ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან?
ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის
კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს დაუთანხმებლობას. რაც მითხარი და დამისაბუთე, გავიაზრე და თუ ლოგიკური და სწორია, დაგეთანხმე და აზრი შევცვალე. რა პრობლემაა?
ზურაბ მხეიძედაცემაში არ არის პრობლემა, ამ დაცემიდან წამოდგომა რომ ხდება, ისე, როგორც პეტრე მოციქული წამოდგა, ამაშია მთელი საიდუმლო. დავით მეფსალმუნეც ასე წამოდგება.
გიორგი გვასალია
სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით.
თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს.
ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს