წამოცდენა არის ჩვენი არაცნობიერის ენა,
ისევე, როგორც სიზმარი, სხეულის შეგრძნებები, ნახატი, შემოქმედება, გამოძერწილი და ა.შ
სად დადიხარ, რომ დადიხარ?
ერთგულება საქმეში უნდა დაანახო, ხომ მართალია?
მამა სახლში ბრუნდება დროზე, არ დასეირნობს იქით აქეთ, ისე რომ ბოლოს სად არის ჩემი კარებიო. დროზე დაბრუნდება შინ, იმიტომ რომ ვინა ყავს შინ? - ცოლი, ეს მისი ქალია. ვინა ყავს შინ? - შვილი გაუჩნდა, 2-3 შვილი ყავს უკვე. ეს რა ცუდი მაგნიტია რომ მიგიზიდოს ოჯახში. ძლიერი მაგნიტია, შვილები გელოდებიან, სად დადიხარ, რომ დადიხარ?!
ასევე ცოლიც დახვდება, როგორ გაუღებს კარებს, როგორ მოეფერება, მოესიყვარულება, რას დაახვედრებს, არა?
ერთგულება სიყვარულის გამოცდაა და სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა.
გაიმეორეთ გულში ეს: "მე ვღებულობ ბედნიერი ცხოვრების კანონს - ვიცხოვროთ სიყვარულში"
ასეც მოვიქცევი - ვიცხოვრებ სიყვარულში
დიახაც!
მთელი წელიწადი - 365 დღე და მერეც, ვიცხოვრებ სიყვარულში!
გამოვცდი ჩემ თავს სიყვარულში!
ჩვენ არ ვართ ამქვეყნად უპატრონოდ მიტოვებულნი. ჩვენ გვყავს ჩვენი ზეციური მფარველი და პატრონი
შალვა ამონაშვილი