ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აზრები გვტანჯავს ჩვენ!
ცუდი ფიქრები შემოგიჩნდება და იტანჯები. ხანდახან ისეთ რამეს წარმოიდგენ, აზრები რომ დაფარული არ იყოს, ალბათ სირცხვილით დაიწვებოდი.
გავასუფთაოთ აზრები და ბედნიერი ვიქნებით.
თუ არა გწყინს, თუ არ ბრაზდები, თუ არ ყვირი, თუ არ გშურს, ამის შესაბამისი განწყობები გამოიგავა უკვე ჩვენი ცნობიერებიდან, რომლებიც კარგ აზრებს არ დაბადებდნენ. ამრიგად, ბედნიერება ხელში მიჭირავს. შემიძლია ვიყო ბედნიერი

შალვა ამონაშვილი
აზრები გვტანჯავს ჩვენ
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

სიბერეში განხორციელებული ბავშვური აკვიატება

ნიდერლანდებში ჩემთან ერთად სწავლობდა ერთი 62 წლის კაცი, რომელიც აუდიტორული კომპანიების მსოფლიო ოთხეულში, ეგრეთ წოდებულ "BIG 4"-ში მაღალ თანამდებობას იკავებს. თავის მეგობრებთან ერთად გაიხსენა ეს ბავშვური აკვიატება და როკ-ბენდი გააკეთეს და ბაზ-გიტარისტია, საღამოობით ბარში უკრავს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ მუსიკას უკრავენ, თვითრეალიზებულია, ბედნიერია და გაცილებით პროდუქტიული გახდა თავის სამსახურშიც.

დავით გოგიჩაიშვილი
სიბერეში განხორციელებული ბავშვური აკვიატება
გია მურღულია - ციტატები

დიალოგის აუცილებლობა

მათი მზერით მათი ხმის ტემბრით მათი ყურადღებით,თუნდაც მათი კითხვებით,თუნდაც მათი წინააღმდეგობით,ხანდახან იმიტო რო ეს ასე რატომ არის,მე ვგრძნობ რომ ჩვენ ერთმანეთთან დიალოგი გვაქვს და კლასში უკეთესი რაღაცის ადგილი არ არსი ვიდრე არის დიალოგი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.დიალოგი არის მთავარი მოდუსი ადამიანებს შორის ურთიერთობის,თუ იქ დიალოგს ისწავლიან, სხვებთანაც შეძლებენ მერე დიალოგს თავის ცხოვრებაში.

გია მურღულია
დიალოგის აუცილებლობა
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

სასულიერო პირის შვილს მეტი მოეთხოვება?

სასულიერო პირის შვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ, ადამიანი სასულიერო პირი რომ ხდება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მისი ჯერ არდაბადებული შვილი ხომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ისიც ერთი ჩვეულებრივი ბავშვია როგორც სხვა. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მობილურები და კომპიუტერები, მაგრამ, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს სწორი მოხმარება, სწორი გამოყენება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები ამისგან დავიცვათ

მღვდელი ბასილი ფოსური
სასულიერო პირის შვილს მეტი მოეთხოვება?
გვანცა ბარაბაძე - ციტატები

როგორია კარგი დედა?

გვანცამ გამცა იდეალური პასუხი, იცი რა არის კარგი დედაო? - ბედნიერი დედა ყოფილა კარგი დედა, ანუ როცა შენ იქნები ბედნიერი... არ შეიძლება უბედურმა ადამიანმა ბედნიერი ბავშვები გაზარდოს.

როგორც დროის ფაქტორი, არა აქვს მნიშვნელობა რა დროს ატარებ შენს შვილებთან, მთავარია ხარისხი. 1 წუთი (პირობითად) შეიძლება გაატარო და უკიდურესად ხარისხიანად, ან ერთი დღე და სულ შენს საქმეებში იყო რუტინულად და დაკარგული იყოს ის დღე ფუჭად.

გვანცა ბარაბაძე
როგორია კარგი დედა?
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ამას მე სულიერ დამბლას დავარქმევდი

არისტოტელეს აქვს ნათქვამი - "ადამიანს უნდა ჰქონდეს შეშმარიტების შეცნობის მუხტი და ინტერესი". ინფორმაციული სიჭარბის გამო, - ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე, რა ვიცი რა არის სიმართლეო - შეიძლება ადამიანმა ხელი ჩაიქნიოს. ეს არის ყველაზე სახიფათო მომენტი, რასაც მე სულიერ დამბლას დავარქმევდი, - როცა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ჭეშმარიტების ძიების, შეცნობის ინტერესი, როცა აღარ გაქვს ის განცდა, რომ შენ ენათესავები ჭეშმარიტებას.

ლევან გიგინეიშვილი
ამას მე სულიერ დამბლას დავარქმევდი
ანა ქირია - ციტატები

3 რამ, რისთვისაც ღირს ბრძოლა

სამი რამ, რისთვისაც ბრძოლა ღირს, მე ვიტყოდი: თავისუფლება, სიყვარული და სინამდვილე. სინამდვილეში მე ღმერთს მოვიაზრებ, რატომ? ვიცით ხომ რა არის ბიბლიაში ღმერთის სახელი: "მე ვარ რომელიც ვარ", სინამდვილე ეს არის.
სწორედ ეს სამი რამ, თავისუფლება, სიყვარული, სინამდვილე არის ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა და იმ ადამიანსაც მოვუწოდებდი, რომ იბრძოლოს, გაკვეთოს თავისი ატომის კედლები და ნახავს თავისუფლებას, სიყვარულს და სინამდვილეს.

ანა ქირია
3 რამ, რისთვისაც ღირს ბრძოლა
დეა ყოლბაია - ციტატები

მონასტერში უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც ...

წავიდეთ მონასტერში და ღამის 2 საათზე ავდგეთ და ვილოცოთ, ეგებ რამე გვეშველოს....

მონასტერი არ არის ადგილი, სადაც ღამის 2 საათზე ლოცულობენ. მონასტერში არის ადგილი, სადაც იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც, ღამის 2 საათზე ლოცვის გარეშე არ შეუძლიათ. განა ის რომ შენ წახვიდე იქ რომ ილოცო, შენ იმ შემთხვევში უნდა წახვიდე იქ, რომ ღამის 2 საათზე ლოცვის გარეშე არ შეგიძლია.

იქ ღამის 2 საათზე ლოცვას ვერ ისწავლი, ეს იქნება შენი სასჯელი.

დეა ყოლბაია
მონასტერში უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც ...
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ინფორმაციული დიეტა არის ახლა საჭირო!

დღეს არის ინფორმაციის წარღვნა, ამიტომ, დღეს ჭეშმარიტების პოვნა რთულიც კი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ყველაფერს ვერ წავიკითხავთ, რადგანაც წაკითხვას გააზრება და გადამუშავება სჭირდება, ამიტომ - გარკვეული ინფორმაციული დიეტა არის ახლა საჭირო. უამრავი საიტია ინტერნეტში, ერთიდაიგივე ფაქტზე ათასნაირი განმარტება შეიძლება წაიკითხო, ამიტომ, უფრო რთული ხდება ჭეშმარიტების შეცნობა.

ლევან გიგინეიშვილი
ინფორმაციული დიეტა არის ახლა საჭირო!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ცოლის მიმართ სიყვარული

ჩვენ ვიცით ფიზიოლოგიური სიყვარული, და როცა ფიზიოლოგია ამოგვეწურება, ეს სიყვარულიც გვისუსტდება. მაგრამ, თუ გვეყვარება ადამიანი, როგორც ღვთის შვილი, სიყვარული შენარჩუნდება. ცოლი მარტო ცოლი კი არ არის, უფლის შვილია (როგორც ჩვენ ყველანი), და თუ მე ცოლი აღარ მიყვარს, მაშასადამე - უფალიც აღარ მიყვარს. ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს, ეს ნამდვილად ასეა. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს შენ ღმერთსაც არ სცემ პატივს.

შალვა ამონაშვილი
ცოლის მიმართ სიყვარული
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის რა არის აუცილებელი?

კავშირი უფალთან. უფალი რომ ქორწილში მივიდა გალილეის კანაში, ჩვენ ვიცით, რომ იქ ღვინო გამოელიათ, რის შემდგომაც მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გარდაქმნა. ეს რას ნიშნავს? - ის ღვინო, რაც თავიდან სუფრაზე ჰქონდათ, ეს არის ადამიანური სიყვარული, როდესაც ქალსა და ვაჟს თავიდან ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მერე ეს სიყვარული ილევა, ყველგან ილევა. შემდგომ უფალი უნდა იყოს იქ, რომ საღვთო სიყვარული გაჩნდეს. სხვაგვარად მერე ერთმანეთის გაძლებაა

მღვდელი ბასილი ფოსური
ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის რა არის
გიორგი გვასალია - ციტატები

მართებულად აზროვნების თავისუფლებას გვინარჩუნებს ღვთისმსახურება

მაცხოვარმა თავისი მოსვლით აღასრულა მამისადმი სრული მორჩილება. მან კაცობრიობა გაიყვანა იმ თავისუფლებაზე, რომელი თავისუფლებაც ღვთისმსახურებით არის შესანარჩუნებელი.
თავისუფლება რისგან? - არა რომის იმპერიისგან, არა არამართებული გადასახადებისგან, არამედ - ადამიანის გამუბედურებელი აზროვნებისგან. აქედან გაგვიყვანა ქრისტემ. ღვთისმსახურება სწორედ ამ თავისუფლებას მინარჩუნებს - მართებულად აზროვნების თავისუფლებას.

გიორგი გვასალია
მართებულად აზროვნების თავისუფლებას
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვტკიებია თავი

ცხოვრებაში ერთხელ ხომ ყველას გვტკიებია თავი, მაგრამ, არ გვაქვს შაკიკი; ყველას გვტკიებია კუჭი, მაგრამ, არ გვაქვს გასტრიტი; ცხოვრებაში ერთხელ ხომ რაღაცა გვიგრძვნია. ზუსტად ასე არის ფსიქიკური მოვლენებიც. ჩვენ შეიძლება ჰალუცინაციაც გამოვცადოთ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ. ჩვენ შეიძლება დეპრესიასაც გავუგოთ გემო. შეიძლება დერეალიზაციაც გვესტუმროს. ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული რამ არის და არაფერი არ არის ამაში საპანიკო.

ნათია ფანჯიკიძე
ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვტკიებია თავი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პედაგოგიკა არ არის მეცნიერება. მეცნიერება რომ იყოს, ყველა პედაგოგი ერთნაირი ვიქნებოდით. ყველა ფიზიკოსი, კათედრაზე რომ წარსდგება, უკვე აღმოჩენილ საკითხებზე ისაუბრებს. მაგრამ, ყველა პედაგოგი თავისი ჭკუით ისაუბრებს კონკრეტულ ამოცანაზე, ყველას თავისებური გადაწყვეტა ექნება. ყველა სიმართლეს იტყვის, მაგრამ მთელი სიმართლე არ გამოვა. ყველა იტყვის ამ მთელი სიმართლის ნაწილს, რომელიც, თუ შევკრებთ, შეიძლება ჭეშმარიტება მივიღოთ.

შალვა ამონაშვილი
პედაგოგიკა არ არის მეცნიერება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ოჯახების ნგრევის მთავარი მიზეზი

საქართველოში რამდენიც ქორწინებაა, იმის ნახევარი იშლება. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ სიყვარულს ვერ უვლიან. სიყვარულს მოვლა უნდა. სიყვარულის ამოზრდა შესაძლებელია. 50 წელი ვიცხოვრე მეუღლესთან ერთად ბედნიერად. რას ვაკეთებდით? - სიყვარულს ვზრდიდით. ხელოვნურად ვზრდიდით - კონფლიქტებისგან გავრბოდით, კონფლიქტებს არ ვაზვიადებდით. ერთმანეთს ვუთმობდით. "იყოს როგორც შენ გინდა" - ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე გამოგვივიდა სიამტკბილობა

შალვა ამონაშვილი
ოჯახების ნგრევის მთავარი მიზეზი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გვიყვარდეს უპირობოდ

ცხოვრება ადამიანებითაა სავსე. ადამიანების გარეშე ჩვენი ცხოვრება ვერ შედგება. ამიტომ, გვიყვარდეს ადამიანები.
გვიყვარდეს ყველა. გვიყვარდეს მანამდე, ვიდრე ვინმეს შევხვდებით.
გვიყვარდეს უპირობოდ.
გვიყვარდეს იმიტომ, რომ ადამიანია. და თუ ჩვენიანია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდება. ჩვენი შვილი, მეუღლე, ახლობელი, ნათესავი,.. მაგრამ, ყველა გვიყვარდეს უპირობოდ, იმიტომ, რომ ყველა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ღვთის შვილია

შალვა ამონაშვილი
გვიყვარდეს უპირობოდ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვების ერთმანეთთან შედარება

როგორც ხელის თითების ერთმანეთთან შედარება და დაწუნება არ შეიძლება, ასევეა ბავშვების შემთხვევაშიც. მე არ ვიცი, ერთი ბავშვი მეორესთვის რა იქნება და რაში დაეხმარება, რომ გაიზრდებიან. შეიძლება, ერთმა ვერ შეძლოს თავისი საკითხის გადაწყვეტა, მეორეს გარეშე. ადამიანები ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. ამიტომ, ერთი ბავშვის შედარება მეორესთან, და თქმა იმისა, რომ შენ უკეთესი ხარ და შენ ცოტა ნაკლები, ეს არის დანაშაული ბავშვის მიმართ!

შალვა ამონაშვილი
ბავშვების ერთმანეთთან შედარება
გიორგი კეკელიძე - ციტატები

რით წავახალისოთ ბავშვი წიგნის წაკითხვისთვის?

წიგნის წაკითხვისთვის ბავშვის წახალისების მრავალი მეთოდი არსებობს. შეიძლება ეს იყოს რაღაც ტიპის ჯილდო, მათ შორის უმარტივესი, ბანალური - შოკოლადი. მთავარია, არ შევცდეთ წიგნის არჩევისას და ამ წიგნის შეთავაზების შემდეგ მიცემული ჯილდო, მხოლოდ ჯილდო არ უნდა აღმოჩნდეს მისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომ ამ წიგნს როცა წაიკითხავს, მეორე წიგნის წაკითხვა ჯილდოს აღარ საჭიროებდეს და თავად წიგნის წაკითხვა იქცეს ჯილდოდ მისთვის.

გიორგი კეკელიძე
რით წავახალისოთ ბავშვი წიგნის წაკითხვისთვის?
გია დვალი - ციტატები

სად იყო მეცნიერება პანდემიის დროს?

როგორც აქ გვესმოდა რომ, პანდემიის დროს სად იყო მეცნიერება? ეს მარტო საქარველოთი არ შემოიფარგლება. პანდემია იყო მეცნიერების ტრიუმფი, არც მოელოდა არავინ, რომ ასე სწრაფად ვაქცინას გააკეთებდნენ. ფორსირებულად დაიწყო მუშაობა და ვაქცინა მივიღეთ თვეებში. უსწრაფესად მოხდა ვაქცინის გაკეთება. ეს ყველაფერი იყო მეცნიერების ტრიუმი და როგორ შეიძლება, ადამიანმა თქვას, რომ მეცნიერება სად იყო პანდემიის დროს. მანდ იყო, თუ იყო მეცნიერება.

გია დვალი
სად იყო მეცნიერება პანდემიის დროს?
გიორგი გვასალია - ციტატები

ეკლესია გვავალდებულებს მაგინებელთათვის ვილოცოთ

ეკლესია გვავალდებულებს ლოცვას პირადი მტრებისთვის. აუცილებლად უნდა ვილოცოთ, სხვანაირად, ეკლესიაში არაფერი გვესაქმება. მოძულეთათვის, მაგინებელთათვის, მაჭირვებელთათვის ლოცვაში უბრალოდ ფრაზები კი არ უნდა ვისროლოთ, არამედ ღმერთს უნდა ვთხოვოთ მათთვის სიკეთე და სიხარული. იმიტომ, რომ საბოლოო სიკეთე და სიხარული იკრიბება ქრისტეში და ერთობაში. ვიღაც თუ წარწყმდა, ვიღაც თუ დაზიანდა, ის ჩემი სიხარულის საბაბი ვერ გახდება ვერანაირად.

გიორგი გვასალია
ეკლესია გვავალდებულებს მაგინებელთათვის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მოსწავლის გზა

რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვროთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ უკვე შევიმეცნეთ ცხოვრება.
ამრიგად, ყველაზე კარგი გზა ცხოვრებაში - მოსწავლის გზაა.
ყოველთვის მოსწავლე ვიყოთ და ვსწავლობდეთ.
რას ვსწავლობდეთ?
ყველაფერს, რაც არ ვიცით, რასაც ვერ ვაკეთებთ. რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. მივაღწიოთ. დავეუფლოთ.
თანაც, ამ სწავლაში ჩვენს ძალებსაც დავინახავთ, თურმე რამდენი შეგვძლებია. თურმე ღმერთსაც ცოტათი მივუახლოვდით. მისი ძალები გადმოგვეცა

შალვა ამონაშვილი
მოსწავლის გზა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაზე მთავარი აღზრდის გზა არის ბავშვთან მეგობრობა.
ბავშვთან იმეგობრე. როგორც დიდმა პატარასთან კი არა, არამედ, როგორც თანასწორმა.
ყველა კანონი, რაც მეგობრობაში მოქმედებს, ბავშვთან ურთიერთობაში უნდა შეიტანო.
მეგობრობაში არავინ მეტი და არავინ ნაკლები არ არის.
ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის არის.
დათმობა ვიცით, დახმარებაც ვიცით და თავგანწირვაც ვიცით.
თუ ერთმანეთს საყვედურები და კრიტიკა დავუწყეთ, გავექცევით ერთმანეთს

შალვა ამონაშვილი
ყველაზე მთავარი აღზრდის გზა
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

მენეჯერი გვეუბნება, ლიდერი - გვისმენს

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ლიდერისთვის არის მოსმენის უნარი. მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ და გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები არიან ისინი თვითონ, და ჩვენ ვხდებით მათი მიმდევრები, მაგრამ, უფრო მაგარი ლიდერები, გამორჩეულები მათ შორის, გვაჩვენებენ და გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები შეიძლება ვიყოთ ჩვენ. ეს მათი მხრიდან გულისყურით მოსმენის გარეშე ვერ მოხდება.
სტერეოტიპული გაგებით, მენეჯერი გვეუბნება, ლიდერი - გვისმენს.

დავით გოგიჩაიშვილი
მენეჯერი გვეუბნება, ლიდერი - გვისმენს
გიორგი გვასალია - ციტატები

ეკლესია არ უნდა დახასიათდეს უწესრიგობით

ვერ მანახებთ ეკლესიის ისტორიაში პერიოდს, სადაც ეკლესია მშვიდად და უპრობლემოდ არის. პრობლემები ყველა დროში ჰქონდა და დღესაც აქვს. იუდას პერიოდიდან მოყოლებული ახალი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობს ეპოქა, მსგავსი ვინმე რომ არ იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუდათი ვახასიათოთ ეკლესია. იუდასთან ერთად იოანეც იყო. არიოზთან ერთად ათანასეც იყო. უწესრიგობა, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის იყო, არ უნდა გახდეს ეკლესიის მახასიათებელი.

გიორგი გვასალია
ეკლესია არ უნდა დახასიათდეს უწესრიგობით
ციტატები, მოკლე გამონათქვამები