მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რაც უფრო უბრალოდ, მარტივი ენით ეტყვი ადამიანს (არა მარტო ბავშვს, არამედ დიდსაც), მით უკეთესი, მით უფრო კარგად გაიგებს.
წმ. იოანე ოქროპირს ერთმა ქალბატონმა უთხრა - თქვენი მჭევრმეტყველების ჭა ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონების თოკი ვერ წვდება და ისევ დაურწყულებელი ვრჩებითო - ამის შემდგომ იგი ყველანაირად ცდილობდა გაემარტივებინა ქადაგება და დღეს ყველამ კარგად ვიცით, როგორი ადვილად გასაგებია მისი ქადაგებები
თუ გინდა გაჭირვება მოგცილდეს...
თუ გაჭირვებული ხარ და გინდა გაჭირვება მოგცილდეს, სხვას გაუწოდე შენი გაჭირვებული ხელი და იმას დაეხმარე.
ნახე რამდენი მოგივა!
მისი ნათქვამი კანონი უნდა იყოს
როცა რამე ისეთს მეკითხებიან, რაზეც უწმინდესს გამოთქმული აქვს თავისი აზრი, საშინელი სირცხვილის გრძნობა მეუფლება ხოლმე ამ დროს. როგორ შეიძლება მე მკითხონ, რაზეც უწმინდესმა ბრძანა. მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს, კანონი კარგი გაგებით, კანონი საყრდენსაც ნიშნავს.
გურამ დოჩანაშვილი
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
უსინანულობა გვაკარგინებს ღმერთის კეთილგანწყობას, მადლს
არასწორი მოქმედებები ჩვენ ყველას გვაქვს, ყველა ცოდვილი ადამიანები ვართ, მაგრამ უსინანულობა არის ის, რის გამოც ღმერთის კეთილგანწყობა შეიძლება დაიკარგოს, მადლი განგვეშოროს
მღვდელი ბასილი ფოსური