გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ ეძებს სხვის დამარცხებაში
შალვა ამონაშვილიერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ... / ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
ჩვენ არ გვაქ კარგად გაგებული რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა, იმიტომ, რომ არ ვიცით პირველ ლოყაში რატომ გვარტყამენ.
მაცხოვარი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობს, თვითონ აქვს გამზადებული ერთი ლოყა და მეორეც მიშვერილი აქვს.
აქ საუბარია იმაზე, რომ შენ, როდესაც ქრისტესკენ მიდიხარ, შენ როდესაც ამ ღირებულებითი სწორებისკენ მიდიხარ, აუცილებლად მოგხვდება, მაგრამ არ მოტრიალდე უკან, მეორე ლოყა მზად გქონდეს, ეს ხიდი უნდა გადაიარო, ბოლომდე უნდა მიხვიდე.
ჩემს შვილს ამას ვეტყვი აუცილებლად, ვაჟკაცურად გადავიდეს ხიდის მეორე ნაპირამდე.
რატომაც მომხვდა პირველ ლოყაში, იმიტომაც მოვიხვედრებ მეორე ლოყაში. ეს არ ნიშნავს, რომ სულელი და ღირსებააყრილი იყავი, არა, პირიქით. ეს ნიშნავს, ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
დემოკრატია ხომ ამის გარეშე არ არსებობს
იქნებ მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ გულით მწამს ასე. მოდით, დავუტოვოთ ერთმანეთს სასაუბრო სივრცე, პატივისცემა არ დავკარგოთ ერთმანეთის მიმართ, ვილაპარაკოთ. შენ ასე გგონია, ასე ამბობ. მე ასე მგონია, ასე ვამბობ. მოდი, მსმენელმაც მოგვისმინოს და მან გადაწყვიტოს, ვისი აზრია უკეთესი. გვქონდეს ტოლერანტობის ვალდებულება, დემოკრატია ხომ ამის გარეშე არ არსებობს.
ლევან გიგინეიშვილიყველაზე მეტად ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ადამიანი არ მივიდეს ღმერთთან, ეს არის ის, რომ ადამიანი მოწყდეს ეკლესიას, გაუუცხოვდეს სულიწმინდის მადლს, იმ მსახურებას, რომელის ეკლესიის კრებულში აღესრულება.
გიორგი გვასალია