მიაქციე ყურადღება მათ, რომლებიც "უკან გქაჩავენ"!
მიაქციე ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც "უკან გქაჩავენ". შენ წრეში შეიძლება იყოს ხალხი, რომლებთან ურთიერთობაც თვითშეფასებას გიზიანებს, იმედს გიკარგავს იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ და ა.შ. დაფიქრდი, რამდენად აუცილებელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა. ისედაც რთულია ცხოვრება, იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უკან გექაჩებოდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავაროცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ
ნახე ალტერნატივაა: მე მეზარება ლოგინიდან ადგომა, მაგრამ მინდა თეატრში წასვლა, ორივე არ გამოვა.
თუ ვთქვი, რომ არ მინდა თეატრში წასვლა, იმიტომ რომ მინდა ლოგინში ყოფნა, მაშინ კმაყოფილი უნდა ვიყო, იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო.
მეორე, თუ ვთქვი, რომ არა, ავდგები და წავალ თეატრში, ასე არ უნდა იყოს, წავედი თეატრში და ნეტა ლოგინში ვწოლილიყავი, ლოგინში ვარ და ნეტა თეატრში წავსულიყავი, არა.
ვიღებ გადაწყვეტილებას და იმ გადაწყვეტილებას ვიღებ როგორც ასეთს.
სხვათაშორის თუ ძნელი არჩევანი გაქვთ, მე რასაც ვაკეთებ ხოლმე შემიძლია გირჩიოთ. როცა არ ვიცი რომელი გავაკეთო, რომელიმე გადაწყვეტილებას მაინც ვირჩევ, ოღონდ ვადებ შეცდომის ალბათობას ანუ მე ეს გადავწყვიტე და შეიძლება იყოს შეცდომა, შეიძლება. მაინც ვაკეთებ. თუ შეცდომაა, მე უკვე მედო შესაძლო ვარიანტი, რომ ეს შეცდომა იყო და ჩემთვის აღარაა ეგეთი ტრაგედია.
თუ განათლების პრობლემას მოვაგვარებთ, თუ ცოდნა გახდება საყოველთაო, მერე სხვა სირთულეებსაც იოლად დავძლევთ
გიორგი კეკელიძეროცა საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ
შენი პირადი შეგნება თუ არის, აწონ-დაწონილი თუ გაქვს, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთო ის, რასაც აკეთებ. მაგრამ, თუ არ არის პირადი შეგნება და შენ ბოლომდე არ გიფიქრია, თუ აყოლილი ხარ ვიღაცას ან რაღაცას და გეშინია, რომ თუ არ აჰყვები არ დაგამუნათონ, მხდალად იქცევი და მერე ამ სიმხდალეს არქმევ სახელს - "მე ასე მინდა რომ გავაკეთო, ეს ჩემი საკუთარი ნებაა" - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ძალიან ფუნდამენტურად ატყუებ.
ლევან გიგინეიშვილი