ერთგულება სიყვარულის გამოცდაა. თუ გიყვარს ვინმე, მარტო ერთგულებით შეგიძლია დაუმტკიცო.
კიდევ რით დაუმტკიცებ? საჩუქრებით? ვერა!
მარტო ერთგულებით!
მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
როცა მე გემსახურებით თქვენ, ნაცნობს, უცნობს, ამაში ვხედავ ჩემი კმაყოფილების რაღაც წყაროს.
ბედნიერება კმაყოფილებაა.
ამრიგად, მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
მწერალი უნდა თვლიდეს, რომ არის გადამწერი
წმინდა სამება თუ არ შეეხო მწერალს, მწერლად არ ითვლება. და საერთოდ, მწერალი უნდა თვლიდეს, რომ არის გადამწერი, მხატვარი - გადამხატველი, კომპოზიტორი - გადამღერებელი. ასე თუ არ თვლის, მისგან... ღმერთია ერთადერთი შემოქმედი. შემოქმედს ძალიან უყვარს სოფელ-სოფელ სიარული. ჩვენი კლასიკოსები რომ გავიხსენოთ, სულ ყველა არის სოფლიდან. სხვა მადლი აქვს სოფელს.
გურამ დოჩანაშვილიდიდი ქვეყნების ფსიქოლოგიური მახასიათებელი
დიდი და პატარა ქვეყნების მოცულობით ანუ ტერიტორიით, მათი ხასიათი, ფსიქოლოგიური მახასიათებელი. რაცელი როგორც წერს, იმ ქვეყნის მახასიათებელი, რომელსაც დიდი ტერიტორია აქვს, მისი სივრცული გრძნობა არის, რომ ,რაც შეიძლება გააფართოვოს ტერიტორია. ეს არის მახასიათებელი.
მაგრამ პატარა ქვეყნის სივრცული გრძნობა არის, რომ შეინარჩუნოს რაც აქვს.