაწილი არის გონება. ამის მიხედვით სამი ტიპის ადამიანია, ბოლო ტიპის ადამიანი არის სარგებლისმოყვარე ადამიანი, ფილოკერნესი, რომელიც ცხოვრობს ამ წადილებით და მისთვის მთავარია რა დააგროვოს, მიიღოს, იკვებოს, სხეული შეიმოსოს და სხვა ვნებები. შემდეგი დონე არის ადამიანი, რომელიც დიდებას ესწრაფვის და აქ შეიძლება ლიდერები, იგივე პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანოთ, ანუ ფილონიკროს ტიპის ადამიანები. ფილოსოფოსს რაც შეეხება, ეს არის ადამიანის სახე, რომელსაც თავისთავად ცოდნა აინტერესებს, ცოდნის თავისთავადი ღირებულება, სიბრძნეს ეზიარება, ის სიბრძნეს არც ეუფლება, არც იყენებს, ეზიარება და იმას აღარ დაუდევს აქედან რა სარგებელი შეიძლება მიიღოს. დღესაც, ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება მიღებული, მაგრამ თავისი ბუნებით, განწყობილებით და ტემპერამენტით იყოს ფილოსოფოსი და სიამოვნებდეს თავისთავად ცოდნასთან ზიარება.
ანა ქირია3 რამ, რისთვისაც ღირს ბრძოლა
სამი რამ, რისთვისაც ბრძოლა ღირს, მე ვიტყოდი: თავისუფლება, სიყვარული და სინამდვილე. სინამდვილეში მე ღმერთს მოვიაზრებ, რატომ? ვიცით ხომ რა არის ბიბლიაში ღმერთის სახელი: "მე ვარ რომელიც ვარ", სინამდვილე ეს არის.
სწორედ ეს სამი რამ, თავისუფლება, სიყვარული, სინამდვილე არის ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა და იმ ადამიანსაც მოვუწოდებდი, რომ იბრძოლოს, გაკვეთოს თავისი ატომის კედლები და ნახავს თავისუფლებას, სიყვარულს და სინამდვილეს.
სუფრის ტრადიცია
უთქვამთ უცხოელებს, მათ შორის ფსიქოლოგებს - თქვენ ისეთი ფსიქოთერაპია გაქვთ სუფრის სახით, და აი ამ ურთიერთობებით, საერთოდ რაში გჭირდებათ ფსიქოთერაპევტიო, - ნამდვილად, ბევრს არ სჭირდება და არც არის საჭირო!
მარინა კაჭარავაქალი, რომელიც თავს არ უვლის
როდესაც ქალს უჩნდება იმის განცდა, რომ მას ყველაფერი ხელში უჭირავს და აკონტროლებს, და საკუთარ თავს არ უვლის... არსებობს ქალთა ტიპოლოგია, მაგალითად ქალი - კრუხი, რომელიც ბავშვებს რომ გააჩენს, ჩათვლის რომ მისია ამოწურა, აღარაფერი უნდა მეტი, უნდა ბავშვები გაზარდოს მარტო, აღარც თავს უვლის, აღარც გარეგნობას, აღარც ჰიგიენას და ასე შემდეგ და კიდევ შეიძლება ამადლიდეს თავის ქმარს, რომ - ,,ქალი ესეთი უნდა იყოს,“ და ამ როლში შესული ეს ადამიანი შეიძლება გახდეს პრობლემა მეორესთვის.
მარინა კაჭარავათუ სიმართლე თქვი...
თუ სიმართლე თქვი, ჩაგქოლავენ. სიმართლეს არ იტყვი? - შენ ქვეყანას განვითარება არ უწერია!
გია მურღულიასიყვარული მოყვასის მიმართ
ორი ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი რწმენა და ჩვენი სამშობლო. აი ეს ორი უძვირფასესი რამ შეიძლება იქცეს დაუსრულებელი სისხლისღვრის და ადამიანური მტრობის მიზეზად, თუ ამას არ ახლავს მესამეც, მოყვასის სიყვარული.
ადამიანში ღირსების დანახვის უნარი თუ არ ახლავს, ისე შეიძლება, იმ ორმა, თავისთავად ძალიან ძვირფასმა, შენ დაგღუპოს.
თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი ღვთის სიყვარულს, შენ ფანატიკოსი გახდები.
თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი შენი სამშობლოს სიყვარულს, შენ შეიძლება გახდე ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე მზერით გამოირჩევა და თავისი ქვეყნის იქით, არაფრის დანახვა არ სურს.
დროის დაფასება
როგორი მართალი იყო მიქელანჯელო, - არც მტერი მინდა არც მოყვარე, ორივენი ერთნაირად მიშლიან ხელსო
გურამ დოჩანაშვილიირგვლივ აღსრულებული მრავალი სასწაულის შესახებ
ხე რომ ყვავილს მოისხავს, მერე კვირტად გადაიქცევა და ასე.... ეს ღვთის წყალობაა, მაგრამ იმდენად ხშირი გვაქვს ეს წყალობა ღვთის რომ, არაფრად არ ვაგდებთ.
გურამ დოჩანაშვილივის უნდა გავეჯიბროთ და ვაჯობოთ?
ვიღაცა იკითხავს: "მოიცა, საერთოდ არ უნდა მქონდეს მოლოდინები არავის მიმართ და გადამეტებული მოლოდინები არ უნდა მქონდეს? ცუდია?" ჩემი პასუხია, მოდი ჩვენ გვქონდეს გადამეტებული მოლოდინები, მაგრამ არა სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართ, მხოლოდ! ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა გაეჯიბრო ხარ შენ წარსულში და ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა აჯობო, ხარ შენ დღეს! ფროიდმა თქვა ესეც, მე არაფერი შუაში არ ვარ.
დავით გოგიჩაიშვილირაც ადვილია გასაკეთებლად, უფრო ადვილია არგასაკეთებლად
მე ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინები რომ გადავქციოთ დაფასებად სულაც არ არის ძნელი და პირიქით, იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ადვილია, რაც ადვილია გასაკეთებლად, უფრო ადვილია არგასაკეთებლად და ამიტომ უფრო ადვილ გზას ვირჩევთ. ადვილია, მაგრამ უფრო ადვილია რომ არ გააკეთო.
დავით გოგიჩაიშვილიმადლიერებით დაწყებული დღე
რომ ვიღვიძებთ, ერთის მხრივ ხომ შეგვიძლია ვთქვათ: "ბიჭო, რა მაგარია! გავიღვიძე, ისევ გავიღვიძე!" დაბადებაა ხომ? ახალი დღე, ახალი შესაძლებლობები, დაძინებამდე რამდენი დრო მაქვს, რამდენი კარგი რამე შემიძლია მოვასწრო! შემიძლია თუ არა ეს მოლოდინი გადავაქციო დაფასებად, დაფასებაა ხომ ჩვეულებრივი? ვაკეთებთ ასე? - არა! ნაცვლად ამისა რას ვაკეთებთ? - ტელეფონში: "მომწერა იმან?" სანამ თვალებს გაახელ, ბოლომდე რომ არ გაქვს გახელილი (უკმაყოფილო სახით) "მომწერა იმან? ისევ "seen", არ მიპასუხა"..., მერე ავდგებით და სარკეში ვიხედებით, ისევ უკმაყოფილო სახით, მერე ტელევიზორს ჩავრთავთ , დილის გადაცემაა: "რა იყო, ვინმე უფრო ცნობილი მსახიობი ვერ მოიწვიეს?" რამხელა ვალი აქვს ჩვენს სამყაროს, ვინც არ უნდა მოეწვიათ ხომ იგივეს ვიტყოდით?!
დავით გოგიჩაიშვილიგადამეტებული მოლოდინები იწვევს იმედგაცრუებას
გადამეტებული მოლოდინები არამარტო იმედგაცრუებას იწვევს, არამედ ჩვენი მოქმედებებიც, თითქოს, აგებულია ჩვენსავე მოლოდინებზე. მაგალითად, ხელი ავწიოთ, ვის გვინდა, რომ ლატარიაში მოვიგოთ ჯეკპოტი? რამდენიმეს ვხედავ, ვინც ხელს არ იწევს - "კი მინდა, მარა მრცხვენია რაცხა". ახლა შემდეგი შეკითხვა, ვის აქვს ბილეთი? ეს მაგალითი ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი მოქმედებები აგებულია არა იმაზე რა გვინდა, არამედ ჩვენს მოლოდინებზე, ჩვენ ხომ მოლოდინები გვაქვს: "მაინც ვერ მოვიგებ! როგორ მოვიგებ, როცა მილიონი კაცი თამაშობს?!" მაგრამ გვინდა...
დავით გოგიჩაიშვილინაკლებად ვინერვიულებდით, რომ ვიცოდეთ...
ჩვენ ნაკლებად ვინერვიულებდით იმაზე, თუ რას იტყვის ჩვენზე ხალხი, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა იშვიათად ფიქრობს ხალხი ჩვენზე
დავით გოგიჩაიშვილიმადლიერების და უმადურობის შესახებ
ჩვენ შეგვიძლია ვიწუწუნოთ იმაზე, რომ ვარდს აქვს ეკლები, და ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ იმით, რომ ეკლებს აქვთ ვარდი. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივუდგებით!
დავით გოგიჩაიშვილიმხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება
რით ემსგავსება ადმიანი ღმერთს? ჩვენ რომ გვეუბნება ბიბლია, რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რას ნიშნავს ეს? ალბათ რამდენიმე არსებით მომენტს. პირველი, ეს არის თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მგელს თავისუფალი ნება არა აქვს, არც სოკოს, არც რომელიმე ნივთს ან მაგიდას, მხოლოდ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, ჩვენ შეგვიძლია ან ასე მოვიქცეთ ან ისე. მგელი არ არის ან კეთილი ან ბოროტი, მგელი არის ისეთი, როგორიც მას ბუნებამ დაუწესა. ეს ჩვენ შეგვიძლია: ან... ან.., იმიტომ, რომ თავისუფალი ნება გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენს ხატებასაც ქმნის თავისუფალი ნება და ჩვენს ცოდვებსაც ის ქმნის, ორივეს.
გია მურღულიასაკმარისი არაა, რომ საინტერესო თემა შესთავაზო ადამიანებს, აუცილებელია ამ თემაზე საინტერესოდაც თქვა რაღაცა
გია მურღულიააბა შენ თავი სად გგონია?
ადამიანი ხვდება მარადიულ ქვეყანაში და იქ ვიღაც თეთრებში ჩაცმულ კაცთან აქვს ურთიერთობა, მშვენივრად გრძნობს თავს. ეს კაცი ეუბნება, რომ ნებისმიერი რამ შეუძლია ინატროს: საჭმელი, სასმელი, გართობა, ბედნიერება, რაც გინდა, და ცხოვრობს ასე ნეტარად ეს კაცი. რამდენიმე ხანი რომ გადის, ამ თეთრებში ჩაცმულს ეუბნება, რომ - მე უკვე ვინეტარე საკმარისად და ახლა მინდა, რომ ადამიანებისთვის საჭირო კაცად ვიგრძნო თავიო და ამიტომ სამსახური მინდაო, ეს თეთრებში ჩაცმული კაცი, ოდნავ გაღიმებული, ეუბნება, რომ ეს ერთადერთია რისი ასრულებაც მას არ შეუძლია, აქ სამსახური არ არისო. რას ნიშნავსო, გაბრაზდა ეს კაცი. - მე მაშასადამე მთელი დარჩენილი დრო აქ უნდა ვიტანჯებოდე? მაგას ჯობდა ჯოჯოხეთში მოვხვედრილიყავიო. თეთრებში ჩაცმული დაიხარა და ჩასჩურჩულა ძლივს გასაგონად: - აბა შენ თავი სად გგონიაო? ჩვენ ვართ ასეთები, სოციალურები, ჩვენ მარტო ბედნიერება, მარტო ნეტარებაც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ეს ვიღაცამ დაინახოს, ვიღაცამ შეაფასოს ვიღაცამ მოგვიწონოს ვიღაცის თვალებით გვინდა დავინახოთ ჩევნი თავი, ვიღაცის გულით, ვიღაცის გონებით.
გია მურღულიაშხამი და მალამო
შხამს და მალამოს - ამ ორ სიტყვას აერთიანებს ერთი კარგი ქართული სიტყვა - წამალი. შხამიც წამალია და მალამოც წამალია. როდესაც მენეჯერები შხამს ვიყენებთ, როგორც დიდი ორგანიზაციების მართვის ინსტრუმენტს, ასეთი მენეჯმენტი, მე თუ მკითხავ, ადვილი მენეჯმენტია. როდე
დავით გოგიჩაიშვილი